სვანაძე

სპორტი • 1791006573

,,მეტოქის პრესინგის გამკლავება გაგვიჭირდა", - სვანაძე მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა."საერთო ჯამში, ერთი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, არის მაღალი და ინტენსიური პრესინგი, რომლის გამკლავებაც ძალიან გაგვიჭირდა.სწორედ ეს იყო ყველაზე მთავარი, იმ პირველ ნახევარ საათში, რის გამოც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა.ლოგიკური იყო, რომ აქცენტი მარცხენა ფლანგის დაცვაზე ექნებოდათ, რადგან ის გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და უკრაინასთან მატჩის შემდეგ, მეტოქის ეს ტაქტიკა იკითხებოდა.რთული სიტუაციაა, მაგრამ მომავალს იმედიანად უნდა ვუყუროთ. საქართველოს ნაკრების ჩაბარება რთულ პერიოდში მომიწია, თუმცა ყველაფერი გამოსწორდება, რადგან რამაზ სვანაძეს ჯერ არ ჰქონია სამუშაო, სადაც დასახული მიზნისთვის ვერ მიუღწევია", - განაცხადა სვანაძემ.

კვარა

სპორტი • 1790973829

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.„პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შეიყვანა.დასაწყისში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზე 35-ე წუთზე ასახეს. უნგრელებმა მოედნის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის გადაცემა ჩაჭრეს და კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყეს, საჯარიმოში კი მცველებს მილოშ კერკეზმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა. 39-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას მცველები გადაეფარნენ და მასპინძლები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ისევ მიქაუტაძე შეეცადა და მიზანს ააცილა.მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ უპირატესობას მალე ისევ მასპინძლები დაეუფლნენ და სობოსლაის, შაფერისა და ბარანის შეტევების შემდეგ, უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ სისწრაფე და იმპროვიზაცია აშკარად არ გვყოფნიდა.საბოლოოდ მძიმე სურათი მივიღეთ – საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ ერთი ქულით ადგილზეა და ჯერჯეროობით, გოლიც არ აქვს გატანილი.შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

ნაკრები

სპორტი • 1790963005

უნგრეთთან საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი კიტეიშვილი, ეგოიანი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

კვარა

სპორტი • 1790949049

„ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში“ - ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

 დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ."სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მარკო როსი

სპორტი • 1790885307

„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა...“ - რა თქვა უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მატჩამდე

მარკო როსიმ საქართველოსთან ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე და მეტოქეზე ისაუბრა.„საქართველოსთან უფრო სწრაფი თამაშია საჭირო, აუცილებელია მეტი ხარისხის ჩვენება შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ერთა ლიგის პირველი მატჩის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, მათი თამაშის სტილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი მაღალი დონის მოთამაშეა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია – ის მოედანზე ყველა მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება და მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება. თუმცა ამ გუნდთან მოგება შეგვიძლია“.ერთა ლიგის გათამაშების მესამე ტურში უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ 2 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.

ნაკრები

სპორტი • 1790607552

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ უკრაინასთან გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.უკრაინასთან მატჩი „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იქნება რამაზ სვანაძისთვის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვილი სანიოლი შეცვალა.სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

სიმაღლე

საზოგადოება • 1790602980

რაზე შეიძლება მიუთითებდეს, თუ ბავშვი თანატოლებზე ბევრად დაბალია - სპეციალისტი განმარტავს

რაზე შეიძლება მიუთითებდეს, თუ ბავშვი თანატოლებზე ბევრად დაბალია, ან პირიქით - ძალიან სწრაფად იზრდება - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ეკატერინე კვარაცხელია საუბრობს:- მე მხარს ვუჭერ ბავშვების იმ სისტემურ მეთვალყურეობას, რომელსაც პედიატრი ახორციელებს. წესითა და რიგით, ბავშვს უნდა ჰყავდეს პედიატრი, რომელიც ნებისმიერ სხვა პრობლემას დააკვირდება. ამისთვის ბავშვის დაბადებიდან შემდგომ პერიოდამდე ზრდის მრუდი დგება. როგორც კი პედიატრი მრუდზე ცენტილური ხაზების გადაკვეთას, აჩქარებას ან, პირიქით, ჩამორჩენას შეამჩნევს, მან ბავშვი ენდოკრინოლოგთან ან სხვა შესაბამის სპეციალისტთან უნდა გადაამისამართოს. ​ხანდახან ეს ასე არ ხდება და ამ ჩივილით მედიკოსს დაკვირვებული მშობელი მიმართავს. არც ერთი ეს შემთხვევა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს - მათ შორის არც ის გარემოება, როდესაც ბავშვი სწრაფად იზრდება და თანატოლებს უსწრებს. გარკვეული გენეტიკური თავისებურებების მიღმა, ეს შესაძლოა. დარღვევების, მათ შორის ჰორმონული დარღვევების შედეგი იყოს. ამის მაგალითია ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქციონირება. ​როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰიპერფუნქციურად მუშაობს, მეტაბოლიზმის ყველა სახე დაჩქარებულია. მათ შორის, სწრაფად მიმდინარეობს ფიზიკური განვითარებაც - ბავშვი სწრაფად იზრდება და ძვლოვანი ასაკიც სწრაფად მწიფდება. გარდა სიმაღლეში ზრდისა, თირეოტოქსიკოზი და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია მკურნალობას ისედაც საჭიროებს, რის გამოც ეს პარამეტრი ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო ნიშანია. ​სწრაფი ზრდის მიზეზი ხშირად სქესობრივი მომწიფების ნაადრევი მიმდინარეობაც ხდება. ამ დროს მიზეზების დიფერენცირება ხანდახან საკმაოდ რთულია და ზუსტი კვლევების ჩატარებას მოითხოვს. ჩვენ ვიკვლევთ ოჯახურ ანამნეზს, თუ რამდენად არის ეს პროცესი გენეტიკური განწყობის შედეგი. ასევე ვაფასებთ, რამდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, სცდება თუ არა პროცესი ნორმის ფარგლებს (რადგან ნორმასაც თავისი ვარიაციები აქვს) და უსწრებს თუ არა იგი უკიდურესად ადრეულ ასაკობრივ ზღვარს. ​ამ დროს ძვლოვან ასაკსაც ვამოწმებთ. გვაინტერესებს, ხომ არ მწიფდება ძვლოვანი ქსოვილი იმაზე სწრაფად, ვიდრე სიმაღლეში ზრდის პროცესი მიმდინარეობს, რათა საბოლოოდ იმაზე დაბალი სიმაღლის მაჩვენებელი არ მივიღოთ, ვიდრე ბავშვს გენეტიკურად ეკუთვნის. 

