ბავშვზე ძალადობა

სამართალი 1746215093

„11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა...“ - პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი - გამოძიებამ დაადგინა, რომ 40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული.გაირკვა, რომ 40 წლის კაცს კიდევ 4 მსხვერპლი ჰყავდა. მოზარდები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან ყველაზე დიდი 14-ის, ხოლო პატარა 11 წლის არის.არასრულწლოვანებთან კონტაქტისთვის მოძალადე ერთი და იგივე მეთოდს იყენებდა - შექმნილი ჰქონდა "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" ყალბი პროფილები, მოზარდებს უგზავნიდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ესაუბრებოდა სექსუალური შინაარსის საკითხებზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, აიძულებდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაეღოთ და მისთვის გადაეგზავნათ. უარის შემთხვევაში, ემუქრებოდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.Facebook-მიმოწერა პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე ახალი მტკიცებულებაა - შინაარსით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი 11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.40 წლის მამაკაცი, თებერვალში, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებულის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლებშიც არასრულწლოვანების ინტიმური შინაარსის მასალები აღმოჩნდა. მოძალადე ბავშვების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდა.პედოფილიაში მხილებული ახლა საპატიმროშია და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავების კადრები

სამართალი 1746184295

რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა - დაკავებული 40 წლისაა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს.ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

ძალადობა

სამართალი 1746180674

არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო გააგზავნინა - დაკავებულია 40 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

პოლიციის სირენა

სამართალი 1744407914

45 წლის მამაკაცი 14 წლის გოგოზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით ემუქრებოდა - მამაკაცი პოლიციამ დააკავა

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიო და ტექსტურ შეტყობინებებში 45 წლის მამაკაცის 14 წლის გოგოსთან მიმოწერაა ასახული. პედოფილი, რომელიც არასრულწლოვანს ისე გაეცნო, თითქოს 17 წლის მოზარდი იყო, თვეების განმავლობაში მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.მიმოწერით ირკვევა, რომ არასრულწლოვანმა შუახნის მამაკაცს არაერთხელ სთხოვა ურთიერთობის დასრულება. პედოფილი მსხვერპლს ჯერ წინადადებაზე თანხმდებოდა, ხოლო შემდეგ ვიდეოზარის მეშვეობით სექსუალური შინაარსის მქონე მოქმედების უპირობო შესრულებას სთხოვდა. უარის მიღების შემთხვევაში კი, მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განაგრძობდა.დანაშაული უკვე გახსნილია. ბრალდებულს სამართალდამცავებმა ხელბორკილები თავის საცხოვრებელ სახლში დაადეს, სადაც დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა. დამნაშავის სახლი ახლა დაკეტილია, მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ჩადენილ დანაშაულზე არაფერი სმენიათ.პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის მამაკაცი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უწყების წარმომადგენლებმა ბრალდებულის კომპიუტერული ტექნიკაც შეამოწმეს, რომელშიც ათობით სხვა არასრულწლოვანთან წარმოებული მიმოწერაც აღმოჩნდა.მიუხედავად არაერთი ფაქტობრივი მტკიცებულებისა, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. დანაშაულის დადგენის შემთხვევაში კი, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს

სამართალი 1744373580

გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები - გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით.

პორნოგრაფია

სამართალი 1744354687

14 წლის გოგო, მუქარით აიძულა აბაზანიდან ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა - დაკავებულია 45 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.   სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით.

პოლიცია

სამართალი 1744354011

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალი 1738826717

13 და 14 წლის გოგონებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა - პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, "Facebook"-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.   გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე "Facebook"-ის და "Instagram"-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავება

სამართალი 1738826416

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook“-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწლოვანებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე „Facebook“-ის და “Instagram”-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა 1737377479

დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტს სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში "პოლიტიკური არეულობის" განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან "როთების" და "ჟიგიმანტასების" თამადობით

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ევროპარლამენტის მიერ „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ დებატების გამართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტმა, საკუთარი პრობლემები, მათ შორის, კორუფციული სკანდალები, ეკონომიკური პრობლემები, პედოფილიის, პორნოგრაფიის და ნარკომანიის გამოწვევები აღმოფხვრა და საქართველოს გარდა სხვა საქმე აღარ დარჩა. ექსპერტის თქმით, ევროკავშირი იმ "პოლიტიკურ არეულობას" განიხილავს, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან. ევროპარლამენტმა საკუთარი წევრების ყოველთვიური კორუფციული სკანდალების პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრა, რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის რეკორდული მაჩვენებლების შესახებ უკრაინის ომის მესამე წელს, როგორც იქნა შეიტყო, ძალიან შერცხვა და აღმოფხვრა, ევროპის წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური რეცესიის და სამუშაო ადგილების მასიური შემცირების პრობლემები გადაჭრა, ევროპელი ამომრჩევლების მიერ მთავრობებისთვის უნდობლობის გამოცხადების რეგულარული შემთხვევებიდან დასკვნები გამოიტანა და პოლიტიკა გააუმჯობესა, პედოფილიის, პორნოგრაფიის, ნარკომანიის პრობლემები აღმოფხვრა და რა თქმა უნდა, ამ ფონზე სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში "პოლიტიკური არეულობის" განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან როთების და ჟიგიმანტასების თამადობით. ამასაც ბოროტი ზრახვებით კი არ აკეთებდნენ, უბრალოდ იმდენი თავისუფალი დრო რჩებათ, რომ ერთობიან - ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო ევროპული და სასარგებლო." - წერს დავით ჩიხელიძე.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1733575472

დავით ქართველიშვილი ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე რადიკალების რეაქციაზე: მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს

მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე "ნაცემი" შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია,  -  წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.იგი იხსენებს რადიკალური ოპოზიციის სხვა მცდელობასაც, შეექმნათ მსხვერპლი პირადი ტრაგედიებიდან. ასევე აღნიშნავს, რომ მოკლე დროში, ბევრი პოლიტიკური სარეველა აღმოცენდა."მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე "ნაცემი" შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია. ზედოზირებით გარდაცვლილი იმ ოპერატორისა არ იყოს. როგორც ის ვერ გახდა რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი, არამედ საკუთარი დაუძლეველი სნეულების უბედური შედეგი - მასე ვერ გამოიყვანეს პირდაპირ თუ არა, "ირიბ" რიტუალურ მსხვერპლად ერთი რიგითი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია.ლეშიჭამიები და პოლიტიკური ნეკროფილები, შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზატორები და შემსრულებლები, პოლიტიკური პედოფილიის მიმდევრები, უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობების გენმოდიფიცირების მესვეურები, მოკლული შვილების საფლავზე უბედური მამის ამფეთქებლები - მონები, ლაქიები, მარიონეტები, არაქალები და არაკაცები. ამდენი პოლიტიკური სარეველა რა მოკლე დროში აღმოცენდა - ამაში ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვაღიარებ..." -  წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

საგამოძიებო სამსახური

საზოგადოება 1732349980

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უწყების გაძლიერების მიზნით სტრუქტურული ცვლილებები გატარდება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიების ეფექტურობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის და უწყების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდება სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივ დანაშაულებს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას უზრუნველყოფს.სამსახურში შეიქმნება პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტებს გამოიძიებს.ორი დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნით სამსახურს მიეცემა საშუალება, ერთის მხრივ ყველა კატეგორიის დანაშაულის გამოსაძიებლად საგამოძიებო რესურსი რაციონალურად გაანაწილოს და მეორე მხრივ ყველა გამომძიებელს მხოლოდ ერთი კატეგორიის დანაშაულზე მუშაობის შესაძლებლობა ექნება. ამ საკითხის დარეგულირების შესახებ რეკომენდაციები ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო ორგანიზაციების და უფლებადამცველების ანგარიშებში.გარდა ამისა, სტრუქტურული ცვლილებები ასევე უკავშირდება ბავშვებისა და მოზარდებისთვის საშიშ ისეთ გამოწვევას, როგორიც არის ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევები. შესაბამისად, ახალმა სპეციალიზებულმა საგამოძიებო დანაყოფმა ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბებით უნდა უზრუნველყოს როგორც საქმეთა დროული და ეფექტური გამოძიება, ასევე ამ დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, რომლის თაობაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა, პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში ასევე ჩამოყალიბდება პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვაში მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის სამმართველო. ახალი სამმართველო გააკონტროლებს ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების ქცევას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების გატარებას უზრუნველყოფს.დეპარტამენტში ასევე გაერთიანდება მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო, მისი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის განმცხადებლებისთვის უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საქმის მასალების გაცნობას, დაცვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზებას.რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების გაძლიერების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამსახური ქვემო ქართლში, ქ. რუსთავში მორიგ მეხუთე რეგიონულ სამმართველოს აამოქმედებს. რეგიონული ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის აპრილში იგეგმება.შექმნის დღიდან სამსახურის მიერ გატარდა არაერთი ღონისძიება უწყების გაძლიერების და ტერიტორიული დაფარვის გაფართოების უზრუნველსაყოფად, რამაც დადებითი გავლენა იქონია როგორც სამსახურის მიმართ მომართვიანობაზე, ასევე, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების წარმოებაზე. სამსახური ინსტიტუციური გაძლიერების და გაფართოებისკენ მიმართულ ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს.