ორსული

საზოგადოება • 1789233774

„ექიმმა თქვა, დიპლომს დავხევ თუ ეს ქალი დაორსულდებაო… დღეს ის დედაა!“ - ემბრიოლოგი, ნინო მუსერიძე უნიკალურ შემთხვევაზე საუბრობს

ემბრიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ნინო მუსერიძე გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ უნიკალურ სამედიცინო შემთხვევას იხსენებს, როდესაც 2023 წელს დონორი უჯრედების გადანერგვის შედეგად საქართველოში დაიბადა პირველი ბავშვი:„რთული პაციენტი იყო, ქალსაც პრობლემა ჰქონდა, მამაკაცსაც. ჩვენ გავაკეთეთ დონორი უჯრედების გადანერგვა. გავაკეთეთ უახლესი სამი ინვიტრო განაყოფიერება, დონორი უჯრედები და ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ არაფერი არ გამოგვივაო. ვუთხარი ერთხელ კიდევ ვცადოთ თქო და მისმა ექიმმა მითხრა, რომ დიპლომს დავხევ, თუ ეს ქალი დაორსულდებაო… დღეს ის დედაა. ეს არის უდიდესი ბედნიერება, არ დავნებდებით, დღეს ვარ უბედნიერესი. სადაც წავსულვარ ყველგან ვამბობდი, რომ დონორი უჯრედების გადანერგვის შედეგად საქართველოში 2023 წელს პირველი ბავშვი დაიბადა…“ — იხსენებს ნინო მუსერიძე.

მარინა კაჭარავა

საზოგადოება • 1788725571

„ბებია ქალმა მითხრა, კი დაიბადა, მაგრამ ეს ბავშვი არ არისო“ - მარინა კაჭარავა უმძიმეს ისტორიას იხსენებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ თავისი ცხოვრების მძიმე ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, წლების წინ გოგონა გააჩინა, რომელიც დაახლოებით 6 თვის ნაყოფი იყო. მისი თქმით, ბავშვი დაბადებისას ცოცხალი იყო, მან მისი ცისფერი თვალებიც დაინახა და ახალშობილმა დაახლოებით ორი დღე იცოცხლა. შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. „ეს ჩემი ჩუმი ტრაგედიაა. ეს იყო 1992 წელი, ამ დროს მე უფროსი შვილი, ლუკა მყავდა უკვე. ვიყავი ფეხმძიმედ, აგვისტოში ველოდებოდი ბავშვს. 8 მაისს დამაწვინეს პირველ სამშობიაროში. იქ ძალიან სადღესასწაულო განწყობა იყო, ყველა სვამდა და ქეიფობდა. მოინდომეს, რომ ჩემთვის დამაჩქარებლები გაეკეთებინათ. მე ძალიან შემეშინდა. ბებიაჩემს ჰქონდა ინსულტი და დედა იქ იყო, ჩემს მეუღლეს არ უშვებდნენ. მარტო ვიყავი, ერთადერთი, ვლოცულობდი, იქნებ დავავიწყდე მეთქი, გადავიფარე საბანი და ვიყავი ჩუმად. მაშინ 32 წლის ვიყავი... 11-ში, ზუსტად არ მახსოვს, დამეწყო მშობიარობა. ჩემთვის მეორე მშობიარობაზე საკესირო უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. საკმაოდ მტკივნეული იყო ეს მშობიარობა, დაიბადა გოგონა, დავინახე მისი ცისფერი თვალები, პროფილი, გავიგონე მისი ხმა... თითქოს, წრიპინი, ეს დღემდე ჩემი ჩუმი კოშმარია. ბებია ქალმა მითხრა, კი დაიბადა, მაგრამ ეს ბავშვი არ არისო... მერე გაახვიეს, ყველაფერს ვუყურებდი და გაიყვანეს... ამის მერე გამიყვანეს პალატაში, ყველასთან ბავშვები მიჰყავდათ და ძალიან განვიცდიდი. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ვლოცულობდი. ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ გაჩნდა ბავშვი, იყო გოგო, იმ პერიოდში, ცალკე აწვენდნენ. ამ ბავშვს ჩემთვის თეკლა ჰქვია...მერე ჩემთან შემოვიდა ვიღაც ქალბატონი და მითხრა, ბავშვი დაიღუპაო...რომც ეცოცხლა, მაინც არ ივარგებდა, 6-თვიანი იყო და იმდენი პრობლემა ექნებოდა, მადლობა უნდა თქვა, ასე რომ მოხდაო...გადაცემა „ვეძების“ შემდეგ ჩემი ახლობელი იურისტი დამეხმარა და ქაღალდი გამომიტანა, სადაც ეწერა, რომ ბიჭი დაიღუპა დაბადებისთანავე... ეს ტყუილია,“ - იხსენებს მარინა კაჭარავა.

ზღვა

საზოგადოება • 1787251444

„ზაფხულში ამ ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს... შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე“ - ექიმის გაფრთხილება

საზღვაო სეზონზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ვიდეო მიმართვაში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი, ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო მუსერიძე საუბრობს. მუსერიძე იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქალების ნაწილი ზღვის სეზონზე უშვებს და რომელიც მისი თქმით, ხშირად ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი.„ზაფხულში ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს, საათობით სველი საცურაო კოსტიუმით რჩებიან სანაპიროზე ან აუზზე. ასეთ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი, რაც დისკომფორტს და ანთებით პროცესებს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად, ხშირია ვაგინალური, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგიზოზი და ზოგჯერ საშარდე გზების ინფექციებიც. როგორ მივხვდეთ ამას? – ქავილი, წვა ან უჩვეულო გამონადენი, უსიამოვნო სუნი ან ხშირი შარდვის სურვილი – ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ასეთი ინფექციები ხშირად მეორდება ან არ ხდება მკურნალობა, დროთა განმავლობაში შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის ფუნქციაზე...“, – ამბობს ექიმი. 

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1785436028

„ვეძებთ 1996-1998 წლებში დაბადებულ ბავშვს, რომელიც გაშვილდა სვანეთში“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტმა და ორგანიზაცია „ვეძებ-ის“ დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ განაცხადა, რომ 1996-1998 წლებში სვანეთში გაშვილებულ პირებს გენეტიკური ტესტირების ჩატარებას უფასოდ სთავაზობენ. მისი თქმით, ამით დადგინდება ნატა ვიბლიანის გაშვილებული შვილის ვინაობა.„მინდა, მივმართო ყველა ბავშვს, რომელიც არის დაბადებული 1996 წლიდან 98 წლამდე. ამ წლებს იმიტომ ვასახელებ, რომ შეიძლება, ამყვანმა მშობლებმა შეცვალეს. ყველა ბავშვი, რომელიც არის გაშვილებული სვანეთში, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ გაიკეთოს გენეტიკური ტექსტი, მზად ვართ, გავტესტოთ უფასოდ. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი არის გოგო, თუმცა, ნატა ვიბლიანს აძლევენ ინფორმაციას, რომ არის ბიჭი. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ბავშვს, ვინც გაშვილდა დალის ხეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილს არ ვაკონკრეტებთ, გენეტიკურ ტესტს გავუკეთებთ უფასოდ,“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.ვრცლად ↓

