1769975663
VIDEO: როგორ გახდა მაკა ზამბახიძის ქმარი მისი პროდიუსერი
„რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ მაკა ზამბახიძემ და მისმა მეუღლემ, მიხეილ ჩოხელმა, ასევე რატი დურგლიშვილმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მიხეილი მაკას და დუეტ „ჯორჯიას“ პროდიუსერი.
რატი დურგლიშვილი:
ამას წინათ გავხსენით სოციალური ქსელების ანგარიშები. მე 90 000 ნახვა მქონდა კვირაში, მაკას – 300 000, უცებ მიხეილმა გახსნა და სამი მილიონი ნახვა აქვს კვირაში. თავისი ინიციატივა იყო, რომ პროდიუსერი გამხდარიყო.
მიხეილ ჩოხელი:
პროდიუსერი რომ ვუწოდო ჩემს თავს, მეუხერხულება, რადგან დუეტ „ჯორჯიას“ გვერდით უამრავი პროფესიონალი დგას, მათ შორის ვაჟა დურგლიშვილი. ჩემი სურვილით გადავწყვიტე მათი დახმარება, დავიწყე სოციალურ ქსელში ვიდეოების დადება და მოტანა მაყურებლის ინტერესი. მაყურებელს მოსწონს დუეტისგან უშუალობა და უბრალოება, ყველა მსმენელს ეფერებიან და ფოტოებს იღებენ. ზოგჯერ რატის ავიწყდება, რომ სამღერი აქვს, ესაუბრება ხოლმე გულშემატკივარს და ფოტოს იღებს.












