პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს
1788505719
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდნენ.
მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების, ინოვაციების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობაზე, ასევე ამ მიმართულებების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი საპარლამენტო ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ისრაელის გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსმასახური ავრცელებს.