შავი ჭირი

ჯანდაცვა • 1791139842

ირკუტსკში შავი ჭირისგან ლაბორანტი გარდაიცვალა - ექიმი მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდო რისკებს აფასებს

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ირკუტსში მოქალაქე შავი ჭირისგან გარდაიცვალა. ექიმი გიორგი კანდელაკი ამ შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ფაქტს შეიძლება მოჰყვეს.„საინფორმაციო პორტალების ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ირკუტსკში, რომელიც მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო“ ინსტიტუტში თანამშრომელს დაუზიანდა შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის (Yersinia pestis) კულტურის შემცველი კონტეინერი, რის შედეგადაც დაინფიცირდა შავი ჭირის ფილტვის (პნევმონიური) ფორმით და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თითქმის 200 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ საწყის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სუბიექტები არიან, იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს სიმპტომები, თუმცა არ არის ცნობილი, რა ტიპის სიმპტომებზეა საუბარი და არის თუ არა ეს სიმპტომები კავშირში შავ ჭირთან.1972 წელს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა ბიოლოგიური იარაღის კონვენციას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ამის შემდეგ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიმართულებით კვლევები, რა თქმა უნდა, გრძელდებოდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე ამ იარაღის მფლობელ სხვა სახელმწიფოებშიც, ოღონდ უკვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შირმით. საბჭოთა კავშირში მსგავსი კვლევითი ინსტიტუტების ერთი ნაწილი ცნობილი იყო როგორც ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ცენტრები“. ამ ცენტრების სამუშაო მიმართულებები და სპეციფიკა განსხვავებული იყო: ზოგიერთი მათგანი მართლაც თავდაცვით და ეპიდემიების კონტროლის საკითხებზე კონცენტრირდებოდა, თუმცა სხვები მუშაობდნენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ამ მხრივ საინტერესო დაავადებებს წარმოადგენდნენ შავი ჭირი, ჯილეხი, ყვავილი, მარბურგის ვირუსით გამოწვეული დაავადება და სხვა. ბიოლოგიური იარაღისთვის პერსპექტიული მიმართულებები იყო პათოგენის ვირულენტობის (ანუ დამაზიანებლობის) გაზრდა, ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის გამომუშავება, ჰაერით ან აირ-წვეთოვნად გადაცემის პოტენციალის გაუმჯობესება და სხვა. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა შავ ჭირთან დაკავშირებითაც.შავი ჭირი გამოწვეულია ბაქტერიით Yersinia pestis, რომელიც წარმოადგენს მაღალი ლეტალობის პოტენციის მქონე ინფექციას. ის ბუნებრივად ვრცელდება ინფიცირებული მღრღნელებიდან ადამიანებზე რწყილების მეშვეობით. შუა საუკუნეებში სწორედ შავმა ჭირმა იმსხვერპლა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცნობილი ეპიდემიების დროს. რწყილით გადაცემისას ის ტიპიურად იწვევს ე.წ. ბუბონურ ჭირს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება (ე.წ. ბუბონები), დაჩირქება, სისტემური გავრცელება, სეფსისი და სიკვდილი. დისემინირებული ინფექციის დროს პაციენტების ნაწილს უვითარდება ფილტვის ფორმაც, რა დროსაც დაავადებამ უკვე შესაძლოა მიიღოს აირ-წვეთოვანი ან ჰაერით გადაცემის პოტენციალიც. ბუნებრივი ეპიდემიების დროს შავი ჭირის ფილტვის ფორმა და ამ გზით გადაცემა საკმაოდ იშვიათია. საპირისპიროდ ამისა, ბიოლოგიური იარაღის შემთხვევაში სწორედ ჰაერით/აირ-წვეთოვნად გადაცემაზეა ძირითადი აქცენტი და ხდება ბაქტერიების ისეთი ქვეტიპების შემუშავება, რომლებიც ეფექტურად გადაეცემა ამ გზით.ირკუტსკის ინციდენტის შესახებ გადამოწმებული დეტალები ძალზე მწირია.ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს ირკუტსკის შავი ჭირის კვლევითი ცენტრი. აღნიშნული ცენტრი შესაძლოა მუშაობს ველურ Y. pestis-ის შტამებზე, მათ მიმართ შეკავების ღონისძიებებზე და ა.შ., თუმცა ასევე შესაძლოა, სინამდვილეში ის წარმოადგენდეს ბიოლოგიური იარაღის კვლევით ცენტრს, რომლის ამოცანებს წარმოადგენს შავი ჭირის შტამების ლეტალურობის, სტაბილურობისა და დამცავი ღონისძიებების მიმართ გამძლეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, არ ვიცით შავი ჭირის რომელი შტამით დაინფიცირდა მკვლევარი და არც იმ კვლევის ბუნება, რომელსაც ის ატარებდა.ლაბორატორიის თანამშრომელში, ლაბორატორიის ტერიტორიაზე ბაქტერიული კულტურის კონტეინერის გატეხვით განვითარებული დაავადების ფილტვის ფორმის შესახებ ცნობები, მიუთითებს ინჰალაციის გზით დასნებოვნებაზე, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია და სხვა პოტენციური ალტერნატივები და სცენარებიც არ გამოირიცხება.