საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პოლიტიკა 1779776694

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას: 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს.წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და, პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.„დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე.17:10 საათზე მთელ ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალაკონცერტებით დასრულდება.„26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.პროგრამა:ალექსანდრეს ბაღი12:00 – 19:00 – საბავშვო კონცერტი –  ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;12:00 – 20:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა – საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;  ხაზინის და ფხოვის ქუჩა12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები; საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;ფურცელაძის ქუჩა12:00 – 20:00 – ღვინისა და ხორბლის  სივრცე – ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;14:00-18:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;12:00-16:00 – მუსიკალური ნაწილი  – ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა12:00 – 19:00 – სახელოვნებო სივრცეები – ყვავილების სივრცე/გამოფენა – ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;ვეკუას ქუჩა12:00 – 20:00 – კვების კუთხეიტალიის  ქუჩა12:00 – 20:00 – კვების ობიექტებიათონელის ქუჩა17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – საქართველოს ჰიმნიათონელის ქუჩა, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია20:00  – გალაკონცერტი26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში და მარნეულში მემორიალთან – „კიდევაც დაიზრდებიან“, დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები.ახალქალაქი – პროგრამა:11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა;11:00 – 18:00 კვების სივრცე;11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები);12:30 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;13:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;14:00 – საბავშვო ანიმაციური აქტივობა;16:00 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – კვარტეტი „უნისონი“;17:15 – გალაკონცერტიმარნეული – პროგრამა:11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;11:00 – 18:00 კვების სივრცე;11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, თამაშები);12:30 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;13:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;14:00 – საბავშვო ანიმაციური საცეკვაო თამაში/აქტივობა;16:00 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – შაბან მამედოვი და ტრიო „ბალადა“; 17:15 – გალაკონცერტი.დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება  შემეცნებითი, გასართობი და სამეწარმეო აქტივობები.პროგრამა:11:00 – 15:30 – ჯადოსნური წიგნების სამყარო  –  ვეფხისტყაოსანი; 12:00 – 17:00  – პატარებისა და მოზარდებისთვის  შემეცნებითი  და სახალისო ვორქშოფები: ჩემი ციხესიმაგრე – საბავშვო მშენებლობა სპეციალური მასალით; პატარა უფლისწული – პლანეტების დამზადება; ჩანთების და კერამიკული ნივთების მოხატვა; 11:00 – 18:00 – აღმოსავლური ბაზარი – ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები; მინიატურული ქანდაკებები; სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული დეკორატიული ნივთები; ნაქსოვი პროდუქცია; სამკაულები; აქსესუარები; ტრადიციული მესხური კერძები და ნუგბარი; 13:00 – 14:30 – ახალციხის მუნიციპალიტეტის ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; 12:00  – 17:00 – მოსიარულე მზე და მისი მეგობრები  /  საპნის ბუშტები; შოუ პროგრამა 14:30 – 17:00 თითების თეატრის წარმოდგენა; 17:10  – საქართველოს ჰიმნი  – ანსამბლი „შავნაბადა“; 18:00 – გალაკონცერტი.დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი გორში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს, აგრეთვე, პროგრამა დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით:12:00 – 19:00 – გორის ცენტრალური მოედანი / საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია – მთავარი ინსტალაციები, საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები – „ჭკვიანი ქალაქი“ – საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ინტერაქტიული სივრცე; ისტორიული და თემატური საგამოფენო სივრცეები; საინფორმაციო და ინტერაქტიული სტენდები; ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა; სიმბოლური საპასპორტო კონტროლის სივრცე; პოლიციის ფორმებისა და ატრიბუტიკის გამოფენა; საბავშვო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები; საცოცი კედელი; ფოტოზონები და თემატური ინსტალაციები; სასაჩუქრე და ბრენდირებული აქსესუარები;12:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – ანიმატორები; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობები; დრამების მარში; 12:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კვებისა და ტკბილეულის სივრცე; 14:00 – 16:30 – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი; 17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – გორის ქალთა კამერული გუნდი; 18:00 – გალაკონცერტი.ზუგდიდში, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.პროგრამა:11:00-17:00 – თავდაცვის ძალების შეიარაღების გამოფენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი; ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ; საინფორმაციო ინსტალაცია  სამინისტროს შესახებ;  გიგანტური პასპორტი; 360 GIFFER; ფოტო სივრცე – გაზეთი; ფოტო სივრცე – ID ბარათი; ტრადიციული ფოტო სივრცე; მობილური იუსტიციის სახლი – გაიცემა სიმბოლური დაბადების მოწმობა; რე-მარკეტი; მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა; ძველი სანოტარო აქტების გამოფენა; სსიპების სტენდები; პენიტენციური სამსახურის კვადროციკლების გამოფენა; პენიტენციური სამსახურის შეიარაღება და სპეცსაშუალებები; „მართე პროცესი მარტივად“ –  მოცულობითი სტენდი; კვების ზონა; ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცე; სამართლებრივი კონსულტაციები ნოტარიუსებისგან; ამზომველების კონსულტაცია; სიმბოლური პასპორტების ბეჭდვა;12:00 – 15:00 – ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების კონცერტი; 17:10 – ჰიმნს შეასრულებს ადგილობრივი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი; 18:00 – გალაკონცერტი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს თელავი.პროგრამა:11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები: 3D მაკეტი მოძრავი ელემენტებით. რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლებამდე; ენერგეტიკული გასაფერადებელი; ააშენე მილსადენი; ენერგეტიკული ფაზლი; ინტერაქტიული თამაში; ქარის სათამაშო ტურბინა. შემეცნებითი აქტივობები: 3D ზონა – VR/3D სათვალეები, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები მიიღებენ ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას ენერგიის წყაროების მუშაობის შესახებ და ექნებათ ვირტუალურ რეალობაში მოხვედრის საშუალება; ენერგიის გენერირების ველოსიპედები; საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ციფრული ვიზუალიზაცია; გაზი და უსაფრთხოება – შემეცნებითი კუთხე; მინი ექსპერიმენტორიუმი “შექმენი საკუთარი ენერგია“;12:00-18:00 – მასკოტები; 12:00-19:00 – სამეწარმეო სივრცე: 13:00-22:00 – კვების ზონა; 15:00 – 16:30 – ადგილობრივი საბავშვო შემოქმედებითი ჯგუფები; 17:10 – საქართველოს ჰიმნი – „თელავის კაპელა“; 17:30-18:30 – ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი; 19:00 – გალაკონცერტი.საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, თელავში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. 11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები; ღია ბარათების გაგზავნა; ფოსტალიონები; კალიგრაფისტი; ინტერაქციული აქტივობა ზრდასრულებისთვის – „თქვენთვის წერილია“.ქუთაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტუმრებს სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები დახვდებათ.  პროგრამა:11:00-18:00  – საბავშვო აქტივობები; 11:00-18:00 – მინი გოლფი, შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;11: 00 -16:00 – მოსიარულე ორკესტრი, ოჩოები; 12:00 – 15:00 – ექსპერიმენტები; 13:00 – 15:30 – თეატრი; 14:00-22:00 –  კვების ზონა და ბარი; 17:00 – პერფორმანსი; 17:10 – საქართველოს ჰიმნი; 19:00 – გალაკონცერტი;ფოთის ცენტრალურ მოედანზე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.პროგრამა11:00-18:00 – საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში  „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;11:00 – 18:00 –  სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; 13:00 – 18:00 – კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები; 13:30 – 14:30 – კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ – მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში. 13:30 -13: 50 – კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი; 14:30 – 16:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა; 17:10 – 17:15 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 17:20 –  გალაკონცერტი.ამბროლაურში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საგამოფენო, ინფორმაციული და მულტიფუნქციური სივრცეები მოეწყობა.  პროგრამა:11:00-18:00 – შემეცნებითი სტენდი ავიაციის თემატიკით; სასრიალო თვითმფრინავი საბავშვო აქტივობისთვის; პინგპონგის აქტივობა; ფოტოზონა თვითმფრინავის ჩარჩოში; ფოტო ჯიხური, ბრენდირებული ფოტოებით; საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემა, აქტივობა – საბავშვო გასაფერადებლები.11:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა; 12:00 – 13:00 – დრამერების შოუ და ოჩოების გამოსვლა; 12:00- 18:00 – მეღვინეების მიერ ღვინის დეგუსტაცია / წარდგენა; ფოტო გადაღების კუთხე; საბავშვო აქტივობები: ყვავილების გვირგვინის დამზადება, პინების ვორქშოფი, თიხის ფიალების მოხატვა, ღვინის ეტიკეტის დამზადება; 13:00-15:30 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 15:00 – 16:00 – ლეგოების აწყობა; 15:00 – 16:00 თვითმფრინავების გაკეთება მუყაოს დეტალებით; 17:10- სახელმწიფო ჰიმნი; 17:15 – გალაკონცერტიმცხეთაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.პროგრამა:12:00 – 19:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;  12:00 – 19:00 – თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები; 12:00 – 17:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტო ზონები; 12:00 – 16:00 – ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; 14:00-16:00 – ოჩოების, მასკოტების  ჩამოვლა დრამების შოუსთან ერთად; 12:00 – 17:00 – CPR დემონსტრაცია; 12:00 – 19:30 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; 17:10 – საქართველოს ჰიმნი; 17:15 – გალაკონცერტი;განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.პროგრამა:11:00 – 20:00 – შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; საბავშვო – გასართობი აქტივობები; ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; გალა კონცერტი;11:00-20:00 – სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ვეტერინარია; ვიარ სათვალით მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში; მასტერკლასი აგრონომიაში; აფხაზური ცენტრი; პირველადი დახმარების სიმულაციები;სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ელექტრომიკროსკოპის საშუალებით მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებზე დაკვირვება; შემოქმედებითი და კულტურული აქტივობა – ქართული კალიგრაფია; ტექნიკური ამოცანების სესია; ფერწერული აქტივობა; აგრომიმართულების შემეცნებითი აქტივობა; აგრო – პრაქტიკული აქტივობა;სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის აქტივობა – შემეცნებითი ვიქტორინა; უნივერსიტეტების გამოფენა; სსიპ – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – საინფორმაციო კუთხე; საზღვაო კვანძების მასტერკლასი;სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საიმიჯო და ტექნოლოგიური კუთხე; პირველადი სამედიცინო დახმარების სიმულაციური დემონსტრირება. სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საგანმანათლებლო – სამეცნიერო აქტივობა; იმიტირებული არქეოლოგიური ველი.სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები; სტუდენტების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების წარდგენა; ექსპერიმენტები.სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – საინფორმაციო კუთხე; ვირტუალური კამპუსის ტური; AR – პროექტი კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; KIU- ს მიურალების გაცოცხლება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფიზიკური მოდელი და ვორქშოპი თემაზე: ელექტრომობილებში ენერგოეფექტურობის გაზრდა; სასამართლო ექსპერტიზის მასტერკლასი; აზროვნების – პროგრამირების ტრენდები და რობოტიკის მასტერკლასები; ინტერაქციული მედიცინის კუთხე და მულაჟები; პირველადი დახმარების მასტერკლასები; 11:00 – 20:00 – ციფრული კუბი – საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კიბერუსაფრთხოების ინტერაქციული დემონსტრაცია; ავტონომიური რობოტექნიკა და მოძრაობის ალგორითმები; SILKROUT AI – ინოვაციური პლატფორმა ტყის ეკოსისტემების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი: ჭკვიანი მაგიდა – ორგანაიზერი უსინათლოთათვის; ხიდებისა და შენობების მონიტორინგის სისტემა; ვიქტორინა – თემატური კითხვები ბავშვებისთვის.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – STEAM სკოლებში – სადემონსტრაციო აქტივობების და რესურსების კუთხე; Stam სწავლების მიმართულების ექსპერიმენტები და შემეცნებით-გასართობი ინტერაქტიური აქტივობები; საინფორმაციო კუთხე.პროფესიული კოლეჯი „აისი“ – კოლეჯში დამზადებული პროდუქციის გამოფენა; ღვინის  ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების მასტერკლასი; მასტერკლასი თემაზე: თექის მოთელვა; კულინარიული მასტერკლასი.პროფესიული კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ – კულინარიის მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ბარის მასტერკლასი; ხის ნამუშევრებისა და აქსესუარების გამოფენა.პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“ – კონდიტერის მასტერკლასი; კულინარიის მასტერკლასი; მეფუტკრეობა.პროფესიული კოლეჯი „იბერია“ – უპილოტო საფრენი აპარატების მასტერკლასი; ვორქშოპი ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების გამოყენებით; რობოტიკის მიმართულება; 3D კალმებით სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები; სამაგიდო თამაშები.პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ – ბარმენთა შოუ; პიცის გამოცხობის მასტერკლასი; კონდიტერია; თემატური კულინარიული მასტერკლასები.პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“ – სტუდენტთა მიერ შექმნილი ეროვნული და საღამოს სამოსის გამოფენა;  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფლორისტიკა” – ყვავილების თაიგულის შექმნის მასტერკლასი; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სადურგლო საქმე“ – სტუდენტების მიერ ხისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab) – ინოვაციური ნაკეთობების გამოფენა.პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ – „კულინარიის ხელოვნების„ მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ხელოვნების მიმართულების პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა;პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ – სატყეო საქმის აქტივობები; ელექტრიკოსის აქტივობები; დეკორატიული ქსოვილების დამუშავება; კოლეჯის 3D ვირტუალური ტური; კულინარიის დაფა.პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ – ხის მხატვრული დამუშავება; კერამიკული ნაკეთობების წარმოება.პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ – გურული ოდა; ღვინის დეგუსტაცია; უძველეს ქართულ რეცეპტებზე დაფუძნებული გასტრონომიული კუთხე; მოდის დიზაინის პროფესიული პროგრამა; სარესტორნო მომსახურების სტენდი.11:00-20:00 – თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას;11:00-20:00  – საბავშვო-გასართობი აქტივობები – დრამერების მსვლელობა; მასკოტები; კოსტიუმირებული მსახიობების წარმოდგენა; საბავშვო არქეოლოგიური სივრცე; სახალისო მეცნიერების აქტივობა; სამკაულების დამზადების მასტერკლასი; საკიდების დამზადების მასტერკლასი; ქართული ანბანის მორთვის ვორქშოპი; საპნის ბუშტების შოუ; ბოულინგი; სპორტული აქტივობა – „ისროლე მიზანში“;სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური – არტ-თერაპიული აქტივობები; კოლექტიური ნახატი „ჩემი საქართველო“ ბავშვების ჩართულობით; თემატური გასაფერადებელი ნახატები – საქართველოს მეფეები, ისტორიული ძეგლები;  სამაგიდო განმავითარებელი თამაშები; 12:00 – 15:30  –  ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 17:10 –- სახელმწიფო ჰიმნი; 17:15 – გალაკონცერტი.საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.პროგრამა:11:00 – ფოტოზონები, საინფორმაციო სტენდები; 12:00 – საზეიმო მსვლელობა – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მონაწილეობით; 12:00-17:30 – ბავშვთა გასართობი სივრცე: სახის მოხატვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები; 12:00-19:30 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი; 14:30-16:30 – ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; 16:30 -კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; 17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი –  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“; 17:30-19:30 – გალაკონცერტი.რუსთავში საზეიმო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.პროგრამა:დღის განმავლობაში – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა; ღვინის დეგუსტაცია; კულინარიული მასტერკლასი;  რუსთავის ისტორიული პავილიონი – რუსთავში აღმოჩენილი ექსპონატების ასლების გამოფენა. რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი; დარგე შენი სახელობის ხე; ზღაპრის გმირები; ფერმერის ფოტოზონა; საგამოფენო სივრცე; 26 მაისის ინსტალაცია.13:10 – 14:10 – საბავშვო მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა „ჟოზეს“  მონაწილეობით; 14:20 – 16:50 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 17:10 – საქართველოს ჰიმნი – ანსამბლი მძლევარი; 19:00 – 21:00 – გალაკონცერტი;აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.პროგრამა:11:00 – 20:00  – პატარებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები – სპორტული თამაშები – კალათბურთის ფარი; სპორტული თამაშები – მინი-ფეხბურთის თამაშები; სახეზე ხატვა; საჩუქარი „ჩემი ხელით“ – ტილოზე შესრულებული ნახატი პატარების მონაწილეობით;12:00 – 19:00  – სტენდი — „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელების გულშემატკივრებთან შეხვედრა – სამახსოვრო ბარათებზე ხელმოწერა; ფოტოების გადაღება; საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გათამაშება; 11:00 – 20:00 – ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები; მინიატურული ქანდაკებები; სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული დეკორატიული ნივთები; ნაქსოვი პროდუქცია; სამკაულები; აქსესუარები; ტრადიციული კერძები და ნუგბარი; 17:15 – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი; 18:30 – გალაკონცერტი.ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

