ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა 1779385370

ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.„ნებისმიერი აქცია-მანიფესტაცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველების მხრიდან აბსოლუტური ძალის გამოყენებას იწვევს,“ -აცხადებს დეპუტატი და განმარტავს, რომ საქართველოში წარსულში თავადაც გამხდარა აქციის ძალადობრივი დაშლის მსხვერპლი და აღნიშნავს, რომ 2012 წლამდე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანი მხოლოდ მოგვიანებით გახდა.“დანიის მაგალითი შეიძლება ითქვას, ამ მოცემულ მომენტში გამოგვადგება საილუსტრაციოდ, რათა რეალურად დავანახოთ საზოგადოებას და ვაჩვენოთ განსხვავება - რა არის რაიმეს აღკვეთა და რა არის დანაშაული, თუნდაც პოტენციური. რეალურად, ჩვენ არამხოლოდ დანიის, არამედ ამერიკაში მიმდინარე სტუდენტური აქციების დარბევებიც გვაქვს მაგალითად, ასევე საფრანგეთში „ყვითელ-ჟილეტიანების“ აქციები და ა.შ. ეს ქმედებები ყოველთვის იყო კამპანიური ხასიათის ხელისუფლებების მხრიდან. მეთოდებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი მთელ მსოფლიოში, რომ ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერ აქცია-მანიფესტაციაზე, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველი აბსოლუტურ ძალას იყენებს. ბრიუსელში, ამერიკაში ასეთი მეთოდებით პროტესტის აღკვეთა დემოკრატიის გამოვლინებად ითვლებოდა. დანიის მაგალითზე მახსენდება 15 ივნისი, როდესაც დაახლოებით 100 ახალგაზრდა, ყველა წესის დაცვით, ვკითხულობდით განცხადებას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქართული სასამართლოს დასკვნაც, ევროპამაც შეაფასა და დაზარალებულებად ვართ ცნობილი - თავს დაგვესხა პოლიცია. მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს. სამართლებრივად ასე გვქონდა გაწერილი, არავინ ხმას არ იღებდა, არანაირი მოწოდებები არ იყო. ვიდექით ახალგაზრდები და მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს, სადაც ეწერა: „ნუ დაგვდევთ სახლებთან, თუ დამნაშავეები ვართ, აქ ვდგავართ ახლა და მობრძანდით, გვითხარით, რომ ბრალი გვედება და ჩვენ თვითონ გამოგყვებით“. ამ ტექსტის წაკითხვაც არ დამამთავრებინეს, ვანო მერაბიშვილის პერიოდი იყო, და აბსოლუტური შტურმი მოგვიწყეს. ალყაში მოგვაქციეს და საშინელებები ჩაიდინეს. ისეთი ფაქტები მოხდა, რომ ადგილობრივ ტელევიზიებსა და ინტერნეტმედიებს კამერებიც კი წაართვეს. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. შემდეგ ქალბატონი ზღულაძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა აბსურდი, რაღაც ყურით მოთრეული მიზეზი მოიგონა, თითქოს ამის გამო გაგვისწორდნენ ასე. საბედნიეროდ, რამდენიმე კადრი შემორჩა და ამის საფუძველზე ევროპამ ძალიან მკაცრად შეაფასა ეს ფაქტი. მათ მაშინდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაც ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და მხოლოდ 2013 წლის შემდეგ გვაღიარეს მსხვერპლად. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. ასე ამართლებდა ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობარი ელჩები, რომლებიც დღეს თურმე აღშფოთებულები არიან, როდესაც სახელმწიფო ლეგიტიმურ უფლებას იყენებს, ახლა ეს არადემოკრატიულია. მაშინ არც ერთის ხმა არ გაგვიგია და ასეა ახლა დანიაშიც. ამიტომ ვამბობ, არსებობს რაღაც ჩარჩო ხელშეკრულებასავით, კულისებში დაწერილი რეკომენდაციები და პოლიტკონიუქტურა, რომელსაც თუ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“ - ოღონდ იმ პირობით, რომ იმ პოლიტკონიუქტურაზე უნდა იყო დამოკიდებული, რასაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, საიდანაც იმართებიან ის მარიონეტები, რომელთა ერთი ფილიალიც 26 მაისს აქციის ჩატარებას გეგმავს,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.         

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1778760772

გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა - დავით ქართველიშვილი

ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს,ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი - გაღმა შედავების პრინციპით.მისივე შევასებით, თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა.„ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ.ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი - გაღმა შედავების პრინციპით. საქმე იმაშია, რომ თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა. მაშ ასე:1 - ზაზა თავაძე - იყო ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის ძალოვანი სისტემის საკვანძო ფიგურა და ადეიშვილის მარჯვენა ხელი2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2004-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2007-2008 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2010 წლის 30 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი2 - ნათელა მეზვრიშვილი - იყო ადეიშვილის პროკურატურის ჯალათი პროკურორი2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2007-2009 წლებში იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2009 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. 2010-2012 წლებში მეზვრიშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.3 - კახაბერ ქემოკლიძე - იყო ჯერ მერაბიშვილის, ხოლო შემდეგ ახალაიას ძალოვანი სისტემის მსახური2005 წელს - საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სტაჟიორი;  2011-2012წწ. -  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანალიტიკოსი;აი ამ ჯალათებით დაკომპლექტებული პარტია სხვისკენ იშვერს ხელს და ნაცების გუნდში ყოფნაზე აპელირებს.4 - ტატიანა ხვედელიანი - იყო ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი, პოლიტიზირებული სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და ზონდერი სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტებში აწარმოებდა სისხლიანი რეჟიმის აგიტაციას.” - წერს ქართველიშვილი.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა 1778081585

გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)- ასეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.”- წერს გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ.გამსახურდიას თქმით, მას “ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ "ქულ" ტიპად გვევლინება.”“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი. სამხარეოს უფროსს, ჩემ მეგობარს, ცხონებულ კობას, პირდაპირ უთხრა, მოვიდეს ვანო და მაგან მომიხადოს პირადად ბოდიშიო. მერაბიშვილი იყო მაშინ შს მინისტრი. მერე მოხდა კომუნიკაცია მერაბიშვილს და მას შორის და ბიჭების თემა დალაგდა. ეს ე.წ. მეუფე კიდევ დარბოდა და გაიძახოდა, ხომ მოვახდევინე მაგ თქვენ ვანოს ბოდიში და ეგ კათოლიკე სატანისტი ხომ მეამბორა ხელზეო. აი ესეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს და ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ "ქულ" ტიპად გვევლინება.”- წერს გამსახურდია.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1777287907

მიხეილ სააკაშვილი: ვინც ფეხზე დავაყენე და ჩავაცვი, იმან გამხადა, ჩემი დაკნინების ხარჯზე თვითდამკვიდრება შედეგს არავის მოუტანს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს.„გაგდებით თუ გემუქრებიან, მაშინ პროცესზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ. მე აქ თქვენთვის მოვდივარ. ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ოპოზიციაც შეცდომას უშვებს – რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს. ივანიშვილი უნდა პასუხობდეს მათ და არა პირიქით. ოპოზიციამ უნდა გადოს ხიდი ხალხთან, ჩაეხუტოს და უკან მოიტოვოს ისინი, ვისაც ეს ხალხი ეზიზღება. ჩვენს დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით იდგა, ფასები იყო კონტროლირებადი. წლების განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ ბენზინის ფასი დაიწევდა, მათ კი გააძვირეს, რაც აისახა სხვა პროდუქტებზეც. ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ საწვავზე აქციზის განახევრება. დენის ტარიფი გაიზარდა იმიტომ, რომ კორუფციაში ვიხდით. ნოღაიდელი, რომელიც წინა პროცესზე აქ ყელყელაობდა, რუსეთიდან დენის იმპორტში ფულს იპარავს.​გამიხარდება, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური და შემტევი, მაგრამ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე შედეგს არავის მოუტანს. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია – თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსები. ვინც მე მაკრიტიკებს, მათი 90 პროცენტი ჩემს დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ზოგი – მთავრობაშიც. როგორ გამოდის, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ისინი – მომავლის? არის ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე, ჩავაცვი და იმან გამხადა, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგი ხალხია. საჭიროა გაერთიანება, ერთობლივი ბრძოლა და პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადება. ბევრმა გადადო თავი, ციხეში მოხვდა, მათ პატივს ვცემ და ეს უნდა გვესმოდეს.ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და დენის ფასს ზრდის. აქ იმიტომ მოვიდა, რომ ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. სიმბოლურად სჭირდებათ, დაგვანახონ, რამხელა არსება ყოფილა მათ გვერდით. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე „გაუფარჩაკდათ“ ის მოწმე. მინდა, ყველას გავუწოდოთ ხელი, დავუდგეთ გვერდით და ვიყოთ ხალხზე ორიენტირებული. საკუთარი მხრებით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ვერ აიღებს „ქოცების“ ხმებს – 2018 და 2021 წლებში ავიღეთ „ქოცების“ ხმები. ეს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების ხმები არ ყოფილა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც ეთქვა ზურაბიშვილს, რომ მაშინდელი პოზიციები მცდარი იყო.„ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც არჩევნები მინდა. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა: კარგი იქნებოდა, ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი. 2007 წელს რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვის სიტყვები გაიმეორა ზურაბიშვილმა – არ შეიძლება, საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში დაადანაშაულო. 20 ივნისს, როცა ბავშვებს თვალები დასთხარეს, სალომე ლობიოს ჭამდა. ქალბატონო სალომე, მე თქვენ მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ, რომ მაშინდელი თქვენი პოზიციები მცდარი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, „ოპოზიციის ამოცანაა, გადავდოთ გვერდზე ყველანაირი ბოღმა და ერთმანეთის არგატანა“.„სანაიამ კარგად ახსნა ჩემი გორში წაქცევის და ტრამპის შემთხვევა. ამბობენ, სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი. ჩემს ხარჯზე თვითდამკვიდრებას და ქულების დაწერას ვინც გააგრძელებს, მას არანაირი მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ჯაბა ხუბუა

