ასტროლოგი

ასტროლოგია • 1792998806

„ემოციური ფონი მაღალია, მოერიდეთ კამათს და სარისკო გადაწყვეტილებებს...“ - მიხეილ ცაგარელი 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე წერს.„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 26 ოქტომბერს ჩვენი დროით 08:11 საათზე სავსემთვარეობაა! მეგობრებო დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ მოვერიდოთ კამათს, აჩქარებას და სარისკო გადაწყვეტილებებსა და ტოქსიკურ ადამიანებს!გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი საქმეები, მსხვილი შენაძენები, ხელოსნები, კოსმეტიკური ცვლილებები და ტექნიკური საკითხები 15 ნოემბრისთვის გადავდოთ. მივუძღვნათ ეს დღე ლოცვას, მუსიკას, წყლის სმას, სახლში მშვიდად ყოფნას და საყვარელ საქმეებს. დალოცეთ ყველა და უსურვეთ მათ სიყვარული და ბედნიერება. სიკეთე გქონოდეთ“, - წერს ასტროლოგი.

ასტროლოგი

ასტროლოგია • 1792738440

„დღეიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ეს გაითვალისწინეთ...“ - მიხეილ ცაგარელი

23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით მერკურის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდია. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რისგან შევიკავოთ თავი და როგორ ავირიდოთ თავიდან შესაძლო სირთულეები? - გაეცანით ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებს.ნახეთ, ვიდეო:

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1792440620

„4 გეომაგნიტური დღე, ქორწინება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება“ - კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„კვირა არის ისეთი, რომელიც თვეში ერთხელ დგება - ყველა ნიშნისთვის არის კარგი. დედამიწა არის პოზიტიურ ენერგოველში, შანსები წარმატების ყველა სფეროში არის“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.მისი პროგნოზით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღეები - ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.„ამ დღეებში თუ იგრძენით თავის ტკივილი, უგუნებობა აკონტროლეთ წნევა. ორშაბათს მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ოპერაციას, ეს საქმე არ წავა სწორად, ასევე არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. ოთხშაბათს დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსნების რჩევებს. ხუთშაბათს ზოდიაქოს 4 ნიშანს ესენია - კურო, ლომი, მორიელი და მერწყული არაადეკვატური რეაქციები ექნებათ ცხოვრებისეულ მოვლენებზე.პარასკევს მზე ტოვებს ყველაზე მშვიდობიან სასწორის ნიშანს და გადადის მორიელის ნიშანში. ადამიანებში მოიმატებს, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, თუმცა აკონტროლეთ ეჭვიანობა, ოპტიმიზმი, გესლიანი გამოთქმები, სამაგიეროს გადახდის სურვილი და თვითგვემა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1791813120

„თეთრი მთვარის“ სასწორში გადასვლა, 3 გეომაგნიტური დღე  - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„გვაქვს საინტერესო, კარგი კვირა. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, ამიტომ სასიკეთო ცვლილებები იქნება, განწყობაც უკეთესია, ჯანმრთელობაც უმჯობესდება. არსებობს ასეთი მცნება, „თეთრი მთვარე“, რომელიც არის ჩვენი მფარველი ანგელოზი ასტროლოგიაში, ანუ ნათელი ენერგიების მატარებელია და გადადის სასწორის ზოდიაქოში 7 თვით.ეს მოვლენა ჩვენგან ითხოვს გავხდეთ სასწორი, ანუ მშვიდობის მტრედი, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ ყველგან, პრობლემები მშვიდობიანად უნდა მოაგვაროთ. საუკეთესო დრო მოდის ქორწინებისთვის. სიყვარული მიიღებს ლამაზ ელფერს“,- ამის შესახებ ქვეყნის ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე კვირის რეკომენდაციები გაუზიარა.მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი და კვირა.განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს პარასკევი, „სელენა“ შედის პირველ გრადუსში, რაც დამანგრეველია. ზოგიერთი გახდება უსამართლო და დამალავს სიმართლეს. შაბათი და კვირა საუკეთესო დღეებია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. სამშაბათი გამოიყენეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის.ნახეთ, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პროგნოზი მთელი კვირის განმავლობაში. 

