გიორგი სოსიაშვილი

პოლიტიკა 1781338288

თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები, დაანებონ ამ ფსევდოსკანდალების აგორებას თავი - გიორგი სოსიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ტვ პირველს" მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობაზე ისე, რომ შეგნებულად დამალა ინფორმაცია საქმის რეალური სტატუსის შესახებ.შსს-ს ცნობით, 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, თავად შსს-ს გენერალური ინსპექციის მასალების საფუძველზე დაიწყო, 23 თებერვალს კი პროკურატურამ სამივე ბრალდებული პოლიციელი დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მათ ნოდარ მელაძის გადაცემას სრული ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ის ანონსში არ ასახულა.მომხდარს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა."რადიკალთა და მათი ამ ფსევდოტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასეთი ინციდენტი, ასეთი გადაცდომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ გამართულად, ახდენენ მყისიერ რეაგირებას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.რაც შეეხება ამ რადიკალების განცხადებას - თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები - რა დღეში აგდებდა მათ სახელმწიფო, პოლიცია, როგორ დევნიდა მათ ოჯახებს და გაუმწარეს სიცოცხლე. დაანებონ ამ ფსევდოსკანდალების აგორებას და სახელმწიფოს მიმართ ყალბი ნარატივების შეთითხნას თავი," - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

პროკურატურა

სამართალი 1781257299

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს’’ და ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,პრებაგალინს. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჯგუფურად), 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის, ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჯგუფურად) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბერენ საათი

მსოფლიო 1781251413

ნარკოსკანდალის საქმეზე დაკავებული ბერენ საათი და კიდევ რამდენიმე პირი გაათავისუფლეს

11 ივნისს, თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან თეატრისა და კინოს მსახიობი და შოუბიზნესის წარმომადგენლები.როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულია მოდელი ტესი რამოს კორეირა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 7,43 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოსკანდალის საქმეზე დაკავებული ბერენ საათი, მისი მეუღლე და კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხვისა და ტესტის ჩაბარების  შემდეგ გაათავისუფლეს.სტამბოლის პროკურატურამ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის შვილის, ადნან ბექერის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ადამიანების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს

მსოფლიო 1781167572

თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია

თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან თეატრისა და კინოს მსახიობი ენის არიქანი, ინფლუენსერი ქერიმჯან დურმაზი, მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ.გარდა ამისა, როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულია მოდელი ტესი რამოს კორეირა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 7,43 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.სტამბოლის პროკურატურამ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის შვილის, ადნან ბექერის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ადამიანების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა

სამართალი 1781098299

„არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა...“ - პროკურატურამ ბრალდებული დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის - „Facebook“-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვანების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა.აგრეთვე, დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას.„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა

სამართალი 1781097832

პროკურატურამ 3 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს."საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციასთან თანამშრომლობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობის ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა გამოავლინა.გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ბრალდებულებმა შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი და შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანი იყო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება.ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა.ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ნოტარიუსის და მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დარეგისტრირდა.უკანონოდ დაუფლებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ წარუდგინეს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ერთი ბრალდებულიდან ჯგუფის სხვა წევრზე უნდა გადასულიყო. თუმცა, გამოძიების შეტყობინების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს.სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი, რუსთავში, თბილისში, ბათუმში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 19.194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.საქართველოს პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს," - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი 1781033293

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაგიკ წარუკიანი

მსოფლიო 1781016549

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება.აღკვეთის ღონისძიების სახით წარუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

პროკურატურა

სამართალი 1780999802

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

პროკურატურა

სამართალი 1780994432

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მისული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები მის შეჩერებას და მისი ქმედებების აღკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანით დაზიანებები მიაყენა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურა

სამართალი 1780925518

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარს.მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოპოვებული თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით, საქართველოს საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული 1 146 748 აშშ დოლარი ბალანსის შესავსებად განათავსა.უკანონო შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც აზარტული თამაშების შედეგად მიღებული მოგება და თანხის სახეცვლილი ნაწილი, სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, პირად და დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შსს

სამართალი 1780820794

შსს: სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ცნობით, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ატენში.„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“, - წერია განცხადებაში.