„არსებობს უშვილო ცოლ-ქმრის ლოცვა, რომელსაც სიზმარშიც კი ვამბობდი...“ - 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი

ილია და ირინა

ილია არჩუაძესა და ირინა ფარულავას 20 წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ.

ილიამ დადო პირობა, თუკი ოდესმე შვილი შეეძინებოდათ, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩააბრძანებდა მამა გაბრიელის ხატს. 

საზოგადოებამ არჩუაძეების ოჯახი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტით გაიცნო. 

ილიას და ირინას 20 წლის შემდეგ ნანატრი შვილი, იოანე შეეძინათ. 

ირინა ფარულავა ჰყვება, რომ ყოველ დღე უშვილო ცოლ-ქმრის ლოცვას კითხულობდა:

„არის უშვილო ცოლ-ქმრის ლოცვა. სადაც მოხსენიაბულია იოანე და ანა. ისე მიყვარს ეს ლოცვა, ძილშიც კი ვამბობდი. ერთ დღეს ვიფიქრე, ღმერთო თუ გასაზრდელს მაჩუქებ თუ ბიჭი იქნება დავარქმევ იოანეს და გოგო იქნება დავარქმევ თქო ანას, იოანე გვაჩუქა ღმერთმა მადლობა ღმერთს და იმედია ანასაც მალე გვაჩუქებს“, - 

ნახეთ სიუჟეტი სრულად ⇓