კემპი

სპორტი • 1781764762

დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა

წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა საფეხბურთო მოვლენამ სტარტი აიღო — თბილისში, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში A.C. Milan-ის ოფიციალური საფეხბურთო კემპი „Milan Junior Camp Tbilisi“ დაიწყო.ეს უნიკალური შესაძლებლობაა 6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, ივარჯიშონ „მილანის“ აკადემიის ოფიციალური მწვრთნელების ხელმძღვანელობით და გაიარონ ზუსტად ის პროგრამა და მეთოდოლოგია, რომლითაც იტალიური გრანდის აკადემიაში მომავალი ფეხბურთელები იზრდებიან.კემპი 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მისი მონაწილეები მიიღებენ:„მილანის“ ოფიციალურ ეკიპირებას; საერთაშორისო სერტიფიკატს; ევროპული საფეხბურთო გარემოს გამოცდილებას; და შესაძლებლობას, მოხვდნენ „მილანის“ სკაუტების ყურადღების ცენტრში. როგორც A.C. Milan-ის კემპის პარტნიორი მალხაზ მუსერიძე აღნიშნავს, პროექტის მიმართ ინტერესი გაიზარდა და შარშანდელი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.„წელს კემპის მონაწილეთა რაოდენობამ, დაახლოებით, 220 ბავშვს მიაღწია. ეს პროგრამა ბავშვებს დიდ პერსპექტივასაც უხსნის: „მილანი“ საერთაშორისო ფორმატით აწარმოებს სელექციას და მუდმივად აკვირდება ახალგაზრდა ტალანტებს.შარშან „მილანთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში სრულფასოვანი აკადემიის გახსნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს სკრუპულოზური პროცესია და უამრავ დეტალს მოიცავს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ შრომის შედეგს მალე ვიხილავთ,“ — აცხადებს მალხაზ მუსერიძე.„Milan Camp Tbilisi 2026“-ის ორგანიზატორისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ფოფხაძის თქმით, გასულ წელს ჩატარებულმა კემპმა იტალიელი მწვრთნელების მოლოდინსაც გადააჭარბა.„მილანის“ ოფიციალურ მწვრთნელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი კემპი აქვთ ჩატარებული, თუმცა თავად აღნიშნეს, რომ საქართველოში ისეთი მომზადებული და ნიჭიერი ბავშვები დახვდათ, როგორიც სხვაგან იშვიათად უნახავთ. პირდაპირ თქვეს — საოცარი თაობა მოდისო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი პროექტები არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ თავად „მილანისთვისაც“ საინტერესოა,“ — ამბობს ფოფხაძე.მისივე თქმით, იტალიელი სპეციალისტები გასულ წელს მონაწილე მოზარდებს ახლაც აქტიურად აკვირდებიან და რამდენიმე ბავშვი უკვე მონიშნულიც ჰყავთ, თუმცა არსებული რეგულაციების გამო, 18 წლამდე მოთამაშეების უცხოეთში გადაყვანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.„საქართველოში ჩვენ გვაქვს სააგენტო, სადაც ბევრი ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ასევე ახალგაზრდული ნაკრების... არ მინდა, რომ სახელები და გვარები ჩამოვთვალო — ვინც ერკვევა, ალბათ მიხვდება... მაგალითად, შარშანდელი კემპის შემდეგ ორ ბავშვთან დავიწყეთ ურთიერთობა. აქედან ერთი ბორჯომელი ბავშვია და გაოცებულები ვართ მისი სპორტული უნარებითა და მონაცემებით. ის ჯერ მხოლოდ 9 წლის არის,“ — აცხადებს გიორგი ფოფხაძე.ორგანიზატორების თქმით, პროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ ერთკვირიანი საფეხბურთო გამოცდილება არ არის. საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ ევროპული საფეხბურთო სტანდარტი — დისციპლინა, გუნდური მუშაობა, ტაქტიკური აზროვნება და პროფესიონალური გარემო, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მომავალი იზრდება.„მეც ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს „მილანი“, რამხელა კლუბია და რამხელა ბედნიერებაა, გეცვას „მილანის“ მაისური და ერთი კვირის განმავლობაში გამოცდილებას პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად იღებდე... ალბათ ეს ერთი კვირა ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო განსხვავებული და დაუვიწყარი იქნება. ბავშვები ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ.მე, მაგალითად, იმ ასაკში ასეთ კემპში რომ მიმეღო მონაწილეობა, მგონია, მომავალში ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნებოდა. აქ სწავლობენ დისციპლინას, გუნდურ და ტაქტიკურ მუშაობას... მომავალში ეს მოზარდებს ძალიან დაეხმარებათ,“ — ამბობს ფოფხაძე.აღსანიშნავია, რომ, როგორც შარშან, ისე წელს, პროექტის მხარდამჭერია საქართველოში იტალიის საელჩო.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1779393272

„მოვიგე“ - თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.„მოვიგე“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და ვარშავიდან დაჯილდოების კადრებს აზიარებს.მანამდე, თამუნა მუსერიძემ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ პირველი ქართველია, რომელიც იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოზეა წარდგენილი.მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ნომინაციაზე 220-ზე მეტი განაცხადი იყო შესული და მათგან მხოლოდ 40 მიიღეს.ნახეთ, ვიდეო:

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1779381382

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი...“ - თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ვარშავაში, იანუშ კორჩაკის დაჯილდოებაზე, ერთ-ერთ ნომინაციაზეა წარდგენილი.სასიხარულო ინფორმაციას ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემ ცხოვრებაში. ვარშავაში ტარდება იანუშ კორჩაკის დაჯილდოება, სადაც ერთ-ერთ ნომინაციაში ვარ წარდგენილი. განაცხადი შესულია 220-ზე მეტ ადამიანზე და ნომინირებულია 40 ადამიანი.მე ვარ პირველი ქართველი, ვინც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი...“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.სრულად, ნახეთ ვიდეო:

