ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1778226420

„არსენალის ყველაზე რთული გამოცდა, მეტოქეებისთვის თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს“ - Goal ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ბაიერნი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩდან (1:1) ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და მის შესახებ წერს.„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს გუნდზე ტრანსფორმაციული გავლენა მოახდინა, როდესაც გასული სეზონის შუაში „ნაპოლიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში რეალურად მოახერხა თავისი თამაშის სხვა დონეზე აყვანა. კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა. ეს შესანიშნავი შედეგია, რომელიც ადასტურებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მხოლოდ შესანიშნავი დრიბლიორი არაა.ის არასდროს წყვეტდა მიუნხენში თანაგუნდელებისთვის მუშაობას და არაერთხელ ჩნდებოდა საკუთარ ნახევარზე ბურთის დასაბრუნებლად ან უბრალოდ ბურთის მოსაშორებლად. ადამიანი, რომელსაც „ნაპოლის“ გულშემატკივრები „კვარადონას“ უწოდებენ, თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს ყველა გუნდისთვის, ვისაც არ უმართლებს და მასთან შეხვედრა უწევს. რა თქმა უნდა, „არსენალი“ თავს იმით ინუგეშებს, რომ ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის საუკეთესო დაცვით ჩავა, მაგრამ კვარაცხელიას შეჩერება მათთვის ყველაზე რთული ტესტი იქნება. ის პრაქტიკულად იდეალური გარემარბია“, - წერს გამოცემა.შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

ოსტიგორი კვარაზე

Crystalsport 1777878960

„საქართველოდან? ვინ? მის შესახებ არაფერი მსმენია“ | ოსტიგორის ისტორია კვარაზე

 „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო ოსტიგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა უკანახაზელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და არ დამალა, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელს იფორმებდა.„სანამ ნაპოლისთან კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, კლუბის სპორტულ დირექტორთან ვიყავი და მან მითხრა: „საქართველოდან ერთ ბიჭს ვიფორმებთ, ის ჩემპიონატს მოგვაგებინებს“. ჩემი რეაქცია კი ასეთი იყო: „რა ჯანდაბაა, საქართველოდან? ვის? მის შესახებ არაფერი მსმენია“.ამ საუბრის შემდეგ გვქონდა პირველი სავარჯიშო კვირა და ყველაფერს მივხვდი. მახსოვს, ჩემს მშობლიურ ქალაქში მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი: „ბიჭებო, კარგად დაიმახსოვრეთ სახელი, რომელსაც ახლა გეუბნებით — ეს ბიჭი ამ ჩემპიონატში ყველას გადაუვლის“.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ნაპოლი

Crystalsport 1777552759

„ასეთი კვარას პირობებში, ვარსკვლავური გუნდი გვეყოლებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩა გაიხსენეს

ჩემპიონთ ლიგის ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც პარიზულმა გუნდმა 5:4 გაიმარჯვა, ნეაპოლში ხვიჩა კვარახელია გაიხსენეს. ცნობილმა ჟურნალისტმა, პაოლო ესპოზიტომ, რომელიც „ნაპოლის“ გულშემატკივარია, ხვიჩას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიძუნწის გამო, გუნდმა დიდი პოტენციალი დაკარგა.  რას ამბობს ესპოზიტო:„სიმართლე უნდა ითქვას იმაზე, თუ რა მოხდა: აურელიო დე ლაურენტისმა სიძუნწე გამოიჩინა კვარაცხელიას მიერ „ნაპოლიში“ ჩატარებული ბრწყინვალე პირველი სეზონის შემდეგ, რადგან არ გაუზარდა ის მიზერული ხელფასი, რომელიც მაშინ ჰქონდა, როდესაც ფეხბურთში ჯერ კიდევ არავინ იყო და „ნაპოლისთან“ კონტრაქტს აწერდა ხელს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა

Crystalsport 1776491497

„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიან ლორენსმა პოდკასტ The Sports Agents-ის ეთერში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.ჟურნალისტის თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ჩაერთო არც ერთი ინგლისური გრანდი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, როდესაც ქართველი შარშან „ნაპოლის“ ტოვებდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/83496-old-trapordis-gmiri-gakhdeboda---prangma-zhurnalistma-kvaraze-isaubra 

გარსია კვარა

Crystalsport 1774250460

„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია Ligue 1+-ის გადაცემის სტუმარი იყო. „ნაპოლის“ ექს-დამრიგებელს ქართველი ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს და გარსიამ „კვარა“ შეაქო.შეკითხვა: „როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ ლუის ენრიკეს რაღაც გამოსდის. მან მოახერხა და ქართველ გარემარბს დაცვაში აქტიურად ათამაშებს, რასაც „ნაპოლიში“, როდესაც ბატონი რუდი გარსია მთავარი მწვრთნელი იყო, ის ხშირად არ აკეთებდა.“ პასუხი: „მას დრო სჭირდებოდა, რათა ბოლომდე გადაეხარშა ის, რაც წინა სეზონში მოხდა. ჩემ მისვლამდე ისინი იტალიის ჩემპიონები გახდნენ და მივიღეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც უეცრად აფეთქდა და სკუდეტო მოიგო. მას დრო სჭირდებოდა, რათა ყველაფერი გადაეხარშა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელია...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ხვიჩ კვარაცხელია

სპორტი 1769593039

გამოცემა „ეკიპი“: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა

ლუის ენრიკეს გაწვრთნილი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, გუნდის თავდამსხმელებს შორის მას ყველაზე ხშირად იყენებენ“, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიდ შეხვედრებში ყოველთვის ახერხებს თავის გამოჩენას.„როდესაც ლუის კამპუში (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) ტრანსფერებსა და გუნდის ფორმირებაზე საუბრობს, ხშირად ახსენებს სიტყვა „ფაზლს“. საჭირო ფეხბურთელების შერჩევა, მათი როლების სწორად განსაზღვრა და ნათელი იდეების დანერგვა ის პრინციპებია, რომლებზეც 2023 წლიდან, კამპუშისა და ლუის ენრიკეს კლუბში მოსვლის შემდეგ, პროექტი აიგო. ამ კონცეფციის ნაწილი იყო 2025 წლის იანვარში განხორციელებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც.პარიზულ კლუბს შეტევითი პოტენციალის გაზრდა სურდა, თუმცა პარალელურად გასათვალისწინებელი იყო, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი ბრედლი ბარკოლას როლზე. ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი სწრაფად მოირგო ახალ გარემოს.ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა – 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 46 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, 3 870 წუთი ითამაშა და პსჟ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებად შემტევად იქცა. ტრავმები მას არ ჰქონია, თუმცა დატვირთული კალენდრის ფონზე დაღლილობა უკვე შესამჩნევია.

მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია

Crystalsport 1766603585

მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია

The Guardian-ის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი FourFourTwo-მაც გამოაქვეყნა. The Guardian-ის მსგავსად, FourFourTwo-მაც ტოპ 100 შემოგვთავაზა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზე გაიყვანა (The Guardian-ის რეიტინგში ხვიჩა მე-14 გახლავთ).„ცხადია, განსაკუთრებული უნდა იყო, ნაპოლის გულშემატკივრებმა ისეთი მეტსახელი რომ შეგარქვან, რომელიც დიეგო მარადონას უკავშირდება. მისთვის „კვარახონა“ ან „კვარაბალი“ რომ შეერქმიათ, იგივე ჟღერადობა და ეფექტი ნამდვილად არ ექნებოდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/80515-msoplios-top-100-pekhburteli--kvara-fourfourtwo-s-reitingis-sauketeso-ateulshia 

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში

Crystalsport 1762847363

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა. ცნობილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ქართველ ფეხბურთელი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. „ნაპოლიმ კარგად იმუშავა და ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ, დროის ამბავი იყო, ქართველი შემტევი ნაპოლის როდის დატოვებდა, და საბოლოოდ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში მან ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და 25 საგოლე მოქმედება ჰქონდა. მომდევნო სეზონში მისი სტატისტიკა გაუარესდა, თუმცა საფრანგეთში წარმატებას მიაღწია...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/iORAa2SBPCo?si=FXlTFUOuXqqKtZ2w" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" r

მსოფლიო 1760874116

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ პაციენტს სხვა ადამიანის კიდურების გაკონტროლების საშუალება მისცა

 40 წლის პარალიზებულ კაცს ახლა სხვა ადამიანის ხელით ობიექტების შეგრძნება და გამოყენება შეუძლია. ეს მას შემდეგ, რაც კაცმა ტვინის იმპლანტის გამოყენება დაიწყო.კიტ ტომასს ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს. მან ტრავმა 2020 წელს აუზში ჩაყვინთვისას მიიღო. კაცმა კისერი დაიზიანა, რის შედეგადაც ზურგის ტვინი შესაბამის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. კიტი მკერდს ქვემოთ პარალიზებულია.   2023 წელს მან პირველად მიიღო ტვინის იმპლანტი. ტექნოლოგიამ ხელოვნური ინტელექტისა და არაინვაზიური ელექტროდების გამოყენებით კაცის ტვინსა და სხეულს შორის კომუნიკაცია ნაწილობრივ აღადგინა. ერთი წლის შემდეგ პაციენტს ხელებში მგრძნობელობა დაუბრუნდა და მარტივი მოძრაობების შესრულება შეძლო.და, აი, ახლა ტვინის იმპლანტმა მას საშუალება მისცა, აკონტროლოს სხვა ადამიანების კიდურები. კიტს შეუძლია სხვა ადამიანის ხელები იგრძნოს და მეტიც, მათი გამოყენებით ნივთები გადააადგილოს.კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ქალი, რომელიც ტომასის ავატარის როლს ასრულებდა. ის ტომასთან ელექტროდებითა და შესაბამისი სენსორებით იყო დაკავშირებული. ექსპერიმენტებში, სადაც ორივე თვალდახუჭული იყო, ტომასმა წარმატებით შეძლო ქალის ხელების გაკონტროლება. მან არამხოლოდ იგრძნო ქალის ხელები, მათი გამოყენებით საგნებიც გადააადგილა.კიტმა 2023 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სხვა ადამიანების დახმარება სურს: "რაც ყველაზე მეტად მინდა, არის სხვების დახმარება. ეს ყოველთვის იყო ის, რაშიც საუკეთესო ვიყავი. თუ ეს ვინმეს კიდევ უფრო მეტად დაეხმარება, ვიდრე მე დამეხმარა, ამ ყველაფრად ღირს".ბოლო კვლევამ მას ამის საშუალება მისცა. კიტმა შეძლო კეტი დენაპოლის — 60 წლის ქალის — ხელების კონტროლი, რომელსაც ზურგის ტვინის ნაწილობრივი დაზიანება აქვს. შედეგად ქალმა წყლის ბოთლის აღება და მისგან წყლის დასხმა შეძლო.მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს კვლევა ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ."კვლევის ორივე მონაწილემ დააფასა ურთიერთქმედებისა და საერთო მიღწევის განცდა. ეს მომავალია და ის აქ არის", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ჰო

სპორტი 1759294797

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ზარიას დებიუტი შედგა

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. ტურნირზე პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა. ის „გალათასარაისთან“ თამაშში ალისონის ტრავმის შემდეგ, მეორე ტაიმში ჩაერთო. მამარდაშვილს გოლი არ გაუშვია, თუმცა „გალათასარაიმ“ პირველ ტაიმში გატანილი გოლის წყალობით შეძლო მატჩის მოგება.ამასთან, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ მიღებული ტრავმის გამო ალისონის ჩელსისთან თამაში გამოირიცხა. შესაბამისად, შაბათს მამარდაშვილი ინგლისის პრემიერ-ლიგაში პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ითამაშა „კაირატის“ ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ. ის მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა. ყაზახური გუნდი ესპანელებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა.დღეს კი ტურნირზე კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელის კლუბი იასპარეზებს. ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „იუვენტუსს“, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ კი „ნაპოლის“.

kvara

Crystalsport 1758812100

„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, „ნაპოლიმ“ ცოტა ხნის წინ მეოთხე „სკუდეტოს“ აღსანიშნავად გადაღებული ფილმის, სახელწოდებით AG4IN-ის პრემიერა მოაწყო, რომელიც მთლიანად იტალიის ჩემპიონობისკენ განვლილ გზას ეხება.  ფილმში რეჟისორებმა ხვიჩა კვარაცხელიას დამშვიდობების კადრების შეიყვანეს. კერძოდ, მოცემულია ქართველი ფეხბურთელის სიტყვით მიმართვა, როდესაც ის პსჟ-ში გადასვლამდე აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ემშვიდობებოდა.  როგორც ცნობილი ხდება, ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს „კასტელ ვოლტურნოში“, „ატალანტასთან“ მატჩის წინ დაემშვიდობა. კადრებში ჩანს, რომ ქართველმა შემტევმა სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლებიც ვერ შეიკავა.  რას ამბობს კვარა დამშვიდობებისას:„ბიჭებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს...“განაგრძე კითხვა

კონტე

Crystalsport 1755980460

„ეს კვარას, ოსიმენისა და ზელინსკის გუნდმაც ვერ შეძლო“ - კონტე ზედიზედ ჩემპიონობის შანსებზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება რთული იქნება, ვინაიდან ეს „ნაპოლის“ ისტორიაში არასოდეს მომხდარა.„სკუდეტოს მოგება ზედიზედ მეორედ? კარგი გუნდი მყავს, მაგრამ „ნაპოლის“ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა არასოდეს მოუგია. წინა სკუდეტოს შემდეგ გუნდმა, რომელშიც კვარა, ოსიმენი და ზელინსკი იყვნენ, ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/77039-es-kvaras-osimenisa-da-zelinskis-gundmats-ver-shedzlo---konte-zedized-chempionobis-shanseb