თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა 1782908826

ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო! ცხადია დაპანღურდა - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. სააკაშვილს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უსაფუძვლოდ ადანაშაულებს „ბოკერიებს“ და მისგან საკუთარი კერპად აღიარებასა და ღირებულებების ღალატს მოითხოვდა.“ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით, რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ. ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო! ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი თვითგანადგურებისკენ“,- წერს "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი.

ვიად შალამბერიძე

პოლიტიკა 1782894851

არანაირი ერთობა მოსალოდნელი არ არის, ცხელი დღეები ამ აგენტურას წინ აქვს - ზვიად შალამბერიძე ნაციონალურ მოძრაობაზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.მმართველ გუნდში არ უკვირთ "ნაცმოძრაობაში" არსებული დაპირისპირება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობას" ყველაზე ცხელი დღეები წინ აქვთ."ნებისმიერი განცხადება, რასაც ეს აგენტურა აკეთებს, რა თქმა უნდა არათანმიმდევრულია, თვითონვე ადანაშაულებენ თავიანთ ლიდერს არათანმიმდევრულობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ეგეთი აღიარება ვიხილეთ ბოლო პერიოდში მათი არაგულწრფელობის იმიტომ, რომ თურმე ხაბეიშვილი გადააყენეს არა იმიტომ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არამედ, მათვე სიტყვებით რომ ვთქვა, იყო "არასვეცკი" მმართველი და შესაბამისად, სხვა "სვეცკი" მმართველი მოიყვანეს. ჩვენ არაფერი არ გვიკვირს და არაერთხელ განგვიცხადებია, რომ რეალურად, მათგან არანაირი ერთობა მოსალოდნელი არ არის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალ ყურს. ვფიქრობ, ყველაზე ცხელი დღეები ამ აგენტურას წინ აქვს, რაც მათი არჩევნები ახლოვდება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

წითლიძე

პოლიტიკა 1782893750

რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ასე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები - ანა წითლიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.სააკაშვილის გადაწყვეტილებების ნაწილს არ იზიარებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ანი წითლიძე ღიად ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეების ხშირი ცვლა გამჭვირვალე თამაშის წესების არ არსებობის ბრალია.„რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები. როდესაც გამჭვირვალე თამაშის წესები იქნება პარტიაში, როდესაც ყველას ეცოდინება, რომ გადაწყვეტილებებს კი არ იღებენ ჩაკეტილ წრეში, პარტიის წევრები იღებენ, მერე ბევრად უფრო ნაკლები იქნება რისკი მსგავსი სკანდალების.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის გზას მე ვუყურებ არა სახელი და გვარის ცვლილებაში, არამედ თამაშის წესების ცვლილებაში. გადაწყვეტილება მიშასთან შეთანხმების გარეშეც არ ხდება პარტიაში. საერთოდ რა ალიანსი - ასე ვუყურებ მე მაგას. ყველაზე უმნიშვნელო საკითხი არის დღეს ალიანსში იქნება თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უნდა ჰქონდეს თავისი გზა“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

პოლიტიკა 1782321000

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა, სამი შესწორება შევიდა.„საპარლამენტო ასამბლეა სრულად ადასტურებს თავის რეზოლუციებს: 2561 (2024) „დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოში, 2585 (2025) – „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მანდატების არსებითი საფუძვლებით გასაჩივრება“, 2600 (2025) – „საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუცია 2585 (2025)-ის შესრულების მონიტორინგი“ და 2624 (2025) – „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში“, რომლებშიც მან გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის რღვევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.სამწუხაროდ, რეზოლუცია 2624 (2025)-ის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გაგრძელდა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ ზეწოლა. ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი რღვევა და ასამბლეის რეკომენდაციებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირების არარსებობა სერიოზულ ეჭვს აჩენს, რამდენად არის მზად ხელისუფლება, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები და გაწევრიანების დროს აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.რეზოლუციის თანახმად, „ასამბლეა კვლავ ერთგულია ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ქვეყნის ყველა სხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალასთან.„ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ასეთი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ისევე როგორც წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და მათი სრულად შესრულების აუცილებლობა, არც ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს და არც მოლაპარაკების საგანი გახდეს.საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, გამოგონილი ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნა მიუღებელია. ასამბლეა კვლავ აცხადებს, რომ ეს კურსი თუ გაგრძელდება, საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპარტიული დიქტატურა დამყარდება, რაც არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. ასამბლეა მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი მოთხოვნა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეწყვიტოს მათი ლიდერების დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე განუწყვეტელი ზეწოლის, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამიტომ ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში აღდგეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართველი საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და მისწრაფებების შესაბამისად.დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე შეუჩერებელი ზეწოლა, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებითა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიტიკური ნიშნით წარმოებული საქმეები, რომელთა ერთადერთი მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა, ქმნის პოლიტიკური პატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასა და ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს ვალდებულებებთან. ამასთან დაკავშირებით ასამბლეა მიუთითებს საკუთარ რეზოლუციაზე 1900 (2012) – „პოლიტიკური პატიმრის განმარტება“. ამ კონტექსტში იგი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციის ლიდერების და სხვა პირების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო, რომლებიც, ასამბლეის შეფასებით, აშკარად გამოგონილ ბრალდებებს ეფუძნება.ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, განსაკუთრებით სადავო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. იგი კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მთლიანად ახალი კანონით შეიცვალოს, რომელიც ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით შემუშავდება, რათა შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.ასამბლეა კვლავ აღნიშნავს, რომ ძლიერი და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება ფუნქციური დემოკრატიის აუცილებელი ელემენტია. სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და წარმოადგენს დემოკრატიული ექსპერტიზის მნიშვნელოვან წყაროს. ასამბლეა გმობს იმ გარემოს მზარდ შევიწროებას, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას უწევს საქმიანობა, რაც მის არსებობასაც კი უქმნის საფრთხეს. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების, აგრეთვე, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლას, მათ შორის სადავო კანონმდებლობის გამოყენებით. პირველ ნაბიჯად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (GEOFARA) და გრანტების შესახებ კანონში ახლახან შეტანილი ცვლილებები.ასამბლეა შეშფოთებულია განათლების სფეროში ბოლოდროინდელი რეფორმების გავლენით საქართველოში აკადემიურ თავისუფლებაზე. აკადემიური სფეროს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. გარდა ამისა, კორუფციასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი ეჭვების გასაქარწყლებლად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი იმ საუნივერსიტეტო ქონების პრივატიზაციის სამართავად, რომელიც შესაძლოა, ზედმეტი გახდა ახალი რეფორმის – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – შედეგად.ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ მისი მრავალრიცხოვანი მოწოდებების მიუხედავად, არ ჩატარებულა სანდო გამოძიება არც საპოლიციო ძალადობისა და სხვა უფლებადარღვევების შესახებ, რომლებიც დემონსტრაციების დროს მოხდა, და არც დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვანი შემთხვევების შესახებ, დაკავებისა და პატიმრობის პერიოდში. იგი ყურადღებას ამახვილებს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშზე, რომელიც ეფუძნება 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტებს. ასამბლეა იზიარებს ამ ანგარიშში გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო აკრძალული ქიმიური საშუალებები. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სანდო, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება“, – ნათქვამია რეზოლუციაში.ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მის გადაწყვეტილებებში მოთხოვნილი ზოგადი ზომები საქმეებში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „მახარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, აგრეთვე სასამართლოს სხვა 77 გადაწყვეტილებაში, რომელთა შესრულებაც ჯერ კიდევ არ არის სრულად უზრუნველყოფილი.ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს ეუთოს (OSCE) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტის ანგარიშზე, რომლის ინიცირებაც ეუთოს 24-მა მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოხდა. იგი სრულად იზიარებს ანგარიშის დასკვნებსა და მიგნებებს, რომლებიც ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებში გამოთქმულ შეფასებებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.ასამბლეა გმობს ბოლოდროინდელ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ, რომელიც საქართველოდან დაჩქარებული პროცესით იყო დეპორტირებული 2026 წლის 5 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მიუხედავად, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გაყვანას. ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დროებით შეწყვეტა, რაც, საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად, ექსტრადიციის პროცესის ფორმალური შეჩერებისა და მისი აზერბაიჯანში დაჩქარებული დეპორტაციის საფუძველი გახდა. მიუხედავად ამისა, იგი აზერბაიჯანში ხელახლა დააკავეს 2026 წლის 8 ივნისს იმავე საფუძვლით.ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული საშუალებები და წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს, განიხილონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შეტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტისა და ვალდებულების სრულად შესრულება. ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ დღემდე არ არის გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ეს მექანიზმები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი

პოლიტიკა 1782287117

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა

ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა.ჟორჟოლიანის განცხადებით, მელია სააკაშვილს საჯარო სივრცეში, მათ შორის, პარტიაშიც, მის სხვა მხარდამჭერებთანაც აგინებდა.„მოდი შევთანხმდეთ, რომ თავმჯდომარეს დედას რომ აგინებ, შენ თვითონ უნდა წახვიდე პარტიიდან, თორემ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ დავუჭირე მხარი ნიკას [მელია] იმიტომ, რომ ფორმები იყო არასწორი. მიშა სააკაშვილს [აგინებდა]. როდესაც შენ [აგინებ სააკაშვილს] საჯაროდ, ღია სივრცეში, პარტიაში, მათ შორის - ჩემთან, ბევრ ადამიანთან, რომლებიც იცოდა, რომ მიშას მხარეს წარმოვადგენდით და ეს სატელეფონო დაიდო კიდეც, ჩვენ ხომ გვახსოვს,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 ანა ხუბეჯაშვილი

სამართალი 1781798137

ბრალდების მხარემ 4 მოწმე დაკითხა, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პარლამენტის ფუნქციონირება იყო შეფერხებული - პროკურორი საბოტაჟის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.როგორც საქმის პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი აცხადებს, სხდომაზე, ბრალდების მხარემ  4 მოწმე დაკითხა. მათ შორის იყვნენ: პარლამენტის წარმომადგენელი და საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები.„სხდომაზე, ბრალდების მხარემ დაიკითხა 4 მოწმე. დღეს დაიკითხა პარლამენტის წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე დროის შუალედში პარლამენტის ფუნქციონირება იყო შეფერხებული. ასევე, მან ისაუბრა იმ ზიანის შესახებ, რომელიც ძალადობრივი აქციების შედეგად მოქალაქეთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად მიადგა უშუალოდ საქართველოს პარლამენტს. ასევე დავკითხეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირი, პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იყო სხვადასხვა სახის ნივთები, რომლებიც ძალადობრივი აქციების დროს იყო გამოყენებული.მიზნობრიობასთან დაკავშირებით ასევე გვესაუბრა ელენე ხოშტარიას განმარტებებზე, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს, რომ აღნიშნული ნივთები გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამართალდამცველების დასაზიანებლად და წინააღმდეგობის გასაწევად. ასევე დავკითხეთ ორი გამომძიებელი, რომლებმაც ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა 2024 წლის 28 ნოემბერს. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ. ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ მათი ქმედებების შემდეგ, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ხდებოდა გარკვეული სახის დაპირისპირება და ეს ყოველივე პირდაპირ დაკავშირებული იყო ამ პირთა მოწოდებებთან," - აცხადებს პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი 1781776967

საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს.დღეს პროკურატურის მოწმეებს გამოკითხავენ და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ."დღეს დაიკითხება 7 პირი. დაიკითხებიან საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები, რომლებიც პარტიების ოფისის ჩხრეკებში მონაწილეობდნენ. ასევე, დაიკითხება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტასთან და მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოგვაწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და ფლობენ ინფორმაციას საქმეზე არსებულ ბრალდებული პირების ძალადობრივი მოწოდებებთან დაკავშირებით. ამ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო-ჩანაწერები, საჯაროს გავრცელებული ინფორმაცია მათი მოწოდებების, ასევე, არაერთი გამომძიებლისგან მოწოდებული ინფორმაცია მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ," - აღნიშნა პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა.მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.

