VIDEO: „ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე...“ - მელიტა ფურცელაძე პატრიარქისთვის შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს

levani

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის მორიგ, არაჩვეულებრივ შესრულებას გვიზიარებს, რომელსაც თან ემოციური პოსტი დაურთო.

ლევან კბილაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მელიტა ფურცელაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი შვილის ნამღერს ვერ უსმენს, თუმცა შეძლო და აღნიშნულ ვიდეოს ბოლომდე უყურა.

„ჩემო ლაშა „გენაცვალე შენ“-ო ასე მიმართავდა ყველას ლევანიკო. ახლა მე გენაცვალე შენ ამ ჩანაწერისთვის. ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე, ამასწინათ მითხარი ლევანიკოსთან რომ ვზივარ განსაკუთრებული სიმშვიდე მეუფლებაო, ხოდა დარწმუნებული იყავი, ყოველთვის იქნება მფარველი ანგელოზი შენთვის და ყველა მეგობრისთვის, ვინც იცის ლევანოს ფასი. მადლობა“,- წერს ლევანი დედა. 

ცნობისათვის, ვიდეოს ლევანის ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ზაალიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს და წერს, რომ ვიდეო 2017 წელს არის გადაღებული. მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ „ამ ვიდეოში უწმინდესი პატრიარქი ლოცავს ლევანს. უწმინდესმა ლევანი ამღერა, დალოცა და ჯვარი აჩუქა რომელიც ამ ვიდეოში არ ჩანს“.