ირაკლი ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1793866445

ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა აკრძალვაზე მიდგა საქმე, ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" - ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციური ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გარიცხვაზე

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს. მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ.ოპოზიციაში მორიგ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას ხელოვნურად ცდილობს.როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციური პარტიები მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ, როდესაც დღის წესრიგში რამდენიმე პარტიის, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის საკითხი დადგა."რეკორდული მაჩვენებელია უკვე, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, ჩვენთვის ჯამი არ იცვლება. ფაქტია, გარიცხეს, ეს იცის ყველამ აბსოლუტურად, მაგრამ დაგვიანებულად გარიცხეს, ეს ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა მიდგა პარტიების აკრძალვაზე საქმე, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" და ხვდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა"არის შავი ლაქა ამ გაერთიანების, ცდილობენ, გაემიჯნონ, თუმცა გაერთიანებიდან აქამდე მთელი წლების განმავლობაში, თავიდან ბოლომდე ორკესტრირებულად ერთად მოქმედებდნენ და ერთად აზიანებდნენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ანი წითლიძე

პოლიტიკა • 1793860025

ანა წითლძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, გარიცხვის შესახებ პარტიაში მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო არ იყო ასახული.„არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მათი, ვინც გაავრცელა, ანუ ჟურნალისტების. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან. მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით. ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით, რაც მიხეილ სააკაშვილზე განსაკუთრებული თავდასხმები იყო, ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ჩვენ რომ დაგვეტოვებინა, პოლიტსაბჭოს და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა. უბრალოდ, ჩვენ დილით, როცა ყოველდღიურ კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, იქ გავიგეთ, რომ ალიანსის ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ იყო და მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ რა და როგორც მივხვდი, შემდეგ თქვეს, გაგვრიცხეს ალიანსიდან. ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეებში არც ვიყავით აქტიურად ალიანსში“, – განაცხადა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1793818920

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ეხება.ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება, ბიზნესის რეკეტი და სხვა მძიმე ფაქტები საკმარისი საფუძველია პარტიების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2012-დან 2019 წლამდე პერიოდზეც."კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროცესზეც ძალიან ბევრჯერ სცადეს, წარმოეჩინათ, თითქოს მოსარჩელე მხარე მათ ვედავებით იმას, რომ ისინი ერთიანი ძალა არიან. ჩვენ სარჩელში ვედავებით კონსტიტუციური წყობილების დარღვევას ძალიან ბევრი მიმართულებით. არის პრეტენზიები არაკონსტიტუციურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ინდივიდუალურად მიესადაგება ყველა პარტიას და არის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელიც კოლექტიურად მიესადაგებათ. თუმცა, ყველანი თანამოზიარეები რომ არიან ამ ყველაფრის, სწორედ ამას ვამყარებთ იმით, რომ ისინი ერთიან ძალას წარმოადგენენ - "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას".რამდენიმე ნაწილად რომ დავყოთ სარჩელის პერიოდი:2012 წლამდე პერიოდი, სადაც სისტემური დანაშაულები იყო, ის წამება, ციხეში რაც ხდებოდა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც საკმარისი უნდა იყოს, ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად.არის მეორე პერიოდი: 2019 წლამდე, სადაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებს უცხადებდნენ ბოიკოტირებას, შემდეგ იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ ამბობდნენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია, ყველა საკონსტიტუციო ორგანო არის არალეგიტიმური, მიღებული კანონები არის არალეგიტიმური, იყო მუდმივი რყევა და ჯანჯღარი ჩვენი ქვეყნის და პროცესების უმართავ კალაპოტში გადასაყვანად.2019 წლიდან მოყოლებული, იგივე "ლელო," როდესაც შეუერთდა "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას," იგივე გვახარია როდესაც შეუერთდა, სადაც ისინი ერთად მოქმედებენ. ეს არის მათი გარე პატრონების მხრიდან დივერსიფიცირებული სცენარი, იქიდან გამომდინარე, რომ "ნაცებზე" მარტო ფსონი აღარ დადეს, გარე ხელმძღვანელობამ, ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული, შემდეგ გააჩინეს ხელოვნურად ის რაღაცა "ევროპული საქართველო," "ევროპული ნაცები," პარტია "ახალი" ნიკა გვარამიას სახელით, "ლელო," გახარიას პარტია და შემდეგ უკვე "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად" მოგვევლინნენ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1793705028

შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტია 4 ოქტომბერს ელოდებოდა შედეგიან დამხობას, რათა ძალაუფლების წილი მიეღო, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ მაინც არ აღიარებდნენ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას

ყველაფერი არის ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, რომლებიც არ უნდა შევიდნენ, ვინ უნდა იყოს რადიკალი, ვინ შედარებით —ნაკლებად რადიკალი, — ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია.„ყველაზე კარი ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. ხედავთ, რომ ხუთი მოპასუხიდან ოთხი შევიდა დარბაზში, ერთი არ შევიდა — იგივე თამაშია. დარბაზში შესული ოთხი მოპასუხიდა, ზოგი რადიკალურად იქცევა, მეორენი — უფრო კულტურულად და მორიდებულად. ეს ყველაფერი არის თამაში, რომ სხვადასხვა კალათაში ჩადონ კვერცხები და შემდეგ თქვან, რომ რადიკალებს თუ ერჩის ვინმე, არიან არარადიკალები. ხელისგულზე დევს ეს ტაქტიკა, გადმოკოპირებული აქვთ მათი უცხოელი სპეცსამსახურების კურატორის მხრიდან. ეს ტაქტიკა სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში განხორციელდა, მაგრამ ხედავენ, რომ ქართველებზე არ მოქმედებს. სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოზე ჩვენი სარჩელით, ერთიანი ორგანიზმია. სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა ქცევა პროგრამირებულია და ჩადებულია ერთიან ორგანიზმში.გახარიას პარტიამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით თქვა, რომ არა უშედეგო დამხობა, პარლამენტში არ შემოვიდოდნენ. ელოდებოდნენ შედეგიან დამხობას, რათა მიეღოთ ძალაუფლების წილი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შევიდნენ, არ აღიარებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას. ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი დოკუმენტირებულია და წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ მყარად ვართ, დარწმუნებული ვართ სარჩელში და წარდგენილ მტკიცებულებებში. დანარჩენი აგონიაა. ყველაზე კარგად გახარიამ იცის, როდის, როგორ და რატომ შეეკრა იმ ძალას, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ათამაშებდა.შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიაზე როგორ მოიტყუა ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მოიტყუა, რომ არ შეხვედრია აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. შემდეგ ჩაეკითხნენ, მოუწია სიმართლის თქმა, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს. რა უნდოდა მაშინ პრემიერ-მინისტრს აშშ-ის საელჩოში, რატომ განიხილავდა ნიკა მელიას დაჭერა-არდაჭერის საკითხს სხვა ქვეყნის ელჩთან? აქ ხომ უკვე ყველაფერი ნათელია, ვისი მარიონეტი იყო, ვისი წაქეზებით მოქმედებდა გიორგი გახარია. ამაზე მეტი რა უნდა თქვას, პრემიერ-მინისტრი გუნდისგან უჩუმრად სხვა ქვეყნის ელჩთან წავიდა, განიხილა, ნიკა მელია დავიჭირო თუ არ დავიჭიროო. იმან უთხრა, არ დაიჭიროო. წამოვიდა და მერე მთელ გუნდს აქეთ გვეჩხუბა, არ უნდა დავიჭიროთ, რთული იქნება აყვანაო, მერე გადადგა. ორ დღეში ისე აიყვანეს ნიკა მელია, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია არავის ოფისში. სხვა ქვეყნის ელჩთან რომ ჩუმად გარიგებაში ხარ, გუნდს ამას უმალავ, შემდეგ მოგიწია საგამოძიებო კომისიაზე ტყუილის თქმა, მერე ამის აღიარება, შენი, როგორც პოლიტიკოსის საქმე დამთავრებულია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1793701446

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი აღარ არის – „ალიანსიდან ჩვენს გამორიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს“

„ნაციონალურმა მოძრაობა“ აღარ იყო ამ ალიანსში. სადაც აღარ ვიყავით, იქიდან როგორ უნდა გამოვერიცხეთ ვინმეს, როგორ უნდა ვყოფილიყავით იმ ალიანსის ლოგოზე, რომლის წევრებიც არ ვართ? — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ ალიანსში თავს ვერ ხედავდა და არც აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.„ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.ჟურნალისტის კითხვაზე, გარიცხეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ გარიცხვასა და გამოსვლას შორის ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს.„ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა“, — აღნიშნა ფავლენიშვილმა.ჟურნალისტმა ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ფედერალისტების ლიდერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“ გარიცხეს.კითხვის საპასუხოდ ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გარიცხავდნენ იმ ალიანსისდან, რომელშიც პარტია უკვე აღარ იყო.„ეს ადამიანი ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირადი სიძულვილი გამოაჩინოს. არ ვაპირებ, მუდმივად ასეთ ბავშვურ ბრალდებებს პასუხი გავცე. თითქოს მაგრები არიან და ალიანსიდან გაგვრიცხეს. „ნაციონალურმა მოძრაობა“ აღარ იყო ამ ალიანსში. სადაც აღარ ვიყავით, იქიდან როგორ უნდა გავერიცხეთ ვინმეს? ანუ, სადაც მონაწილეობას არ ვიღებდით არცერთ შეხვედრაში, ვამბობდით, რომ ამ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. იქიდან როგორ უნდა გაგრიცხოს ადამიანმა, სადაც არ ხარ?როგორ უნდა ვყოფილიყავით იმ ალიანსის ლოგოზე, რომლის წევრებიც არ ვართ? „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და არ მიგვაჩნდა ეს საკითხი ისეთი ყურადღების ღირსად, რომ ცალკე ბრიფინგი უნდა ჩაგვეტარებინა. ძალიან ცინიკური არის ეს ყველაფერი, 21-ე საუკუნეა და შეგიძლიათ, გადახედოთ არქივს და ნახოთ ჩემი, ანა წითლიძის, სხვა პოლიტიკური პირების განცხადებები“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის. ამასთან, ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს“, — წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თორნიკე მოლაშვილი

პოლიტიკა • 1793651166

ესენი აქამდე უნდა აკრძალულიყვნენ - თორნიკე მოლაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ყოფილი პოლიტპატიმარი, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი "დებატების" ეთერში თავისი ოჯახის მძიმე წარსულს იხსენებს.მოლაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" უნდა მოშორდეს არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნიდანაც.„ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებ, ხალხს ყელში ნუ ამოუყვანეს! ხალხი პატივს სცემს მთავრობას. ეს ზღვაში წვეთია, ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, ეს ზღაპარია, რასაც ახლა ჩვენ ვყვებით, ბომბები კიდევ გარეთ არის - მიუხედავად ასეთი მძიმე სიუჟეტებისა, ზღვაში წვეთია, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ.ისეთი სისასტიკეები, იმდენი სიცოცხლე აქვთ დაღუპული, იმდენი ცრემლი აქვთ დაღვრილი მეუღლეების, ბავშვების, დედებისა და მამების.მამაჩემს 88 წლის ხდება 8 ნოემბერს და ისევ ყოველ ღამე ტირის. მიუხედავად ამისა, ერთი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან" არ გამოსულა და არ უთქვამს, "მაპატიეთ", რაღაც გადაცდომა იყოო... ერთი ადამიანი არ გამოსულა. რაღაც დაზეპირებულ ტექსტებს კითხულობენ.ბატონმა სოზარმა ყველაფერი კარგად იცის, თავისი თვალით ხედავდა ყველაფერს, ხალხს რასაც უშვრებოდნენ. ხმა ამოიღო და ეგრევე დაუპირისპირდნენ. ესენი უნდა ჩამოვაშოროთ ტელევიზორებს და საერთოდ ამათი ბუნდღი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში და საქართველოში... ესენი აქამდე უნდა აკრძალულიყვნენ", - აცხადებს თორნიკე მოლაშვილი. 

გიორგი ზერეკიძე

პოლიტიკა • 1793646480

გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან დამნაშავეები, რომლებიც არათუ სინანულს არ განიცდიან, არამედ კვლავ რევანშისტულად არიან განწყობილნი და „ერთი სული აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, რომ უარესი გაუკეთონ ქართველ ხალხს.როგორც გიორგი ზერეკიძემ „დებატების“ ეთერში განმარტა, მაშინდელმა ქვეყნის პირველმა პირმა ის განტევების ვაცად აქცია. მისი თქმით, მაშინდელი ქვეყნის პირველი პირი პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს.„ვხედავთ, რომ ის დამნაშავეები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღეს არათუ სინანულს განიცდიან, ისევ რევანშისტულად არიან განწყობილები და ერთი სული აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რომ უარესი გაუკეთონ ქართველ ხალხს და იმაზე უარესი დამართონ, რაც 2012 წლამდე დამართეს.არ შემიძლია, არ ვახსენო ბატონი სოზარ სუბარის უკომპრომისო ბრძოლა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანის სახელით, ვის გამოც და ვისთვისაც ბატონი სოზარი ასე უკომპრომისოდ იბრძოდა მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ.მე პირად მოტივზე არ მაქვს საუბარი და პირადი მოტივით არ ვაფასებ „ნაციონალურ მოძრაობას“ - მე თუ არ ვიქნებოდი, სხვა ზერეკიძე იქნებოდა, ვისაც ასე უსამართლოდ დასჯიდა და მე, არც მაშინ ვამბობდი და არც ახლა არ ვამბობ, რომ უდანაშაულო ვიყავი. მე - 14 წლის ბავშვს რაც შეიძლებოდა დანაშაული ჩაედინა, ჩავიდინე, მაგრამ მაშინდელმა სასამართლომ, მაშინდელმა საგამოძიებო უწყებებმა სრულიად განსხვავებულად წაიყვანეს საქმე და ვხედავდით, ქვეყნის პირველი პირი როგორ გამოდიოდა და როგორ მლანძღავდა, კრიმინალს მეძახდა და ერთგვარ განტევების ვაცად მაქცია მიშა სააკაშვილმა.რაც შეეხება ბოლო მის გამოსვლებს ჩემს მისამართით, მე თუ აქამდე ეჭვი მქონდა იმის, რომ ეს შეიძლებოდა მიშას არ სცოდნოდა მამაჩემის გარდაცვალება ხომ? „ეს გარეწარი ნათესავები“ - ეს სიტყვა რომ თქვა, აქ მამაჩემი ჰყავს ნაგულისხმები, ანუ ზუსტად მაგის ბრძანებით მოხდა მამაჩემის სიკვდილი. აი, წარმოიდგინეთ, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ასე დეტალებშია ჩასული და ასე ერევა სასამართლო სისტემაში და ასე ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს დღეს, როგორ არ უნდა იქნას აკრძალული და მისი პარტია როგორ არ უნდა იქნას გასამართლებული“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

 გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1793363685

გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ახსნა-განმარტებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აგრესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მან სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, თავად გამოსვლის შინაარსი კი ტყუილებსა და ბევრ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.კახიანის თქმით, ტყუილია მტკიცება, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნაზეა მითითება, რომელმაც ბრძანების გამცემი ვერ დაადგინა.ამასთან, კახიანი აღნიშნავს, რომ ტყუილია საუბარი იმის შესახებ, თითქოს საკრებულოებში კოალიციები არ არსებობს, რადგან ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქმნიდნენ კოალიციებს და ერთობლივად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.„დღეს ვისმენდით გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას და აშკარად ზედმეტად აგრესიულად იყო იგი განწყობილი. ჩვენ მოვისმინეთ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და ამის გამო სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, მაგრამ ზოგადად თვითონ ახსნა განმარტებების შინაარსს რაც შეეხება, ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და ბევრი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა მის განცხადებაში. მაგალითად, ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის წერია, რომ მითითება არის სახალხო დამცველის დასკვნაზე, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მე ვერ დავადგინე ვინ გასცა ეგ ბრძანებაო. ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ალბათ საზოგადოება, იმიტომ რომ ათვითცნობიერებენ, რომ მათ გამოსვლას უსმენს საზოგადოება, მაგრამ სასამართლოს ბუნებრივია ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ. გარდა ამისა, კიდევ ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს კოალიციები არ არსებობს საკრებულოებში, არადა რამდენიმე საკრებულოში საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ შექმნეს კოალიციები, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ქმნიდნენ ამ კოალიციებს, იღებდნენ ერთობლივად გადაწყვეტილებებს და ასე შემდგომ, ასე რომ ასეთი სხვა ან არაერთი ტყუილიც ითქვა მათ გამოსვლაში რაზეც ოდნავ მოგვიანებით უფრო მეტს ვისაუბრებთ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1793284200

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ - სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალავი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა

„საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება“, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, ფაქტია, რომ საზოგადოება მხარს უჭერს „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ სამართლებრივ აკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში იქნებოდა პროტესტი.„საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს. პარტიები - „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ - სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალავი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა. საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება.„გახარია საქართველოსთვის“ წევრები 4 ოქტომბრამდე არ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორ ხსნიან ამას? რატომ შევიდნენ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საკრებულოებში? ერთი ფაქტი დაასახელონ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ დააანონსა აქცია ან რაღაც გააპროტესტა და გახარიას პარტიამ ან „ლელომ“ წინააღმდეგობა გაუწია.ვის მოატყუებს გვარამია, ე.წ. „ახლები“ რომ დაირქვა - სხვა პარტიაა და არა „ნაცმოძრაობა“? გამოკითხვის პრინციპით 1000 კაცს რომ ვკითხოთ, ნიკა გვარამია რომელი პარტიის წევრიაო, რას უპასუხებენ? რასაკვირველია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.კანონში პირდაპირ წერია, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადიან, უნდა აიკრძალონ. ასევე აკრძალული პარტიის დამფუძნებელი ან ლიდერი სხვა პარტიას თუ შექმნის სხვა სახელწოდებით და იმავე ქმედებებს გაიმეორებს, რის გამოც თავის დროზე აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ბუნებრივია, ასეთი პარტიებიც აიკრძალება, თუ მოსარჩელე შეიტანს სარჩელს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ზვიად შალამბერიძე

