„ლევანიკო მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის...“ - მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ლევან კბილაშვილი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.

როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, „უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი“.

„დღეს ქალბატონი ლუბას დაბადების დღეა.

70 წლის საიუბილეო საღამო საკონცერტო დარბაზ კროკუს სიტში იმართება, ათიათასზე მეტი ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და… ლევანიკო დაესწრება კი არა მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის.

უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი.

იუბილეს ვულოცავ ქალბატონ ლუბას და დიდი მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისა და აღიარებისთვის“, – წერს მელიტა ფურცელაძე.