სხვადასხვა

ასტროლოგია • 1791290340

VIDEO: პლანეტა მერკური მორიელის ნიშანში გადავიდა - რას მოგვიტანს ტრანზიტი - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

პლანეტა მერკური (გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი) თავისი ენერგიით მართავს სამ სფეროს ჩვენი ცხოვრებისა. 30 სექტემბერს ის გადავიდა მორიელის ზოდიაქოში, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, დაახლოებით 6 დეკემბრამდე.ვისაც განზრახული აქვს რაღაცის ყიდვა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, იდეების რეალიზაცია 24 ოქტომბრამდე უნდა მოასწროთ, რადგან ამის შემდეგ მერკური გახდება უკუმავალი, 3 კვირით და იქ სიახლეების დანერგვა თითქმის შეუძლებელი იქნება.მგზავრობა-მოგზაურობაც 24 ოქტომბრის მერე გართულდება, ამიტომ ჯობს იქამდე მოასწროთ. 

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1790022897

„კოსმოსური კარიბჭე იხსნება“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას 23 სექტემბრისთვის სპეციალურ რიტუალს უზიარებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, წელიწადში სულ ოთხი განსაკუთრებული დღეა, როდესაც სამყაროში „პორტალი“ იხსნება და დედამიწაზე სასიკეთო ენერგიები შემოდის. ცაგარელი 23 სექტემბერს საზოგადოებას სურვილების ჩამონათვალის შექმნას ურჩევს. „აიღეთ ფურცელი და 23 რიცხვში ჩამოწერეთ სურვილები: მიუთითეთ სახელი, გვარი, თუ რით გინდათ მიაღწიოთ მიზნებს და განსაზღვრეთ კონკრეტული ვადა. ასე გააკეთა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, რომელმაც დაწერა, რომ 5 წლის შემდეგ 10 მილიონი სურდა. ზუსტად ხუთ წელში მან მიიღო როლი, სადაც სწორედ 10 მილიონი გამოიმუშავა. კოსმოსური კარიბჭე გაძლევთ საშუალებას ეს „ჩეკი განაღდდეს“, - აცხადებს ცაგარელი. 

სხვადასხვა

ასტროლოგია • 1789416185

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

საინტერესო მოვლენებით აღსავსე კვირაა. შეხვედრა, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, ეს ყველაფერი რეკომენდებულია 18 სექტემბრამდე.შემდეგ კვირას დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს მეტს სირთულეებს, პრობლემებს. დღეს, 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) ცხრა თვით თხის რქაში გადადის. რისკჯგუფშია ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. მოტეხილობების დროა. ფრთხილად იყავით გვირაბებში, მეტროში.ეკოლოგიური საფრთხის ალბათობაც არის. მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. გარდა ამისა, ასტეროიდი ქირონი, სამართლიანობის სიმბოლო გადადის ვერძში. ხვალ და ზეგ კოსმოსი მოუწყობს გამოცდას იმ ადამიანებს, ვისაც ფინანსური საკითხები, ურთიერთობები არამდგრადი აქვს. შაბათი და კვირა კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად. 

ცაგარელი

ასტროლოგია • 1789233154

„ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გველის… ფრთხილად იყავით…“ – რას ნიშნავს და რა პერიოდს მოიცავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

მიხეილ ცაგარელი გვიხსნის, რას ნიშნავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში. როგორც ასტროლოგი გადაცემაში, „შუადღის“ ეთერში ამბობს, მნიშვნელოვანი პერიოდი დგება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 სექტემბრიდან 2027 წლის 11 ივნისამდე, გადის ყველა ნიშანს, ამ პერიოდში კი ის იქნება თხის რქის ზოდიაქოში.

