ბასილაშვილი

სპორტი • 1790597040

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირს გამოეთიშა

ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ სეტში – 6:4, 4:6, 3:6 დამარცხდა ტურნირს გამოეთიშა.მეორე სეტის ბოლოს ბასილაშვილმა ტრავმის გამო სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა. მართალია შემდეგ თამაში გააგრძელა, მაგრამ ტრავმამ მის თამაშზე გავლენა მოახდინა და საბოლოოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.ჩენგდუს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, იქ ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო ძირითად ეტაპზე სერბ კეჩმანოვიჩს, ნიდერლანდელ ვან დე ზანდშლუპს და ამერიკელ ბრუკსბის სძლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1790247822

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 250 Chengdu Open-ის 1/8 ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 250 Chengdu Open-ის 1/8 ფინალშია. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის 1/16 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-60 ნომერს, სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში დაამარცხა.კეჩმანოვიჩს ქართველის წინააღმდეგ ბრეიქ პოინტიც კი არ ჰქონია.

კკ

საზოგადოება • 1785916800

კარლოტა ელენას დაბადების დღე და ფოტოები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარლოტა სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ და ყოველდღიურ კადრებს.ამჯერად მან ინსტაგრამზე საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული კადრებია.„3 აგვისტოს გუნდური ვახშამი ნიშნავს კარლოს გუნდის ვახშამს. საუკეთესო ადამიანები, ვინც კი ამ ქალაქს ოდესმე უნახავს“, – წერს კარლოტა ფოტოების აღწერაში.დაბადების დღის ვახშამი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ კარლოტამ განსაკუთრებული დღე ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1781555325

„ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ, ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო...“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვა

ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დამარცხდა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან წააგო და შესაბამისად, ჩემპიონის ქამარიც დაკარგა.ილია თოფურიას მარცხს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გულშემატკივრები ამხნევებენ. მალე გამოჯანმრთელებას და ოქტაგონზე დაბრუნებას უსურვებენ. საზოგადოების ნაწილი კი წერს, რომ ეს ბრძოლა „გაყიდული“ იყო...ილიას წაგებასთან დაკავშირებით, კრიტიკოსების კომენტარებს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეხმაურება.„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო. ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა. დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართ, როდესაც ილიას მიმართაც იგივე შინაარსის კომენტარი ვნახე.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“, - წერს ბასილაშვილი.

ბასილაშვილი

სპორტი • 1781441943

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლორენცო სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ლორენცო სონეგო ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა.ბასილაშვილი ორივე სეტში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს თითოეულ კომპონენტში აჯობა. ჯამში, იტალიელს სამჯერ აართვა ჩაწოდება, თავად კი მხოლოდ ერთხელ დათმო.ჰალეს ტურნირის ბალახის საფარზე ტარდება და უიმბლოდინის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებად ითვლება აღნიშნულ ზედაპირზე.ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილზეა.

კარლოტა

ტაბლოიდი • 1779483090

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას რომაული არდადეგები - ფოტოები

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რჩეულთან, კარლოტა ელენასთან და მეგობრებთან ერთად რომში მოგზაურობს. კარლოტამ, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია, ამჯერადაც გააზიარა რომაული არდადეგების კადრები.წყვილი უამრავ თბილ კომენტარს იღებს.„საოცარი გოგო“, „მიყვარს ეს წყვილი“, „მშვენიერი“ – წერენ კარლოტას გამომწერები.            View this post on Instagram                       A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 (@carlottahelena)

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1778350417

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილის დიდი გამარჯვება რომის მასტერსზე.ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ტაბლოიდი • 1773937870

„12 წლის ვიქნებოდი, სიონის ტაძარში გამომარჩია და დამლოცა“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის მოგონება პატრიარქზე

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში იმ გამორჩეულ შეხვედრას იხსენებს, რომელიც მის მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა. როგორც სპორტსმენი წერს, უწმინდესი მისთვის რწმენისა და სიყვარულის მაგალითი იყო, ხოლო მასთან შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიით ავსებდა:„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაგვიტოვა რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის მაგალითი. მისი სიტყვები და ლოცვა მრავალი ადამიანისათვის იყო ნუგეში და იმედი. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა.ეს მომენტი და ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და ყოველი შეხვედრისას ძალიან დიდი ენერგიითა და სიყვარულით ვივსებოდი. გულწრფელად ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველსა და მორწმუნე ადამიანს“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კარლოტა

ტაბლოიდი • 1771854720

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს ყველაზე დიდ შთაგონების და მოტივაციის წყაროს“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი იუბილარია

ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იუბილარია, იგი 34 წლის გახდა.მას დაბადების დღე მიულოცა სოციალურ ქსელში რჩეულმა კარლოტა ჰელენმა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა.„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს ყველაზე დიდ შთაგონების და მოტივაციის წყაროს“, - წერს კარლოტა ჰელენა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი / კარლოტა

ტაბლოიდი • 1771566980

„კარლოტამ მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი...“ – რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის რჩეულზე

ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი რჩეული კარლოტა ჰელენი კარიერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.მისი თქმით, ისინი ტურნირებისთვის ერთად ემზადებიან, ხოლო კარლოტამ ასწავლა, რომ ჩოგბურთის გარდა, ცხოვრებაში სიამოვნების მიღება მცირე ყოველდღიური მომენტებითაც შეიძლება.„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. კარლოტამ ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცეები, საიდანაც შეიძლება მიიღო ზოგადად სიამოვნება, თუნდაც უბრალოდ სიარულით, გასეირნებით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა

საზოგადოება • 1771431540

„კარლოტამ მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი...“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

„რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შუადღემ“ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ვრცელდება ანონსი, რომელშიც, ჩოგბურთელი კარიერასა და საყვარელ ქალზე, კარლოტა ელენზე საუბრობს.„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში... თვითონაც ჩოგბურთს თამაშობს და თითქმის ერთად ვემზადებით ტურნირების დროს. კარლოტამ მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არის პატარა რაღაცები, საიდანაც შეიძლება მიიღო სიამოვნება...“, - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ჩოგბურთელის ვრცელ ინტერვიუს, ხვალ, 13:50 საათიდან, „რუსთავი 2-ზე“ იხილავთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

საზოგადოება • 1770796657

ნიკოლოზ ბასილაშვილი გიგა ავალიანის დედას მიმართავს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გიგა ავალიანის დედას მიმართავს. ბასილაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:„გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს აუწერელი ტკივილის დროს“

✕