levani

faceამბები 1714395300

PHOTO: „არ ვიცი ვინ ჰყავდა დღეს ლევანიკოს სტუმრად... “ - ლევან კბილაშვილის დედა შვილის საფლავზე დატოვებულ საჩუქარზე წერს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა.„არ ვიცი ვინ ჰყავდა დღეს ლევანიკოს სტუმრად. დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის  “, – წერს მელიტა ფურცელაძე. 

levani

ტაბლოიდი 1714238460

„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“ – ლევან კბილაშვილის საფლავზე, უცნობმა ადამიანმა საჩუქარი დატოვა

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა.„არ ვიცი ვინ ჰყავდა დღეს ლევანიკოს სტუმრად. დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის “, – წერს მელიტა ფურცელაძე. 

levani

ტაბლოიდი 1709193088

„ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის...“ - მელიტა ფურცელაძე შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანს რუსეთში ცხოვრება ურთულეს პერიოდში მოუწია, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.„მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ.ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო…ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია. ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.ვფიქრობ და ვერ ავხსენი: რა ქნა ამისთანა – როგორ იცხოვრა, როგორ შეძლო, როგორ მოახერხა, რომ უამრავი ადამიანის სიყვარული და უსასრულო მონატრება დაიმსახურა შინ თუ გარეთ.ადამიანები პატივს მიაგებენ თავისი ქვეყნის შვილებს,ვალდებულებები აქვთ მათ წინაშე, მაგრამ ამ საღამოზე – ქალბატონი ლუბას იუბილეზე, არ ყოფილა არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა – იყო მხოლოდ აღიარება: აღიარება იმისა,რომ იმსახურებ, რომ სულ იქნები, რომ მართლა, დამსახურებულად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგიძლია ამ უზარმაზარი სცენის უამრავი ეკრანიდან გამოანათო შენი ბრიალა თვალებით, შენი ალალი და ნამდვილი ღიმილით თუ სიცილით და ადამიანებს ერთხელ კიდევ უთხრა: Я хотель показать мою ГРУЗИЮშენ ღირსეულად დაანახე ყველას შენი საქართველო და ღირსეულად დაიმსახურე აღიარება.დიდი მადლობა ქალბატონ ლუბას, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ძვირფასია ჩემი, თქვენი და ქვეყნის ლევანიკომე კი ისღა დამჩენია შევძლო იმდენი, რომ ვიამაყო შენით ჩემო ლევანო  “, – წერს მელიტა ფურცელაძე.ასევე ნახეთ:21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი“+19, +21 გრადუსამდე დათბება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

MELITA FURCELADZE

საზოგადოება 1709152942

„ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის...“ – მელიტა ფურცელაძე შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანს რუსეთში ცხოვრება ურთულეს პერიოდში მოუწია, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.„მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ.ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო…ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია. ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.ვფიქრობ და ვერ ავხსენი: რა ქნა ამისთანა – როგორ იცხოვრა, როგორ შეძლო, როგორ მოახერხა, რომ უამრავი ადამიანის სიყვარული და უსასრულო მონატრება დაიმსახურა შინ თუ გარეთ.ადამიანები პატივს მიაგებენ თავისი ქვეყნის შვილებს,ვალდებულებები აქვთ მათ წინაშე, მაგრამ ამ საღამოზე – ქალბატონი ლუბას იუბილეზე, არ ყოფილა არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა – იყო მხოლოდ აღიარება: აღიარება იმისა,რომ იმსახურებ, რომ სულ იქნები, რომ მართლა, დამსახურებულად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგიძლია ამ უზარმაზარი სცენის უამრავი ეკრანიდან გამოანათო შენი ბრიალა თვალებით, შენი ალალი და ნამდვილი ღიმილით თუ სიცილით და ადამიანებს ერთხელ კიდევ უთხრა: Я хотель показать мою ГРУЗИЮ 🇬🇪 შენ ღირსეულად დაანახე ყველას შენი საქართველო და ღირსეულად დაიმსახურე აღიარება.დიდი მადლობა ქალბატონ ლუბას, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ძვირფასია ჩემი, თქვენი და ქვეყნის ლევანიკომე კი ისღა დამჩენია შევძლო იმდენი, რომ ვიამაყო შენით ჩემო ლევანო “, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ლევან კბილაშვილი

