კვარა

სპორტი • 1790973829

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.„პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შეიყვანა.დასაწყისში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზე 35-ე წუთზე ასახეს. უნგრელებმა მოედნის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის გადაცემა ჩაჭრეს და კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყეს, საჯარიმოში კი მცველებს მილოშ კერკეზმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა. 39-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას მცველები გადაეფარნენ და მასპინძლები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ისევ მიქაუტაძე შეეცადა და მიზანს ააცილა.მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ უპირატესობას მალე ისევ მასპინძლები დაეუფლნენ და სობოსლაის, შაფერისა და ბარანის შეტევების შემდეგ, უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ სისწრაფე და იმპროვიზაცია აშკარად არ გვყოფნიდა.საბოლოოდ მძიმე სურათი მივიღეთ – საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ ერთი ქულით ადგილზეა და ჯერჯეროობით, გოლიც არ აქვს გატანილი.შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავა

კულტურა • 1790944500

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი მოკლე პროგრამაში მოპოვებული 80,01 ქულით ლიდერობს.თავისუფალი პროგრამით წყვილი 3 ოქტომბერს იასპარეზებს.„ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ ბათუმში მიმდინარეობს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

Tbc

საზოგადოება • 1790926956

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

საქართველოში პირველი YouTube  ბიზნესშოუ -  Punchline Profit გრძელდება და სექტემბერში, მაყურებელს, ახალ ეპიზოდს სთავაზობს.ეპიზოდი ორ ნაწილად იყოფა და ის Punchline Profit-ის Youtube არხზე  უკვე ხელმისაწვდომია.ახალ ეპიზოდში, ბიზნესშოუს წამყვანები და მოწვეული სტუმრები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობენ: როგორ იზრდება გლობალური ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, როცა მისი მთავარი გამოწვევა უკვე არა იდეა, პროდუქტი ან ინვესტიცია, არამედ - სწორი ადამიანების პოვნა და გუნდის გაზრდაა.ანა რობაქიძე - Theneo-ს დამფუძნებელი და CEO, მაყურებელს კომპანიის ზრდის გამოცდილებას, კადრების მოძიებისა და განვითარების გამოწვევებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქართული ბაზარი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებისთვის.Punchline Profit-ის სექტემბრის ეპიზოდის მეორე ნაწილი პირად და რეალურ გამოწვევებს დაეთმობა. როგორ აშენებ სტარტაპს 51 წლის ასაკში, როცა ოჯახი, შვილები და პასუხისმგებლობები აღარ გაძლევს საშუალებს, წლები გაატარო ექსპერიმენტებში ან დიდი დრო დაუთმო უცხოეთში კაპიტალის მოძიებას.ირაკლი ბესელიძე - Calen AI-ს დამფუძნებელი, მაყურებელს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას იმაზე, თუ რას ნიშნავს ბიზნესის წამოწყება მაშინ, როცა საკუთარი დრო გაცილებით ძვირფას რესურსად იქცევა და თითოეულ გადაწყვეტილებას უფრო დიდი ,,ფასი’’ აქვს.Punchline Profit-ის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანი კი, ლუკა ნაჭყებია -  შეფი, კვების ტექნოლოგი, რესტორატორი და გასტრონომი, რომელსაც გუნდის შექმნისა და სწორი ადამიანების პოვნის საკუთარი, განსხვავებული ხედვა აქვს, ტექნოლოგიები და HoReCa,  ორი სრულიად განსხვავებული სფერო, მაგრამ ერთი საერთო გამოწვევა: როგორ იპოვო, გაზარდო და შეინარჩუნო ტალანტი.თუ ტექნოლოგიები, სტარტაპები, ტალანტების განვითარება, განათლება და ბიზნესის ზრდის რეალური გამოწვევები გაინტერესებთ, ეს ეპიზოდი თქვენთვისაა.Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.

ნონა

საზოგადოება • 1790872546

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა- ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.“პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმისა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ერთობლივი ორგანიზებით, 30 სექტემბერს, მუზეუმში მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდის, ქალთა შორის ხუთგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების, მიღწევებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებამ საზეიმოდ დახურა პოლონეთის ჭადრაკის ფედერაციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „History Written with Pieces”.დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, დიანა ჟღენტმა მიმართა. ელჩმა ისაუბრა ნონა გაფრინდაშვილის გამორჩეულ სპორტულ კარიერაზე, მის ისტორიულ გამარჯვებებსა და იმ გარდამტეხ როლზე, რომელიც ქართველი დიდოსტატის სახელს უკავშირდება მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში.ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ღონისძიების თანა-ორგანიზატორებმა, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრა ჩეხოვიჩ ვოჟნიაკმა და FIDE-ს გენერალურმა მდივანმა ლუკაშ ტურლეიმ.ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ნონა გაფრინდაშვილთან, რომელსაც ქართველი დიდოსტატი, ქეთი წაწალაშვილი უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, თავად ლეგენდარული მოჭადრაკისგან მოესმინა მისი ცხოვრების, სპორტული კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპების, ისტორიული გამარჯვებებისა და იმ უნიკალური გამოცდილების შესახებ, რამაც იგი მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.ნონა გაფრინდაშვილმა პოლონეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოგონებები გაიხსენა და ხაზი გაუსვა ჭადრაკს, როგორც ხალხთა, კულტურათა და ქვეყანათა დამაკავშირებელ უნივერსალურ ძალას.საღამოს სიმბოლური ნაწილი იყო ორი ბლიც-პარტია. ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.ასევე, შედგა პარტია პოლონეთში აკრედიტებულ დიპლომატებთან. ლეგენდარულ დიდოსტატს ელჩების გუნდი დაუპირისპირდა, რომელსაც რუმინეთის ელჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო შემადგენლობაში - თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს ელჩები შედიოდნენ.ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები.გულწრფელი მადლობა ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმს, FIDE-ს და ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული საღამოს განხორციელებაში წვლილი შეიტანა.”- ნათქვამია განცხადებაში. 