პოლიტიკა 1777025542

ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა

ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.ხუბუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პოლიტიკური არსება ყოველთვის იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილზე, შესაბამისად ის მართალია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იგნორირების მცდელობას ეწინააღმდეგება.„ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან.სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილი მართალია, რადგან ნაცბანდის მთელი პოლიტიკური არსებობა, მთელი მისი ბოროტება და მავნებლობა, მთელი მისი ანტიეროვნულობა და ანტიადამიანურობა ყოველთვის იდგა და დღემდე დგას მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკურ დემიურგზე. წრეგადასულ ძალადობას, ტერორს, ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვას, ციხეებში პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, სიტყვის თავისუფლების ჩახშობას, მართლმსაჯულების სისტემის გაბახებას, ტერიტორიების დაკარგვასა და ყველა სხვა უბედურებას, რაც ნაცბანდის სახელს უკავშირდება, რეალურად, ერთი კაცის - სააკაშვილის სახელი ჰქვია, სხვა დანარჩენები კი მხოლოდ ბოროტების აღსასრულებლად საჭირო ინსტრუმენტები იყვნენ.სინამდვილეში, გვარამიაც, ბოკერიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, ახალაიებიც, ვაშაძეებიც, ბოკუჩავებიც, ხოშტარიებიც, მეგის ქარდავებიც, კოხტა კოდუებიც და ის ყავარჯნიანი ჯალათებიც, მაგიდაზე დაბმულ ქართველ კაცებს რომ აუპატიურებდნენ, წარმოადგენენ ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასებს. შესაბამისად, როცა ჯალათების ბანდას - კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამის გაკეთებას უმთავრესი ჯალათის - სააკაშვილის იგნორირებითა და ,,პონტიდან მოტეხვით" ცდილობს, ეს უსამართლობაა, ხოლო სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის მეძავობა და ჩათლახობა. ნაცებო, ნუ ექცევით თქვენს ბელადს მეძავურად და ჩათლახურად! არ დაგავიწყდეთ, რომ მიშა ხართ და მიშად მიიქცევით!“- წერს ხუბუა X-ზე.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1775738286

ლევან მაჭავარიანი: უკრაინაში ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა ხალხს

ზურაბ ადეიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, „ეს ყველაფერი მათივე ბუნებაზე მიუთითებს, როცა სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ასეთ პოზიციაზე დააწინაურეს“.„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარსულს, ეს ყველაფერი მათ ამორალურ ბუნებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი სამწუხაროა. აქამდეც ბევრი ასეთი დაწინაურება ვიხილეთ. თუნდაც მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის მოადგილე დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს, ასევე სააკაშვილი, რომელიც გამოცხადებული კრიმინალია. უკრაინის ხელისუფლების მიმართ ამდენი პრეტენზია სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კობახიძე

პოლიტიკა 1764933122

პრემიერი: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის. შესაძლოა მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ შეიძინა რაღაც, რაც არ უნდა შეეძინა

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იყო შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა , - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.მთავრობის მეთაურის თქმით, როცა BBC ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.„გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა BBC ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით.შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1764932686