ტაბლოიდი 1708853501

„ლევანიკო მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის...“ - მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, „უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი“.„დღეს ქალბატონი ლუბას დაბადების დღეა.70 წლის საიუბილეო საღამო საკონცერტო დარბაზ კროკუს სიტში იმართება, ათიათასზე მეტი ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და… ლევანიკო დაესწრება კი არა მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის.უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი.იუბილეს ვულოცავ ქალბატონ ლუბას და დიდი მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისა და აღიარებისთვის“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

MELITA FURCELADZE

საზოგადოება 1698506544

„სახლში რომ დაბრუნდა მითხრა - დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, რომ ჩამოვალ დავასრულებო...“ - ლევან კბილაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ლევანს განსაკუთრებით უყვარდა სოფელ ბალებისხევში ჩასვლა, რომელთანაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები აკავშირებდა და როგორც კი თავისუფალ დროს მოიხელთებდა სოფელში გარბოდა.„ეს გზა,მხარე,საბადურის ტყე, სოფელი ბალებისხევი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო. თავისუფალ დროს მოიხელთებდა და ხან შუაღამეს გარბოდა სოფელში.ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შევიძინეთ აგარაკი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. სოფლის შესასვლელში პატარა ბიბლიოთეკის შენობა იყო, ზაფხულობით მის ეზოში სტუმრად ასული ბავშვები იყრიდნენ თავს, იყო ჟრიამული და გართობა, რომელიც მთავრდებოდა ასე – ქალბატონი ბიბლიოთეკის გამგე აცხადებდა – ეხლა გამოვლენ კბილაშვილების გოგო ბიჭებიო და იწყებოდა კონცერტი სანახაობა.ბოლოს გული იჯერა იქ ყოფნით, სახლში რომ დაბრუნდა მითხრა – დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, იყოს, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

მოძრაობა

დედაქალაქი 1696439643

გაფრთხილება! თბილისის ამ ქუჩაზე, მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება - დეტალურად

შოთა მიქატაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.,,4 ოქტომბრის 23:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად - თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე).ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ხერგიანის, ერმალოზ კობერიძის, იპოლიტე ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების გამოყენებით.სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეიზღუდება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გზის მარცხენა მხარე.სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. კერძოდ; ავტობუსი N351 გლდანულას დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან" მოძრაობას გააგრძელებს ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგ ქერჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით დაუკავშირდება გლდანულას დასახლებას, ხოლო გლდანულას დასახლებიდან ,,ახმეტელის თეატრთან" მოსახვედრად თიანეთის გზატკეცილიდან დაუკავშირდება სამამულო ომის გმირების ქუჩას, რის შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავა ვეკუას ქუჩაზე, დაუკავშირდება „ახმეტელის თეატრს" და იმოძრავებს დადგენილი სქემით.რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N496 და N531 თიანეთის გზატკეცილიდან ნაცვლად მიქატაძის ქუჩისა, ლესელეძის ქუჩას დაუკავშირდებიან კობერიძის და ხერგიანის ქუჩების გავლით, უკუმიმართულებისას, ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილს დაუკავშირდებიან ანალოგიურად ხერგიანისა და კობერიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით", - ნათქვამია განცხადებაში.ასევე ნახეთ:,,როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ, ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა" – მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდანზარზმაში ბერად აღკვეცილმა მათემატიკოსმა იმდენი მოახერხა, რომ 38 მოსწავლე კომაროვში ჩაირიცხა.VIDEO: ,,სიცოცხლეც მიყვარს და სად მაქვს შარის თავი?" - რა კადრებს აქვეყნებს გურამ შეროზია