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი • 1778652209

„მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...“ - თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

ჯგუ­ფის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტელეწამყვანი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომელიც მეუღლეს, სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს."ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!" - წერს თამუნა მუსერიძე.რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ისაუბრა.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1778565600

„მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...“ - რას წერს თამარ მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1778529196

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო! მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით. ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება. ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს! დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“, – წერს თამუნა მუსერიძე.ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა. თამუნა მუსერიძე იმ ქალს მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა

სანდრო

საზოგადოება • 1778525751

„ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია“ - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ დაწერა, რომ 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა.თამუნა მუსერიძის მიმართის შემდეგ სანდრო მიკუჩაძემ დაწერა - "ეს ისე უბრალოდ".„ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში - ეს ყველაფერია“ - სანდრო მიკუჩაძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი • 1778442755

თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.დაშორების შესახებ თამუნა მუსერიძე გამომწერებს გულახდილად ესაუბრა.„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად. დეტალებზე საუბარი არ მინდა… გეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობაში დროებით ჩნდებოდნენ მესამე პირები, მაგრამ კატასტროფით ბევრი რამის გამო. ახლა უბრალოდ ვერ გავატარე…მადლობა მეგობრებს, ვინც ჩემთვის ამ მძიმე პერიოდში გვერდში მედექით. ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია და ამასაც გადავიტან”, – ამბობს თამუნა მუსერიძე.ჟურნალისტი იმ მესამე ადამიანსაც მიმართავს,რომელთანაც ახლა მისი მეუღლეა.თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:"აქ შემ­თხვე­ვით ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე სუ­ლი­ე­რად და­ვე­ცი, ან გო­ნებ­რი­ვად, მო­რა­ლუ­რად, ან რა­მე­ნა­ი­რად?! ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე რაც დავ­თმე, იმის დათ­მო­ბა არ მინ­დო­და?! რისი დათ­მო­ბაც მინ­დო­და, ის დავ­თმე. ეს წუ­თი­ე­რი სი­სუს­ტე­ე­ბი ყვე­ლას ეპა­ტი­ე­ბა, მთა­ვა­რია გვჯე­რო­დეს, რომ ხვალ უფრო კარ­გი დღე იქ­ნე­ბა, იმის შემ­დეგ, კი­დევ უფრო კარ­გი. თუ თქვენ და­ი­ჯე­რებთ, ეს ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა. რაც და­სათ­მო­ბია, ის უნდა დათ­მო და უნდა გა­დას­ცე მას, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, ეს ტვირ­თი თა­ვად ზი­დოს.ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ დი­ლით გა­იღ­ვი­ძებ იმ ფიქ­რით, რომ ის დღე იქ­ნე­ბა კარ­გის მომ­ტა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად. მე ახლა ვი­ძი­ნებ იმ ფიქ­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუდი დავ­ტო­ვე უკან და ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი.ბევ­რი რჩე­ვა მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია თა­ვად და­ვა­ჯე­როთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია. იმ ვი­ღა­ცებ­მა ვინც ცდი­ლობ­და უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნა ჩვენ­თვის, იმათ­მა იჟიმ­ჟი­მონ ცოტა ხანი. ხვალ ახა­ლი დღეა, რა იცით ბედი რას უმ­ზა­დებს, რა იცით, თა­მუ­ნა რას უმ­ზა­დებთ.ათენ­ში ვი­ტი­რე, შეხ­ვედ­რა რომ მქონ­და დე­დებ­თან. იქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მა­ტი­რებ­და.ის 5-წუ­თი­ა­ნი ტი­რი­ლი საკ­მა­რი­სი იყო. ის ჩემი ახა­ლი "მე­გო­ბა­რი“ ნერ­ვი­უ­ლობს თურ­მე, რომ სა­ჯა­როდ არ ვთქვა მისი სა­ხე­ლი და გვა­რი. ფოტო არ დავ­დო. ინერ­ვი­უ­ლე დაო, ცოტა ხანი ინერ­ვი­უ­ლე ახლა, რა იცი, რა და­მარ­ტყამს თავ­ში", - წერს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე.

✕