გარემოს ეროვნული სააგენტო

საზოგადოება • 1790324941

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერს, 06:22 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, – ამის შესახებ განცხადებას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.„ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად, მდინარე დევდორკმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მოკლეტალღოვანი ნაკადი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჭალა-კალაპოტმა უზრუნველყო წარმოქმნილი ნაკადის უსაფრთხოდ გატარება. ხეობაში წყლის დონემ დაახლოების 4 მეტრს მიაღწია. ამასთან, საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კმ-ის მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია.აღნიშნული განგაშის სისტემა მდინარე დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია.დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მსგავსი მოვლენების განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება სიგნალის ამოქმედება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

საზოგადოება • 1790323129

რა ვითარებაა ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში - უახლესი ინფორმაცია

გზა

საზოგადოება • 1790320921

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია.აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პრემიერი

პოლიტიკა • 1789412790

პრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული

ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის.„მიზეზი არის მარტივად პოლიტიკური. ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას და რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ესკალაციის მუდმივი მცდელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში საბოლოო მიზანი იყო მეორე ფრონტისკენ ჩვენი ქვეყნის წაქეზება. ეს კონკრეტული ფაქტებით იყო გამოხატული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო სანქციებთან მიერთება. მოლდოვა დღემდე არ არის მიერთებული ამ სანქციებზე, დსთ-ც კი არ დაუტოვებია დღემდე, ახლა დაიწყეს აქტიური საუბრები ამ თემაზე, არცერთი კრიტიკული განცხადება, არაფერი. საქართველოსთან დაკავშირებით გახსოვთ, რა ხდებოდა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მებრძოლი-მოხალისეების გაგზავნა, დახურულ კარს მიღმა რაც ხდებოდა ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, უამრავი რამ.ამას თან ერთოდა ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც დაიწყო 2022 წელს. 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის. ეს იყო პირველად როცა დაიწყო ომი უკრაინაში, მაშინ გააჩაღეს პირველი ქსენოფობიური კამპანია, მეორე დაემთხვა მობილიზაციის კამპანიას, რომელიც რუსეთში პუტინმა გამოაცხადა და ამას მოჰყვა მიგრაციული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში და მესამე კამპანია 2022 წელს დაემთხვა ტურისტულ სეზონს. სამივე შემთხვევაში იყო მიზანი პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. პოლიტიკური მიზანი იყო მაქსიმალური ესკალაცია, ხელოვნური პრობლემების შექმნა, პოლიტიკური პრობლემების შექმნა. ეკონომიკური მიზანი იყო ეკონომიკის დასუსტება. რატომაც ითხოვდნენ ჩვენგან სანქციებთან მიერთებას, რასაც მოლდოვისგან არავინ არ ითხოვდა არც შიგნით, არც გარეთ, ზუსტად იმ მიზეზების გამო გამართეს ეს ქსენოფობიური კამპანიები.ახლა დაემატა წელსაც, წელსაც კი. მანამდე შუალედში იყო, საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ვერ ახსნა რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ხმელეთით ლარსიდან შემოსულ რუს ტურისტს შორის. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი, მაგრამ გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამ ქსენოფობიურ კამპანიაში მთელი აგენტურაა ჩართული, პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია და ა.შ.ცოტა ხნის წინ ვუსმენდი რადიკალური ოპოზიციის, სინამდვილეში აგენტურის ერთ-ერთ „თვალსაჩინო“ წარმომადგენელს, ბატონ გვარამიას, რომელიც 5 წუთის ინტერვალით ჯერ საუბრობდა სომხეთზე და სომხეთს მოუწონა ის, რომ მათ დაძლიეს ის ტრავმა, რომელიც დაკავშირებული იყო თურქეთთან და თურქებთან, ეს მოუწონა. თქვენ იცით, რომ სომხეთში თაობები გაიზარდა ამ ტრავმით. ამაზე იყო საუბარი თაობიდან თაობამდე და გვარამიამ მოუწონა სომხებს, რომ ეს ტრავმა დაძლიეს, რაც აძლევდა მათ იმის საშუალებას, რომ პრაგმატულად გაეგრძელებინათ ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან. აქედან დაახლოებით 5 წუთში აცხადებს, რომ რუსეთი არის ისტორიული მტერი და დამოკიდებულებაც უნდა იყოს ასეთი. თვითონვე საკუთარ აბსურდში იხლართებიან. საუბარია რუსეთზე და რუსებზე“, - განაცხადა პრემიერი-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1789411560

ირაკლი კობახიძე: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული - პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია, ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას

ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.მთავრობის მეთაურის თქმით, 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის.„მიზეზი არის მარტივად პოლიტიკური. ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას და რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ესკალაციის მუდმივი მცდელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში საბოლოო მიზანი იყო მეორე ფრონტისკენ ჩვენი ქვეყნის წაქეზება. ეს კონკრეტული ფაქტებით იყო გამოხატული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო სანქციებთან მიერთება. მოლდოვა დღემდე არ არის მიერთებული ამ სანქციებზე, დსთ-ც კი არ დაუტოვებია დღემდე, ახლა დაიწყეს აქტიური საუბრები ამ თემაზე, არცერთი კრიტიკული განცხადება, არაფერი. საქართველოსთან დაკავშირებით გახსოვთ, რა ხდებოდა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მებრძოლი-მოხალისეების გაგზავნა, დახურულ კარს მიღმა რაც ხდებოდა ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, უამრავი რამ. ამას თან ერთვოდა ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც დაიწყო 2022 წელს. 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის. ეს იყო პირველად როცა დაიწყო ომი უკრაინაში, მაშინ გააჩაღეს პირველი ქსენოფობიური კამპანია, მეორე დაემთხვა მობილიზაციის კამპანიას, რომელიც რუსეთში პუტინმა გამოაცხადა და ამას მოჰყვა მიგრაციული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში და მესამე კამპანია 2022 წელს დაემთხვა ტურისტულ სეზონს. სამივე შემთხვევაში იყო მიზანი პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. პოლიტიკური მიზანი იყო მაქსიმალური ესკალაცია, ხელოვნური პრობლემების შექმნა, პოლიტიკური პრობლემების შექმნა. ეკონომიკური მიზანი იყო ეკონომიკის დასუსტება. რატომაც ითხოვდნენ ჩვენგან სანქციებთან მიერთებას, რასაც მოლდოვისგან არავინ არ ითხოვდა არც შიგნით, არც გარეთ, ზუსტად იმ მიზეზების გამო გამართეს ეს ქსენოფობიური კამპანიები. ახლა დაემატა წელსაც, წელსაც კი. მანამდე შუალედში იყო, საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ვერ ახსნა რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ხმელეთით ლარსიდან შემოსულ რუს ტურისტს შორის. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი, მაგრამ გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამ ქსენოფობიურ კამპანიაში მთელი აგენტურაა ჩართული, პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია და ა.შ.ცოტა ხნის წინ ვუსმენდი რადიკალური ოპოზიციის, სინამდვილეში აგენტურის ერთ-ერთ „თვალსაჩინო“ წარმომადგენელს, ბატონ გვარამიას, რომელიც 5 წუთის ინტერვალით ჯერ საუბრობდა სომხეთზე და სომხეთს მოუწონა ის, რომ მათ დაძლიეს ის ტრავმა, რომელიც დაკავშირებული იყო თურქეთთან და თურქებთან, ეს მოუწონა. თქვენ იცით, რომ სომხეთში თაობები გაიზარდა ამ ტრავმით. ამაზე იყო საუბარი თაობიდან თაობამდე და გვარამიამ მოუწონა სომხებს, რომ ეს ტრავმა დაძლიეს, რაც აძლევდა მათ იმის საშუალებას, რომ პრაგმატულად გაეგრძელებინათ ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან. აქედან დაახლოებით 5 წუთში აცხადებს, რომ რუსეთი არის ისტორიული მტერი და დამოკიდებულებაც უნდა იყოს ასეთი. თვითონვე საკუთარ აბსურდში იხლართებიან. საუბარია რუსეთზე და რუსებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1788263473

მე-5 კოლონა რისი მე-5 კოლონაა საკუთარი ქვეყნის დაზიანებას რომ არ ცდილობდეს - დავით მათიკაშვილი "ნაციონალების" მიერ რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. დავით მათიკაშვილის განცხადებით, მათ ოპონენტები აღნიშნული განცხადებებით ქვეყნის ეკონომიკისა და იმიჯის დაზიანება სურთ."მე-5 კოლონა რისი მე-5 კოლონაა საკუთარი ქვეყნის დაზიანებას რომ არ ცდილობდეს. აგენტურული დღის წესრიგით, შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, რაიმე ფორმით ქვეყნის ეკონომიკა, იმიჯი და ა.შ. არ დააზიანონ. თან არ გამოსდით ეს ყველაფერი. ახლა ეს რუსოფობიური განწყობების გაღვივება არის, ის დავალება, რომელიც მათ მიიღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ანალოგიურს ვერ ვხედავდით 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. გვახსოვს განცხადებებიც, რუსულ ფულს თურმე სუნი რომ არ ასდის. როგორ შეიძლება ხელი მოაწერო ისეთ რეზოლუციას, სადაც საკუთარ ჯარს, არმიას და ქვეყანას დააბრალო ომის დანაშაულის ჩადენა. დღეს სხვა დავალება აქვთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1788262872

უკონტროლოდ შემოდიან რას ნიშნავს, პასპორტის გარეშე შემოდიან? რუს ტურისტებს ვინ ხვდებოდა ღვინით ლარსზე კარგად გვახსოვს - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალების" მიერ რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, რუსი ტურისტები იმ კანონმდებლობით სარგებლობენ, რომელიც თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოიღო და ახლა ცდილობენ ეს ყველაფერი მმართველ გუნდს გადააბრალონ."კარგია, რომ გვახსენებენ ამ თემას, შეიძლება ჩვენ დაგვავიწყდეს. რუს ტურისტებს ვინ ხვდებოდა ღვინით ლარსზე ძალიან კარგად გვახსოვს. ვურჩევ, იმ ენერგეტიკულ ობიექტებთან მივიდნენ, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ რუსებს გადასცეს.თავის დროზე, თვითონ შემოიღეს ეს ყველაფერი, ახლა უნდათ ჩვენ გადმოგვაბრალონ. უკონტროლოდ შემოდიან რას ნიშნავს, პასპორტის გარეშე შემოდიან? ქალები შემოდიან ისეთი პასპორტებით, სადაც კაცების სურათია ჩაკრული? - რას ეძახიან უკონტროლო შემოსვლას?!იმ კაცს აქვს გარკვეული დროით, უვიზო გადაადგილების პირობებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე, აქ შემოსვლის უფლება. თუ იტყვიან რომ უკანონოდ და უსაბუთოდ ხდება ეს ყველაფერი და კანონის დარღვევით ვუშვებთ - კი ბატონო, მაგრამ თავისი დაწესებული წესებით შემოდიან ისინი აქ, მერე უფრო მეტნი გადიან ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1788262636

არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება - ირაკლი ფავლენიშვილი

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი არ ებრძვიან ტურისტებს რუსეთიდან, თუმცა არ სურთ საქართველოში ქართველების რუსი მოქალაქეებით ჩანაცვლება."უკონტროლოდ მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ხალხის დიდი ნაწილი არ არის ტურისტი. ჩვენ არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საპასუხოდ, უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

ნათურა

დედაქალაქი • 1787947820

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, გუდარეხის, მახარაშვილის, სერგო წულაძის, ჩერქეზიშვილის, ბაქარაშვილის, მეველეს, ვირსალაძის, დოდაშვილის, სოლომონ მეორის, მამუკინის, დიდგორის, აბუსერიძე-ტბელის, აბრამიშვილის, შალვა დოლიძის, ბალადანის, მანავის, ჩოხელის, თეთრიწყაროს და ლერწმის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იონა ვაკელის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ქართველიშვილის, ოთარ ჭილაძის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, გალის, პეტრე მელიქიშვილის, რეზო ჩხეიძის, პეტრე უმიკაშვილის, ბარნოვის, შანიძის და თერგის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ცხემის, ბესიკის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზურაბ ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), შამანაურის, ზაჰესის, თაყაიშვილის, გახოკიძის, კუპრაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კახნიაშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შუქი გაითიშება

დედაქალაქი • 1787853802

ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გიორგი სოსიაშვილი

პოლიტიკა • 1787820815

ბოლო პერიოდში, რადიკალების რუსოფობიური განცხადებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ დავალება აქვთ გარედან მიღებული - გიორგი სოსიაშვილი

„ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე“ - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, საქართველოში მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვა მიუღებელია."ბოლო პერიოდში, რადიკალების მიერ რუსოფობიური განცხადებები, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ აქვთ დავალება მიღებული. გვახსოვს, თავის დროზე მათი ბელადი საზღვართან ხვდებოდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს.ახლა მიიღეს დავალება, რომ რაღაც საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩათესონ, მათ შორის, ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით, რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის დავალება აგენტურისაგან, აგენტურისთვის გარედან მიღებული დავალება და ხვალ თუ დასჭირდებათ, რომ რუს ტურისტებს უნდა ჩამოართვან ხელი და მომღიმარი სახით მიიღონ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ამას გააკეთებენ.ეს არის ჩვეულებრივი, მათთვის დამახასიათებელი ხელწერა. გარედან რომ დაავალონ, ატირდებიან, დაავალებენ, პირმღიმარი სახით დახვდებიან ნებისმიერ ადამიანს და აი, ესე, ესე მოქმედებენ და თავიანთი სახე გამოაჩინეს. საქართველოში არავინ არ სძულთ. საქართველოში მტერს მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ ის, რომ ასეთი ანტი სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანია ჩათესონ, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი ამბავი", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

თათია ნიკოლაიშვილი

პოლიტიკა • 1787820761

არ მგონია, ვერ ხედავდეთ, რაც არის რეალობა - თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტი არიან - თათია ნიკოლაიშვილი

არ მგონია, ვერ ხედავდეთ, რაც არის რეალობა - თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტი არიან, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.თათია ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყანაში ეროვნებით რუსი ადამიანების შემომსვლელთა რაოდენობა მზარდია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რეალობას არ ასახავს."მათი სტატისტიკები ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორც მათ სურთ. ქართველი ხალხი ხედავს იმას, რაც ხდება რეალობაში, მათ შორის, არა მგონია, თქვენც ვერ ხედავდეთ იმას, რაც არის რეალობა, თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტია", - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა."ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე" - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.

✕