„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, მერის მოადგილე გელა მაღრაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძესთან ერთად, დაბა წაღვერის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ნერგების“ წევრები და მათი პედაგოგი მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-10 ეროვნულ კონკურსში, სადაც საგალობლების შესრულებისთვის ოქროს მედალი (I ადგილი), ხოლო ხალხური სიმღერის შესრულებისთვის ბრინჯაოს მედალი (III ადგილი) მოიპოვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანსამბლ „ნერგებსა“ და მის ხელმძღვანელს ლელა მუხურაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალში კიდევ არაერთ გამარჯვებას უსურვებს.