მაკა ზამბახიძე

ტაბლოიდი 1770038940

VIDEO: როგორ გახდა მაკა ზამბახიძის ქმარი მისი პროდიუსერი

„რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ მაკა ზამბახიძემ და მისმა მეუღლემ, მიხეილ ჩოხელმა, ასევე რატი დურგლიშვილმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მიხეილი მაკას და დუეტ „ჯორჯიას“ პროდიუსერი.რატი დურგლიშვილი:ამას წინათ გავხსენით სოციალური ქსელების ანგარიშები. მე 90 000 ნახვა მქონდა კვირაში, მაკას – 300 000, უცებ მიხეილმა გახსნა და სამი მილიონი ნახვა აქვს კვირაში. თავისი ინიციატივა იყო, რომ პროდიუსერი გამხდარიყო.მიხეილ ჩოხელი:პროდიუსერი რომ ვუწოდო ჩემს თავს, მეუხერხულება, რადგან დუეტ „ჯორჯიას“ გვერდით უამრავი პროფესიონალი დგას, მათ შორის ვაჟა დურგლიშვილი. ჩემი სურვილით გადავწყვიტე მათი დახმარება, დავიწყე სოციალურ ქსელში ვიდეოების დადება და მოტანა მაყურებლის ინტერესი. მაყურებელს მოსწონს დუეტისგან უშუალობა და უბრალოება, ყველა მსმენელს ეფერებიან და ფოტოებს იღებენ. ზოგჯერ რატის ავიწყდება, რომ სამღერი აქვს, ესაუბრება ხოლმე გულშემატკივარს და ფოტოს იღებს.

rati durglishvili

საზოგადოება 1769704290

„ჩვენს ოჯახს, ამ ადამიანის სახით, ღმერთის საჩუქარი აქვს...“ - რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილმა გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ საზოგადოებას მისი ოჯახის აქამდე უცნობი წევრი - რძალი გააცნო.როგორც მომღერალმა გადაცემაში აღნიშნა, მისი რძალი დუეტ „ჯორჯიას“ მენეჯერია.„ჩვენს ოჯახს ამ ადამიანის სახით ღმერთის საჩუქარი აქვს გამოგზავნილი“, - განაცხადა რატიმ რძლის, თაკო კიკაძის შესახებ.„მე უფრო გამშველებელი ვარ, ვიდრე მენეჯერი. ასეთი დუეტი საზღვარგარეთაც კი იშვიათია. შემოქმედებით პროცესში ძალიან ჩხუბობენ. მე უფრო მაკას პოზიციას ვამაგრებ. მაკა ყოველი სოლო-კონცერტის წინ უფრო ორგანიზებულია. რატის უფრო აინტერესებს სცენის ვიზუალური მხარე და ესთეტიკა. მაკა ცეცხლს ანთებს რეპეტიციაზე. ის პერფექციონისტია“, - განაცხადა მომღერლის რძალმა.

სდლკჯფ

ტაბლოიდი 1769360306

VIDEO: ვაჟა დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად ამღერდა – რატი დურგლიშვილის ემოციები და აღფრთოვანებული მსმენელი

რუსთავი 2“-ის გადაცემა „ასე მღერიან საქართველოში“ სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც მომღერალი მაკა ზამბახიძე რატი დურგლიშვილის მამასთან, ვაჟა დურგლიშვილთან ერთად ამღერდა.​ ჰარმოიზაციისთვის გამოიყენეთ წითელი ფერი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.კოპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის შესრულება, განსაკუთრებით ემოციური რატი დურგლიშვილისთვის აღმოჩნდა, რომელიც სცენაზე ემოციებს ვერ მალავდა. „ამეტირა დიდებულია!“,  „დიდებული ბატონი ვაჟა ბრავო მაკა“, „უმაგრესი კომპოზიტორი“, „ვაჟა დურგლიშვილის ყველა სიმღერა ძვირფასია. წარმატებები“, – აღნიშნავენ სოციალური ქსელის კომენტარებში.

მაკა ზამბახიძე

ტაბლოიდი 1760800064

მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად პარიზში მოგზაურობს - ფოტოები

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს.მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელიც პარიზშია გადაღებული.მომღერალი პარიზში მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან ერთად მოგზაურობს. კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კომენტარებში აღნიშნავენ წყვილი ძალიან უხდება ერთმანეთს.