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1788250920

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის“ - ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის.ნახეთ, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:ვერძი: ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ დასვენება თქვენთვის უპრიანია. თქვენი აღიარების სურვილი მოიმატებს, გარკვეული სირთულეები ჯანმრთელობასთან და კოლეგებთან დაკავშირებით იჩენს თავს. კურო: ენერგოტონუსი მატულობს, შესაძლებლობები კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტი გექნებათ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს და მათ პრობლემებს. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნება სასიყვარულო პარტნიორთან, მით უფრო კარგი შესაძლებლობები გექნებათ. ტყუპები: ნეგატიური პერიოდია განსაკუთრებით ჯანმრთელობის კუთხით, ენერგოტონუსი მცირდება და თავს დაღლილობა იჩენს. ყური დაუგდეთ თქვენს ორგანიზმს და ნუ გადაიღლებით კირჩხიბი: ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადი ხდება. ადვილად მოხვდებით ყურადღების ცენტრში, გექნებათ საინტერესო იდეები. კარიერაში გექნებათ წინსვლა. ლომი: ცოტა უნდა შეამციროთ აქტიურობა, ენერგოტონუსი ეცემა და ჯანმრთელობა არამდგრადია. გაქვთ საშუალება ისიამოვნოთ თქვენი ტრიუმფით, რაც წინა პერიოდში მოიპოვეთ. ქალწული: ახლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით. მზე თქვენს ზოდიაქოშია, რაც საშუალებას გაძლევთ იმოქმედოთ დინამიკურად, იყოთ ჰარმონიაში, კარგად გაერკვიეთ თქვენი მიზნების პრიორიტეტებში. სასწორი: ყველაზე რთული, დაბადების წინა პერიოდია, რის გამოც დისკომფორტს იგრძნობთ. ფარული მტრები, ჭორები თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმით. მორიელი: საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადია და ინტუიცია იზრდება. მოიმატებს თქვენი შარმი და მიზიდულობა. ილუზიებს აღარ დაყრდნობით, რის გამოც შეგიძლიათ იყოთ წარმატებული. მშვილდოსანი: ცოტა დაღლილობა დაგეტყობათ, რაც თვითრწმენას შეგიმცირებთ. ფინანსურ საკითხებში შესაძლოა გამოასწოროთ მოქმედებები. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ ახალი პერსპექტიული პროექტების დასახვას, განხორციელებას. თხის რქა: თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, ორგანიზმი მდგრადია, ჯანმრთელობა უმჯობესდება და ენერგოტონუსიც იმატებს. კარგი პერიოდია უცხოეთთან ურთიერთობისთვის, სწავლისთვის. მემკვიდრეობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებთ. მერწყული: ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეს ის პერიოდია, როცა თავს იჩენს ემოციური არასტაბილურობა. იყავით ფრთხილად და ყურადღებით, დაიცავით საიდუმლო. თევზები: გამოცოცხლდებით, პერიოდი თქვენთვის უდავოდ კარგია. მატულობს ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხდებით აქტიური და ენერგიული, ინიციატივიანი. შეგიძლიათ ინტუიციაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. 

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია • 1787589957

„დედამიწა უარყოფით ენერგოველშია“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რასაც 28 აგვისტოს თევზის ნიშანში მოსალოდნელი მზის დაბნელებაც ემატება. ნახეთ, რომელ ნიშნებს მართებთ სიფრთხილე:ვერძი : საჭიროა სიფრთხილე; მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.კურო: შედარებით სტაბილური პერიოდია, თუმცა ფინანსებში ყურადღება გმართებთ.ტყუპები: იმატებს გაუგებრობები; აკონტროლეთ კომუნიკაციები და საბუთები.კირჩხიბი: ემოციური ფონი მატულობს; იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე.ლომი: ენერგიების დაქვეითებაა მოსალოდნელი; მოერიდეთ რისკებს.ქალწული: ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ჯანმრთელობას.სასწორი: გადაიღლებით; აუცილებელია მეტი დასვენება და განტვირთვა.მორიელი: შედარებით გიმართლებთ, თუმცა ემოციებს ნუ აჰყვებით.მშვილდოსანი: ოჯახურ საკითხებში სიფრთხილე და თმენა გმართებთ.თხის რქა: აკონტროლეთ ინფორმაცია; მგზავრობისას იყავით ყურადღებით.მერწყული: ფინანსური ზარალის რისკია; მოერიდეთ მსხვილ დანახარჯებს.თევზები: დაბნელების ეპიცენტრში ხართ; მაქსიმალურად გაფრთხილდით. 

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1787517562

ნეგატიური გამოსხივება 3 დღეს გასტანს... - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს.მისი თქმით, გველოდება განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდი."მნიშვნელოვანი გაფრთხილება! ჩემო მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ გველოდება განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდი:28 აგვისტოს, მარიამობა დღეს საქართველოს დროით, მთვარის დაბნელება - 08:14 საათზე (ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, იხელმძღვანელეთ თქვენი ადგილობრივი დროით) სავსე მთვარეობა - 08:20 საათზე.ამ პერიოდში ორგანიზმში ენერგიები ძლიერად მოზღვავებულია, რაც შესაძლოა მყისიერად გადაიზარდოს უმართავ აგრესიაში.როგორ დავიცვათ თავი და გავუფრთხილდეთ ენერგიას:ილოცეთ, იგრძენით მადლიერება და სიყვარული, დალოცეთ ყველა. იყუჩეთ და მოერიდეთ გადაღლას, რადგან მომატებულმა ენერგიებმა შესაძლოა შეგაწუხოთ. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებსა და ნეგატიურ ინფორმაციებს. არ მისცეთ სხვებს უფლება, სიმშვიდე დაგირღვიონ; დაიცავით პირადი საზღვრები და უბრალოდ მოცილდით იმ გარემოს, რომელიც შფოთვას იწვევს.კვება და ჯანმრთელობა: სასურველია მსუბუქი კვება. გამორიცხეთ ხორცი, თამბაქო, ალკოჰოლი და შეამცირეთ ყავა. კარგია კონტრასტული (მონაცვლეობითი) შხაპის მიღება.არ ვარგა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, მსხვილი შენაძენების ყიდვა-გაყიდვა, სესხისა და ახალი ვალდებულებების აღება. მოერიდეთ მზისა და მთვარის პირდაპირ სხივებს. თუ გარეთ ყოფნა გიწევთ, დაიფარეთ ქუდი და გაიკეთეთ მზისგან დამცავი მუქი სათვალე. ამ დღეს მთვარესაც და მზის სხივებსაც მძიმე, ნეგატიური გამოსხივება აქვთ, რომელიც გრძელდება სამი დღე.პრაქტიკა შინაგანი გაღიზიანების დროს: თუ იგრძენით, რომ მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ:1. გაჩერდით ერთი წამით.2. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ (გაიმეორეთ რამდენჯერმე).3. გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:„მე ვუშვებ და ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!“გაატარეთ ეს დღეები სულიერ სიმშვიდეში. ნუ გადაიღლით თავს ზედმეტი აქტივობით.დაიცავით საკუთარი ენერგიები - მერწმუნეთ, ისინი კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ! სიკეთე და სიყვარული გქონოდეთ" - წერს მიხეილ ცაგარელი.

სხვადასხვა

ასტროლოგია • 1787511983

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება! 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას 28 აგვისტოს მთვარის დაბნელების შესახებ უზიარებს რჩევებს.„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!ჩემო მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ გველოდება განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდი:28 აგვისტოს, მარიამობა დღეს საქართველოს დროით:მთვარის დაბნელება — 08:14 საათზე(ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, იხელმძღვანელეთ თქვენი ადგილობრივი დროით)სავსემთვარეობა — 08:20 საათზეამ პერიოდში ორგანიზმში ენერგიები ძლიერად მოზღვავებულია, რაც შესაძლოა მყისიერად გადაიზარდოს უმართავ აგრესიაში.როგორ დავიცვათ თავი და გავუფრთხილდეთ ენერგიას:ილოცეთ, იგრძენით მადლიერება და სიყვარული, დალოცეთ ყველა.იყუჩეთ და მოერიდეთ გადაღლას, რადგან მომატებულმა ენერგიებმა შესაძლოა შეგაწუხოთ.მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებსა და ნეგატიურ ინფორმაციებს.არ მისცეთ სხვებს უფლება, სიმშვიდე დაგირღვიონ; დაიცავით პირადი საზღვრები და უბრალოდ მოცილდით იმ გარემოს, რომელიც შფოთვას იწვევს.კვება და ჯანმრთელობა:სასურველია მსუბუქი კვება.გამორიცხეთ ხორცი, თამბაქო, ალკოჰოლი და შეამცირეთ ყავა.კარგია კონტრასტული (მონაცვლეობითი) შხაპის მიღება.არ ვარგა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, მსხვილი შენაძენების ყიდვა-გაყიდვა, სესხისა და ახალი ვალდებულებების აღება.მოერიდეთ მზისა და მთვარის პირდაპირ სხივებს. თუ გარეთ ყოფნა გიწევთ, დაიფარეთ ქუდი და გაიკეთეთ მზისგან დამცავი მუქი სათვალე.ამ დღეს მთვარესაც და მზის სხივებსაც მძიმე, ნეგატიური გამოსხივება აქვთ, რომელიც გრძელდება სამი დღე.პრაქტიკა შინაგანი გაღიზიანების დროს:თუ იგრძენით, რომ მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ:1. გაჩერდით ერთი წამით.2. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ (გაიმეორეთ რამდენჯერმე).3. გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:„მე ვუშვებ და ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!“გაატარეთ ეს დღეები სულიერ სიმშვიდეში. ნუ გადაიღლით თავს ზედმეტი აქტივობით.დაიცავით საკუთარი ენერგიები — მერწმუნეთ, ისინი კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!“,- წერს მიხეილ ცაგარელი. 

✕