პოლიტიკა • 1793283501

ზვიად შალამბერიძე: ნიკა გვარამიას ძალიან მოკლე ტყუილი გამოუვიდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა

ძალიან საინტერესო პროცესს ვადევნებთ თვალყურს ბოლო დღეების განმავლობაში. ვხედავთ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ გამიჯვნოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა გვარამია ამბობს, რომ ამაყია, რომ მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰყავდა ყველაზე ღირსეული და წარმატებული მთავრობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.მისივე თქმით, ნიკა გვარამიას ძალიან მოკლე ტყუილი გამოუვიდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა.„ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიციის რეფორმაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, სამხედრო და თავდაცვის რეფორმაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წლებში.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ერქვა „ირმის ნახტომი“ და განათლების სამინისტრო ახორციელებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით, როდესაც გადაიდგა პირველი ნაბიჯები სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით. ეს იყო 3 წლიანი პროექტი, რომელშიც ათეულობით მილიონი ლარი ჩადო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.ეს იყო პირველი ნაბიჯები, რითაც გაუმჯობესდა სწავლის პირობები, რომელიც დღევანდელ დღემდე გრძელდება და განათლების რეფორმაში შედის“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1793200500

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, პატიმარ სააკაშვილის მიერ როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილმა თავისი განცხადებით პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს.მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებით შესაბამის უწყებები უნდა დაინტერესდნენ.„ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოს სახელმწიფოსთან. ისინი თავადვე აღიარებენ, რომ იმართებოდნენ და დღესაც იმართებიან უცხოეთიდან და ამით ამაყობენ.ასეთი რეჟიმის წარმომადგენლებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ისეთი აღიარებითი განცხადება, როგორიც მათმა ბელადმა სააკაშვილმა გააკეთა [როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით]. სააკაშვილმა ამ განცხადებით მორიგ ჯერზე დაადასტურა ის, რაც, თავის დროზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ოჩიგავას საქმესთან დაკავშირებით თქვა: სასამართლო აღშფოთებულია იმით, თუ როგორი სისტემა შექმნა სააკაშვილმა საქართველოში და რომ ამ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ ადამიანები.სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს. დიახ, ისინი თუ თვლიდნენ, რომ ვიღაცამ მათ უღალატა და ა.შ. - არ ასამართლებდნენ ადამიანს, ისე შეეძლოთ მოეკლათ. ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე როინ შავაძესთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ აღიარებით განცხადებაზე.შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ სისტემური დანაშაულის სათავეში იდგა სააკაშვილი. შესაბამისად, როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არის სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც, წესით, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ კითხვები. როცა ყოფილი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ მან იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს ამ მკვლელობას, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები?! სააკაშვილის ეს საჯარო აღიარება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე რეჟიმი, რომელიც კლავდა და ხოცავდა ხალხს, ყოველგვარი აპელაციის გარეშე და სააკაშვილმა ეს პირდაპირ აღიარა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1793180807

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია - როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს

ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია - როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მკვლელობიდან წლების შემდეგაც, პოლიტიკური ოპონენტები მომხდარის გამართლებას ცდილობენ.„ამას წინათ კუნსტკამერის ბოროტმა ჯოკერმა როინ შავაძის მკვლელობა ფაქტიურად აღიარა და დღესაც მოვკლავდიო - ესე გამოუვიდა. ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია - როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ.სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია.„ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. 2008 წლის 27 აგვისტოს, დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, მარიამობის წინ საყიდლებზე, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად. გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს. მას შემდეგ ქრისტინას - მამა აღარ უნახავს. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადაჯდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო. ამ ბოროტების ჩამდენს, კუდ-ის მაღალჩინოსანს რომან შამათავას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად. მედიციანში არის ერთი მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტთან ან სრულ არარსებობასთან - როდესაც სისხლდენის შეჩერება შეუძლებელია. ნაცმოძრაობას ზუსტად ეს პოლიტიკური ჰემოფილია სჭირს.” – წერს ქართველიშვილი.

✕