შორენა

საზოგადოება 1752049898

„პატარძლის კაბა და გრანდიოზული დაბადების დღე“ - ვინ ესწრებოდა შორენა ბეგაშვილის თეთრ წვეულებას

მსახიობი, შორენა ბეგაშვილი იუბილარი იყო. აღსანიშნავია, რომ შორენამ გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა. მან 43 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში, საკუთარ სახლში აღნიშნა, დრესკოდი თეთრი ფერის იყო, თავად შორენას კი პატარძლის კაბა ეცვა, რომელშიც ბრწყინავდა. სტუმრებს შორის იყვნენ შორენას ცნობილი მეგობრები: ლელა წურწუმია, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, აჩიკო მეფარიძე, ხატია შამუგია. ნახეთ, კადრები დაბადების დღის წვეულებიდან. 

ნიკუშა

საზოგადოება 1745057100

VIDEO: „სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას. ის არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად თავის სიცოცხლეს გჩუქნის" - ნიკუშა შენგელაია დედაზე

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნიკუშა შენგელაიამ დედის - სოფიკო ჭიაურელის შესახებ ისაუბრა.როგორ ახერხებდა ლეგენდარულ ქართველ მსახიობი აქტიური ცხოვრების პარალელურად, შვილებთან ურთიერთობას და როგორი იყო სიცოცხლის ბოლო წუთებში სოფიკო, რომელიც მძიმე სენმაც კი ვერ გატეხა„სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას. ის არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად თავის სიცოცხლეს გჩუქნის"- ამბობს ნიკუშა.ასევე ნახეთ:VIDEO: „მისთვის თენდებოდა ყოველი დღე... მაგრამ მეორე უკიდურესობა იყო - სიმღერას, ხატვას, დედას, მამას მომაშორა... 2 წელი ასე შემომეცალა“ - რატი დურგლიშვილიVIDEO: ხვიჩას და სპალეტის თბილი შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიაზე„ურთიერთობებში გარანტიები არ არსებობს…“ - რას წერს თათა გიორგობიანი

მაკა და რატი

ტაბლოიდი 1743879800

როგორ ულოცავს მაკა ზამბახიძე დაბადების დღეს რატი დურგლიშვილს

მომღერალი რატი დურგლიშვილი იუბილარია. იგი 43 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. არაერთმა ცნობილმა სახემ ინსტაგრამზე რატისთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ბევრი დადებითი სურვილებიც უსურვა მომღერალს.კეთილის მსურველებს შორისაა მომღერალი, რატის მეგობარი მაკა ზამბახიძე, რომელმაც კოლეგას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვები მიუძღვნა:„უბრალოდ რატის გარეშე ჩემი ცხოვრება მართლა ვერ წარმომიდგენია. ის არის ჩემი ცხოვრების, ჩემი კარიერის, ჩემი ყველა სიხარულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი (კი მიშლის ხოლმე ნერვებს მაგრამ...). ჰოდა შენ გაგიმარჯოს ყველა იმ უნიკალური ნიჭით, რაც ღმერთმა მოგცა. წინ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს და მოემზადე შენი საავტორო კონცერტისთვის“, - წერს მაკა ზამბახიძე.

მაკა ზამბახიძე

ტაბლოიდი 1742111578

მაკა ზამბახიძე 42 წლის გახდა - როგორ ულოცავს მომღერალს მეუღლე დაბადების დღეს

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა. მაკა ზამბახიძე დღეს 42 წლის გახდა. დაბადების დღე ქმარმა მიხეილ ჩოხელმა სოციალურ ქსელში მიულოცა: „მარიამ ჩოხელის დაბადებას გაუმარჯოს“, - წერს მიხეილ ჩოხელი.

მაკა ზამბახიძე

საზოგადოება 1729171500

ჯეკპოტი მოვხსენი იღბალში, ჩემმა ბედის ლატარიამ გაამართლა - მაკა ზამბახიძე

გამორჩეული საშემსრულებლო მანერის მქონე, საერთაშორისო მასშტაბის დახვეწილი ვოკალისტის, ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაკა ზამბახიძის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის იწვევს მაყურებლის ოვაციას. ბუნებით თბილი და თავშეკავებული მომღერალი ცდილობს, თავისი წილი სიყვარული ყველა მის თაყვანისმცემელს გაუნაწილოს და გამოსდის კიდეც. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა:– რა მიგაჩნია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?– ბავშვობიდან ოცნებად მქონდა დიდ სცენაზე დავმდგარიყავი და ცნობადი მომღერალი ვყოფილიყავი. რაც შეეხება დიდ წარმატებებს, ეს იყო კონკურსი „იმედის ტალღა“, შეუდარებელი განცდითა და სიხარულით და „იურმალა“, რომელმაც დიდი მასშტაბები მოიტანა ჩემს ცხოვრებაში და საიდანაც დაიწყო ჩემი მუსიკალური აღმასვლა და ოცნებების ახდენა. სხვათა შორის, ბავშვობაში რაც მინდოდა და რა ოცნებებიც მქონდა, ყველაფერი ამიხდა.– ხომ არ ფიქრობ, რომ ადრეულ ასაკში დედობამ კარიერაში ხელი შეგიშალა?– 18 წლის ასაკში გავხდი დედა და მიმაჩნია, რომ ამან არანაირად არ შემიშალა ხელი კარიერაში. დედა სულ ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა. უბრალოდ, მაშინდელი ოჯახური მიზეზები იყო, რის გამოც ვერ ვმღეროდი. ძალიან ბედნიერი დედა ვარ და უბედნიერესი განცდაა ახალგაზრდა ასაკში ბებიობა. შვილიშვილმა ჩემს ცხოვრებაში ყველა ფერი შემოიტანა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მასზე ვფიქრობ და მის ენაზე ვლაპარაკობ. რატი დურგლიშვილი მეხუმრება: შენ, მგონი, უკვე გააფრინეო (იცინის). მართლა მაფრენინებს ეს ბავშვი. ზოგადად, ყველაფერში გამიმართლა და მათ შორის, პირადშიც, რომ გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ჩემს მეუღლეს ჩემზე მეტად სიამოვნებს ჩემი წარმატება.ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბედში გამართლება ლატარიაში ჯეკპოტის მოგებას ჰგავს. ანუ, პირადი ცხოვრება ლატარიას ჰგავს – ან გაგიმართლებს, ან – არა. მე, ამ მხრივ, ჯეკპოტი მოვხსენი იღბალში, ჩემმა ბედის ლატარიამ გაამართლა და გვერდით უსაყვარლესი მამაკაცი მიდგას. ასე რომ, ვერ დავიწუწუნებ, ნამდვილად იღბლიანი ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, წარმატება ჩემს ცხოვრებაში მარტივად მოდის-მეთქი. ერთია, როცა ხარ პოპულარული და მეორე – როცა ხალხს უყვარხარ, რასაც სულ ვგრნობ. ბევრი ადამიანი მღერის და შრომობს და რაც მე მოვიპოვე, ანუ ხალხის სიყვარული, ეს ყველაზე მძაფრი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამას თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად იღბლიანი მომღერალი ვარ.

რატი  დურგლიშვილი

faceამბები 1719404930

„შექმნილია დიდი შრომის და ბევრი ფიქრის შედეგად...“ - რატი დურგლიშვილი სახლის კადრებს აქვეყნებს

მომღერალი, დუეტ „ჯორჯიას“ წევრი რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც, მის მიერვე, საკუთარი სახლის დაპროექტებისა და მშენებლობის დროს გადაღებულ კადრებს აერთიანებს.როგორც რატი დურგლიშვილი წერს, სახლი, რომელსაც თავად, საკუთარი ხელით აშენებდა, დიდი შრომისა და ბევრი ფიქრის შედეგად შექმნა:„შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის, ბევრი ვარიანტის, პერსპექტივისა და არსებული ვითარების საფუძველზე დიდი დაკვირვების შედეგად, რათა ინდივიდუალურად საინტერესო ყოფილიყო ყოველი კუთხე თუ დეტალი, რათა ხედვის, გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო“, – წერს რატი დურგლიშვილი.

რატი დურგლიშვილი

საზოგადოება 1712295310

“ყველაზე სიმპათიურის დაბადების დღეა…” - როგორ ულოცავს მაკა ზამბახიძე რატი დურგლიშვილის იუბილეს

მომღერალი რატი დურგლიშვილი იუბილარია.მაკა ზამბახიძე მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და კადრებსაც გვიზიარებს.,,ჩემი ყველაზე სიმპატიური რაწიკოს დაბადების დღეა”, – წერს მაკა ზამბახიძე.

რატი

ტაბლოიდი 1711876017

VIDEO: „როგორი კარგი მამა იქნები, დაფიქრდი დაოჯახებაზე“ – როგორ აძინებს რატი დურგლიშვილი მეგობრის შვილს

მომღერალი რატი დურგლიშვილი გამომწერებს უზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აძინებს მეგობრის შვილს.ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.„როგორი კარგი მამა იქნები რატი, დაფიქრდი დაოჯახებაზე“,„როგორი საყვარლები ხართ“, – წერენ სოციალურ ქსელში.ვიდეო: