ნატა ვიბლიანი

სამართალი • 1794329058

ნატა ვიბლიანი მიმართვას ავრცელებს

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ადვოკატებთან თანამშრომლობის შეწყვეტას ეხმაურება. მისი თქმით, ადვოკატების საქმიდან ჩამოცილება დიდი ხნის წინ სურდა. ვიბლიანი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას უფრო აქტიურად გააგრძელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებს.„ესენი ჩემი ადვოკატები არ ყოფილან, მოგზავნილები იყვნენ და გამოჩნდა, საჯაროდ ვიხილეთ.ტესტი ვარშავიდან საქართველოში კაკაბაძემ წაიღო ისე, რომ მე არ დამიპლომბავს და მისი ნომერიც არ დამიმახსოვრებია. კიდევ ბევრი რამ არის, რაზეც საუბარი შემიძლია.კვირას მინდოდა ადვოკატებისთვის აცილების გაკეთება, თუმცა სამი დღე მთხოვეს.დღეიდან ისინი ჩემი ადვოკატები აღარ არიან. აუცილებლად გავასაჩივრებ ყველაფერს და ამ საქმეს უფრო დიდი შემართებითა და ძალით მივხედავ.ადვოკატები უნდა გისმენდნენ და როცა ურეკავ, გპასუხობდნენ. ძალიან დიდი ხნის წინ მინდოდა მათი ამ საქმიდან ჩამოცილება.დაზარალებულად პროკურატურამ მცნო. ამიერიდან კიდევ უფრო ეფექტურ ბრძოლას გპირდებით“, – წერს ნატა ვიბლიანი.ცნობისთვის, ადვოკატმა ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ იცავს.

ნატა ვიბლიანი

სამართალი • 1794323832

„სამწუხაროდ, რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა... ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ ვიცავ“ – ადვოკატის საგანგებო განცხადება

ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნატა ვიბლიანის ინტერესების დაცვაზე უარს აცხადებს. ადვოკატის თქმით, ის კოლეგებთან, ტარიელ კაკაბაძესა და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, თვეების განმავლობაში უანგაროდ მუშაობდა ვიბლიანის სამართლებრივ დაცვაზე, თუმცა მოგვიანებით, მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ადვოკატი ნატა ვიბლიანს უსაფუძვლო მოთხოვნების წამოყენებასა და მისი კოლეგების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მსურს, საჯაროდ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო მიმდინარე მოვლენები.ამ პერიოდის განმავლობაში, კოლეგა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, სრულიად უანგაროდ ვიცავდით ნატა ვიბლიანის ინტერესებს.არაერთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენი ძალისხმევით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი საჩივარი შევიდა, რამაც საბოლოო ჯამში, გარდამტეხი როლი ითამაშა მის სამართლებრივ დაცვასა და რეაბილიტაციაში.ჩვენი უზარმაზარი დაუღალავი შრომის შედეგად, ნატა ვიბლიანი ოფიციალურად იქნა ცნობილი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის საქმეზე. ამ სტატუსის საფუძველზე მან მიიღო საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ასევე გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ფულადი დახმარება და არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ მატერიალური ბენეფიტი.სამწუხაროდ, რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა. ყოველგვარი ლოგიკისა და ეთიკის საწინააღმდეგოდ, პიროვნება, რომლის გადასარჩენადაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდით, უკიდურესად აგრესიული გახდა.მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მცდელობისა, ამეხსნა მისთვის, რომ მისი მტრები არ ვიყავით, ნატა ვიბლიანმა დაიწყო ისეთი აბსოლუტურად საფუძველმოკლებული მოთხოვნების წამოყენება, რომელთა დაკმაყოფილებაც ფიზიკურად და სამართლებრივად შეუძლებელი იყო.უფრო მეტიც, მან პირადად ტარიელ კაკაბაძეს საჯარო შავი პიარით და ისეთი ბრალდებების გავრცელებით დაემუქრა, რომლებსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს.იმის ფონზე, რაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მისთვის გავაკეთეთ, სამწუხაროდ, დაიწყო ტარიელ კაკაბაძისა და მარიამ ბარსონიძის დისკრედიტაცია.მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უდიდესი პროფესიული სურვილი, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, მსგავსი მტრული დამოკიდებულების ფონზე, იძულებულნი ვართ, აღნიშნულ საქმეს სრულად ჩამოვშორდეთ.ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ორმხრივ ნდობას, პატივისცემასა და ეთიკურ სტანდარტებს. სადაც ეს პრინციპები ირღვევა, პროფესიული თანამშრომლობა შეუძლებელია. შესაბამისად, დღემდე არსებული მონაცემებით და მოცემულობით, მე, როგორც ადვოკატი, ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ ვიცავ!“, - წერს ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში.

ტარიელ კაკაბაძე

სამართალი • 1794308585

„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ - ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს

ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აქვეყნებს სხვადასხვა პირების მხრიდან, მის მიმართ გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელსაც ადვოკატი აბსურდულს უწოდებს.„ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით. ვიღებ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება კანონის ჩარჩოებს! მოკლედ და არასრულად მოგახსენებთ ამ აბსურდული მოთხოვნების ჩამონათვალს:1. პედოფილიის ბრალდებით დაკავება იმ ადამიანების, ვინც ნატა ვიბლიანს ცუდ კომენტარებს წერს.2. იმ ჩემი კოლეგის დაკავება, რომელიც იცავს ერთ-ერთ პირს, ვისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნატა ვიბლიანი საუბრობს.3. დაკავება თამუნა მუსერიძის, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა.4. საჩივრის შეტანა და დაკავება 10-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აბსურდული მუხლებით.5. სვანეთის და სვანების ლანძღვაში აყოლა და მხარდაჭერა.6. სხვა წარმოუდგენელი მოთხოვნები, რომელთა გაჟღერება არ მსურს. თუ მე ამ გაუგონარ მოთხოვნებს არ შევასრულებ, დაიწყება ჩემი დისკრედიტაცია და გავრცელდება უკანონო ჩანაწერები ჩემს საწინააღმდეგოდ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მე არ ვშანტაჟდები. არ ვაპირებ სხვების ხუშტურებზე სიარულს და აბსურდული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ადვოკატობა არ არის ბოროტებისა და ტყუილის სამსახურში ყოფნა. ადვოკატობა არის სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნა! აქვე, ამ ადამიანებს ვპირდები - ყველა უკანონო ქმედებას მოყვება მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - წერს ტარიელ კაკაბაძე.

ნატა ვიბლიანი

სამართალი • 1793903898

„ნატა ვიბლიანის საქმეზე ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა...“ - ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის საქმეზე ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ამის შესახებ ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კაკაბაძე საქმის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.„ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები.პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოჰყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ.დიდი მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის!“, - წერს ტარიელ კაკაბაძე.

ნატა ვიბლიანი ტარიელ კაკაბაძე

სამართალი • 1793889329

ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს

ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე წერს.„პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოჰყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ. დიდი მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის“, - წერს ნატა ვიბლიანის ადვოკატი.

ნატა ვიბლიანი

საზოგადოება • 1786618487

„ვიტირე, ვიბღავლე, ბედნიერებისგან სად წავიდე, არ ვიცი“ - ნატა ვიბლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.ნატა ვიბლიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

ტარიელ კაკაბაძე

სამართალი • 1786547841

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ტარიელ კაკაბაძე

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის ბავშვის მიმართ, სისტემატური გაუპატიურების სავარაუდო საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.არსებული ინფორმაციით, გამოძიება, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვის საფუძველზე დაიწყო.ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, ბავშვობის ასაკში, რამდენიმე წლის განმავლობაში, თანასოფლელი სრულწლოვანი მამაკაცი სისტემატურად აუპატიურებდა. ის, ასევე, გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ვიბლიანი

სამართალი • 1786273680

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის უფლებადამცველის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოება საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობს. ადვოკატი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანი ოფიციალურად მიიღებს დაზარალებულის სტატუსს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია.„ყველაფერი კეთდება სიმართლის დასადგენად! ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო ზემო - სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას! გთხოვთ, ნუ მიაწვდით ნატა ვიბლიანს გადაუმოწმებელ ინფორმაციას! ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება შეაფერხოს გამოძიება. თუ მე დავინახავ, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მართლაც ახდენს გამოძიებაზე ზეწოლას, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს. ეს გამიკეთებია არაერთ საქმეზე და მომავალშიც გავაკეთებ! შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ დანაშაულებრივ ფაქტებზე ახლახან დაიწყო გამოძიება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ რეალობაში. გვიწევს ძალიან ძველი ფაქტების აღდგენა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დაგველოდეთ“,- წერს ტარიელ კაკაბაძე.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) დაიწყო.საგამოძიებო პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვების შემდეგ აღიძრა. 

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1785436028

„ვეძებთ 1996-1998 წლებში დაბადებულ ბავშვს, რომელიც გაშვილდა სვანეთში“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტმა და ორგანიზაცია „ვეძებ-ის“ დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ განაცხადა, რომ 1996-1998 წლებში სვანეთში გაშვილებულ პირებს გენეტიკური ტესტირების ჩატარებას უფასოდ სთავაზობენ. მისი თქმით, ამით დადგინდება ნატა ვიბლიანის გაშვილებული შვილის ვინაობა.„მინდა, მივმართო ყველა ბავშვს, რომელიც არის დაბადებული 1996 წლიდან 98 წლამდე. ამ წლებს იმიტომ ვასახელებ, რომ შეიძლება, ამყვანმა მშობლებმა შეცვალეს. ყველა ბავშვი, რომელიც არის გაშვილებული სვანეთში, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ გაიკეთოს გენეტიკური ტექსტი, მზად ვართ, გავტესტოთ უფასოდ. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი არის გოგო, თუმცა, ნატა ვიბლიანს აძლევენ ინფორმაციას, რომ არის ბიჭი. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ბავშვს, ვინც გაშვილდა დალის ხეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილს არ ვაკონკრეტებთ, გენეტიკურ ტესტს გავუკეთებთ უფასოდ,“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.ვრცლად ↓

ვიბლიანი

სამართალი • 1784406455

ცნობილია როდის გამოიკითხება ნატა ვიბლიანი - ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„სამშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. ნატა დეტალურად უპასუხებს დასმულ ყველა კითხვას. აღიდგენს ყველა მნიშვნელოვან ფაქტს. ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რათა სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს ამ უმძიმეს საქმეზე! ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მტკიცებულებებით და არა ჭორებით. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!P.S. დაუშვებელია,ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს!ვხედავ, რომ დამნაშავეების სათანადო დასჯით ყველაზე მეტად სწორედ სვანები არიან დაინტერესებულნი!ნატას ტრაგედია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ან სოფლის, არამედ- მთელი ქვეყნის ტრაგედია.  ყველას გასაგონად კიდევ გავიმეორებ- სასტიკი დანაშაულის ჩამდენები პასუხს აგებენ მხოლოდ სამართლებრივად! ძალიან მკაცრად!“ - წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

nata vibliani

სამართალი • 1784231832

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის ბავშვის მიმართ, სისტემატური გაუპატიურების სავარაუდო საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.არსებული ინფორმაციით, გამოძიება, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-მიმართვის საფუძველზე დაიწყო.ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, ბავშვობის ასაკში, რამდენიმე წლის განმავლობაში, თანასოფლელი სრულწლოვანი მამაკაცი სისტემატურად აუპატიურებდა. ის, ასევე, გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

✕