26 მაისი

საზოგადოება 1779716100

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.ამ თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე.17:10 საათზე მთელს ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალა კონცერტებით დასრულდება.26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება.პროგრამა:ალექსანდრეს ბაღი12:00 – 19:00 - საბავშვო კონცერტი - ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;12:00 – 20:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა - საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;ხაზინის და ფხოვის ქუჩა 12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები;კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი;საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები;საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;ფურცელაძის ქუჩა 12:00 – 20:00 - ღვინისა და ხორბლის სივრცე - ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;14:00-18:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;12:00-16:00 - მუსიკალური ნაწილი - ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა 12:00 – 19:00 - სახელოვნებო სივრცეები - ყვავილების სივრცე/გამოფენა - ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;ვეკუას ქუჩა 12:00 – 20:00 - კვების კუთხეიტალიის ქუჩა 12:00 – 20:00 - კვების ობიექტებიათონელის ქუჩა17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო - საქართველოს ჰიმნიათონელის ქუჩა,პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 20:00 - გალა კონცერტი

26 მაისი

საზოგადოება 1779355537

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.ამ თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე.17:10 საათზე მთელს ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალა კონცერტებით დასრულდება.26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება.პროგრამა:ალექსანდრეს ბაღი12:00 – 19:00 - საბავშვო კონცერტი - ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;12:00 – 20:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა - საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;ხაზინის და ფხოვის ქუჩა12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები; საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;ფურცელაძის ქუჩა12:00 – 20:00 - ღვინისა და ხორბლის სივრცე - ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;14:00-18:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;12:00-16:00 - მუსიკალური ნაწილი - ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა12:00 – 19:00 - სახელოვნებო სივრცეები - ყვავილების სივრცე/გამოფენა - ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;ვეკუას ქუჩა12:00 – 20:00 - კვების კუთხეიტალიის ქუჩა12:00 – 20:00 - კვების ობიექტებიათონელის ქუჩა17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო - საქართველოს ჰიმნიათონელის ქუჩა, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია20:00 - გალა კონცერტი

თეკლა გერსამია

სამართალი 1774682449

„სალონში ვიყავი, როცა თეკლამ დამირეკა, ტირილი გავიგე, მეუბნებოდა, მოდიო, სახელი ლუკაც ახსენა…“ – ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“ დედა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის", 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ, ილონა ლეჟავამ, სასამართლოში ჩვენება მისცა.  ჩვენებას „ინტერნეტპრესნიუსი“ ავრცელებს. „სალონში ვიმყოფებოდი. თეკლამ დამირეკა ტელეფონზე, ძალიან ცუდად ისმოდა თვითონ ტელეფონშიც ხმა და თეკლაც გამართულად არ საუბრობდა, ნუცას [შვილი] ახსენებდა, ტირილის ხმაც გავიგე, მეუბნებოდა - მოდი, მოდი. რაღაც მომენტში სახელი ლუკაც ახსენა. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი დედასთან და ოჯახთან, ისეთი რაღაცების თქმა მომიწევს, რაც მათთვის კარგი მოსასმენი არ იქნება.თეკლას მეგობარია - ეთო სიაშვილი, მისი შეყვარებული იყო ლადო, მათ სამეგობროში გაიცნო თეკლამ ლუკა, ვმეგობრობთ, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვეხმარებიო, ასე მითხრა. აქვს პირობითი, ნასამართლევია ნარკოტიკებზე, ციხეშიც იჯდაო, ადვოკატებთან პირობითზე აქვს რაღაც პრობლემები, ისეთი არაფერიო. თეკლას რომ ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან არ მპასუხობდა. დედის გული სხვანაირად გრძნობს რაღაცებს, რაღაცები არ მომწონდა, ჩემგან გაუცხოვდა, თეკლა ისეთ ასაკში გავაჩინე, ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ თეკლასთან ლუკა იყო მისული, კარის სახელური მოუნგრევია. თეკლამ მითხრა, მე მგონი, ამ ბიჭს ვუყვარვარ და ეჭვიანობის გამო კონფლიქტი მოგვივიდაო",- განაცხადა ლეჟავამ.მისივე თქმით, მან გადაწყვიტა ლუკა დარასელია ენახა, მანამდე კი შვილს ჰკითხა, როგორ ამოეცნო.„ხელი ექნება შეხვეული, ამას წინათ ხელი დაისერაო, მითხრა თეკლამ... ლუკას შევხვდი, ვუთხარი თეკლას მეუღლე ჰყავს და მეგობრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გრძნობები, სახლში მისვლები არ გინდა-მეთქი. ირონიული სახით გამომხედა, არ ინერვიულოთ ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვუთხარი, რომ თეკლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა, რადგან მათი ურთიერთობა მეგობრობას გაცდა... სიყვარულზე მითხრა, ხომ ხდება ადამიანებს ადამიანები უყვართო",- განაცხადა ლეჟავამ.მისივე თქმით, ის ლუკა დარასელიას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, კერძოდ კი, დას, მას შემდეგ, რაც მამასთან კონტაქტზე ვერ გავიდა. ბრალდებულის დედის თქმით, მან დარასელია გააფრთხილა, მის შვილთან კომუნიკაცია გაეწყვიტა, თუკი, პრობლემები არ უნდოდა, ვინაიდან მას მოქმედი პირობითი მსჯავრი ჰქონდა.„[ლუკას] ხელების გადასერვაზე ვკითხე თეკლას. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, თუ დაგვაშორებენ თავს არ ვიცოცხლებო, მითხრაო. თეკლას ვუთხარი, ჯერ ძალიან ცოტა ხანია ერთმანეთს იცნობთ, თან ხომ იცის რომ შენი მეუღლე ციხეშია-მეთქი. ვუთხარი, კიდევ ერთხელ თუ მოვიდა, ან მსგავსი ქმედება განხორციელდა, დამირეკე, ან პოლიციაში დარეკე, შემაკავებელს გამოვაწერინებ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ადამიანს ვუყვარვარ და ამის გამო ციხეში გავუშვაო?ეგ რომ ციხეში გავუშვა, დედამისი დამწყევლისო, წყევლისაც ეშინოდა. ამიტომ მინდოდა ლუკას დედასთან საუბარი, მინდოდა მის მშობლებს ეს ცოდნოდა, ალბათ, ეს კომუნიკაცია რომ შემდგარიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა არც მათთვის და არც ჩემთვის",- განაცხადა ლეჟავამ.მას პროკურორმა გიორგი ქობულაძემ დაუსვა კითხვა, ისეთივე დაზიანებები, რაც ლუკა დარასელიას ჰქონდა, თეკლასაც აქვს და ხომ არ იყო მისთვის ცნობილი, როდის მიიყენა ეს დაზიანება თეკლამ ან თვითონ მიიყენა თუ არა."თვითონ. მარცხენა ხელის უკან მხარეს, რამდენიმე იყო. ძველი დაზიანების კვალი ეტყობა კი, ასევე ავარიის შედეგად დაზიანებაც ეტყობა. ეს გადასერვაც არ ვიცი, ბავშვურ პროტესტად ჩავთვალე, 14-15 წლის იყო, მეორე დღეს თავის თავზე ბრაზდებოდა, ეს რატომ გავაკეთეო",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.პროკურორის თქმით, როცა თეკლა დიმა გიგუაშვილის მეუღლე იყო, ის არაერთხელ რეკავდა პოლიციაში და აკეთებდა შეტყობინებას, რომ მასზე ძალადობდა. პროკურორმა თეკლა გერსამიას დედას ჰკითხა, თუ რატომ არ განუხორციელებია არც ერთი ზარი ლუკა დარასელიას წინააღმდეგ, რაზეც დედამ უარყოფითი პასუხი გასცა.თეკლა გერსამიას დედის ჩვენებით, მას შვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ 10 ივნისიდან 22 აგვისტომდე - მკვლელობის დღემდე ლუკა დარასელიასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. პროკურორმა კი უთხრა, რომ რეალობა სულ სხვა იყო. მან პროკურორის კითხვების საპასუხოდ ისევ მკვლელობის დღეზე ისაუბრა.„მესიჯები" მივწერე, სალონში ვიყავი და შვილის პირადზე საუბარს ვერ დავიწყებდი. ძალიან გაბრაზებულმა მივწერე, კიდევ ლუკას როგორ ახსენებ-მეთქი...თეკლა ჩემთან მოვიდა, ალბათ 14:00 საათი არ იქნებოდა, მანქანა გავუღე, ნუცა და თეკლა ჩავსვი.მთხოვა, კლინიკაში წამეყვანა. პოლიციამ დამირეკა, თეკლას კითხულობდნენ, ვაჟაზე მოიყვანეთო...სახლთან ძალიან ბევრი პოლიციელი დამხვდა... თეკლას ჰკითხეს დანა სად არისო, თეკლამ ნიჟარიდან ორი თითით აიღო, პოლიციელმა უთხრა გაუშვი ხელი მაგ დანასო და უკან ჩააგდო. ჩვეულებრივი სამზარეულოს მწვანე დანა იყო",- განაცხადა ლეჟავამ.ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.თეკლა გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დარენ პრინცი

