kvra

ტაბლოიდი 1781980373

ხვიჩა კვარაცხელია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და PSG-ის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებს.კადრებში ხვიჩა მეუღლესთან ნიცა თავაძესთან და დამიანესთან ერთად პოზირებს, ასევე კადრებში ჩანს თუ როგორ ადევნებს თვალს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.            View this post on Instagram                       A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

კვფა

ტაბლოიდი 1781702760

დაათვალიერეთ ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახური კადრები საზაფხულო მოგზაურობიდან

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დასვენების დრო გამონახა და ოჯახთან ერთად საზაფხულო მოგზაურობაშია.  ხვიჩა დროს მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და პატარა შვილთან, დამიანე კვარაცხელიასთან ერთად ატარებს.მოგზაურობიდან ულამაზეს კადრებს სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებს.„ჩემი სამუდამო პაემანი“, - წერს ნიცა.

ნიცა

ტაბლოიდი 1781336240

VIDEO: ნიცა თავაძე კანიე უესტის კონცერტიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტი ჩატარდა.მომღერლის გრანდიოზულმა შოუმ 70 000-მდე მსმენელი გააერთიანა. კონცერტს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ კონცერტიდან ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსეს.კონცერტს ესწრებოდნენ ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც. ნიცამ მეუღლესთან ერთად კონცერტზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რომ პროექტი Starring Georgia საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა და ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავებისა და მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ჩამოყვანას უზრუნველყოფს, რაც ყოველ ჯერზე ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი მსმენელის ყურადღების ცენტრში ექცევა. 

ნიცა

ტაბლოიდი 1780208613

„შენით ყოველთვის ვამაყობ...“ - ნიცა თავაძის პირველი გზავნილი მეუღლეს გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლემ, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.„მინდა ადამიანებმა გაიგონ, რამდენ ძალას მოითხოვს ასეთ მომენტებამდე მისვლა. წნეხი, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები... და მაინც, შენ ყოველდღე აგრძელებდი ბრძოლას.ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ. იმის ყურება, თუ როგორ გახდი ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ლოცულობდი, ყველაზე ლამაზი რამ იყო. შენით ყოველთვის ვამაყობ.მიყვარხარ, ჩემო სამუდამო ჩემპიონოდა წინ კიდევ ბევრი წარმატებაა...“ნიცა თავაძის ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების გზაზე მუდამ თან ახლავს.            View this post on Instagram                       A post shared by Nitsa Tavadze (@nitsatavadze)

nica

ტაბლოიდი 1780170710

ნიცა თავაძე მოედნიდან კადრებს ავრცელებს

ნიცა თავაძე მოედნიდან კადრებს ავრცელებს.ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტი მოიპოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვება დაეხმარა 2:1.უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ქართველის გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. ლონდონელების სწრაფი კონტრშეტევა მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა დააგვირგვინა და „არსენალი“ წინ გაიყვანა.ამის შემდეგ უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ მზიანს მეორე ტაიმში მიაღწიეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელიამ ითამაშა – ქართველი ვარსკვლავი საჯარიმოში წააქციეს და „არსელანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 65-ე წუთზე უსმან დემბელემ უნაკლოდ გამოიყენა.83-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.მას მერე, არც ძირითად დროში და არც დამატებულ 30 წუთში გოლი აღარ გასულა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. 

მჯ

ტაბლოიდი 1778563560

ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

პარიზულმა გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცს“ უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთელების თამაში არ მოქცეულა.სტადიონის ტრიბუნებიდან გუნდს გულშემატკივრობდნენ ფეხბურთელების მეუღლეებიც, რომლებმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელეს.

ნჯ

საზოგადოება 1778174363

,,ამაყი და ბედნიერი” - ნიცა თავაძე გუშინდელი მატჩიდან კადრებს აზიარებს

ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე გუშინდელი მატჩიდან კადრებს გვიზიარებს. ნახეთ, ფოტოები:

სს

საზოგადოება 1778090588

„დამიანეს წიგნების კითხვა უყვარს" - კვარაცხელიების ოჯახური კადრები

ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას შვილი, დამიანე კვარაცხელია, სოცქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლების მიერ გაზიარებული ფოტოები და ვიდეოები მუდმივად დიდ გამოხმაურებას იწვევს.გამომწერები აღნიშნავენ, რომ დამიანე ძალიან გონიერი და საყვარელი ბავშვია. კვარას მეუღლე, ნიცა თავაძე ხშირად გვიზიარებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ დამიანეს წიგნებისადმი დიდი ინტერესი აქვს. 

