„ისეთი რაღაცები მითხრა, წარმოუდგენელი...“ - ვანო კობაიძე მამა გაბრიელთან შეხვედრას იხსენებს

ვანო კობაიძე

ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარი ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე იყო, რომელმაც ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა პატრიარქის ცხოვრებიდან. მათ შორის სიონის ტაძარში ბერ გაბრიელთან შეხვედრაც.

„პატრიარქთან ვართ სიონში მისული მე და ილია მეორის ძმა ვიქტორი. ვდგავართ ტაძარში, და ვხედავ ვიღაც შავებში ჩაცმულ ბერს, რომელიც ხმაურობს.  ყურადღებას იქცევდა ეს ადამიანი, ისე გამოდიოდა, რომ ლოცვას ხელს უშლიდა. ვიკითხე ვინ არის და მითხრეს, რომ ეს იყო მამა გაბრიელი, რომელსაც ჰქონდა ასე მოქცევის უფლება. პატრიარქს რომ ვუყურებდი, ის მას უღიმოდა. მერე მიდიოდა ხელზე ემთხვეოდა, კარგი საყურებელი იყო. მერე პატრიარქისკენ წავედი ზეთისცხებაზე. გამაჩერა მამა გაბრიელმა და ისეთი რაღაცები მითხრა, წარმოუდგენელი. გამიკვირდა, პირადზეც მესაუბრა. მივედით პატრიარქთან, თან ბერი მომყვებოდა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა. რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ აღარ მივაქციეთ ყურადღება.. სულ ვნანობ მაგას. რამდენი რამის თქმა უნდოდა ადამიანს და არ გავჩერდი“ - ამბობს ვანო კობაიძე.