ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
1769708612
რატი დურგლიშვილმა გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ საზოგადოებას მისი ოჯახის აქამდე უცნობი წევრი - რძალი გააცნო.
როგორც მომღერალმა გადაცემაში აღნიშნა, მისი რძალი დუეტ „ჯორჯიას“ მენეჯერია.
„ჩვენს ოჯახს ამ ადამიანის სახით ღმერთის საჩუქარი აქვს გამოგზავნილი“, - განაცხადა რატიმ რძლის, თაკო კიკაძის შესახებ.
„მე უფრო გამშველებელი ვარ, ვიდრე მენეჯერი. ასეთი დუეტი საზღვარგარეთაც კი იშვიათია. შემოქმედებით პროცესში ძალიან ჩხუბობენ. მე უფრო მაკას პოზიციას ვამაგრებ. მაკა ყოველი სოლო-კონცერტის წინ უფრო ორგანიზებულია. რატის უფრო აინტერესებს სცენის ვიზუალური მხარე და ესთეტიკა. მაკა ცეცხლს ანთებს რეპეტიციაზე. ის პერფექციონისტია“, - განაცხადა მომღერლის რძალმა.