გაურკვეველია ასევე, თუ რატომ გარდაიცვალა აღნიშნული ლაბორანტი. თუ ექსპოზიცია მართლაც კონტეინერის გატეხვის გამო მოხდა, მიღებული იქნებოდა მარტივი სტანდარტული ღონისძიებები (ანტიბიოტიკით პროფილაქტიკური მკურნალობა), რაც ტიპიურად ძალზე ეფექტურია და წესით, არათუ ლეტალური შემთხვევა, სიმპტომური დაავადებაც კი მაღალი ალბათობით არ უნდა გამოეწვია. ასეთ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, რომ ან საქმე უნდა გვქონდეს უკიდურესად მაღალი ვირულენტობის ან ანტიბიოტიკებისადმი პანრეზისტენტულ პათოგენთან — ბიოლოგიურ იარაღთან. თუ ამგვარ მაღალლეტალურ ბიოლოგიურ იარაღთან არ გვაქვს საქმე, მაშინ საწყისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სწორი და გავრცელება მოხდა გაცილებით მასიური და უკონტროლო გზით, მაგალითად როგორიც იყო 1979 წლის სვერდლოვსკის ციმბირის წყლულის აფეთქება. სვერდლოვსკის ინციდენტის დროს მოხდა ლაბორატორიიდან გარემოში აეროზოლიზებული ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის (Bacillus anthracis) სპორების მშრალი ფხვნილის გაფრქვევა, რასაც მოჰყვა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის მასიური ინფიცირება ჯილეხის ფილტვის ფორმითა და მასიური სიკვდილიანობით.ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს კარანტინისა და იზოლაციის მასშტაბები. საქმე იმაშია, რომ ველური ტიპის ბაქტერიით ფილტვის შავი ჭირის შემთხვევების დროს შემდგომი გადამდებლობა შეზღუდულია, რადგან მისი ძირითადი რეპროდუქციული ინდექსი (R_0) შეადგენს 1.3-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი პაციენტები საშუალოდ მხოლოდ 1.3 მეორად ინფექციას გამოიწვევენ, რაც არაეფექტურია გავრცელებისთვის. 1.3-იანი R_0-ით მჭიდრო კონტაქტების 30%-ის წარმატებული იზოლაცია საკმარისია აფეთქების შესაკავებლად. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1–3 დღე, პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული სიმპტომური ხდება (განსხვავებით, მაგალითად, კოვიდის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსისგან, რომელიც ძირითადად უსიმპტომო და ძალზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდა, რაც მკვეთრად ართულებდა კოვიდის დროს კარანტინისა და იზოლაციის ღონისძიებებს) და ანტიბიოტიკებით მკურნალობის გარეშე შავი ჭირის ფილტვის ფორმა პრაქტიკულად უნივერსალურად ლეტალურია (ანტიბიოტიკები ადრეულ სტადიაზე ძალზე ეფექტურია). ყოველივე ზემოთქმული ძალზე აიოლებს შავი ჭირის ფილტვის ფორმის ეპიდემიოლოგიურ კონტროლს. ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არის 200 ადამიანი იზოლირებული, რადგან სინჯარის გატეხვის ინციდენტი ცხადია, ლაბორატორიაში უნდა მომხდარიყო და თანაც — ლაბორატორიის ძალზე შეზღუდული დაშვების არეალში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით ირკუტსკის ლაბორატორიაში მუშაობს 90-მდე ადამიანი, ექსპოზირებული უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ რამდენიმე ლაბორანტი, რომელთაც BSL-3/4 დაშვება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, იზოლირებულ ადამიანთა ძალზე დიდი რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ეპიდაფეთქების სხვა გზებზე და არა გაცხადებულ კონტეინერის ინციდენტზე. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, თუ რა კონტიგენტია ძირითადად იზოლირებული: ლაბორატორიის თანამშრომლები ძირითადად (რაც კვლავ ლაბორატორიის შიდა ინციდენტზე მიგვითითებდა), თუ ქალაქის მოსახლეობა ლაბორატორიის ახლოს (ეს უკანასკნელი გავრცელების სხვა ტიპზე ან ბიოლოგიურ იარაღზე უფრო გვაფიქრებინებდა).საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ჩვენთან პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ტიპიურად, მსგავს სიტუაციებში უფრო მეტად ბანალური უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს ხოლმე საქმე. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეხება გვქონდეს მაღალვირულენტურ, ანტიბიოტიკების მიმართ უკიდურესად გამძლე და სწრაფად გავრცელებად ბაქტერიულ შტამებთან. თუ ეპიდაფეთქება გამოწვეულია სტანდარტული Y. pestis ველური შტამით, მისი ფართო გავრცელება აბსოლუტურად არარეალურია, მით უმეტეს, რომ ადგილზე საკმაოდ აგრესიული საკარანტინო და საიზოლაციო ღონისძიებები ხორციელდება.უახლოეს ხანებში, იმედია, გვექნება მეტი ინფორმაცია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად.“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

  goncharenko

მსოფლიო • 1791035099

„რუსეთი უნდა დაიშალოს“, „პუტინი მოკვდება“, „ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას“ - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთ - ალექსეი გონჩარენკო

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან ომის სწრაფად დასრულების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ მოუსმენენ მათ, რომლებიც ილუზიებს ავრცელებენ.მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ „რუსეთი დაიშლება“ ან „პუტინი მოკვდება“, ხშირად ის ადამიანები ტირაჟირებენ, რომლებიც ომის პერიოდში გამდიდრდნენ.დეპუტატმა განიხილა რამდენიმე ვარიანტი ომის დასრულების შესახებ და განმარტა, თუ რატომ არ არის ისინი რეალისტური.„გონჩარენკო ცდება! მოღალატე! დაპატიმრება! დახვრიტეთ! კარგი. მოდით, ალტერნატივაზე ვისაუბროთ. და რას გვთავაზობენ CCC-ის გულშემატკივრები. როგორ დავასრულოთ ომი? 1. რუსეთი უნდა დაიშალოს! მე მხარს ვუჭერ მას! და როგორ? რატომ არ დაიშალა ის ჯერ? კარგი იქნებოდა, მაგალითად, ახლა რომ გვენახა კოლაფსის პროცესები. თათარსტანი გამოეყო ან ჩეჩნეთი აჯანყდა. არაფერი. პირიქით, თათრეთს შაჰიდების ყველაზე დიდი წარმოება აქვს. 2. პუტინი მოკვდება! ასევე მაგარი ვარიანტია. მე მხარს ვუჭერ. მაგრამ რამდენ ხანს? მამამისმა დიდხანს იცოცხლა. როგორც ჩანს, ბაბუამისიც. არსებობს შანსი, რომ 10 წელი იცოცხლოს. და რა მოხდება, თუ პუტინის შემდეგ ახალი პუტინი მოვა? რა ვქნათ მაშინ? 3. რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემები ექნება და შემდეგ იძულებული გახდება ომი შეწყვიტოს. კარგი ჰიპოთეზაა. ახლა რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. ყოველწლიურად ისინი მშპ-ს ზრდას აჩვენებენ. მათ ფული აქვთ. ყველაფერში ჩვენზე 3-4-ჯერ მეტს იხდიან და ომისთვის საკმარისი ფული მაინც აქვთ. ჯერ დაზოგვაც კი არ დაუწყიათ. 4. დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა დაძაბულობას შექმნის და შემდეგ რუსეთი ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას. რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია ჩაატარა. ახლა ის აგრძელებს ხალხის დაქირავებას კონტრაქტით და ყველაფერი კარგად მიდის. ზოგადად, ხალხთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. და თუ დაიწყებენ, მობილიზაციას გამოაცხადებენ. თუ ჩვენ 5 წელია მობილიზაციას ვახორციელებთ (ვიცით მეთოდები), მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მეთოდების გამოყენება რუსეთში? და რატომ არ შეიძლება ხალხის მობილიზება იმავე გზით და ამდენი ხნის განმავლობაში? 5. ჩვენ ბალისტიკას გავაკეთებთ და ეს თამაშის წესებს შეცვლის. რუსეთს აქვს ბალისტიკა, შაჰიდები, რაკეტების თაიგული და ჩვენ 5 წელია არ დაგვნებებულა. დიახ, მათ დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ სამხედრო წარმოების შეჩერება ვერ შეძლეს. რატომ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია? მათი საწარმოო ობიექტები დაახლოებით ისევეა აგებული, როგორც ჩვენი, რადგან ისინი საბჭოთა კავშირში აშენდა. სხვა ვარიანტებზე ვერაფერს ვფიქრობ. კარგი, გარდა იმისა, რომ კიდევ 100 წელი ვიბრძოლოთ და იქ რაღაც მოხდება. ამ ვარიანტს, როგორც წესი, ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ, ან ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ, ან ვისაც შვილები და ოჯახები არ ჰყავთ. მათ ომი უყვართ და უკრაინელები არ მოსწონთ. არ უნდა მოუსმინოთ მათ.“- წერს გონჩარენკო.        შეყვანა, შეტყობინება გაგზავნილია 17:41 Keti მიერ: ალექსეი გონჩარენკო: "რუსეთი უნდა დაიშალოს", "პუტინი მოკვდება", "ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას" - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთ პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან ომის სწრაფად დასრულების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ მოუსმენენ მათ, რომლებიც ილუზიებს ავრცელებენ. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ „რუსეთი დაიშლება“ ან „პუტინი მოკვდება“, ხშირად ის ადამიანები ტირაჟირებენ, რომლებიც ომის პერიოდში გამდიდრდნენ. დეპუტატმა განიხილა რამდენიმე ვარიანტი ომის დასრულების შესახებ და განმარტა, თუ რატომ არ არის ისინი რეალისტური. გონჩარენკო ცდება! მოღალატე! დაპატიმრება! დახვრიტეთ! კარგი. მოდით, ალტერნატივაზე ვისაუბროთ. და რას გვთავაზობენ CCC-ის გულშემატკივრები. როგორ დავასრულოთ ომი? 1. რუსეთი უნდა დაიშალოს! მე მხარს ვუჭერ მას! და როგორ? რატომ არ დაიშალა ის ჯერ? კარგი იქნებოდა, მაგალითად, ახლა რომ გვენახა კოლაფსის პროცესები. თათარსტანი გამოეყო ან ჩეჩნეთი აჯანყდა. არაფერი. პირიქით, თათრეთს შაჰიდების ყველაზე დიდი წარმოება აქვს. 2. პუტინი მოკვდება! ასევე მაგარი ვარიანტია. მე მხარს ვუჭერ. მაგრამ რამდენ ხანს? მამამისმა დიდხანს იცოცხლა. როგორც ჩანს, ბაბუამისიც. არსებობს შანსი, რომ 10 წელი იცოცხლოს. და რა მოხდება, თუ პუტინის შემდეგ ახალი პუტინი მოვა? რა ვქნათ მაშინ? 3. რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემები ექნება და შემდეგ იძულებული გახდება ომი შეწყვიტოს. კარგი ჰიპოთეზაა. ახლა რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. ყოველწლიურად ისინი მშპ-ს ზრდას აჩვენებენ. მათ ფული აქვთ. ყველაფერში ჩვენზე 3-4-ჯერ მეტს იხდიან და ომისთვის საკმარისი ფული მაინც აქვთ. ჯერ დაზოგვაც კი არ დაუწყიათ. 4. დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა დაძაბულობას შექმნის და შემდეგ რუსეთი ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას. რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია ჩაატარა. ახლა ის აგრძელებს ხალხის დაქირავებას კონტრაქტით და ყველაფერი კარგად მიდის. ზოგადად, ხალხთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. და თუ დაიწყებენ, მობილიზაციას გამოაცხადებენ. თუ ჩვენ 5 წელია მობილიზაციას ვახორციელებთ (ვიცით მეთოდები), მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მეთოდების გამოყენება რუსეთში? და რატომ არ შეიძლება ხალხის მობილიზება იმავე გზით და ამდენი ხნის განმავლობაში? 5. ჩვენ ბალისტიკას გავაკეთებთ და ეს თამაშის წესებს შეცვლის. რუსეთს აქვს ბალისტიკა, შაჰიდები, რაკეტების თაიგული და ჩვენ 5 წელია არ დაგვნებებულა. დიახ, მათ დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ სამხედრო წარმოების შეჩერება ვერ შეძლეს. რატომ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია? მათი საწარმოო ობიექტები დაახლოებით ისევეა აგებული, როგორც ჩვენი, რადგან ისინი საბჭოთა კავშირში აშენდა. სხვა ვარიანტებზე ვერაფერს ვფიქრობ. კარგი, გარდა იმისა, რომ კიდევ 100 წელი ვიბრძოლოთ და იქ რაღაც მოხდება. ამ ვარიანტს, როგორც წესი, ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ, ან ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ, ან ვისაც შვილები და ოჯახები არ ჰყავთ. მათ ომი უყვართ და უკრაინელები არ მოსწონთ. არ უნდა მოუსმინოთ მათ.“- წერს გონჩარენკო.

 რესპირატორული ვირუსი

საზოგადოება • 1790957041

სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის... - პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო ორი კვირაა გახშირდა საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში, რომელიც ჩვილ ასაკში ხშირად გრიპის ვირუსით ინიღბება.ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიცხე ყოველთვის ვირუსია… ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო გზების ინფექცია.ჩვილებში სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია: მაღალი ტემპერატურა აშკარა მიზეზის გარეშე ჭირვეულობა, მოთენთილობა ცუდი მადა; ღებინება;  შარდის მძაფრი სუნი მოზრდილებში; წვა ან ტკივილი შარდვის დროს; ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით;  მუცლის ან წელის ტკივილი; შარდში სისხლის მინარევი; ღამის შარდვა (თუ ადრე არ ჰქონია)აუცილებლად გახსოვდეთ, რომ  სიცხე მიზეზის გარეშე – ყოველთვის საჭიროებს შემოწმებას.შარდის ინფექცია არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.დროული მკურნალობა იცავს აღმავალი ინფექციის განვითარებისგან.აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, არ დაიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ლაბორატორიული ტესტის გარეშე!„სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის" - წერს პედიატრი.

პეტერ მადიარი

ომი უკრაინაში • 1790948200

Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის

 უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.„არც ჯარისკაცები და არც იარაღი“, - განაცხადა ველკეიმ და აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესშია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და სწორედ ეს არის ბუდაპეშტისთვის უმნიშვნელოვანესი.უნგრეთის ახალი მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ბალტიის სახელმწიფოების მიდგომისგან, რომლებიც უკრაინას სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით აქტიურად ეხმარებიან, წერს სააგენტო.ბუდაპეშტის პოზიცია ასევე ასახავს უკრაინასთან ურთიერთობის სირთულეს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში განსაკუთრებით დაიძაბა. ორბანი კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შეფერხებას და უკრაინის ხელისუფლებას, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებში მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.Bloomberg-ის ინფორმაციით, პეტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას ელოდნენ. კიევმა უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის ენობრივი უფლებების სამართლებრივი დაცვის გაძლიერების პირობა დადო, ხოლო ბუდაპეშტმა უარი თქვა ვეტოზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აფერხებდა. თუმცა, ურთიერთობების გაუმჯობესება შეფერხებებით მიმდინარეობს.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ კიევმა მას აცნობა, რომ უკრაინაში უნგრულენოვანი განათლების გაფართოების შესახებ კანონი მიმდინარე თვეში უნდა მიიღონ.„რამდენიმე თვეში უკრაინის უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებისთვის უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ორბანის მთავრობამ 10 წლის განმავლობაში“, - დაწერა მან.ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რომელთა საქმიანობაც მთავრობამ ჯაშუშობას დაუკავშირა. ეს ორბანის ეპოქასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როდესაც უნგრეთი ბრიუსელში მოსკოვის ინტერესების გამტარად ხშირად მოქმედებდა.მიუხედავად ამისა, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში კვლავ არსებობს უნდობლობა, წერს სააგენტო.

HMPV ვირუსი

საზოგადოება • 1790878278

შემოდგომის ვირუსები - რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება

შემოდგომის დადგომასთან ერთად რესპირატორული ვირუსების გავრცელების რისკი იზრდება.გრიპი, COVID-19, RSV და სხვა სასუნთქი გზების ინფექციები ხშირად ერთმანეთის მსგავს სიმპტომებს იწვევს, რის გამოც მხოლოდ ნიშნების მიხედვით კონკრეტული ვირუსის გარჩევა ყოველთვის შეუძლებელია.ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა:ცხელება ან შემცივნება;ხველა;ყელის ტკივილი;ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა;თავის ტკივილი;კუნთებისა და სხეულის ტკივილი;სისუსტე და დაღლილობა;მადის დაქვეითება.გრიპის შემთხვევაში სიმპტომები ხშირად უეცრად იწყება და შეიძლება განსაკუთრებით გამოხატული იყოს სიცხე, სხეულის ტკივილი და ძლიერი დაღლილობა. თუმცა გრიპის დროს სიცხე ყველა ადამიანს არ აქვს.RSV-ის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა გამოვლინდეს სურდო, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ცემინება, სიცხე და ხიხინი. ძალიან პატარა ბავშვებში ინფექციის ნიშნები ზოგჯერ მხოლოდ გაღიზიანება, ნაკლები აქტივობა ან სუნთქვის გაძნელებაა.როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა?განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სუნთქვის გაძნელებას, სწრაფ სუნთქვას, გულმკერდის ტკივილს, გაუწყლოების ნიშნებს, ძლიერ სისუსტეს ან მდგომარეობის გაუარესებას. ასევე საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც სიცხე ან ხველა თავდაპირველად უმჯობესდება, შემდეგ კი ისევ ბრუნდება ან ძლიერდება.რესპირატორული ინფექციის დროს რეკომენდებულია ავადმყოფობის პერიოდში სხვებთან კონტაქტის შემცირება, ხელების ხშირი დაბანა და ოთახის განიავება. თუ სიმპტომები გაქვთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე იმ ადამიანებთან, რომლებიც მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

კიბო

საზოგადოება • 1790877527

მეცნიერები ინფექციის სახეობებს ასახელებენ, რომელიც ყოველწლიურად კიბოს ორ მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს

კიბო შეიძლება სიცოცხლის გარდაუვალ ნაწილად ჩანდეს, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელსაც მისი რისკის შემცირება შეუძლია.როცა კიბოს რისკის შემცირებაზე ვფიქრობთ, ძირითადად ვფიქრობთ ცხოვრების სტილის ფაქტორებზე: მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ვარჯიში.თუმცა, კიბოს ეპიდემიოლოგთა ჯგუფის მიერ ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა წარმოაჩენს, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კიბოს რისკში ინფექციებს.გლობალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ინფექციები დაკავშირებული იყო 2024 წელს ჯამში დასმულ კიბოს დიაგნოზთა 12 პროცენტთან. ეს გახლავთ 2,3 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევა.ინფექციებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ამ შემთხვევაზე პასუხისმგებელი იყო ხუთი მთავარი პათოგენი.ყველაზე გავრცელებული დამნაშავე იყო კუჭის ბაქტერია Helicobacter pylori — რომელზეც მოდის 2024 წელს დასმულ კიბოს დიაგნოზთა 4 პროცენტი, ანუ 760 000 შემთხვევა.H. pylori ნამდვილად ძალიან გავრცელებული ბაქტერიაა — სტატისტიკურად, მსოფლიოში ყველა მეორე ადამიანი მისით არის ინფიცირებული. უმეტეს ადამიანში ის არანაირ სიმპტომს არ იწვევს, მაგრამ გარკვეულ შტამებს შეუძლია კუჭის წყლულის და საბოლოოდ კუჭის კიბოს გამოწვევა.2024 წელს დასმული კიბოს დიაგნოზებიდან დაახლოებით 4 პროცენტთან, 750 000 ახალ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული ადამიანის პაპილომავირუსიც (HPV).B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) დაკავშირებული იყო ახალ შემთხვევათა 2 პროცენტთან, ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) 1 პროცენტთან, C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) კი 1 პროცენტზე ნაკლებთან.ეპშტაინ-ბარის ვირუსი ამ სიაში ახალია. წინა გლობალური შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, არსებითად გაიზარდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ვირუსი კიბოს იწვევს.უცნაურია იმაზე ფიქრი, რომ ეს ინფექციები, რომლებიც ისედაც ძლიერ ავად გვხდის — ასევე იწვევს კიბოს; თუმცა, კვლევის ეს შედეგები შესაძლებლობასაც გვთავაზობს.მიუთითებს, რომ ამ ინფექციათა სათანადო მკურნალობამ და პრევენციამ შეიძლება ნამდვილად დიდი სხვაობა მოგვცეს მსოფლიოში კიბოს მაჩვენებლებში.„ჩვენი განახლებული შეფასებები წარმოაჩენს ინფექციის კონტროლის მნიშვნელობას კიბოს პრევენციის გლობალურ სტრატეგიებში. მრავალ კანცეროგენულ ინფექციურ აგენტს აქვს არსებული ან პოტენციური პრევენციული ჩარევები, მათ შორის ვაქცინები, დიაგნოსტიკა, პრეპარატები და ინიექციები“, — წერენ კვლევის ავტორი ჰარიეტ რამგაი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.ამ პათოგენთაგან ბევრის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები რეალურად მიეწოდოს მოსახლეობას.„მიუხედავად პროგრესისა ვაქცინაციასა და სკრინინგში, ინფექციებთან დაკავშირებული კიბოები გლობალურად დიდ გამოწვევად რჩება, ასევე გვაქვს მუდმივი უთანასწორობა, რომელიც განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე ახდენს გავლენას“, — წერენ მკვლევრები.ინფექციასთან დაკავშირებული კიბოების სამი-მეოთხედი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, ძირითადად აღმოსავლეთ აზიაზე, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე.2024 წელს ინფექციებთან დაკავშირებული კიბოს დიაგნოზების დიდი ნაწილი აღმოსავლეთ აზიაში დაისვა, გლობალური მაჩვენებლის 42 პროცენტი. ამ დიაგნოზებთან დაკავშირებული ინფექციები იყო ბაქტერია H. pylori და ეპშტაინ-ბარის ვირუსი.მეტი ადამიანის ვაქცინაციამ ადამიანის პაპილომავირუსზე (განსაკუთრებით კაცების, რომლებიც ხშირად არ არიან ამ ვაქცინაციის სამიზნე) და B ჰეპატიტის ვირუსზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს კიბოს გავრცელების გლობალურ მაჩვენებლებს, თუმცა H. pylori-ს შემთხვევაში პასუხი არცთუ ისე მარტივია.„სხვათა შორის, მცირეა პროგრესი H. pylori-ს ვაქცინებზე ან ძლიერ ეფექტიან თერაპიებზე მუშაობაში, რაც შეამცირებდა არაეფექტიან ანტიბიოტიკურ ზემოქმედებას და უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა კუჭის კიბოს კონტროლისთვის გლობალური მასშტაბით“, — წერენ მკვლევრები.ასევე არ გვაქვს ეპშტაინ-ბარის ვირუსის ვაქცინები ან გავრცელების კონტროლის სხვა მეთოდები, მაგრამ ვაქცინებზე ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე კლინიკური კვლევა. აღსანიშნავია, რომ ეს ვირუსი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა დაახლოებით 95 პროცენტს ხვდება.„მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტია ინვესტირება ეპშტაინ-ბარის ვირუსის, ბაქტერია H. pylori-ს და კაპოსის სარკომის (ვირუსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი კიბო) ახალი პრევენციული ვაქცინების შექმნაში, ცნობილია, რომ პრევენციის მრავალი სტრატეგია ხარჯეფექტიანია“, — წერენ მკვლევრები.მათი განცხადებით, სამწუხაროდ, ასეთი სტრატეგიები ხშირად არასაკმარისად გამოიყენება საზოგადოებრივი, ფინანსური და პოლიტიკური ბარიერების გამო, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც ისინი ყველაზე მეტადაა საჭირო.

მაია ბუწაშვილი

საზოგადოება • 1790853180

მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „უხსოვარ დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექციაზე ეთერ ბოცვაძემ გვითხრა, დრო მოვა და ძალიან ბევრ სიმსივნეზე აღმოჩნდება, რომ ინფექციები იწვევსო. მაშინ ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სადღეისოდ უკვე დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა (ანუ წელიწადში 2.3 მილიონზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი).ამ ინფექციურ პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5 :1. ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori) - რომელიც იწვევს კუჭის კიბოს და ლიმფომას.2. პაპილომავირუსი (HPV) - სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, პენისის და ორიგარინგეალურ (პირ-ხახის) კიბოს.3. B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)4. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) -იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)5. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და ცხვირ-ხახის კარცინომა (ეს ფაქტი ზოგჯერ ზედმეტ შფოთვას იწვევს EBV გამოწვეული მონონუკლეოზის დროს. ეს დაავადება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, >90% გადატანილი აქვს, თუმცა სიმსივნის რისკი უკიდურესად დაბალ პროცენტშია).ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რამდენიმე სხვა ინფექციური აგენტის სიმსივნეებთან ასოციაციაც დადგენილია, თუმცა მათი სიხშირე ნაკლებია.ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.საკითხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ მოიპოვეს დიდი აღიარება. მაგალითად, მარშალმა და უორენმა 2006 წელს (ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენისთვის), ხოლო ჰაუზენმა 2008 წელს (პაპილომავირუსის აღმოჩენისთვის) მიიღეს ნობელის პრემია.განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ. მაგალითად, B ჰეპატიტი და პაპილომავირუსი და მათთან ასოცირებული სიმსივნეები ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ",- წერს ბუწაშვილი.  

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა • 1790852620

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის – ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს.„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებები.ბელარუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს ბელარუსში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა მინსკში“ იმართება, რომელიც ყოველ ჯერზე ათიათასობით სტუმარს მასპინძლობს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. გამოიხატა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინგლისი

მსოფლიო • 1790850931

ბრიტანეთმა დაასანქცირა მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“

დღეს, დიდი ბრიტანეთი, „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.მათივე ცნობით, სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციის გაგრძელება.დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის, 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტია“, ალან გაგლოევი – „ყოფილი პრეზიდენტი“, ხოლო სერგეი ტოლმაჩოვი – რუსი პოლიტტექნოლოგი.

„ყველაზე მომაკვდინებელი“ კიბოს ვაქცინა შექმნეს

საზოგადოება • 1790790199

5 ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს - ახალი კვლევა

როცა კიბოს რისკების შემცირებაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში თამბაქო, ალკოჰოლი და ფიზიკური უმოქმედობა გვახსენდება. თუმცა, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი გლობალური კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში დასმული კიბოს დიაგნოზების 12% (2,3 მილიონი ახალი შემთხვევა) სწორედ ინფექციებთან იყო დაკავშირებული! ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს ხუთი ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს. ამის შესახებ მიხეილ ჭაბუკაშვილი წერს. „ამ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხისმგებელია ხუთი მთავარი პათოგენი:მთავარი დამნაშავეებიHelicobacter pylori (4% / 760 000 შემთხვევა): კუჭის ბაქტერია, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს აქვს. უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა გარკვეულ შტამებს კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.ადამიანის პაპილომავირუსი - HPV (4% / 750 000 შემთხვევა): საშვილოსნოს ყელის და სხვა ტიპის კიბოების ძირითადი გამომწვევი.B ჰეპატიტის ვირუსი - HBV (2%): ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი.ეპშტაინ-ბარის ვირუსი - EBV (1%): სიაში ახლახან დამატებული ვირუსი, რომელიც ცხოვრების მანძილზე ადამიანთა 95%-ს ხვდება.C ჰეპატიტის ვირუსი - HCV (

მიგრაციის დეპარტამენტი

სამართალი • 1790749596

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ტაილანდის, ლიბანის, უზბეკეთის, ბელარუსის, განას, იორდანიის, პაკისტანის, ნიგერიის, ფილიპინების, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3 000-ზე მეტი პირი.

იოჰან ვადეპული

მსოფლიო • 1790710204

ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებებია საჭირო - იოჰან ვადეპული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა,  უახლოეს მომავალში დაიწყოს.ვადეპულის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში ევროპამ „რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება შეძლოს“.„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია თავად რუსეთის ან რუსი ხალხის მიმართ. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმთან, რომელმაც ეს უკანონო აგრესიული ომი წამოიწყო და აგრძელებს“, – აღნიშნა ვადეპულმა.მისი თქმით, „ახლა და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ევროპული უსაფრთხოება რუსეთთან ერთად კი არა, რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენდებოდეს“.ამასთან, როგორც ვადეპულმა აღნიშნა, ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო.„ახლა არსებობს ნიშნები იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ვადეპულმა მოუწოდა ევროპელებს, „არ დაუშვან, რომ აშშ-მა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე მონოპოლია შეინარჩუნოს“.„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ომი ხომ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ვადეპულმა.ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ „ნებისმიერი შეთანხმება“, პირველ რიგში, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს.

✕