ირაკლი კობახიძე: გამოძიებამ შეიძლება, ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, როცა „ბიბისი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.„გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა „ბიბისი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით.შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, – განაცხადა პრემიერმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1764501896

ინტერპრეტაციის საშუალება და სპეკულაციის ველი დატოვეს, რათა ეს თემა რადიკალებმა აიტაცონ - ლევან მაჭავარიანი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. სუსი-ს თქმით, არასწორია მედიაპლატფორმებისა და კონკრეტული აქტივისტების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები.უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათ მსგავსი ინფორმაცია, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც არ მიუღიათ. სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად, უკრაინის დაზვერვამ გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა, რომ მსგავსი რუსული ქსელები უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობს, თუმცა ამ განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ, უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე დატოვა.სუსი, ახლა ცდილობს გაარკვიოს - რით იყო გამოწვეული განცხადებისგან განსხვავებული მასალის გავრცელება, რომელმაც საქართველოში კონკრეტულ ჯგუფებს "ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების" საშუალება მისცა.პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ინტერპრეტაციის საშუალება და სპეკულაციის ველი დატოვეს იქიდან გამომდინარე, რომ ის ფოტო, რაც გამოაქვეყნეს, იქ საქართველოს ტერიტორიაც არის მონიშნული."ინტერპრეტაციის საშუალება და სპეკულაციის ველი დატოვეს იქიდან გამომდინარე, რომ ის ფოტო, რაც გამოაქვეყნეს, იქ საქართველოს ტერიტორიაც არის მონიშნული. რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რადიკალებმა ეს თემაც აიტაცონ. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის უშიშროების სამსახურისთვის არ მიუმართავს. არც ამ მედია პლატფორმებს, რომლებმაც ეს საკითხი აიტაცეს, არ მიუმართავთ უსაფრთხოების სამსახურისთვის. იმასაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სწორედ უკრაინის სპეცსამსახურებია, სადაც დღემდე ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებს ბატონი ლორთქიფანიძე, რომელიც გახლდათ ვანი მერაბიშვილის მოადგილე, სწორედ უკრაინის სპეცსამსახურები არის, რომლებმაც დაგეგმეს და შემოაპარეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის იმისთვის, რომ აქ არეულობა მოეწყო", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შალვა კერესელიძე

პოლიტიკა 1764060998

შალვა კერესელიძე: აუცილებლად დადგება დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას

გიორგი გახარიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13-წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს. აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას.„მადლობა ღმერთს, რომ გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო, ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია 2019 წლის  20 ივნისის შემდეგ. გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ასეთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, რაც შემდგომ სანაქებო პრემიერ-მინისტრად ორჯერ წარდგენით დაგვირგვინდა, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-ივნისი თურმე დანაშაული იყო, რის გამოც გენერალურმა პროკურატურამ არ არსებულ და გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გიორგი გახარიას ერთ დღეში პოლიტიკური ბრალი წარუდგინა და სასამართლომ 13-წლიანი ორი დაკვეთილი პატიმრობა შეუფარდა.რამდენიმე თვით ადრე კიდევ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩადენილ დანაშაულებს „იძიებდა“, გამოკითხვაზე არ დაუბარებია მთავარი მოქმედი გმირები, მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ახალაიები, კეზერაშვილი, ნაცური პოლიტიკური წარსულის მქონე სასამართლოს წარმომადგენლები, მაგრამ კომისიაზე ყოვლად გაუგებრად დაიბარეს გიორგი გახარია და ბრალი წარუდგინა ნაცური პოლიტიკური წარსულის მქონე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ. ხსენებულმა სასამართლომ, 26 მაისის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე, დათა ახალაიას – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ამავე მუხლით წარედგინა ბრალი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 5-დან 8 წლამდე ედებათ ბრალი 7-ნოემბრის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემოქმედებსაც – მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს. გიორგი გახარიას კი, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13-წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს.20-ივნისს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გავრილოვი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, მერე ღვინით უმასპინძლა და შემდეგ ამ დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა. შემდეგ გულწრფელ, სამართლიან პროტესტს ბაქოში ემალებოდა და ვიდრე თანამდებობიდან გადააყენებდნენ, თვითონ დროულად რომ გადამდგარიყო, 20-ივნისი არ მოხდებოდა. იმდენად გიჭირთ ამ საქმის შეკერვა, რომ, ერთი მხრივ, თქვენივე პროკურატურა ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, მაგრამ რეზინის ტყვიებით ადამიანების მძიმე დაზიანებას გიორგი გახარიას აბრალებთ. საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ამ ყველაფერს სახელი რომ დავარქვათ და შეფასება მივცეთ, ეს არის გიორგი გახარიას მიმართ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება და პოლიტიკური დევნა, რომელიც არაერთხელ ითქვა საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნების წინ.დღევანდელი ნაცური პოლიტიკური წარსულის სასამართლო დღეს ასე გამოიყურება: სააკაშვილზე, ახალაიაზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე მეტი სასჯელი გიორგი გახარიას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვა ქართული სახელმწიფო გადატრიალებისგან და ოკუპაციის რისკის ქვეშ მყოფი ძირძველი ქართული მიწები დაიცვა მცოცავი ოკუპაციისგან. მერწმუნეთ, აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. მუდამ გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩორჩანას და 20 ივნისის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ორჯერ აირჩია“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კონსტანტინე გამსახურდია

პოლიტიკა 1762330285

აგ­ვის­ტოს ომ­ში სა­ქარ­თვე­ლომ არა თუ და­იბ­რუ­ნა და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტორი­ე­ბი, არა­მედ დაკარგა კოდორის ხეობა, რა­ზეც პასუხისმგებლობა უნ­და და­ე­კის­როს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს - კონსტანტინე გამსახურდია ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, ამჟამად ოპოზიციონერი აქტივის, ლეილა ცომაიას მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილს ავრცელებს.წერილში, ლეილა ცომაია, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბრალეულობაზე და წერს, რომ "აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა".ამავე დროს, ცომაია აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომში საქართველომ არათუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს."რამდენადაც ქ-ნი ლეილა ცომაია კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უინტერესო არ იქნებოდა მისი ამ წერილის გაცნობა 2008 წლის აგვისტოს ომზე"განმათავისუფლებელი"2008 წ. 18 სექტემბერი7-23 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხანგრძლივმოქმედი კოლაფსი და საყოველთაო კატასტროფა მოუტანა ქართველს ერს. ამ ქარიშხალივით თავსდატეხილმა ომმა თავზარდამცემად გააშიშვლა ილუზიონისტ-პოლიტიკანის,მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ვნებანი – თავს მოეხვია წასაგებად განწირული ომი, რისთვისაც მან დროც, თავისი “დიდი მასწავლებლის” – შევარდნაძის მსგავსად, აგვისტო შეარჩია, როდესაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია სამხრეთელი ქართველების შრომისა და ბრძოლის უნარიც, რომ არაფერი ვთქვათ ბაქი-ბუქა პრეზიდენტის “სამხედრო ძლიერების” ბლეფზე. ემზადებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ამ საპასუხისმგებლო ომისათვის? დიახ, ემზადებოდა! 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 179 ხმით მიიღო დადგენილება რუსი “სამშვიდობო ჯარების” ცხინვალის მხარიდან გაყვანის შესახებ (მანამდეც არსებობდა რიგი დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით) და 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის ხელშეკრულების გადახედვის შესახებ, თუმცა, ოპოზიცია ითხოვდა ამ ხელშეკრულების სრულ დენონსაციას.ყოველწლიურად იზრდებოდა სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტი და ჯარის რიცხვითი რაოდენობა (იგი, საბოლოოდ 2008 წლის 15 ივლისის პარლამენტის დადგენილებით, 37000-ით განისაზღვრა).2007 წლის ბოლო თვეებში, სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ცხინვალის რეგიონის დაბრუნების მზადების შესახებ და ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული აქტის ჩაშლა მთლიანად ოპოზიციის მიერ ნოემბერში საპროტესტო აქციების გაშლას ბრალდებოდა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მთავარი პირობა, მომავალ საპრეზიდენტო ვადაში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება იყო. ამგვარი აღმშენებლური ამბიციები (გახსოვთ, ალბათ, მან ორივე საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო) მას პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც გააჩნდა და ცხინვალის რეგიონში “ძლევამოსილი შესვლის” რეალური მცდელობაც ჰქონდა (2004 წ. ივნისი და აგვისტო-სექტემბერი). ამ ავანტიურისტული სულისკვეთებითა და პარანოიდული ჟინით გამოსტაცა ხელიდან დაუმორჩილებელ თავდაცვის მინისტრ ირ. ოქრუაშვილს (რომელიც მტკიცე შემართებითა და თავდაჯერებით აცხადებდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს იგი ცხინვალში შეხვდებოდა) შიდა ქართლის საქართველოსთვის დაბრუნების შედარებით რეალური ინიციატივა, რისთვისაც მას გააფთრებით შეებრძოლა – 2006 წლის ნოემბერში იგი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო 2007 წლის 27 სექტემბერს, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა, 10 მილიონი ლარი გირაოს სახით გამოსძალა, საქართველოდან განდევნა (მას საფრანგეთის ვიზა და გერმანიის ბილეთი საპატიმროში მიუტანეს) და ემიგრაციაშიც მასზე სისხლის სამართლის დევნა გამოაცხადა. ოქრუაშვილის ნაცვლად კი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სრულიად უსახური და არაჯანსაღი ჰაბიტუსის (გავრცელებული ხმებით იგი მორფინისტია) პიროვნება დავით კეზერაშვილი აღაზევა.ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს ერთი დღითაც კი არ ჩაუცვამს სამხედრო ფორმა და არც ნირი შეცვლია, არამედ მას და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისაგან სრულიად დაუცველი ადამიანები, სრულად წყდებოდნენ ოჯახები და სისხლიდან იწრიტებოდა საქართველო. ჩვენი ქვეყნის ეს ორი უმაღლესი ხელისუფალი კი სასოწარკვეთილ, დაბნეულ გაოგნებულ ხალხს, პარლამენტის წინ მიტინგებზე უხმობდნენ და იმედისა და რაიმე გონივრული სტრატეგიის ნაცვლად ხელში დროშებს აჩეჩებდნენ, მათ წინაშე ბაქი-ბუქობდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ. უმაღლესი მთავარსარდლისა და პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარ არაადექვატურ ქმედებებს, ბარბაროსი მტრის თბილისში შემოჭრის მცდელობამ უცვალა ნირი. აი, მაშინ კი დამფრთხალ-დამდუღრული სახით გამოვიდა დავით ბაქრაძე და ტელევიზიით განგვიცხადა: ყველამ საკუთარი შესაძლებლობებით დაიცავით თავიო და პრეზიდენტ-მთავარსარდლის დანაბარებიც გადმოგვცა: მშვიდად შეხვდით განსაცდელს, გარეთ არ გამოხვიდეთ, თუ მტერი სახლებში შემოგეჭრათ ხელები არ გაანძრიოთო, ანუ მტერს ხელებაწეული და დაჩოქილი შეხვდითო. თავად ბაქრაძეს კი სახეზე აშკარად ეწერა გაქცევის მზადება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ-მთავარსარდალთან ერთად.დიახ, ეს მუხანათური გადაწყვეტილება ბაქრაძის ჩამქრალ გასაიდუმლოებულ მზერაში აშკარად ბუდობდა. ხელისუფლებას არაოფიციალურად ჩამოცილებული იყო სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ლადო გურგენიძე, რომელიც, ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდა სახელისუფლო ავანსცენაზე და იგი მხოლოდ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს გამოჩნდა მოკრძალებული საქმიანობით – კაბინეტური შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ჯარისკაცს,რომლებმაც გვითხრეს, რომ მათ ბოლო ორის თვის განმავლობაში, ყოველ დღე ემზადებოდნენ ცხინვალში შესასვლედად, მათ იცოდნენ, რომ უნდა ებრძოლათ შიდა ქართლის დასაბრუნებლად.(ჩვენ მათ სახელებსა და გვარებს და დისლოკაციის ადგილებს შეგნებულად არ ვასახელებთ).ომიდან გამოსული, გადარჩენილი ჯარისკაცები კი გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ტყვია-წამალი და თვით ავტომატებიც კი, უიარაღო ბიჭები, ბრძოლის ჟინჩაკლული იღუპებოდნენო.მაგალითად, ვაზიანის 700-კაციან ბატალიონიდან მხოლოდ 300 ჯარისკაცი გადარჩენილა.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა, ბლეფად აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ყბადაღებული და რეკლამირებული ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და სიძლიერე და ნათლად წარმოაჩინა თავზარდამცემი რეალობა: საერთოდ არ გვყოლია სამხედრო ავიაცია, არ გვქონია არანაირი საზენიტო დანადგარები, ხუხულა ყოფილა სანავიგაციო სისტემა, არ გვყოლია არანაირი დაზვერვა, არ გვქონია საკმარისი ავტომატები და ტყვია-წამლებიც კი, ეს ყოველივე მაშინ, როცა ქვეყნის სამხედრო თავდაცვის ბიუჯეტი ორჯერ აღემატება სამოქალაქო ბიუჯეტს, ხოლო ჯარისკაცების წვრთნა და სამხედრო მომზადება მხოლოდ რეკლამისთვის განკუთვნილი მოკლემეტრაჟიანი კინოსერიალები ყოფილა.