მარიკა და ნუცა

საზოგადოება 1773902854

„ფაქტობრივად განწირული ვიყავი...“ - რას იხსენებენ ცნობილი სახეები პატრიარქის შესახებ

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებას მთელი საქართველო ეხმაურება და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ილია მეორეს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი არაერთმა მათგანმა გამოაქვეყნა და უწმინდესთან და უნეტარესთან შეხვედრა გაიხსენეს. მომღერალი ოთო ნემსაძე წერს, რომ ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს საპატრიარქოში დაიბარა და დალოცა. "20 წლის ვიყავი ჯეოსტარში შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი.ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარიზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია) დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტიურად განწირული ვიყავი რომ პროექტს დავტოვებდი.თუ ზუსტად მახსოვს პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება“ჯეოსტარს რომ მოიგებ მერე რა უნდა გააკეთოო”დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცევითქო. მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ…არასდროს არ მიგრძვნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა…..ამის შემდეგ სულ მგონია რომ დიდი მფარველობა მაქვს …..ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა  მადლობა ჩემო პატრიარქო  "- წერს ოთო ნემსაძე. პატრიარქს არაერთხელ შეხვდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე. "დღეს ძალიან მძიმე დღეა, საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა. ჩვენი უდიდესი პატრიარქი სითბო, ძალა და რწმენა იყო ყველასთვის. მისი ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა. 17 წლიდან ყველა კონკურსზე სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა, ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო" - წერს ნუცა ბუზალაძე. "როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ… " - წერს ნიკოლოზ ხარატი. 9 წლის ასაკში დალოცა პატრიარქმა მომღერალი მარიკა თხელიძე და კადრები დღემდე შემონახული აქვს. "9 წლის ვიყავი როდესაც ლილიკო ნემსაძის სააღდგომო სიმღერა ჩავწერე ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. პატრიარქმა მოისმინა. შემდეგ უდიდესი პატივი მხვდა წილად და მას შევხვდი. შობის ხატი მაჩუქა და დამლოცა. ხატს იმ წამსვე ვემთხვიე და როგორი სიხარულით მიყურებს ფოტოზეც ჩანს. სიკეთით და სიყვარულით სავსე უწმინდესი. გულში სითბო და სიყვარული მეღვრება, გული მიჩუყდება ფოტოს რომ ვუყურებ, მახსენდება მასთან შეხვედრა, დიდება და მადლობა უფალს, მადლობა ჩვენს პატრიარქს" - წერს მარიკა თხელიძე. 

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1773868697

VIDEO: ჩემი ბოლო სტუმრობა ჩვენ პატრიარქთან... - ნუცა ბუზალაძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს„დღეს ძალიან მძიმე დღეა  მთელი ერისთვის. მისი სიტყვები და ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა.17 წლიდან, ყველა კონკურსზე, სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა. ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო.ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, დაგვრჩება მისი სიყვარული და მადლი სამუდამოდ.ჩემი ბოლო სტუმრობა ჩვენ პატრიარქთან, სადაც მხვდა ბედნიერება და უდიდესი პატივი მისთვის შემესრულებინა მისივე დაწერილი საგალობელი „კირიე ელეისონ“, - ნუცა ბუზალაძე. 

დარენ პრინცი

ტაბლოიდი 1773676648

„ის ძალიან კეთილი ქალი იყო… ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“  – დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რამდენიმე დღის წინ დეიდა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერლის მეუღლე დარენ პრინცი ეხმაურება და სოციალურ ქსელში ნუცას ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.„სამძიმარს ვუცხადებ ნუცას დეიდის გარდაცვალების გამო. ასევე მის დედას, ნინოს და ბიძაშვილს, მარის. ის ძალიან კეთილი ქალი იყო. ეს ფოტო მხოლოდ 7 თვის წინ არის გადაღებული სტამბოლში. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“, გაუშვით სიბრაზე და წყენა, ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და დაეხმარეთ სხვებს “, – წერს დარენ პრინცი.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1773490725

ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია.პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1773489448

ნუცა ბუზალაძე ახალ სიმღერას აანონსებს – „Illusions“-ს მომღერალი 20 მარტს გამოუშვებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ახალ „სინგლს“ „ილუზიები“ აანონსებს. ამის შესახებ მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს და აცხადებს, რომ მისი მოსმენა საზოგადოებას 20 მარტიდან შეეძლება.„ჩემი ახალი სინგლი „ილუზიები“ 20 მარტს გამოვა“, – წერს ნუცა ბუზალაძე.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

