„წვიმა, ქარი, სეტყვა...“ - ამინდი მკვეთრად უარესდება
1791397984
ნიკა მელია, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე, დამნაშავედ ცნეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ის საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.