მთელი ომის განმავლობაში გულისმომკვლელად და აღმაშფოთებლად მწირი იყო ინფორმაციები ომის მსვლელობისა და მდგომარეობის შესახებ. სააკაშვილის მიერ მონოპოლიზირებულ ტელევიზიებში აშკარად იგრძნობოდა მკაცრი სახელმწიფო ცენზურა, მაშინ, როდესაც დღევანდელი ტექნიკური პროგრესის პირობებში სრულიად შესაძლებელია პირდაპირი ტრანსლიაცია საომარი მოქმედებებისა. ასე იყო ერაყის ომის, იუგოსლავიის და თვით ჩეჩნეთის ომის დროსაც. ჩვენ კი მხოლოდ უცხოური ტელეკომპანიების მოიმედენი ვიყავით, რომ ის ინფორმაციები მაინც მიგვეღო, რასაც ეს ტელეკომპანიები ავრცელებდნენ საინფორმაციო მეტრაჟით. ქართველ ჟურნალისტებს, ვითომდაც მათი უსაფრთხოების მიზნით ომის მოქმედების ზონებში არ უშვებდნენ. შესაბამისად არაფერი ვიცით, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, რა სამხედრო ტექნიკით, როგორი განლაგებით, საერთოდ იყო თუ არა ომის ეპიცენტრში თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ტელეეკრანზე მხოლოდ 17 აგვისტოს გამოჩნდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. სად იყო და როგორ მოქმედებდა ჩვენი გენერალიტეტი, უშიშრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საზღვრის დეპარტამენტის უფროსი ბიწაძე, რომლებიც ერთიანად გამქრალი იყვნენ არეალიდან. ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვესმინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ორწუთიან ბრიფინგებზე გაჟღერებული ქართველი მეომრების გმირობებზე, თავგანწირვაზე და ქართველი მეომრების მიერ ჩამოგდებულ 30-მდე ოკუპანტების თვითმფრინავზე, მაშინ, როცა დღემდე არ არსებობს არც ერთის დამადასტურებელი კადრი. ომის შედეგი კი კატასტროფულია, როგორც ფიზიკური სამხედრო ძალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებით ასევე ნგრევის მასშტაბებით, რითაც ეს ომი დიდად გასცდა 1992-93 წ. წ. აფხაზეთის ლოკალურ ომს.დღეს ჩვენ ორკვირიანი ომის შედეგად გვყავს 130 000-მდე დევნილი, 20 000-ზე მეტი დაღუპული (თუმცა ოფიციალური ხელისუფლება ამ ციფრს 2 000-მდე ამცირებს). გადამწვარ-გადაბუგულია თითქმის მთელი საქართველოს ტყე-პარკი და მინდვრები, სრულიად დანგრეული, გაძარცული და გაჩანაგებულია სამხედრო და თვით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, აფეთქებულია სარკინიგზო ხიდები და ა. შ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ავიაგამანადგურებლებით თბილისშიც შემოაღწია და მოიცვა სრულიად საქართველო, რუსმა ოკუპანტებმა ყველგან ჩვეული მაოხრებული კვალი დატოვეს.პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აშკარაა მცდელობა ტაბუ დაადოს და მიჩქმალოს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) საკითხი, რომლის ტერიტორია ჩვენ, ამ ომის შედეგად დავკარგეთ და იქ დღეს საქართველოს დროშების ნაცვლად აფსუა სეპარატისტების დროშა ფრიალებს. იმის ნაცვლად, რომ ამ სტრატეგიული ხეობის შესანარჩუნებლად მაინც გადაგვესროლა მთელი ძალები, სეპარატისტებსა და ოკუპანტებს ხეობა, თითქმის უბრძოლველად დავუთმეთ, საიდანაც, აგრეთვე გვყავს დევნილები.აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა, ბლეფად აქცია ჩვენი, ვითომცდა “ევროპული სტანდარტების შესაბამისი, “სამხედრო ძლიერება”. ამ მხრივ სულაც არ გვქონია მნიშვნელოვანი პროგრესი შევარდნაძისეულ თავდაცვისუნარიანობასთან, ხოლო საჰაერო თავდაცვა კვლავ არ გასცილებია დავით თევზაძის ლაკატკის დონეს. საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისადმი პასუხისმგებლობის ხარისხიც შევარდნაძის დონის იდენტური აღმოჩნდა; ისევე როგორც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა მოახდინა საომარი კონფლიქტს ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მაშინ, როცა სეპარატისტების ლიდერმა, ომის დაწყებამდე მზრუნველად გახიზნა ოსი მოსახლეობა და ეს პროცესი არ ყოფილა გასაიდუმლოებული თუ დახურული, არამედ იყო საჯარო. სააკაშვილმა, როგორც 24 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, იცოდა, რომ რუსეთი ემზადებოდა აგვისტოს ომისათვის და ამის შესახებ აფრთხილებდა კიდეც მსოფლიოს, მაგრამ ევროპამაც, დასავლეთმაც და ამერიკამაც წაუყრუეს. მათ ამგვარი ყრუდქმნილი მდგომარეობა შეინარჩუნეს ომის დაწყებისა და მსვლელობის თითქმის ოთხი დღის განმავლობაში ანუ, სანამ მთლიანად არ დაიბომბა შიდა ქართლის ტერიტორიები და არ ამოხოცეს ქართველი მოსახლეობა და ქართული ჯარი.საქართველო იქცა რუსეთ-ამერიკის ბრძოლის ველად და ამ ომში დამარცხდა, როგორც საქართველო, ასევე რუსეთიც, რომელსაც ამერიკამ “დუმილის პოლიტიკით” თავისივე დადგმულ ხაფანგში გააყოფინა თავი, რითაც მსოფლიოსათვის საშიშ აგრესორად წარმოაჩინა და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და, პერსპექტივაში, სახელმწიფოეობრივად დაასუსტა იგი.ნიშანდობლივი იყო, რომ სააკაშვილი, რუსი ოკუპანტების შეფასებისას ისტორიულ პარალელს განუხრელად ავლებდა მხოლოდ 1921 წლის ანექსია ოკუპაციის ფაქტთან და არამც და არამც გაკვრითაც არ ახსენებდა 1991-92-93 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალებასა და რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველო-აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია-ანექსიის ფაქტს, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამხედრო ძალით დამხობა იყო მსოფლიო შეთქმულების შედეგი და ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, როგორც დასავლეთი და ევროპა, ასევე ამერიკაც და რუსეთიც. სააკაშვილს კი არ სურს დაუპირისპირდეს, დღეს უკვე თავის პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს, ანუ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდის ხსნებით სააკაშვილს არ სურს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიზეზ-შედეგობრივი კვანძის გახსნა, რომელსაც უფრთხის მსოფლიოც. ეს ტაბუდადებული ისტორიული მონაკვეთია, რომელშიც მნიშვნელოვანია კვარცხლბეკის ფაქტორიც.ზვიად გამსახურდია (შევარდნაძისა და სააკაშვილისაგან განსხვავებით) ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო. სააკაშვილის მკრეხელური მცდელობა, რომ თითქოს – “დღევანდელი საქართველოსა და ქართველების გმირობამ პირველად, საქართველოს ისტორიაში აღაფრთოვანა მსოფლიო”, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს ფასეულობების დევალვაცია.თბილისი კი, რუსი ოკუპანტების შემოსევებისაგან ჭეშმარიტად იხსნა მართლმადიდებელი მრევლის ერთობლივმა გულითადმა ლოცვებმა, რომლებსაც ისინი თავიანთ წინამძღვრებთან ერთად ღამისთევით აღავლენდნენ ეკლესიებში. სასწაულთმოქმედი ხატებით ეწყობოდა მლოცველთა მსვლელობები მთელ თბილისში, მრავალრიცხოვანი მრევლის მიერ, ომის დაწყებამდე და ომის პერიოდშიც. ასევე ღვთის ნებითა და წყალობით იყო საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლაც, რომ რუს ოკუპანტებს ხელი აეღოთ თბილისში შეჭრის განზრახვისაგან, შეეწყვიტათ ომი და დაეწყოთ გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.აგვისტოს ომში საქართველომ არა თუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილი – კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს. (ლ. ცომაია)“ – ვკითხულობთ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

რეგიონი 1761928342

ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ნოდარ ტატალიშვილი ესწრებოდნენ.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დაწესებულების მუშაობის სპეციფიკითა და საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ პირობებზე, დანერგილ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე.როგორც, ვარლამ წიკლაურმა აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან საბავშვო ბაგა-ბაღებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველაფერი გაკეთდება, როგორც აღსაზრდელთათვის, ისე დასაქმებული პერსონალისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.