ტაბლოიდი 1773676648

„ის ძალიან კეთილი ქალი იყო… ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“  – დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რამდენიმე დღის წინ დეიდა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერლის მეუღლე დარენ პრინცი ეხმაურება და სოციალურ ქსელში ნუცას ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.„სამძიმარს ვუცხადებ ნუცას დეიდის გარდაცვალების გამო. ასევე მის დედას, ნინოს და ბიძაშვილს, მარის. ის ძალიან კეთილი ქალი იყო. ეს ფოტო მხოლოდ 7 თვის წინ არის გადაღებული სტამბოლში. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“, გაუშვით სიბრაზე და წყენა, ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და დაეხმარეთ სხვებს “, – წერს დარენ პრინცი.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1771573020

„მინდა აქ დავრჩე და ჩემი საუკეთესო წლები, გამოვიყენო...“ - რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

ნუცა ბუზალაძე ამერიკაში გავლენიან აგენტსა და პროდიუსერ დარენ პრინცზე დანიშვნის ისტორიას კიდევ ერთხელ იხსენებს. მომღერალმა საქმროს გაცნობისა და ურთიერთობის დეტალებზე გადაცემაში „ჩვენი შოუ“ ისაუბრა.ნუცას თქმით, ყველაფერი ბედისწერით დაიწყო — American Idol-ში მონაწილეობის დროს მას თავად დაუკავშირდა ცნობილი ამერიკელი აგენტი. თავიდან ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მეგობრობამ სიყვარული მოიტანა.მომღერალი ამბობს, რომ ამერიკაში გადასვლის შემდეგ ყოველდღიურმა სიახლოვემ მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა და დარენმა მას ხელი რამდენიმე თვეში სთხოვა.