კობახიძე

პოლიტიკა 1773488456

გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება - ირაკლი კობახიძე

გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცადა.პრემიერმა ასევე დაათვალიერა მშენებარე საცურაო აუზი ბათუმში.„აჭარაში ვიმყოფებოდით რამდენიმე ობიექტზე. გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და სავარაუდოდ, მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა ე. წ. ოცნების ქალაქში ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება.ჩვენ ასევე დავათვალიერეთ მშენებარე საცურაო აუზი ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. გუშინ ასევე მონაწილეობა მივიღეთ „ჯითი მოტორსის“ შოურუმის გახსნაში. ეს პროექტები აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ბათუმი, აჭარის რეგიონი და მთლიანად, ჩვენი ქვეყანა “, - განაცხადა პრემიერმა. 

ნუცა

ტაბლოიდი 1772104560

„შეუდარებელი ხარ...“ - ნუცა ბუზალაძე ცეკვის კადრებს აქვეყნებს

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჯერად აშშ-ში მოღვაწეობს, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს მისი გამოჩენა.მომღერალი ამჯერად გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, სადაც შესანიშნავ ფორმაშია - იგი შინდისფერ ორეულში პოზირებს და ცნობილი ტიკ-ტოკის ტრენდზე ცეკვავს.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ასათიანი

ტაბლოიდი 1771748584

„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე

ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში. ამჯერად იგი ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც წერს რომ შვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა:„დღეს მეტყვიან, რომ კომაშია. ხვალ შვილი მომიკვდება. 9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“, - წერს მაია ასათიანი.ცნობისთვის, 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1771573020

„მინდა აქ დავრჩე და ჩემი საუკეთესო წლები, გამოვიყენო...“ - რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

ნუცა ბუზალაძე ამერიკაში გავლენიან აგენტსა და პროდიუსერ დარენ პრინცზე დანიშვნის ისტორიას კიდევ ერთხელ იხსენებს. მომღერალმა საქმროს გაცნობისა და ურთიერთობის დეტალებზე გადაცემაში „ჩვენი შოუ“ ისაუბრა.ნუცას თქმით, ყველაფერი ბედისწერით დაიწყო — American Idol-ში მონაწილეობის დროს მას თავად დაუკავშირდა ცნობილი ამერიკელი აგენტი. თავიდან ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მეგობრობამ სიყვარული მოიტანა.მომღერალი ამბობს, რომ ამერიკაში გადასვლის შემდეგ ყოველდღიურმა სიახლოვემ მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა და დარენმა მას ხელი რამდენიმე თვეში სთხოვა.

ასათიანი

ტაბლოიდი 1771532766

„ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს…“ – მაია ასათიანი ტრაგიკულ დღეს იხსენებს

პოდკასტში „მონატრების ფერები“ მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.ჟურნალისტი ამბობს, რომ შვილის, ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ უნივერსიტეტიდან შეატყობინეს:„წინა დღეს რომ დავურეკე, მან დამიმალა, რომ ავად იყო. იმ დილას 3 საათზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ის კომაში იყო… ნიკა გვარამიას ვთხოვე იქნებ შენ დარეკო და გაარკვიო, რადგან არ ვიცოდი რამდენად მძიმე იყო. ნიკასთვის უთქვამთ she is dying… ამის გადატანა ისე, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო, ძალიან ძნელია… სტუმრად მყავდა შვილმკვდარი ქალები და ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს“, – ამბობს მაია ასათიანი. 

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1771085958

ფერადი კარნავალი და ვერტმფრენით გასეირნება - ნუცა ბუზალაძე რიო-დეჟანეიროში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.ამჯერად, იგი გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მოგზაურობს. კადრებში ჩანს, რომ მომღერალი ფერად კარნავალს დაესწრო და ვერტმფრენით გაისეირნა.

ნუცა

ტაბლოიდი 1771073460

PHOTO: ელეგანტური ლუქი და ცეცხლოვანი ფოტოსესია - ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრები აღაფრთოვანა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ფოტოსესიიდან ახალ კადრებს უზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.მომღერალმა ფოტოსესია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მოაწყო. ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და აღნიშნავენ, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება.