mama gabrielis sartyeli

საზოგადოება • 1793644165

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ - ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ...„სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია.ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

mama gabrieli

საზოგადოება • 1793609538

როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი, რომელსაც უამრავ სასწაულს უკავშირებენ

მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ.მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“.„ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში. როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

mama gabrieli

საზოგადოება • 1793603879

დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს

დღეს 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხონ:„ჰოი, მამაო, სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ უძლურთა განმტკიცებაი სარწმუნოებაში და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მოგვმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, რათა სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულითა ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, შენის მეოხებითა და მფარველობითა. ამინ.ღირსო მამა გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!“

mama gabrieli

საზოგადოება • 1793566070

ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხონ:„ჰოი, მამაო, სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ უძლურთა განმტკიცებაი სარწმუნოებაში და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მოგვმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, რათა სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულითა ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, შენის მეოხებითა და მფარველობითა. ამინ.ღირსო მამა გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!“

mama gabrieli

საზოგადოება • 1793563906

„სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა...“ - 2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა სახელით - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.***მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

ლიკა გაგნიძე

საზოგადოება • 1790196423

„წუხელ მამა გაბრიელი დამესიზმრა… ღმერთს მადლობა, დღევანდელი დღისთვის...“ – ლიკა გაგნიძის ემოციური პოსტი

ლიკა გაგნიძე, რომელმაც სიმსივნე მეორედ დაამარცხა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„სიზმარზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, მაგრამ წუხელ მამა გაბრიელი დამესიზმრა, დაჟანგული ჭიშკრიდან გამოვიდა წელში გამართული და უფრო დიდი. სადღაც უნდა წავსულიყავით ერთად, ჩემს გვერდით არ დამჯდარა, ვეღარც ვხედავდი, თუმცა ვიცოდი, ერთად უნდა წავსულიყავით. ღმერთს მადლობა, დღევანდელი დღისთვის, ის ყოველთვის მახსენებს იმას, რომ მისი იმედი უნდა მქონდეს“, - წერს ლიკა გაგნიძე სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

მამა გაბრიელი

რჩევები • 1789674249

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული - მისი სულიერი შვილის კომენტარი

ალხაზ ჯინორია მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი დროების უდიდეს წმინდა მამასთან ურთიერთობაზე, როგორც სხვას, მასაც არა ერთხელ უამბია.აი, რას იხსენებს ის ერთ-ერთი ინტერვიუსას.მალხაზ ჯინორია: მისგან სასწაულს არ ველოდი, მის ქმედებებში თავმდაბლობა და სიყვარული ჩანდა სულ და სასწაულს ნამდვილად არ დავუწყებდი ძებნას.***ერთხელ, დილით, მასთან კელიაში სტუმრობისას შემწვარი კარტოფილი მომართვა დედა პარასკევამ და მივირთვი. დილის ათ საათზე. მერე მე და მამა გაბრიელმა ვილაპარაკეთ, გავიდა რამდენიმე საათი. დედა პარასკევა შემოდის - გადის, საქმიანობს. მერე მამა გაბრიელმა სთხოვა, მალხაზს შეუწვი კარტოფილიო. აღარ გვაქვს კარტოფილიო, დედა პარასკევა პასუხობს. როგორ, სტუმარი გვყავს და მზად არ უნდა იყოო? და გააგდო კელიიდან. მერე მე მეუბნება, მალხაზ, უფალმა ხუთი ათასი ადამიანი განაძღო და ეგ გაუჭირდება? ვთხოვოთ და გაგვიჩენსო. გავიფიქრე, ახლა აქ რაღაც რომ გაჩნდეს, ინფარქტი ზედვე მაქვს-მეთქი. და ხომ ვიცოდი, ფიქრებს რომ კითხულობდა და ხმამაღლაც ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. კარგი, კარგიო, მითხრა. მიხვდა რომ შემეშინდა. მერე მეუბნება, აბა, ნახე ვინ მოდისო და კარებისკენ მიმახედა. ორი მონაზონი მოვიდა-მეთქი, ვუთხარი. უი, მართალი ვყოფილვარო, თქვა. ვფიქრობდი, რაში სჭირდებოდა ახლა ეს რომ გააკეთა-მეთქი. კაი, ჭამე, ჭამეო, მითხრა. დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, ვჭამ, მაგრამ მერე გამახსენდა, კარტოფილი ხომ არ იყო! ახლა ურწმუნოება დამეწყო და ვფიქრობ, სადმე ხომ არ ჰქონდა ჩამალული ან კარისკენ რომ გავიხედე, იმ დროს ხომ არ დადო მაგიდაზე-მეთქი. მაგრამ ცხელი ტაფიდან ზეთის შხეფები ისხმებოდა, ვერსაიდან ასე უცებ ცხელ ტაფას ვერ გადმოდებდა, თან ხომ იწვა... ასე გადამატანინა მე ყურადღება კარისკენ და... ისე, სასწაულად გემრიელი კარტოფილი იყო.ერთხელ სიწმინდეები დავიკიდე გულზე, გავიკეთე ქამრები ფსალმუნების წარწერებით. აბა, ეშმაკი ვერ მომეკარება, დაცული ვარ-მეთქი. და მივედი მასთან კელიაში, არაფერი მითქვამს, შიგნით მიკეთია, არ მიჩანს. და ამბობს, ზოგს ქამრები უკეთია, წარწერებით, ეს ბერმონაზვნების საქმეა, მაგრამ ზოგ ერისკაცს რომ უკეთია, ამპარტავნებაშია ჩავარდნილიო. მეთქი, სად ვარ... მიმახვედრა, რომ ღვთისწყალობის გარეშე, არაფერია, ვერც დაცული იქნები. ვერაფერიც დაგიფარავს.ვერ იტანდა, ვინმე რომ ვინმეს განიკითხავდა. იქ მეორედ მისვლის შანსი აღარ გექნებოდათ. იცი, რატომ არ შეიძლება განკითხვაო? ადამიანი რომ ცოდვაშია დაცემული, უფალი უშვებს ამას, რომ მას უფრო მეტად მიეახლონ. შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო. რამხელა სიბრძნეა!თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო. თუ თავმდაბლობა არ გაქვს, არაფერიც არ გაქვსო. გიხაროდა მისი მორჩილება. გიხაროდა, რის გაკეთებასაც გავალებდა.მამა გაბრიელ, მასწავლე როგორ ებრძვი ეშმაკებსო? - ჰკითხეს. მაგას 50 წელია ვსწავლობ და შენ ერთ დღეში გინდა გასწავლოო?გვიხსნიდა: ყველაფერი ღმერთის განგებითაა. მისი ნებაა, როდესაც ვთქვათ, სოდომ-გომორი დაანგრია, მისი ნება შემოვიდა, რათა ცოდვები აღმოეფხვრა. ღვთის დაშვებაა რასაც გინდა, იმას რომ გაკეთებინებს და ბოროტს რაც უნდა, იმას რომ აკეთებინებსო. ღვთის განგებითაა ხან ნებას რომ შემოუშვებს, ხან დაშვებას, ამას კიდე, ვერაკაცი ვერ ჩასწვდებაო...

mama gabrieli

საზოგადოება • 1788907236

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს, დაბრძანებულია ბორჯომთან ახლოს, სოფელ ვარდგინეთში. მიღების დღეებია: პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით.ხოლო, სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით არის თბილისში. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მამა გაბრიელის სახლში, სადაც დედა პარასკევა ჩამოდის, 3 საათის შემდეგ არის შესაძლებელი მასთან მოხვედრა.როგორც მრევლი ამბობს, რწმენით და მამა გაბრიელის შეწევნით მძიმე სენის დამარცხებაც შეძლეს. 

მამა გაბრიელის სარტყელი

საზოგადოება • 1787837580

„სარტყელი სასწაულებს ახდენს...“ - სად მდებარეობს მამა გაბრიელის სახელზე აშენებული პირველი ტაძარი

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია  - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ...„სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია.ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

mama gabrieli

საზოგადოება • 1787776522

რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში

საეკლესიო გვერდი მამა გაბრიელის ქადაგების ამონარიდს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„მიცვალებულის სახელზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო, ისეა, თითქოს პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მაშინ არწივივით აფრინდება! შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ხოლო თორმეტ შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, რანაირი ცოდვილიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარდა ღვთის გმობელისა, მათზე ლოცვაც არ შეიძლება.მხოლოდ კეთილი საქმეები. თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმითი სახე დაგებანათ“.

ლოცვა

საზოგადოება • 1787762501

ლოცვა, რომელიც 26 აგვისტოს უნდა წაიკითხოთ

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა.ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!".

mama gabrieli

საზოგადოება • 1787727900

როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი, რომელსაც უამრავ სასწაულს უკავშირებენ

მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ. მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“. „ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში. როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

✕