მარგო რობი სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენით დაელაპარაკა - ვიდეო

მარგო რობი

მარგო რობი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. ბარბის როლის შემსრულებლის ფანებმა ახლახან მსახიობის კიდევ ერთი ნიჭი აღმოაჩინეს: მარგო რობის ჟესტების ენა სცოდნია!

ახლახან ტვიტერზე ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, რომელშიც მარგო რობი სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენაზე ესაუბრება. ვიდეო 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ინტერნეტმა თავიდან აღმოაჩინა. ვიდეოში ვხედავთ, რომ ავტოგრაფების მიცემისას მარგო რობის ყურადღება ერთ-ერთმა ფანმა მიიქცია, რომელიც ჟესტების ენით რაღაცას ანიშნებდა, მსახიობმა კი პასუხი გასცა და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

მარგო რობიმ ფანს ჟესტების ენით უთხრა, რომ მისი გაცნობა გაუხარდა. გარდა ამისა, მსახიობი ცდილობდა, რომ ფანის შეკითხვებზე პასუხები შეძლებისდაგვარად გაეცა. როგორც ვიდეოს კომენტარებში აღნიშნეს, მართალია, მარგო რობი ჟესტების ენას სრულყოფილად არ ფლობს, თუმცა კომუნიკაცია ძალიან კარგად გამოსდის.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„საოცარი ამბები ხდება ლევანიკოს საფლავზე... პატარა გოგონა მოვიდა და მკითხა...“ - ლევან კბილაშვილის გახსენება

მარიამი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გოგოს დედა გახდა - მისი მდგომარეობა კი სტაბილურია

VIDEO: ვრცელდება მარნეულში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები

„გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი