შალვა პაპუაშვილ

პოლიტიკა • 1794291074

შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადოვან ვიხს შეხვდა.ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება.მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ ჩეხური კომპანიები.შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებს. შალვა პაპუაშვილმა ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ჩეხური კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობებს.მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვან ვიხთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩეხეთი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდნენ თავდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური გარემო და საერთო გამოწვევები. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე.შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ პოტენციალზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე და  პარლამენტის წევრები - ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1794228637

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ტომიო ოკამურას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს.მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ჩეხური მხარის მზაობა, წარმართოს დიალოგი ქართულ მხარესთან.შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მზაობა.შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანაშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით.შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა • 1794214992

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და თავისი პოლიტიკით ეწინააღმდეგება ბრიუსელის სურვილს, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის შემცირების წინააღმდეგაა მიმართული.„ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.სოზარ სუბარმა ჩეხეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. „ჩეხეთს, როგორც ქვეყანას, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დელეგაცია

პოლიტიკა • 1792758660

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

დელეგაცია

პოლიტიკა • 1792747822

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ირჟი ბარტაკს შეხვდა.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ურთიერთობების განვითარების შემდგომი ნაბიჯები.საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ და მეგობრულ კავშირებზე. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის, ტურიზმის, ეკონომიკის, განათლების, ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობა. აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობის საჭიროება.საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ირჟი ბარტაკს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მიმართებით კონსტრუქციული პოლიტიკისთვის. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დიპლომატიის როლს, პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნებასა და საერთო ინტერესების საკითხებზე დიალოგის გაგრძელებას.ირჟი ბარტაკმა დიალოგისა და ურთიერთობის გაღრმავების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

ნადარეიშვილი

პოლიტიკა • 1792647651

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება

 მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას გადაცემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ყველა ინსტრუმენტი, ყველა პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ ნარჩუნდება, არამედ ფართოვდება.„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მისივე განმარტებით, ასევე არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს.„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.„აწარმოე საქართველოში“ ცოტა ხნის წინ გახდა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე. პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, კორპორაციის ახალი ინსტრუმენტები მოიცავს სასესხო ინსტრუმენტებს.„კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება, რომელსაც ჩვენი ბიზნესი ელოდება, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს. აუცილებლად უნდა ვახსენო ფაქტორინგი. ეს კანონი პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც კორპორაციას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან ყველა ახალ ინსტრუმენტს სჭირდება პოპულარიზაცია, ახსნა, მომხმარებლამდე მიტანა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საბერძნეთი

მსოფლიო • 1792591380

საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში სუდენტებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით სტუდენტისა და მასწავლებლის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები და მასწავლებლები განათლების სფეროსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, სასწავლო პირობების გაუმჯობესებასა და გადატვირთულ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას ითხოვენ.პოლიციის ინფორმაციით, ათენის ცენტრსა და გარეუბნებში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტებია.აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ცხოვრების გაძვირებასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.დემონსტრანტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და სკანდირებენ: „საბერძნეთიდან საფრანგეთამდე – ჩვენ გვინდა საჯარო და უფასო განათლება“.საპროტესტო აქციების ფონზე შეფერხდა საჯარო სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობაც. ხელფასებისა და კადრების ნაკლებობის გასაპროტესტებლად გაფიცვას დაწყებითი სკოლების მასწავლებლებისა და ექიმების ნაწილი შეუერთდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია

პოლიტიკა • 1792583953

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორის მოადგილესა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ ჰანა მოტლოვასთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორ პეტრ კროუჟეკთან.შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო.ლევან მახაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პოზიცია გააცნო ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ურთიერთობის შემდგომი განვითარების ხედვაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. მასპინძელ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არსებული პოლიტიკური გამოწვევების აღმოსაფხვრელად ევროკავშირთან კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აუცილებლობას.ჩეხეთის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის მიზეზები, მიმდინარეობა და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი

პოლიტიკა • 1792570190

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიადი შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ფოტო

პოლიტიკა • 1792511495

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.„ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიად შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა • 1790852620

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის – ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს.„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებები.ბელარუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს ბელარუსში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა მინსკში“ იმართება, რომელიც ყოველ ჯერზე ათიათასობით სტუმარს მასპინძლობს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. გამოიხატა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა • 1790586852

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს."ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ნინო წილოსანმა მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

✕