ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დამარცხდა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან წააგო და შესაბამისად, ჩემპიონის ქამარიც დაკარგა.
ილია თოფურიას მარცხს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გულშემატკივრები ამხნევებენ. მალე გამოჯანმრთელებას და ოქტაგონზე დაბრუნებას უსურვებენ. საზოგადოების ნაწილი კი წერს, რომ ეს ბრძოლა „გაყიდული“ იყო...
ილიას წაგებასთან დაკავშირებით, კრიტიკოსების კომენტარებს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეხმაურება.
„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო. ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა. დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართ, როდესაც ილიას მიმართაც იგივე შინაარსის კომენტარი ვნახე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“, - წერს ბასილაშვილი.