ასათიანი

ტაბლოიდი 1771532766

„ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს…“ – მაია ასათიანი ტრაგიკულ დღეს იხსენებს

პოდკასტში „მონატრების ფერები“ მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.ჟურნალისტი ამბობს, რომ შვილის, ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ უნივერსიტეტიდან შეატყობინეს:„წინა დღეს რომ დავურეკე, მან დამიმალა, რომ ავად იყო. იმ დილას 3 საათზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ის კომაში იყო… ნიკა გვარამიას ვთხოვე იქნებ შენ დარეკო და გაარკვიო, რადგან არ ვიცოდი რამდენად მძიმე იყო. ნიკასთვის უთქვამთ she is dying… ამის გადატანა ისე, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო, ძალიან ძნელია… სტუმრად მყავდა შვილმკვდარი ქალები და ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს“, – ამბობს მაია ასათიანი. 

ნუცა

საზოგადოება 1768119095

„2 ქორწილი მინდა, აქაც და იქაც, და 4 კაბა" - ნუცა ბუზალაძე გავლენიან საქმროსა და მოსალოდნელ ქორწილზე

 ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში საქმიანობს, თავის აგენტზე, ცნობილ და გავლენიან პროდიუსერ დარენ პრინცზე დაინიშნა. "იმედის დღეში"სტუმრობისას ნუცამ თავის კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და საქმროზეც ისაუბრა: - პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია და ჩემშიც რომ დაინახა ეს, და გული... მასაც ძალიან კეთილი გული აქვს. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.ნუცას თქმით, დიდი ხნის შემდეგ მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. - საქართველო უკვე გაიცნო, აგვისტოში მყავდა. ძალიან მოეწონა დერენს ჩემი მეგობრები და ხალხი საქართველოში. ძალიან გულიანი ადამიანები არიანო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა, საჭმელებზე ლაპარაკი აღარ მაქვს.ნუცამ საქორწილო გეგმებზეც ისაუბრა:- მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1767991344

"მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია" - ნუცა ბუზალაძე ორი ქორწილის გადახდას გეგმავს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საახალწლოდ ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა და დღესასწაულები ოჯახთან ერთად აღნიშნა. ბუზალაძე «იმედის დღის» სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცნობილია რომ ის 2025 წელს პროდუსერ დარენ პრინცზე დაინიშნა და ახლა ქორწილისთვის ემზადება. მისი და ამერიკელი პროდუსერის ლავ-სთორზე მომღერალმა გადაცემაში ისაუბრა.პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა.ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.ნუცას თქმით, დიდი ხნის შემდეგ მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.- საქართველო უკვე გაიცნო, აგვისტოში მყავდა. ძალიან მოეწონა დერენს ჩემი მეგობრები და ხალხი საქართველოში. ძალიან გულიანი ადამიანები არიანო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა, საჭმელებზე ლაპარაკი აღარ მაქვს.როგორც ბუზალაძემ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, წყვილი ქორწილსაც გეგმავს. - მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა. სულ ცოტა ხნის წინ, ნუცამ პირად გვერდზე მორიგი სიახლე გაუზიარა მაყურებელს. ის "ნეტლიქფსის" რეალითი შოუს მონაწილეა. როგორც ნუცამ "იმედის" ეთერში განაცხადა, გაცნობამდე დარენის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. 

ახალი წელი თბილისში

საზოგადოება 1767082353

რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში საახალწლოდ. დეტალურად

თბილისის მერია თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საახალწლო სოფელი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 7 იანვრის ჩათვლით იქნება მოწყობილი.დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტია განთავსებული. აქვე იმართება მუსიკალური ბენდებისა და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები - ეს ყველაფერი საახლაწლო სოფელში მისულ მოქალაქეებს დახვდებათ.საახალწლო სოფელში განთავსდა საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად მასპინძლობს ბავშვებს.საახალწლო სოფელი, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.ღონისძიებების განრიგი:30 დეკემბერი13:00 „რანინა“-ს კონცერტი20:00 ანსამბლ "ალილო"- ს კონცერტი31 დეკემბერი13:00 "ნუცას სკოლა"-ს კონცერტი20:00 ბენდი "ქვევრის" კონცერტი1 იანვარი14:00 "N studios" კონცერტი20:00 ჯგუფი "ქუჩის ბიჭები"-ს კონცერტი2 იანვარი13:00 ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი3 იანვარი13:00 ბზიკების სტუდიის კონცერტი20:00 ბენდი "ღამის შოუ"-ს კონცერტი4 იანვარი13:00 "ბასტი-ბუბუს" კონცერტი20:00 მუსიკალური საღამო "ზამთრის ჯაზი" - „ელის ბენდი“; მაია ბარათაშვილი და ბენდი „New York Tbilisi Connections“; „TG Band“; მარიკო ებრალიძე.5 იანვარი13:00 საესტრადო-ვოკალური სტუდია "SUNNY STUDIO"-ს კონცერტი17:00 ზვიად ბოლქვაძის ბენდის კონცერტი20:00 ბენდი "რეგიონის" კონცერტი6 იანვარი13:00 ინგას და გიგის საბავშვო სტუდიის კონცერტი20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი7 იანვარი13:00 სტუდია "სახე"-ს კონცერტი20:00 კონცერტი - „შობის მოლოდინში"

შეხვედრები

საზოგადოება 1759300955

“Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

10 წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა, შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო.დღეს, ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულ მთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენ კულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ.სფერო მზარდია, საქმე კი- მიმზიდველი. ამიტომ, თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია -  “ხუთშაბათის შეხვედრები” ამ აქტუალური თემით გაგრძელდა.მრგვალი მაგიდის გარშემო, ამჯერად, იუთუბერები გიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და  სეტანტას community impact head- სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ.უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგი კალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხი გაეხსნა. ძირითადად, საყვარელი კომპიუტერული თამაშების მიმოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირა ამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა.„მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიყვანე საფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში.  გამოვედი კომენტატორის ჯიხურიდან და  გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებული გამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და  ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველი სპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა  იყო წმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა”, - გაიხსენა გიორგიმ. ნინუცა ორჯონიკიძესთვის youtube  კარგი საშუალებაა ამბავი იმ ფორმით მოჰყვეს, რომელიც მისთვისაა მისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაში ხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმს თავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამის გამომწერებს  წასცდენიათ ხელი  youtube-ის არხზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა და დაებუსტა, 1000 დოლარი “ემსხვერპლა”. შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა, გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგია შეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთან კოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა.  ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს.სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არა ამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტას ორგანული ვიდეოები ჰქონოდა.“ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირად ვხედავთ დამფუძნებლის  ვიდეოს ათასობით ნახვით და 0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ  შენს ბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოს დაბუსტვა არ შველის”, - ამბობს სალომე.2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხების რაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს.  ყველაზე პოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო.დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზე მონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა.  როგორც აღნიშნეს, თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატება გზაში წამოგეწევა.

 პროგრამა

დედაქალაქი 1758434640

"თბილისობის" დღესასწაული გრძელდება - პროგრამა

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ "თბილისობას" მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნებაა გათვალისწინებული."თბილისობის" მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია, სადაც სტუმრებს, ტრადიციულად, დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყო ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. ასევე, იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში მისულ სტუმრებს საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - "თბილისური მრავალფეროვნება".თბილისობის პროგრამა:ორბელიანის მოედანი20-21 სექტემბერი12:00-22:00ღია კინოთეატრიშემოდგომის ნუგბარიყველის და ღვინის კუთხექალ მეწარმეთა ასოციაციაკაფე „ლაღიძის წყლები"სამეწარმეო მარკეტითემატური ფოტოზონებიტკბილეულის სივრცეკვების ზონასაბავშვო კონცერტებისაბავშვო/გასართობი აქტივობებითეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსებისაღამოს კონცერტებიელექტრონული მუსიკა21 სექტემბერი - იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)12:00 - „Sunny Studio”- ს კონცერტი13:00 - „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი14:00 - ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი16:00 - ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია21 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)20:00 - საათი - ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი21 სექტემბერი - ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი16:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE19:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) - KERESELIDZEაბანოთუბანი21 სექტემბერი12:00 - გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“რიყის პარკი21 სექტემბერი12:00 – 22:00გასტრონომიული ფესტივალისამეწარმეო მარკეტიტკბილეულის ფესტივალიღვინის და ყველის სივრცელუდის ზონადეკორატიული თაღი და ხეივანიატრაქციონებიღია კინოთეატრითემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონებითეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსებიზღაპრის გმირების მსვლელობასხვადასხვა საბავშვო - გასართობი აქტივობებისპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.საბავშვო კონცერტებისაღამოს კონცერტებირიყის პარკის მუსიკალური პროგრამა21 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები12:00 - ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა13:00 - ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი14:00 - „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი15:00 - „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი21 სექტემბერი18:00 - ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი21 სექტემბერი - ევროპის მოედანი20:00 - საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“