ნიცა

საზოგადოება 1773819863

„ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავდა ასეთი სულიერი მამა. ზეციური საქართველოდან ილოცე ჩვენთვის. მადლობა ყველაფრისთვის“ - ნიცა თავაძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობამ ქვეყანასი გლოვის დღე გამოაცხადა.სრულიად საქართველო დასტირის ერის მამას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.ილია მეორის გარდაცვალებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყო ნიცა თავაძეც. ნიცამ პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი კადრები გააზიარა. "სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ეკლესიის მამა, რომელიც ცოცხალი წმინდანის სახით მოევლინა საქართველოს და ქართველ ხალხს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავდა ასეთი სულიერი მამა, მისი უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია მეორე. ზეციური საქართველოდან ილოცე ჩვენთვის. მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ნიცა თავაძე.

კვარაცხელია

სპორტი 1773579675

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა  -BBC Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. „საკუთარ თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ. ვცდილობ, მიწაზე დავრჩე, ვუსმინო ჩემს ოჯახს და ყოველთვის მახსოვდეს, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ",- ამბობს ქართველი ფეხბურთელი BBC Sport-თან საუბარში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში გაიზარდა. სტატიის ავტორის თქმით, ის ფეხბურთელის დედას, მაკასა და  მამას, ბადრისაც შეხვდა, რომელიც „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელია. სტატიის ავტორი იმ სახლსაც აღწერს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა:„ეს იყო თბილი, მოკრძალებული სახლი. ნაკლები ფუფუნების საგნით, თუმცა, მოგონებებით სავსე. გარემო სავსე იყო ფოტოებით, თასებითა და მაისურებით. მათ შორის იყო ის პირველი მაისურიც, რომელიც ხვიჩას „დინამო თბილისში" ყოფნისას ეცვა. საქართველოში ყოფნისას ხვიჩა კვლავ თავის პატარა საძინებელს იყენებს ოთახის  ერთ კუთხეში კომპიუტერის  მაგიდა, ყურსასმენები, კლავიატურა და სკამი დგას". „ხვიჩას პროფესიული კარიერა  და მისი გზა მწვერვალებისკენ „დინამო თბილისიდან" დაიწყო"-, ამბობს ფეხბურთელის დედა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდანვე  კვარაცხელიასთვის ფეხბურთი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. „როგორც დედამისი იხსენებს, ის ბურთს გვერდიდან არ იშორებდა. სულ თან დაჰქონდა, მასთან ერთად ეძინა",- ვკითხულობთ სტატიაში. კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი - „კვარადონა“ - შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა - მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“ კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს. სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ - ამბობს კვარა. 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი - ვაჟი, დამიანე - შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია - სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას - თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ - წერს BBC.

ნიცა თავაძე

ტაბლოიდი 1770918146

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს სამუდამო სიყვარულს…“ – ნიცა თავაძის მილოცვა მეუღლეს

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია. მას დაბადების დღეს სპეციალურად შექმნილი ფოტოკოლაჟით ულოცავს მეუღლე, ნიცა თავაძე.„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს სამუდამო სიყვარულს, საუკეთესო მეგობარს და ყველაზე საოცარ მამას სამყაროში…“, წერს ნიცა.საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 25 წლის გახდა.

ნიცა თავაძე

ტაბლოიდი 1770756577

ნიცა თავაძის ახალი ფოტოები „პსჟ“-ს ფეხბურთელების ცოლებთან ერთად, გლამურული წვეულებიდან

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ცნობილმა ფრანგმა მეიქაფ არტისტმა, "MOUNAYAH", რომელიც საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად თანამშრომლობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, ცოტა ხნის წინ "პსჟ"-ს ფეხბურთელების მეუღლეებს უმასპინძლა, მათ შორის იყო ნიცა თავაძე.ინტერნეტმომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნიცა არაჩვეულებრივად გამოიყურება.