ბარამიძე

პოლიტიკა 1781269385

ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, "ხაბემ" მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40%  და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით “მოუწყვეს” და “გააგდეს”?!  თქვენ ასევე თქვით, თითქოს ენმ-სა და “ალიანსს”  შორის “დაპირისპირებაა”  - ენმ-ს არანაირი “დაპირისპირება”  “ალიანსთან” არ აქვს!- ბარამიძე გრიგოლიას

ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით.  გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას,  ეთერში ნუღარ გააჟღერებთ! -  წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, ინგა გრიგოლიას მისამართით და აცხადებს, რომ მან ეთერში ორი შეცდომა დაუშვა.როგორც ბარამიძე აცხადებს, ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან არავის გაუგდია, ვინაიდან, იგი ლევან ხაბეიშვილთან არჩევნებში დამარცხდა. ის ასევე უარყოფს "ნაცმოძრაობასა" და "ოპოზიციის ალიანსს" შორის დაპირისპირებას და იმედს გამოთქვამს, რომ გრიგოლია ამ შეცდომებს უახლოეს ეთერში გამოასწორებს."1. ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან (მოუწყვესო და უხეში ფორმებით გააგდესო)  არავის “გაუგდია”! პარტიის წესდების შესაბამისად, პარტიის წევრების საინიციატივო ჯგუფმა პოლიტსაბჭოზე პარტიაში თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა, რაც ენმ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიიღო და მოიწონა (გამოწვევა ღირსეულად მიიღო).არჩევნების პროცესს მხარი პოლიტიკურმა საბჭომ დაუჭირა. შეიქმნა არჩევნების  ჩატარების წესის შემმუშავებელი კომისია, რომელსაც თქვენი მონამორჩილი ვხელმძღვანელობდი, სადაც ყველა  (ანუ 4) კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა.ჯერ ერთად კონსენსუსით,  შემუშავებული წესის 2 ვარიანტიდან,  ენმ პოლიტ საბჭომ,ერთხმად (ხაზს ვუსვამ) მიიღო ის წესი, რომელი წესიც ნიკა მელიას  გუნდმა წარმოადგინა.  ანუ ხაბეს გუნდი დათანხმდა ნიკას გუნდის მიერ მხარდაჭერილ საარჩევნო წესს.  (გააგდეს ქვია ამას⁉️)ამის შემდეგ შეიქმნა არჩევნების ჩატარების (ერთხმად მიღებული წესით) კომისია, რომელსაც კობა ნაყოფია ხელმძღვანელობდა და გამოცხადდა არჩევნები, სადაც ენმ წევრთა და მხარდამჭერთაგან დაახლოებით 50 ათასმა წინასწარ (საერთო შეთანხმების წესით) დარეგისტრირებულმა ადამიანმა მიიღო. ეს რეგისტრაციაც იყო კანდიდატთა ორივე გუნდის მიერ გაკონტროლებული და არასანდო დარეგისტრირებული (სავარაუდო ქოცები და რუსები)  და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებებით გაცხრილული.