მამუკელაშვილი

Crystalsport • 1790862644

„შეტევაში ლუკა მთელ NBA-ში საუკეთესოა“ - მამუკელაშვილმა დონჩიჩი შეაქო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა გუნდის ლიდერ ლუკა დონჩიჩზე ისაუბრა და სლოვენიელი გამთამაშებლის მაღალ საკალათბურთო ინტელექტს გაუსვა ხაზი.„შესაძლოა, შეტევის მხრივ ლუკა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია. ყოველ შემთხვევაში ახლა NBA-ში მას არავინ სჯობს. მისი საკალათბურთო ინტელექტი სრულიად სხვა დონეზეა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/88426-shetevashi-luka-mtel-nba-shi-sauketesoa---mamukelashvilma-donchichi-sheako 

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

საას

მსოფლიო • 1790599800

8 წლის ბიჭმა მეტალოდეტექტორით 170 წლის წინ ჩაძირული გემის ნაშთი აღმოაჩინა

კანადაში 8 წლის ლუკას ატჩისონმა მეტალოდეტექტორის დახმარებით შესაძლოა 170 წლის წინ ჩაძირული გემის ნაშთს მიაგნო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ბიჭმა აღმოჩენა 2023 წელს, ონტარიოს პარკში, ოჯახთან ერთად ყოფნისას გააკეთა. მეტალოდეტექტორმა მიწის ქვეშ ლითონის საგანი დააფიქსირა. თავდაპირველად აღმოჩენა ჩვეულებრივ ფოლადის ღეროდ მიიჩნიეს, თუმცა გათხრების გაგრძელების შემდეგ ხის კონსტრუქციის ნაწილებიც გამოჩნდა.შემთხვევის შესახებ აცნობეს სპეციალისტებს, რომლებმაც ადგილზე ძველი გემის კონსტრუქციის ნიშნები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა მე-19 საუკუნის შხუნა St. Anthony იყოს, რომელიც 1856 წელს ჰურონის ტბაში, გოდერიჩის სანაპიროსთან, ჩაიძირა.არქეოლოგები ამჟამად გემის ზუსტი ვინაობის დასადგენად მუშაობენ. აღმოჩენილი ნაშთები კი კვლავ მიწით დაიფარება, რათა ხის კონსტრუქცია უკეთ შენარჩუნდეს.

ლუკა

ტაბლოიდი • 1790328220

ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე, სალომე ლაშხი, მშობლები გახდნენ.წყვილს ბიჭი ეყოლა, რომელსაც ტეო დაარქვეს. წყვილს პირველი შვილი შეეძინა. ლუკა ლოჩოშვილმა და სალომე ლაშხმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობეს და სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გააზიარეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

მსოფლიო • 1790264031

ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 15 პატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 15 პატიმარი შეიწყალა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ სახელმწიფო მედია „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.მედია აღნიშნავს, რომ აშშ ლუკაშენკოსთან ასობით პატიმრის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტია, აწარმოებს. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. აღნიშნულს კი აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდნენ.ცნობისთვის, გასულ კვირას, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ჯონ კოული ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდა.აღსანიშნავია, რომ 2026 წლის სექტემბრის თვეში ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-მა ორ ბელარუსულ კომპანიას სანქცია მოუხსნა.

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საზოგადოება • 1790230202

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.შეხვედრები გაიმართა სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ლუკა მგელაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობის საკითხები.ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საქართველოსა და რუმინეთს შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მნიშვნელობას.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლუკა ცეცხლაძე

საზოგადოება • 1790187061

თერჯოლაში, უბედურ შემთხვევას მე-12 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა

თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, მოზარდი სანადიროდ იმყოფებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა.„უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა, გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება  მისცეს შენს ოჯახს”, - წერია ნახშირღელეს სკოლის გვერდზე. 

ლევან ვეფხვაძე

სამართალი • 1790171036

დადასტურდა, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ველოდები განესაზღვრება უმაღლესი სასჯელი - პროკურორი

2025 წლის თებერვალში, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.კერძოდ, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი პაპაშვილის ბრალეულობა დასტურდება და ამიტომ ბრალდების მხარე, გიორგი პაპაშვილისთვის ყველაზე მძიმე სასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.„მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლომ დაინახა ამ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ამიტომ ველოდები, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრება მაქსიმალური სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.ინფორმაციისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, 2 პირმა - მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვმა - სხვა ქვეყანაში მიმალვა მოახერხეს, თუმცა გიორგი პაპაშვილი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან - ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე, საბა რობაქიძე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.

✕