ბორჯომი

რეგიონი 1781780836

ბორჯომის მერმა მამუკა გელაშვილმა სასპორტო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, მერის მოადგილე გელა მაღრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძესთან და სასპორტო სკოლის დირექტორ ელიზბარ სტეფნაძესთან ერთად, სასპორტო სკოლის მოსწავლეებს ახალი სპორტული ინვენტარი გადასცა.ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს ინიციატივებს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი 1781093753

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება შედგა. ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გააფორმა.პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გააფორმა.კერძოდ, დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა 22-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 16 სხდომათა დარბაზიდან უკვე გათავისუფლდა, დარჩენილი ექვსი პირი კი დღის ბოლომდე გათავისუფლდება.

სასამართლო

სამართალი 1780412520

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე დანაშაულს აღიარებენ

ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს.როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდებათ.„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დღევანდელ დღეს დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც.გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს.სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან.საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე.“- აღნიშნა პროკურორმა.

ბორჯომი

პოლიტიკა 1778332537

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გვირგინებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფერაძემ მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გვირგინებით შეამკეს.გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, მოადგილე გელა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, მოადგილე გენადი მუმლაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბორჯომელები ესწრებოდნენ.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ. 

რუსუდანი

საზოგადოება 1774818689

VIDEO: „ამბიონზე ქალი მხოლოდ ჯვრისწერის დროს ადის, მე კი კურთხევა მომცა და წირვის შემდეგ ამბიონიდან ვგალობდი“ – რუსუდან მუმლაძე ილია მეორეზე

მუსიკოსი და მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე ისაუბრა.„რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია, საგალობლები ასწავლეთ, ტაძარში იგალობოს კვირაობით“ – თქვა პატრიარქმა. 6 წლის ვიყავი, ისეთი ჟესტიკულაციით ვუმღერე, მახსოვს პატრიარქის ხარხარი… ამბიონზე ქალი მხოლოდ ჯვრისწერის დროს ადის, მე კი კურთხევა მომცა და წირვის შემდეგ ამბიონოდან ვგალობდი“, – იხსენებს რუსუდან მუმლაძე. 

ნინო მუმლაძე

საზოგადოება 1774460352

„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო ჩაწერა, სადაც  განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირს ფორმაში ჩადგომა. ნინომ ვიდეოში განაცხადა, რომ წონაში კლების მიზნით ქირურგიული ჩარევითაც დაინტერესდა, მაგრამ ერთ-ერთმა კლინიკამ ფინანსურ შეღავათზე უარი უთხრა.ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, გამოსავალი გამოჩნდა და ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ უამბო. - ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე არ ვიმუშაო ჩემს შვილს ვინ აჭმევს. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორმა კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა.კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს ცუდი რაღაცების ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, მაგრამ ბარიატრიულ ოპერაციაზე ბევრად მარტივია და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ხდება წონის სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას იწვევს.ვესაუბრე კლინიკის წარმომადგენელს, რომ მათთან ენდოსკოპიური ბარიატრია ბარტერით გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურ შეღავათზეც უარი მივიღე. ეს ოპერაცია 17 000 ლარი ჯდებოდა, თან არცერთი დაზღვევა არ ანაზღაურებდა.ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, დამირეკა კლინიკა „ვივა მედის“ წარმომადგენელმა, მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს და გაუკეთეთ რაც სჭირდებაო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ ამ ზარმა როგორ გამახარა, აუცილებლად გადავუხდი პირადად დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს. 

ბორჯომი

რეგიონი 1774253033

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ბორჯომის მერი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა გელაშვილთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა.ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები, რომელთა მიზანია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა.შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბაკურიანის, ასევე სოფელ ციხისჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ იმსჯელეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე.სოფლებში — ციხისჯვარში, ანდეზიტში, თორში და დაბა ბაკურიანში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ:• ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე• საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძე• მაჟორიტარი დეპუტატი• მერის წარმომადგენლები• ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ნინო მუმლაძე

ტაბლოიდი 1773491220

„არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ...“ - ნინო მუმლაძის გულახდილი საუბარი

მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, სოციალურ ქსელში გულახდილ ვიდეოს აქვეყნებს და საუბრობს თავისი ყოველდღიური ცხოვრების დატვირთულ გრაფიკზე.„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი შვილისთვის და ამას ძალიან განვიცდი. დედაჩემი ფაქტობრივად ზრდის ჩემს შვილს და უზარმაზარ ენერგიას ანაწილებს მის აღზრდაზე. ჩემთვის ეს ფსიქოლოგიური ბარიერია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია...არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა მართლა ორმაგი პასუხისმგებლობაა. გინდა, არ გინდა, უნდა შეითავსო როგორც დედის, ისე მამის როლი. სახლში როცა მოვდივარ, მიწევს უამრავი რუტინული საქმიანობის ერთდროულად შესრულება – საკვები, წყალი, საფენები, მძიმე პარკები… ხშირად დედა იღებს მეტს საკუთარ თავზე...“,- ამბობს ნინო მუმლაძე.  

ნინო მუმლაძე

ტაბლოიდი 1773437502

„გული მწყდება ამ ყველაფერზე...“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ერთ მნიშვნელოვან ამბავს იხსენებს.როგორც ნინო ვიდეოში ჰყვება, მშობიარობის შემდეგ წონის კორექციისთვის ჩარევა სჭირდებოდა. ობიექტური მიზეზების გამო ბარიატრიას ვერ გაიკეთებდა და მიმართა უფრო უსაფრთხო მეთოდს.მისივე თქმით, მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დეტალურად დასჭირდა აეხსნა თუ ვინ იყო. იმ ადამიანისგან მიიღო შეთავაზება, რომ მცირე ფასდაკლებას გაუკეთებდა, მაგრამ ნინომ უთხრა რომ 200 და სამი ლარი არაფერს ცვლიდა... საბოლოოდ კლინიკამ ბარტერზე უარი იმიტომ უთხრა, რომ მას ბევრი გამომწერები არ ჰყავდა...„ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც არანაირი ფასი არ აქვს შენს მიღწევებს, მოღვაწეობას, რამდენად დასამახსოვრებელი სახეები შექმენი, რამდენს გაუხალისე ცხოვრება შენი შემოქმედებით,.არამედ, ის განსაზღვრავს ღირებულებას - რამდენი გამომწერი გყავს...“,- ამბობს ნინო.ვრცლად ნახეთ ვიდეოში ⇓ 

ბორჯომი

რეგიონი 1772782859

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები შეირჩა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დასახლების საერთო კრებები ამჯერად სოფლებში: ტბაზე, სადგერში, ცემსა და ლიბანში გაიმართა.შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი პრიორიტეტები და საჭიროებები ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს.აღსანიშნავია, რომ პროგრამის განსახორციელებლად, ბორჯომის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 პროცენტი დაემატება.მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები — გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი ესწრებოდნენ.

ბორჯომი

რეგიონი 1772439206

საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი 2013“-ის ფეხბურთელებს ახალი სპორტული ინვენტარი და ფორმები გადაეცათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი 2013“-ის მოთამაშეებთან შეხვედრა გამართა და მათ ახალი სპორტული ინვენტარი და საფეხბურთო ფორმები გადასცა.„ჩვენი ახალგაზრდების სპორტული განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყოველთვის გვიხარია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც მომავალ თაობას ეხმარება საკუთარი ნიჭის რეალიზებაში. მჯერა, რომ ახალი ფორმები და სპორტული აღჭურვილობა ჩვენს ბიჭებს დამატებით მოტივაციას მისცემს. მინდა, წარმატებები და ბევრი გამარჯვება ვუსურვო „ბორჯომი 2013“-ს," — განაცხადა მამუკა გელაშვილმა.ბორჯომის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტის მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს მოზარდების ჩართულობას და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების განვითარებას.ღონისძიებაში მერთან ერთად მონაწილეობდნენ:მერის პირველი მოადგილე -ბიბო პაპიძე, მერის მოადგილე - გელა მაღეაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი.

თავდაცვა

საზოგადოება 1772352911

კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს: ავიაციის საფუძვლები, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლები, საავიაციო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება. სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსანტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო.კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი მუმლაძემ. მათ კურსის მონაწილეებს სწავლის დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.