და ამ 50000 ადამიანმა დაძაბული საჯარო პოლიტიკური კამპანიის (გააგდესო⁉️)  შემდეგ აირჩია ენმ ახალი თავმჯდომარე. ხაბემ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40%  ❗️❗️და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით “მოუწყვეს” და “გააგდეს”⁉️მოგეხსენებათ მე არც ერთი კანდიდატის მომხრე არ ვიყავი და მინდა სრული გულწრფელობით ვთქვა რომ ნეტა სხვაგანაც და მთელს საქართველოშიც ასეთი გახსნილი და კონკურენტული, სამართლიანი წესით და გარემოთი ტარდებოდეს არჩევნები!არჩევნების შედეგები ერთხმად (ნიკას და ხაბეს გუნდის წევრების სრული მონაწილეობით) დაამტკიცა პოლიტიკურმა საბჭომ! ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა ღირსეულად აღიარა არჩევნების შედეგები და მიულოცა გამარჯვებულს❗️❗️❗️ესაა “მოუწყვეს“ და გააგდეს⁉️მეორე საკითხია რომ ამ ყოველივეს შემდეგ, გამარჯვებული გუნდის წევრებმა დიდი შეცდომა დაუშვეს და არჩევნების დასამტკიცებლად გამართულ ენმ ყრილობაზე, ჩემთვისაც (და ბევრი სხვისთვისაც) მოულოდნელად, პოლიტ საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის საკითხი დააყენეს (იურიდიულად ამის უფლება ქონდათ, მაგრამ მორალურად არა) და ახალ პოლიტ საბჭოში არ აირჩიეს ზოგიერთი ის (მათ შორის ძალიან ღვაწლმოსილი) ადამიანი, ვინც მელიას გუნდში იყო და ასევე არ შეიყვანეს თვით ნიკაც, რომელსაც სულ ახლახანს პარტიის ამომრჩევლის 40% -მა დაუჭირა მხარი. რაც ცხადია არასამართლიანი და არასწორი იყო.  მეორეა ნიკას გულში რა აზრები და მიზნები ქონდა.  მერე კი დადასტურდა რომ ნიკას თურმე მიშასადმი დიდი ანტაგონიზმი ქონია, მაგრამ ეგ არ ცვლის მთავარს იმ მომენტისთვის.ამიტომ ნიკა ენმ თავმჯდომარეობიდან “მძიმე ფორმით გაშვება და გაგდება” არავის “მოუწყვია.პოლიტსაბჭო სხვაა. ამის მიუხედავად ჩემი აზრით, პარტიიდან გასვლა თავის მხრივ არასწორი იყო.კარგად მოგეხსენებათ განსხვავება რა არის  “გაგდებასა”  და კანონიერი და სამართლიან არჩევნებს შორის. ამ ყველაფერზე სხვაგანაც და თქვენს ეთერშიც არაერთხელ მაქვს ნასაუბრები.2. თქვენ ღია ეთერში ასევე თქვით რომ თითქოს ენმ და “ალიანსს”  შორის არის “დაპირისპირება” ⁉️ეს არაა სიმართლე.ენმ-ს არანაერი “დაპირისპირება”  “ალიანსთან” სადაც 9 პარტია ვართ, არ აქვს❗️❗️ის რომ ალიანსში არიან ზოგი პარტიები ვისაც არ მოვწონვართ და ხანდახან აგრესიულად თავს გვესხმიან, არ ნიშნავს რომ ყველა ასე ფიქრობს და ასე იქცევა.ამ 2 საკითხზე ამდენი იმიტომ დავწერე, რომ თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ მეც და საზოგადოებაც და ისე რომ არ გამოგივიდეთ რომ თქვენ (მჯერა უნებლიედ) საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ.იმედი მაქვს უახლოეს ეთერში ამ შეცდომებს გაასწორებთ.დიდი პატივისცემით," - წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1781258460

