ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
„გვაქვს საინტერესო, კარგი კვირა. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, ამიტომ სასიკეთო ცვლილებები იქნება, განწყობაც უკეთესია, ჯანმრთელობაც უმჯობესდება. არსებობს ასეთი მცნება, „თეთრი მთვარე“, რომელიც არის ჩვენი მფარველი ანგელოზი ასტროლოგიაში, ანუ ნათელი ენერგიების მატარებელია და გადადის სასწორის ზოდიაქოში 7 თვით.
ეს მოვლენა ჩვენგან ითხოვს გავხდეთ სასწორი, ანუ მშვიდობის მტრედი, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ ყველგან, პრობლემები მშვიდობიანად უნდა მოაგვაროთ. საუკეთესო დრო მოდის ქორწინებისთვის. სიყვარული მიიღებს ლამაზ ელფერს“,- ამის შესახებ ქვეყნის ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე კვირის რეკომენდაციები გაუზიარა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი და კვირა.
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს პარასკევი, „სელენა“ შედის პირველ გრადუსში, რაც დამანგრეველია. ზოგიერთი გახდება უსამართლო და დამალავს სიმართლეს. შაბათი და კვირა საუკეთესო დღეებია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. სამშაბათი გამოიყენეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის.
ნახეთ, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პროგნოზი მთელი კვირის განმავლობაში.