1790539005
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირს გამოეთიშა
ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ სეტში – 6:4, 4:6, 3:6 დამარცხდა ტურნირს გამოეთიშა.
მეორე სეტის ბოლოს ბასილაშვილმა ტრავმის გამო სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა. მართალია შემდეგ თამაში გააგრძელა, მაგრამ ტრავმამ მის თამაშზე გავლენა მოახდინა და საბოლოოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
ჩენგდუს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, იქ ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო ძირითად ეტაპზე სერბ კეჩმანოვიჩს, ნიდერლანდელ ვან დე ზანდშლუპს და ამერიკელ ბრუკსბის სძლია.












