არანაირი ერთობა მოსალოდნელი არ არის, ცხელი დღეები ამ აგენტურას წინ აქვს - ზვიად შალამბერიძე ნაციონალურ მოძრაობაზე

ვიად შალამბერიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.
ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

მმართველ გუნდში არ უკვირთ "ნაცმოძრაობაში" არსებული დაპირისპირება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობას" ყველაზე ცხელი დღეები წინ აქვთ.

"ნებისმიერი განცხადება, რასაც ეს აგენტურა აკეთებს, რა თქმა უნდა არათანმიმდევრულია, თვითონვე ადანაშაულებენ თავიანთ ლიდერს არათანმიმდევრულობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ეგეთი აღიარება ვიხილეთ ბოლო პერიოდში მათი არაგულწრფელობის იმიტომ, რომ თურმე ხაბეიშვილი გადააყენეს არა იმიტომ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არამედ, მათვე სიტყვებით რომ ვთქვა, იყო "არასვეცკი" მმართველი და შესაბამისად, სხვა "სვეცკი" მმართველი მოიყვანეს. ჩვენ არაფერი არ გვიკვირს და არაერთხელ განგვიცხადებია, რომ რეალურად, მათგან არანაირი ერთობა მოსალოდნელი არ არის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალ ყურს. ვფიქრობ, ყველაზე ცხელი დღეები ამ აგენტურას წინ აქვს, რაც მათი არჩევნები ახლოვდება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.