სანიოლი - ხვიჩა

Crystalsport • 1790451900

„ერთად ბევრი რამ გავიარეთ“ - ხვიჩა სანიოლს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვილი სანიოლს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/88294-ertad-bevri-ram-gaviaret---khvicha-saniols-daemshvidoba 

ბუდუ

სპორტი • 1790444620

მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის... - ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხბურთელი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ვილი სა­ნი­ოლს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა."მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ამ ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ. ეს იყო სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით თა­მა­ში­სას არა­ერ­თხელ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. თქვენ გაგ­ვიყ­ვა­ნეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რა­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დით. ამის გამო თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ჩემი ჩათ­ვლით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თქვე­ნი მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ," - და­წე­რა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.ვილი სანიოლს ემოციური პოსტით ხვიჩა კვარაცხელიაც გამოემშვიდობა.დღეს ცნობილი გახდა, რომ ვილი სა­ნი­ოლ­მა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა. ფრანგ სპე­ცი­ა­ლისტს რე­ვაზ სვა­ნა­ძე შეც­ვლის.

ვილი სანიოლი

სპორტი • 1790437441

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ვილი სა­ნი­ოლს ემოციური წერილით და­ემ­შვი­დო­ბა

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ვილი სა­ნი­ოლს ემოციური წერილით და­ემ­შვი­დო­ბა.„მად­ლო­ბა, ვილი! ერ­თად ბევ­რი რამ გა­ვი­ა­რეთ, დავძლი­ეთ სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლე, პი­რა­დად მე და ჩემ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ავიხ­დი­ნეთ ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­ტა­ნეთ, ეს შენ­თან ერ­თად მო­ვა­ხერ­ხეთ და ამ წა­რუშ­ლე­ლი ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თად გავ­ხდით.ეს სი­ხა­რუ­ლი და ემო­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად გა­ვი­ზი­ა­რეთ, ყვე­ლას­თვის სა­მუ­და­მოდ ის­ტო­რი­ად დარ­ჩე­ბა. ამ პე­რი­ო­დის­თვის და ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას გიხ­დი, ეს სა­ფეხ­ბურ­თო თავ­გა­და­სა­ცე­ლი არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ მო­მა­ვალ­ში, ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით.” - წერს კვარაცხელია  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ვილი სა­ნი­ოლ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი და­ტო­ვა. 2028 წლის ბო­ლომ­დე ნაკ­რებს ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი რა­მაზ სვა­ნა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

კვარა

სპორტი • 1790364900

VIDEO: „ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეაფასა, მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და გულშემატკივრებს გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო ბოდიში მოუხადა.

ფეხბურთი

სპორტი • 1790359661

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამზე გაშვებული გოლით საქართველო 0:1 დამარცხდა.ვილი სანიოლის შერჩეული შემადგენლობა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ასევე შესანიშნავ ფორმაში მყოფი ირაკლი ეგოიანი. ლოგიკური კი „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის დაყენება იყო, რომელმაც იტალიის სერია A-ში სეზონი შესანიშნავად დაიწყო.მართალია, ტრიბუნებზე მხოლოდ საფეხბურთო სკოლების მოთამაშეები დაუშვეს, მაგრამ მცირერიცხოვანმა ქომაგებმაც სტადიონზე კარგი ატმოსფერო შექმნეს და გუნდს მხარს ძალიან ომახიანად უჭერდნენ.სტუმრებმა თამაში მაღალი პრესინგით დაიწყეს და ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს მეტოქის დაცვაში თავისუფალი სივრცეების ნახვა ძალიან გაუჭირდა. პირველი რეალური მომენტი 38-ე წუთზე კვარაცხელიას კუთხურის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ კვერნაძის თავური დარტყმა მცველმა მოიგერია.პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. სანიოლმა თამაშის შეცვლა მოედანზე ჩაკვეტაძის გამოყვანით და კვარაცხელიას ჩვეულ პოზიციაზე გადაწევით სცადა. ამან გუნდი აშკარად გამოაცოხლა. სწორედ „უდინეზეს“ შემტევმა შექმნა რეალური მომენტი 53-ე წუთზე და კარის წინ მიქაუტაძე დატოვა, მაგრამ „ვილიარეალის“ ფორვარდმა მეკარეს ვერ აჯობა.64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა. ლოჩოშვილის წაქცევისთვის მსაჯმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც შინ გამართავს – 28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს.1TVSPORT 

✕