levani

საზოგადოება 1696061207

VIDEO: „ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე...“ - მელიტა ფურცელაძე პატრიარქისთვის შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის მორიგ, არაჩვეულებრივ შესრულებას გვიზიარებს, რომელსაც თან ემოციური პოსტი დაურთო.ლევან კბილაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მელიტა ფურცელაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი შვილის ნამღერს ვერ უსმენს, თუმცა შეძლო და აღნიშნულ ვიდეოს ბოლომდე უყურა.„ჩემო ლაშა „გენაცვალე შენ“-ო ასე მიმართავდა ყველას ლევანიკო. ახლა მე გენაცვალე შენ ამ ჩანაწერისთვის. ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე, ამასწინათ მითხარი ლევანიკოსთან რომ ვზივარ განსაკუთრებული სიმშვიდე მეუფლებაო, ხოდა დარწმუნებული იყავი, ყოველთვის იქნება მფარველი ანგელოზი შენთვის და ყველა მეგობრისთვის, ვინც იცის ლევანოს ფასი. მადლობა“,- წერს ლევანი დედა. ცნობისათვის, ვიდეოს ლევანის ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ზაალიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს და წერს, რომ ვიდეო 2017 წელს არის გადაღებული. მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ „ამ ვიდეოში უწმინდესი პატრიარქი ლოცავს ლევანს. უწმინდესმა ლევანი ამღერა, დალოცა და ჯვარი აჩუქა რომელიც ამ ვიდეოში არ ჩანს“.

ოკეანე

მსოფლიო 1690416394

მსოფლიოში პირველად, ფლორიდაში ოკეანის ტემპერატურამ 37,77 გრადუსს გადააჭარბა

მსოფლიოში პირველად, ფლორიდაში ოკეანის ტემპერატურამ 37,77 გრადუსს გადააჭარბა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, სამხრეთ ფლორიდის მახლობლად ოკეანის ზედაპირზე დაფიქსირდა.ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს თანახმად, ეს კრიტიკულად მაღალი ნიშნულია ოკეანისთვის და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მხარეში არსებული მარჯნის რიფებისთვის.ასევე დაგაინტერესებთ:„საოცარი ამბები ხდება ლევანიკოს საფლავზე... პატარა გოგონა მოვიდა და მკითხა...“ - ლევან კბილაშვილის გახსენებამარიამი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გოგოს დედა გახდა - მისი მდგომარეობა კი სტაბილურიაVIDEO: ვრცელდება მარნეულში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები„გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი

 ბრეია

მსოფლიო 1690395186

„ყველაფერს შავ-თეთრად ვხედავ, მალე მხედველობას სრულად დავკარგავ" - 6 წლის ბრეიას ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც მსოფლიო მედია აქტიურად წელს 6 წლის ბრეია ლასტოვკაზე, რომელიც უიშვიათესი დაავადების გამო, მხედველობას უახლოეს მომავალში დაკარგავს. სანამ 6 წლის ბრეია მხედველობას დაკარგავს - მისმა ოჯახმა გადაწყვიტა შვილს მსოფლიო აჩვენოს. „გარშემო ყველაფერს შავ-თეთრად ვხედავ. მალე მხედველობას სრულად დავკარგავ. მაგრამ არაუშავს - სანამ ეს მოხდება- მანამდე ვნახავ ყველაფერს და კარგად დავიმახსოვრებ.  რათა იმ დროს როცა სამყაროს ვეღარ დავინახავ ჩემი გონება ფერადი მოგონებებით იყოს სავსე“,- ამბობს ბრეია.   უიშვიათესი დაავადებამ , რომელიც  ალსტრომის სინდრომის სახელითაა ცნობილი,  ფერების აღქმის უნარი გოგონას დაბადებიდანვე წაართვა.  „ბრეია 3 თვის იყო, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ შევამჩნიეთ, რომ მხედველობის პრობლემები ჰქონდა“,- ამბობს ბრეიას დედა, ალისა.   „ჩემი თვალები უაზროდ ტრიალებდა აქეთ-იქით- მათი მოძრაობის კონტროლს ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მგრძნობიარე ვარ სინათლის მიმართ - ამიტომ მუდმივად შავ სათვალეს ვატარებ “,- იხსენებს ბრეია. ექიმებს პატარა გოგონასთვის დიაგნოზის დასმა ძალიან გაუჭირდათ:„თავიდან ონკოლოგიური დაავადება ეგონათ - შემდეგ ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი ტვინის ფუნქციონირების დარღვევით იყო გამოწვეული.  უამრავ ანალიზსა და კვლევას უტარებდნენ. ბრეიას რეალური დიაგნოზი ცოტა ხნის წინ გავიგეთ“. ალსტრომის სინდრომი ძალიან იშვიათი დაავადებაა.  დღეისთვის მსოფლიოში ამ სინდრომის ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. მისი სიმპტომები თავს ყველაზე ხშირად ჩვილ ასაკში იჩენს - ზოგჯერ კი უფრო გვიან. დაავადება მხედველობასა და სმენას აქვეითებს. ასევე,  ალსტრომის სინდრომმა შესაძლოა ღვიძლის, თირკმლის, შარდის ბუშტის ან ფილტვის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებაც გამოიწვიოს.  მისი განკურნების გზა ჯერჯერობით არ არსებობს.   „არ ვიცი ჩემი შვილი მხედველობას როდის დაკარგავს. შეიძლება ხვალ, ზეგ ან 10 წლის შემდეგ. როდესაც ექიმმა ეს ყველაფერი მითხრა - ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცხოვრებას აზრი წაერთვა. როგორც ყველა დედა, მეც ჩემი შვილისთვის სხვანაირი მომავალი წარმომედგინა. ძალიან ცუდად ვიყავი.  შემდეგ კი ძალა მოვიკრიბე და ჩემს თავს ვუთხარი - ალიშა, ახლა ეს შენი რეალობაა, გააკეთე ყველაფერი, რათა ბრეიას ცხოვრება გაულამაზო.  მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ  ჩვენს შვილს მთელი მსოფლიო მანამდე ვაჩვენოთ, სანამ მას დაავადება მხედველობას სრულად წაართმევს“,- ამბობს ალისა. ასე დაიწყეს მოგზაურობა მარშტურის გარეშე.  სასურველი ადგილების სია თავად ბრეიამ  შეადგინა. „წინა წელს დისნეილენდს ვესტუმრეთ - კონკიას სასახლე ვნახე. კიდევ მინდა ეიფელის კოშკი ვნახო, ახალ წელს ნიუ-იორკში შევხვდე, ვესტუმრო კოლორადოს. ჩემი სია საკმაოდ გრძელია.. ", აღნიშნავს ბრეია.   „უამრავი არასაჭირო ნივთი გავყიდეთ. ინტერნეტსივრცეში ინფორმაციაც განვათავსეთ - იმდენი ადამიანი დამიკავშირდა. სრულიად უცნობები დახმარებას მთავაზობდნენ, თანხას მირიცხავდნენ... თვალებს არ ვუჯერებდი“,- ამბობს ალისა.  მოგზაურობის პარალელურად - ცდილობენ შვილს  ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების განვითარებაში დაეხმარონ. ასწავლიან ბრაელის შრიფტით კითხვას - უსინათლოებისთვის განკუთვნილი ხელჯოხის გამოყენებას:    „იმედს არ ვკარგავ - იქნებ სამომავლოდ მეცნიერებამ ჩემი შვილის დაავადებასთან გამკლავება შეძლოს. თუმცა, მანამდე ვცდილობ აწმყოთი დავტკბე და თითოეული წუთისგან სიამოვნება მივიღო. მინდა მსოფლიოში ყველა დედას ვუთხრა - თქვენ არ ხართ მარტო! ეს ყოველთვის გახსოვდეთ... ვიცი, რომ რთულია, მაგრამ არ შეგეშინდეთ - ითხოვეთ დახმარება, ისაუბრეთ ხმამაღლა, არ შეგრცხვეთ და საკუთარი თვალით ნახავთ, რომ სამყარო თქვენს ხმას გაიგებს და სასწაულ ძალას იგრძნობთ. ჩემს შვილს სრულიად უცნობი ადამიანები ეხმარებიან! მე თქვენ გვერდით ვარ - ერთად ყველაფერს შევძლებთ!".ასევე დაგაინტერესებთ:„საოცარი ამბები ხდება ლევანიკოს საფლავზე... პატარა გოგონა მოვიდა და მკითხა...“ - ლევან კბილაშვილის გახსენებამარიამი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გოგოს დედა გახდა - მისი მდგომარეობა კი სტაბილურიაVIDEO: ვრცელდება მარნეულში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები„გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი

სმარტფონი

მსოფლიო 1690383660

იუნესკო სკოლებში სმარტფონების გლობალური აკრძალვის მოწოდებით გამოდის

სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს, რათა სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს და ბავშვები კიბერბულინგისგან იყვნენ დაცულები. როგორც Guardian-ი წერს, ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშშია აღნიშნული.როგორც იუნესკოში აცხადებენ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოსწავლის მოსწრებას აუარესებს და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.ანგარიშის თანახმად, სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებამ უნდა აჩვენოს, რომ ციფრული ტექნოლოგიები მთლიანობაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.იუნესკოს გენერალური დირექტორის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლება ონლაინ სწავლებამ არ უნდა ჩაანაცვლოს.ასევე დაგაინტერესებთ:„საოცარი ამბები ხდება ლევანიკოს საფლავზე... პატარა გოგონა მოვიდა და მკითხა...“ - ლევან კბილაშვილის გახსენებამარიამი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გოგოს დედა გახდა - მისი მდგომარეობა კი სტაბილურიაVIDEO: ვრცელდება მარნეულში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები„გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი

მარგო რობი

შოუბიზნესი 1690380960

მარგო რობი სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენით დაელაპარაკა - ვიდეო

მარგო რობი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. ბარბის როლის შემსრულებლის ფანებმა ახლახან მსახიობის კიდევ ერთი ნიჭი აღმოაჩინეს: მარგო რობის ჟესტების ენა სცოდნია!ახლახან ტვიტერზე ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, რომელშიც მარგო რობი სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენაზე ესაუბრება. ვიდეო 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ინტერნეტმა თავიდან აღმოაჩინა. ვიდეოში ვხედავთ, რომ ავტოგრაფების მიცემისას მარგო რობის ყურადღება ერთ-ერთმა ფანმა მიიქცია, რომელიც ჟესტების ენით რაღაცას ანიშნებდა, მსახიობმა კი პასუხი გასცა და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.მარგო რობიმ ფანს ჟესტების ენით უთხრა, რომ მისი გაცნობა გაუხარდა. გარდა ამისა, მსახიობი ცდილობდა, რომ ფანის შეკითხვებზე პასუხები შეძლებისდაგვარად გაეცა. როგორც ვიდეოს კომენტარებში აღნიშნეს, მართალია, მარგო რობი ჟესტების ენას სრულყოფილად არ ფლობს, თუმცა კომუნიკაცია ძალიან კარგად გამოსდის.  pic.twitter.com/UQDsFAeNlc — Tom (@Tom123jr) July 24, 2023   ასევე დაგაინტერესებთ:„საოცარი ამბები ხდება ლევანიკოს საფლავზე... პატარა გოგონა მოვიდა და მკითხა...“ - ლევან კბილაშვილის გახსენებამარიამი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გოგოს დედა გახდა - მისი მდგომარეობა კი სტაბილურიაVIDEO: ვრცელდება მარნეულში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები„გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი