კვარაცხელია

სპორტი 1773579675

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა  -BBC Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. „საკუთარ თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ. ვცდილობ, მიწაზე დავრჩე, ვუსმინო ჩემს ოჯახს და ყოველთვის მახსოვდეს, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ",- ამბობს ქართველი ფეხბურთელი BBC Sport-თან საუბარში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში გაიზარდა. სტატიის ავტორის თქმით, ის ფეხბურთელის დედას, მაკასა და  მამას, ბადრისაც შეხვდა, რომელიც „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელია. სტატიის ავტორი იმ სახლსაც აღწერს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა:„ეს იყო თბილი, მოკრძალებული სახლი. ნაკლები ფუფუნების საგნით, თუმცა, მოგონებებით სავსე. გარემო სავსე იყო ფოტოებით, თასებითა და მაისურებით. მათ შორის იყო ის პირველი მაისურიც, რომელიც ხვიჩას „დინამო თბილისში" ყოფნისას ეცვა. საქართველოში ყოფნისას ხვიჩა კვლავ თავის პატარა საძინებელს იყენებს ოთახის  ერთ კუთხეში კომპიუტერის  მაგიდა, ყურსასმენები, კლავიატურა და სკამი დგას". „ხვიჩას პროფესიული კარიერა  და მისი გზა მწვერვალებისკენ „დინამო თბილისიდან" დაიწყო"-, ამბობს ფეხბურთელის დედა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდანვე  კვარაცხელიასთვის ფეხბურთი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. „როგორც დედამისი იხსენებს, ის ბურთს გვერდიდან არ იშორებდა. სულ თან დაჰქონდა, მასთან ერთად ეძინა",- ვკითხულობთ სტატიაში. კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი - „კვარადონა“ - შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა - მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“ კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს. სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ - ამბობს კვარა. 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი - ვაჟი, დამიანე - შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია - სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას - თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ - წერს BBC.

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში

Crystalsport 1762847363

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა. ცნობილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ქართველ ფეხბურთელი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. „ნაპოლიმ კარგად იმუშავა და ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ, დროის ამბავი იყო, ქართველი შემტევი ნაპოლის როდის დატოვებდა, და საბოლოოდ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში მან ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და 25 საგოლე მოქმედება ჰქონდა. მომდევნო სეზონში მისი სტატისტიკა გაუარესდა, თუმცა საფრანგეთში წარმატებას მიაღწია...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

kvara

Crystalsport 1758812100

„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, „ნაპოლიმ“ ცოტა ხნის წინ მეოთხე „სკუდეტოს“ აღსანიშნავად გადაღებული ფილმის, სახელწოდებით AG4IN-ის პრემიერა მოაწყო, რომელიც მთლიანად იტალიის ჩემპიონობისკენ განვლილ გზას ეხება.  ფილმში რეჟისორებმა ხვიჩა კვარაცხელიას დამშვიდობების კადრების შეიყვანეს. კერძოდ, მოცემულია ქართველი ფეხბურთელის სიტყვით მიმართვა, როდესაც ის პსჟ-ში გადასვლამდე აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ემშვიდობებოდა.  როგორც ცნობილი ხდება, ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს „კასტელ ვოლტურნოში“, „ატალანტასთან“ მატჩის წინ დაემშვიდობა. კადრებში ჩანს, რომ ქართველმა შემტევმა სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლებიც ვერ შეიკავა.  რას ამბობს კვარა დამშვიდობებისას:„ბიჭებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს...“განაგრძე კითხვა

დამიანე

ტაბლოიდი 1755790682

დამიანე კვარაცხელია 1 წლის გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე იუბილარია. მას 1 წელი შეუსრულდა. „ჩემი სიხარული 1 წლისაა!!  გილოცავ ბებოს გულო!!“ - დაწერა მაკა ლუკავამ.ცნობისთვის, დამიანე კვარაცხელია ჩაჩავაში დაიბადა. იმ დროს, „ნაპოლიმ“ გუნდის ლიდერს, ამ საპატიო მიზეზით, საქართველოში გამგზავრების უფლება დართო, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.

kvara

Crystalsport 1755109108

„მადლობა კვარას და სხვებს“ | კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩაც ახსენა

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი, „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა გადაუხადა.„სატრანსფერო ბაზრის შეფასება ძალიან მარტივია. მიმდინარე ფანჯარას თუ არ ჩავთვლით, ჩემი გუნდში მოსვლის შემდეგ, 13 ფეხბურთელი გავიფორმეთ. ნაპოლიმ შვიდი მოთამაშე გაყიდა, რომელთა შორის ოსიმენის, კვარას, რას პადორისა და სიმეონეს დონის ტოპ ფეხბურთელები იყვნენ.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/76768-madloba-kvaras-da-skhvebs--kontem-preskonperentsiaze-khvichats-akhsena 

კვარა

სპორტი 1748328397

ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლის“, ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობაზე - გამოცემა Footboom1

მართალია, სერია A-ს განახლებული რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე სკუდეტო არ მიენიჭა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ნაპოლის“ საჩემპიონო გზაზე, — ამის შესახებ წერს გამოცემა Footboom1 და იმ იშვიათ ფეხბურთელებს იხსენებს, რომლებმაც ერთ სეზონში ორი კლუბის რიგებში სხვადასხვა ქვეყნის ტიტულის მოპოვებაში მიიღეს მონაწილეობა.„ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა იმ იშვიათ ფეხბურთელთა ჯგუფს, რომლებმაც ერთ სეზონში ორი ეროვნული ჩემპიონატი მოიგეს. ეს არა მხოლოდ მის შესაძლებლობებს, არამედ ადაპტაციის უნარსა და გარკვეულწილად იღბალსაც უსვამს ხაზს.კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლიზე“, ასევე „პარი სენ-ჟერმენზე“. ის იტალიაში 2022 წელს ჩავიდა და პირველივე სეზონში, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, სერია A-ს ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.ფრანგული გრანდი ხვიჩას თამაშს რამდენიმე სეზონი აკვირდებოდა და საბოლოოდ, იანვარში დაიმატა. პარიზში ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტი როლი შეასრულა.პსჟ-მ ლიგა 1-ის ტიტული აპრილში ოფიციალურად მოიგო, ხოლო „ნაპოლიმ“, მიუხედავად მისი არყოფნისა, სერია A-ს ჩემპიონობა ბოლო ტურში, „კალიარის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამგვარად, კვარაცხელია იმ მოთამაშეთა რიცხვს შეუერთდა, ვინც ერთ სეზონში ორი ტიტული მოიგო.ამ გამორჩეულ სიაში ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიც – დევიდ ბექჰემი, კინგსლი კომანი, ლეანდრო პარედესი და ჟოაო კანსელო არიან“, – წერს გამოცემა.

ნაპოლი

სპორტი 1748033833

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონი გაირკვა. ლიდერებმა ბოლო ტურის მატჩები პარასკევს ითამაშეს.„ნაპოლი“ ბოლო ტურის წინ ერთი ქულით უსწრებდა „ინტერს“ და მოგებით ინაღდებდა ტიტულს. სხვათა შორის, ბოლო 15 სეზონში ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა სკუდეტოს ბედი ბოლო ტურში წყდებოდა.კონკურენტების შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. „ნაპოლი“ შინ იღებდა „კალიარის“, „ინტერი“ კი სტუმრად თამაშობდა „კომოსთან“.პირველმა გოლი „ინტერმა“ გაიტანა და გახდა „ცოცხალი“ ცხრილის ლიდერი, თუმცა ცოტა ხნით – შესვენებამდე „ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეის „მაკრატელათი“ გახსნა ანგარიში. ეს შოტლანდიელის მე-12 გოლი იყო სერია A-ში.51-ე წუთზე „ნაპოლი“ კიდევ უფრო მიუახლოვდა ტიტულს, რომელუ ლუკაკუს გოლის შემდეგ. ბელგიელმა ჩემპიონატში 14 გოლი დააგროვა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ძალაში დარჩა „ნაპოლის“ ერთქულიანი უპირატესობა.„ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში მეორედ, სულ კი მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი.1tvsport

კონტე

Crystalsport 1747841307

კვარას ტრანსფერმა გააბრაზა | კონტეს ნაპოლიდან წასვლა სურს

ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ დატოვება და „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტი კონცენტრირებულია „პარტენოპეისთან“ ერთად სკუდეტოს მოგებაზე, რის შემდეგაც ნეაპოლის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.Tuttosport-ის ცნობით, კონტეს ტურინში დაბრუნება სურს, რაც „ბებერი ქალბატონის“ დირექტორთა საბჭოში უმრავლესობის სურვილს ემთხვევა. კერძოდ, ტურინული კლუბის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ იგორ ტუდორმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უნდა დატოვოს და ამაზე ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იმოქმედებს.„ახლა კონტე მხოლოდ პარასკევის მატჩზე ფიქრობს, როდესაც „ნაპოლიმ“ „კალიარის“ უნდა უმასპინძლოს. გამარჯვების შემთხვევაში „პარტენოპეი“ მეოთხეს, ხოლო ანტონიო კონტე მეხუთე სკუდეტოს მოიპოვებს. ამის შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს სურს დაბრუნდეს „იუვენტუსში“, რომელთან ერთადაც 2011-2014 წლებში ზედიზედ სამი ჩემპიონობა იზეიმა...“წაიკითხეთ სრულად

კვარა

სპორტი 1744359548

კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის მეტი შანსი ექნებოდა - იტალიური გამოცემა

„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვა, სიმართლე გაირკვა“, – ამ სათაურით იტალიურმა ონლაინ-გამოცემა „არეა ნაპოლიმ“ სტატია გამოაქვეყნა და „ნაპოლიდან“ ხვიჩას წასვლის მიზეზი დაასახელა.„ბევრმა ნეაპოლელმა უყურა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის და კვარაცხელიას სიხარული გაიზიარა, რომელიც შეხვედრის მთავარი გმირი იყო – მის მიერ გატანილი გოლით ფრანგები 2:1 დაწინაურდნენ, შეხვედრა კი 3:1 მოიგეს.ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლის“, რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგების მეტი შანსი ექნებოდა, თუმცა, იანვარში ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა. დამშვიდობების მიზეზი მხოლოდ ფინანსური ხასიათის შეიძლება იყოს – ფრანგულმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელს დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზა.„ნაპოლის“ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი სკუდეტოს მოგებისთანავე უნდა გაეფორმებინა. ასე რომ მოქცეულიყო, მხარეებს შორის ურთიერთობა არ დაიძაბებოდა. თუმცა, ეს ტრანსფერი მაინც გარდაუვალი იყო, რადგან „ნაპოლი“ ვერ შეძლებდა დიდი თანხის შეთავაზებას“, – წერს „არეა ნაპოლი“.კვარაცხელიაზე თავის მოსაზრება ჟურნალისტმა რაფაელ აურიემმაც გამოთქვა: „კლუბმა შეცდომა დაუშვა – სკუდეტოს მოგებისთანავე კვარაცხელიასთან კონტრაქტი უნდა გაეხანგრძლივებინა და მისთვის ხელფასი გაეზარდა, რადგან ის ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა და შედეგიც შესაბამისია – გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა წასვლა გადაწყვიტა“.

კვარაცხელია

Crystalsport 1743597857

„იმედია, კვარაცხელიას შემთხვევა აღარ გამეორდება“ - იტალიელი აგენტი ნაპოლიზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ ფეხბურთელებს შეეხო, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უწევთ.ფედელეს მხედველობაში სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მოხვდნენ. იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ ამ ფეხბურთელებთან იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, რაც ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით დაუშვა.რას ამბობს ფედელე:„იმედი მაქვს, ლობოტკასთან და ანგისასთან მიმართებით კვარაცხელიას შემთხვევა აღარ განმეორდება. მათ მალე კონტრაქტის განახლება უწევთ და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება...“განაგრძე კითხვა

კვარა

Crystalsport 1742487920

„კვარას წასვლით ნაპოლიმ ბევრი რამ დაკარგა“ - ანტონიო კარეკა

„ნაპოლის“ ექსფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ „პარტენოპეის“ ბოლოდროინდელი შედეგები და სერია ა-ში შექმნილი ვითარება შეაფასა, მათ შორის ისაუბრა გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე.რას ამბობს კარეკა:„ინტერი“ და „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ. არც „ატალანტა“ უნდა გამოვრიცხოთ. სამწუხაროა, რომ „პარტენოპეიმ“ ვენეციაში ქულები დაკარგა, თუმცა ეს ყველას შეიძლება დაემართოს და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა.განაგრძე კითხვა

კვარა

Crystalsport 1741537200

„ნაპოლი ამას ყოველთვის ინანებს“ - ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ფრანჩესკო გრაციანიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის დაკარგვას დიდი ხნის განმავლობაში ინანებს.რას ამბობს გრაციანი:„ძალიან დიდი რისკია იმის, რომ ნაპოლიმ ცხოვრება სინანულით გააგრძელოს. ეჭვგარეშეა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა საშინელი იყო. იმის გარდა, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაუშვა, მისი ღირსეული შემცვლელიც არ მოიყვანა. ნაპოლის კვარაცხელიასთან კონტაქტები უნდა გაემყარებინა და ყველაფრის ფასად უნდა შეენარჩუნებინა…“განაგრძე კითხვა