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ

ე.წ. ალიანსი დაშლისთვის თავიდანვე იყო განწირული, რადგან ცხრავე პარტიამ თქვა, გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება.„ნათელი იყო, რომ ერთმანეთს დაერეოდნენ. აქამდე თუ მივიდოდნენ, არ მეგონა. დღეს რას ვხედავთ? – „ნაცმოძრაობის“ ბუნებას. ნიკა მელიას იმპიჩმენტი მოუწყვეს; ლევან ხაბეიშვილმა მუხლმოყრით დაიფიცა, მიშას გამოვიხსნიო და ციხეში თავად შევიდა; თინა ბოკუჩავამ თქვა, პარტიას საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანო და ალიანსიდან აგდებენ. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ეს ადამიანი ხაჭაპურებს და ლობიანებს მაინც აცხობს და ნანულა ჟორჟოლიანს თავმჯდომარედ ავირჩევო. ეს ადამიანი რასთან არის დაკავშირებული, კარგად გვახსოვს. ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ საიქიოში გააცილებს, რადგან, იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მათი აკრძალვის თაობაზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, რადგან ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ჩერგოლეიშვილმა თქვა, თქვენ რომ გგონიათ, „ნაცმოძრაობა“ ალიანსშია, არ არისო. ახლა მიშას მომხრეები გამოვარდნენ და „ალიანსში“ მთავარი „ნაცმოძრაობაა“, მიშამ პარტიაში რევოლუცია უნდა მოახდინოსო. ყველაზე სწორად ანი წითლიძემ თქვა, რომ „ალიანსში“ ყველაზე დიდი წარმომავლობა „ნაციონალური მოძრაობის“ არის, ვითომ დაიშალნენ, მაგრამ რეალურად ერთიანი „ნაციონალური მოძრაობაა““, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კი

პოლიტიკა 1781064764

ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის დაშლა გახდა

ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მორიგი დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ოპოზიციური ალიანსის დაშლაა.ანი წითლიძის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსი არ დაუტოვებია და "ფედერალისტების" ლიდერი ჩერგილეიშვილი თავად ცდილობს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.წითლიძეს გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. მისი შეფასებით, სააკაშვილის პარტია თვენახევარია პარტიების სამუშაო პროცესში აღარ მონაწილეობს. გვარამიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მორჩეს მსხვერპლის როლის ძერწვას.გვარამია ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიასთან თანამშრომლობის შენარჩუნების საკითხს. "ახლების" ლიდერის თქმით, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ალიანსის დაშლის საკითხზე ინფორმაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.

ნიკა გვარამია

პოლიტიკა 1781031562

ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ

პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.როგორც გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, არაფერი აძლევს ამის თქმის წინაპირობას, თუმცა, პოლიტიკა სწრაფად განვითარებადია და ამიტომ ყველაფერს უშვებს, მათ შორის იმასაც, რომ მელია მისი თანაგუნდელი აღარ იყოს."არაფერი მაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაციაა ახლა პოლიტიკაში და ეს ცხადია, გემოვნების საკითხებამდეც დავიდა. ბუნებრივია, რომ აქამდე დავიდა, მაგრამ, იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად, იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რომ იყო, მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერეს - ეს რომ არ მოხდება, რომც გავიყოთ ჩემს მხარეს ვინც იქნება რომ ამას არ დაწერს ნიკა მელიაზე და მის მხარეს რომ იქნება ამას არ დაწერს ჩემზე - ეს დანამდვილებით ვიცი. რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე უფრო ღირებული არის ეს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მაია ორჯონიკიძე

პოლიტიკა 1780947766

VIDEO: არ გვეყოფა ჩვენ დრო, იმისთვის რომ ვამხილო დავით ნებიერიძის პერსონალურად ტყუილები და ალიანსის ტყუილები, კონკრეტულად ნიკა გვარამიასი და ნიკა მელიასი, როგორ არ ცხვენია ასეთ მამალ ტყუილს რომ აბობს?!... - მაია ორჯონიკიძე

„არ გვეყოფა ჩვენ დრო, იმისთვის რომ ვამხილო დავით ნებიერიძის პერსონალურად ტყუილები და ალიანსის ტყუილები, კონკრეტულად ნიკა გვარამიასი და ნიკა მელიასი, როგორ არ ცხვენია ასეთ მამალ ტყუილს რომ აბობს?!...“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,  ყოფილი წევრმა მაია ორჯონიკიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.