საპირფარეშო

მსოფლიო • 1791036290

ქალმა აეროპორტის ტუალეტში იმშობიარა - დედა და ახალშობილი გარდაიცვალნენ (რუსეთი)

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ საერთაშორისო და რუსული მედია შეძრა. შემთხვევა C ტერმინალის ჩამოფრენის ზონის საზოგადოებრივ ტუალეტში მოხდა, როდესაც 30 წლის ქალი  თურქეთიდან (ანტალიიდან) დაბრუნდა.მედია საშუალებების (მათ შორის Telegram-არხების 112, Mash და Baza) ინფორმაციით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ის აეროპორტის ტუალეტის კაბინაში ჩაიკეტა, სადაც დამოუკიდებლად იმშობიარა და ჭიპლარიც თვითნებურად გადაჭრა.თვითხილველების თქმით, ტუალეტის კაბინიდან ახალშობილის ტირილის ხმა ისმოდა. სავარაუდოდ, შიშისა და პანიკის გამო, დედამ ჩვილს სასუნთქი გზები ტუალეტის ქაღალდით გადაუკეტა, რამაც ბავშვის გაგუდვა გამოიწვია. ამის შემდეგ მან ჩვილის ცხედარი ურნაში გადააგდო. (გამოძიება ასევე ამოწმებს ვერსიას, ხომ არ დაიბადა ბავშვი უკვე მკვდარი).ქალი იატაკზე იჯდა და კარებს ზურგით აწვებოდა. ირგვლივ მყოფი ხალხი, რომლებმაც სისხლი და ყვირილი შეამჩნიეს, ცდილობდა მის დახმარებას, თუმცა ის კატეგორიულ უარს ამბობდა კარის გაღებაზე.მოგვიანებით ადგილზე ექიმები გამოიძახეს. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.როგორც რუსული მედია წერს, ქალი თურქეთში დასასვენებლად თავის 38 წლის პარტნიორთან და 11 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.როგორც მამაკაცმა გამოძიებას განუცხადა, მან არაფერი იცოდა ცოლის ორსულობის შესახებ. მისი თქმით, მხოლოდ გამომგზავრების წინა დღეს შეამჩნია ქალის გაზრდილი მუცელი, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ მას „მალე სიურპრიზი ელოდა“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა ზუსტად დადგინდეს ახალშობილის სიკვდილის მიზეზი და ტრაგედიის ყველა გარემოება.

მარკო როსი

Crystalsport • 1790862800

„საქართველო კარგი და სოლიდური გუნდია“ | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. უნგრელთა მომდევნო მეტოქე საქართველოა, რომელსაც 2 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან და როსიმ „ჯვაროსნების“ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.„ვფიქრობ, მსგავსი სიტუაციები ხშირად ხდება. მახსოვს, 2020 წელს, როდესაც თურქეთში ჩავედით, მგონი, 8 ფეხბურთელის შეცვლა მომიწია. სალაი და ტოტი სათამაშოდ მზად არიან — მათ ტრავმები მოირჩინეს“.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/88429-sakartvelo-kargi-da-soliduri-gundia--ungretis-nakrebis-mtsvrtnelis-preskonperentsia 

თამარ იოსელიანი

ეკონომიკა • 1790695144

თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი

„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.„მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.„2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.

მსოფლიო ბანკი

ფინანსები • 1790679028

მსოფლიო ბანკი: ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში ინვესტიციების განხორციელებას ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მილიონობით სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი დონის მიღწევა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა, აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და დანარჩენი ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტის მოდერნიზაციის და ინტეგრაციის გაღრმავების გზით.ანგარიში „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ თუ ქვეყნები ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ვაჭრობისა და ტრანსპორტის ეფექტიანობის გასაუმჯობესებელ რეფორმებთან ერთად განახორციელებენ, 2040 წლისთვის დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს.ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებელი სატრანსპორტო შეფერხებების შემსუბუქებით, მიწოდების ჯაჭვის საიმედოობის გაუმჯობესებით და ბაზარზე წვდომის გაფართოებით იქნება მიღწეული დერეფნის ცხრა ქვეყანაში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის ეს ასევე ნიშნავს ბაზრებსა და სხვა შესაძლებლობებზე უკეთეს წვდომას.მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების არსებობა და წყალდიდობებთან, გვალვებთან და სხვა მეტეოროლოგიურ შოკებთან დაკავშირებული რისკები ზრდის კიდევ უფრო სწრაფი და საიმედო სავაჭრო მარშრუტების არსებობის მნიშვნელობას. TCTC ქვეყნებისთვის, რომელთაგან ბევრი ენერგიის, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების, ნედლეულისა და სასურსათო პროდუქტების მსხვილი მწარმოებელია, დერეფანი გარე შოკების მიმართ დაუცველობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, ტრანზიტზე მოთხოვნის ადგილობრივ ინვესტიციებად გარდაქმნის, ბიზნესის ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად. რეგიონული ვაჭრობის ბოლოდროინდელი ზრდა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, TCTC სახელმწიფოებისთვის დამატებითი სტიმულია ამ სტრატეგიული სატრანსპორტო არტერიის განვითარების თვალსაზრისით.ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სავაჭრო დერეფანს ლოგისტიკური ხარჯების შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა, პროდუქტიულობის ამაღლება და სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა. ის აფასებს ტრანსკასპიური სავაჭრო დერეფნის ეკონომიკურ პოტენციალს, განსაზღვრავს ეფექტიანობის ხელშემშლელ ფაქტორებს და გვთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს დერეფნის რეგიონული ზრდის გაცილებით მძლავრ მექანიზმად გარდასაქმნელად.„ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი შეიძლება მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების სწრაფი ზრდის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის, სიღარიბის დაძლევისა და კერძო ინვესტიციების გაფართოების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს. მას აქვს პოტენციალი, გარდაიქმნას ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების უბრალო დერეფნიდან ისეთ რეგიონულ პლატფორმად, რომელიც აქტიურად განავითარებს ბიზნესს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. ეს მოითხოვს ინვესტიციებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც დამატებით ინვესტიციებს მომსახურების მიწოდების, ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი მიდგომების, სატრანსპორტო ოპერაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით შეუფერხებელი რეგიონული ბაზრის შესაქმნელად“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ.ანგარიშის შეფასებით, 2040 წლის ბოლომდე 25 მლრდ. აშშ დოლარზე მეტის ინვესტირება იქნება საჭირო ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სარკინიგზო ქსელებში, საზღვაო პორტებსა და დამაკავშირებელ გზებში. დერეფნის ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების უმეტესობა უკვე განხორციელების პროცესში ან მომზადების მოწინავე ეტაპზეა. თუმცა, კონკურენტუნარიანობის, ტვირთების მოცულობისა და ეკონომიკური ზემოქმედების მდგრადი ზრდა TCTC ქვეყნებში ასევე მოითხოვს დერეფნის გაცილებით აქტიურ ფუნქციონირებას, სერვისების მეტ ეფექტიანობასა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას.ამასთან ერთად, დაახლოებით 30 მლრდ. აშშ დოლარი იქნება საჭირო „ხელშემწყობი“ ინვესტიციებისთვის, როგორებიცაა: საავტომობილო და სარკინიგზო კავშირების შექმნა, რაც განაპირობებს დერეფნის ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში; ლოგისტიკური ჰაბების და შიდა ტერმინალების განვითარება, რაც უზრუნველყოფს საქონლის უფრო სწრაფად გადაადგილებას; და ლოგისტიკური აღჭურვილობის, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის, მაგ. ლოკომოტივების და ვაგონების, ტვირთის გადამუშავების აღჭურვილობის და ციფრული სისტემების შესყიდვა, რომლებიც უზრუნველყოფს მთელი ქსელის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.დერეფნის წარმატება საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად ითანამშრომლებენ ქვეყნები და ოპერატორები სასაზღვრო შეფერხებების შემცირების, დოკუმენტაციის გამარტივების, ჰაბების კოორდინაციისა და საიმედო მომსახურების მიწოდების მიმართულებით. მთავრობებს, სატრანსპორტო ოპერატორებსა და კერძო სექტორს შორის უფრო მჭიდრო პარტნიორობამ შეიძლება გააუმჯობესოს საიმედოობა, მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს მარშრუტის ეკონომიკური ზრდის უფრო ფართო პლატფორმად გარდაქმნას.ანგარიში ხაზს უსვამს ოთხ პრიორიტეტულ ქმედებას დერეფნის მართვისა და ოპერირების გასაუმჯობესებლად, ესენია: დერეფნის ერთიანი ციფრული სისტემის დანერგვა ფრაგმენტული დოკუმენტბრუნვის ჩასანაცვლებლად, ტრანსპორტის, ტრანზიტისა და სავაჭრო მონაცემების მიღების „ერთი ფანჯრის“ შექმნით; ინტეგრირებული, ბაზარზე ორიენტირებული, სარკინიგზო ტვირთების და ტრანსკასპიური გადაზიდვების ოპერატორის ერთობლივი საწარმოს გაძლიერება ან დაარსება, სარკინიგზო და საზღვაო საკონტეინერო მომსახურების ერთმანეთთან დასაკავშირებლად; დერეფნის მასშტაბით კოორდინაციის გაძლიერება საქმიანობის მონიტორინგის, შეფერხებების აღმოფხვრისა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად; და დერეფნის ოპერატორების მოდერნიზაცია მმართველობის, ფინანსური მდგრადობისა და რეგულირების გაუმჯობესების გზით, რათა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა სარკინიგზო, საპორტო და გადამზიდავმა კომპანიებმა უკეთ შეძლონ კომერციული ოპერირება.„დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზება დამოკიდებული იქნება პრაქტიკულ ღონისძიებებზე, რომლებიც საზღვრებს შორის ტვირთის გადაადგილებას უფრო სწრაფს, პროგნოზირებადს და სამართავად მარტივს გახდის. უკეთ დაკავშირებული რკინიგზა, პორტები, ლოგისტიკური ჰაბები და ციფრული სისტემები, ქვეყნებსა და ოპერატორებს შორის გაცილებით ძლიერ კოორდინაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ბიზნესისთვის უფრო კონკურენტუნარიან მარშრუტად და რეგიონული განვითარების ძლიერ პლატფორმად გადაქცევას“, – განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურის მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ კორმიემ.ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „შუა დერეფანი“, სწრაფად ვითარდება აზიასა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს მულტიმოდალურ სავაჭრო მარშრუტად. ის ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს მოიცავს. აღნიშნული ქვეყნების ერთმანეთთან და გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებასთან ერთად, რაც სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო (კასპიისა და შავი ზღვები) მიმოსვლის გზით წარმოებს, ის ასევე აკავშირებს ევროპას და აღმოსავლეთ აზიას. ანგარიშში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნებად მოხსენიებულია: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჯერ არ არის TCTC-ის მასპინძელი ქვეყანა, ის სავარაუდოდ პირდაპირ კავშირებს დაამყარებს დერეფანთან 2030-იანი წლებისთვის. ვინაიდან ამ ანგარიშის ანალიტიკური ჰორიზონტი 2023 – 2040 წლებს მოიცავს, მასში სომხეთიც იქნა ჩართული.ინფორმაციას მსოფლიო ბანკის ჯგუფი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი

პოლიტიკა • 1790661259

სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან - მსოფლიო ბანკის ანგარიში

 ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, -  ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.ანგარიში, სახელწოდებით ინტეგრაცია: "მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ", მიუთითებს, რომ განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას. ანგარიშის თანახმად, თუ ქვეყნები ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებსაც შეუთავსებენ, 2040 წლისთვის დერეფნის გავლით ტვირთბრუნვის მოცულობა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანზიტის დრო ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შედეგები შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო ბარიერების შემცირების, მიწოდების ჯაჭვების საიმედოობის გაუმჯობესებისა და ბაზრებზე წვდომის გაფართოების შედეგად დერეფნის გასწვრივ მდებარე ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის ეს ასევე ნიშნავს ბაზრებსა და სხვა შესაძლებლობებზე უკეთეს წვდომას. "TCTC-ის გასწვრივ სარკინიგზო სახელმწიფო საწარმოები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბით, შესრულებით და ინსტიტუციური განვითარების დონით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დერეფნის შედეგებზე. ერთის მხრივ, ყაზახეთის თემირ ჟოლი მართავს დიდ, მაღალი სიმკვრივის ქსელს (დაახლოებით 16,000 კილომეტრი; დაახლოებით 303 მილიონი ტონა), რომელიც ფუნქციონირებს როგორც დერეფნის ძირითადი ხერხემალი და იყენებს შედარებით უფრო ძლიერ აქტივებს და აქვს პროგრესი კომერციული დაფინანსებისკენ. მეორე მხრივ, უფრო მცირე, მაგრამ სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400 კილომეტრი; 13.7 მილიონი ტონა), მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან. საშუალო ზომის სისტემები, მათ შორის უზბეკეთის რკინიგზა (დაახლოებით 6,100 კილომეტრი; 103 მილიონი ტონა) და აზერბაიჯანის რკინიგზა (დაახლოებით 2,100 კილომეტრი; 18.5 მილიონი ტონა) - მნიშვნელოვან რეგიონულ დამაკავშირებელ როლს ასრულებენ, მაგრამ რჩებიან გარდამავალ ეტაპზე მმართველობის, ტარიფებისა და საოპერაციო სისტემების მიმდინარე რეფორმებით. ამის საპირისპიროდ, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზას, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის მასშტაბით (დაახლოებით 13,000 კილომეტრია), გადააქვს შედარებით მცირე მოცულობის ტვირთი (დაახლოებით 26 მილიონი ტონა), რაც ასახავს სისტემას, რომელიც ორიენტირებულია სამგზავრო მომსახურებაზე და გამოუყენებელი სატვირთო პოტენციალით, მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, როგორიცაა სექტორის ფუნქციური განცალკევება. ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს იმას, რომ დერეფნის მუშაობა ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ ამ სისტემების ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობებით, შედეგები ხშირად შეზღუდულია სუსტი სეგმენტებით და რეფორმების არათანაბარი პროგრესით”, - აღნიშნულია ანგარიშში.  

საქართველოს დროშა

პოლიტიკა • 1790661184

შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის - World Bank-ის ანგარიში

 ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.ანგარიში, სახელწოდებით ინტეგრაცია: "მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ", მიუთითებს, რომ განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას.ანგარიშის თანახმად, თუ ქვეყნები ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებსაც შეუთავსებენ, 2040 წლისთვის დერეფნის გავლით ტვირთბრუნვის მოცულობა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანზიტის დრო ორი მესამედით შემცირდეს.ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შედეგები შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო ბარიერების შემცირების, მიწოდების ჯაჭვების საიმედოობის გაუმჯობესებისა და ბაზრებზე წვდომის გაფართოების შედეგად დერეფნის გასწვრივ მდებარე ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში მცხოვრები თითქმის 200 მილიონი ადამიანისთვის ეს ასევე ნიშნავს ბაზრებსა და სხვა შესაძლებლობებზე უკეთეს წვდომას."TCTC-ის გასწვრივ სარკინიგზო სახელმწიფო საწარმოები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბით, შესრულებით და ინსტიტუციური განვითარების დონით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დერეფნის შედეგებზე. ერთის მხრივ, ყაზახეთის თემირ ჟოლი მართავს დიდ, მაღალი სიმკვრივის ქსელს (დაახლოებით 16,000 კილომეტრი; დაახლოებით 303 მილიონი ტონა), რომელიც ფუნქციონირებს როგორც დერეფნის ძირითადი ხერხემალი და იყენებს შედარებით უფრო ძლიერ აქტივებს და აქვს პროგრესი კომერციული დაფინანსებისკენ. მეორე მხრივ, უფრო მცირე, მაგრამ სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400 კილომეტრი; 13.7 მილიონი ტონა), მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან. საშუალო ზომის სისტემები, მათ შორის უზბეკეთის რკინიგზა (დაახლოებით 6,100 კილომეტრი; 103 მილიონი ტონა) და აზერბაიჯანის რკინიგზა (დაახლოებით 2,100 კილომეტრი; 18.5 მილიონი ტონა) - მნიშვნელოვან რეგიონულ დამაკავშირებელ როლს ასრულებენ, მაგრამ რჩებიან გარდამავალ ეტაპზე მმართველობის, ტარიფებისა და საოპერაციო სისტემების მიმდინარე რეფორმებით. ამის საპირისპიროდ, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზას, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის მასშტაბით (დაახლოებით 13,000 კილომეტრია), გადააქვს შედარებით მცირე მოცულობის ტვირთი (დაახლოებით 26 მილიონი ტონა), რაც ასახავს სისტემას, რომელიც ორიენტირებულია სამგზავრო მომსახურებაზე და გამოუყენებელი სატვირთო პოტენციალით, მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, როგორიცაა სექტორის ფუნქციური განცალკევება. ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს იმას, რომ დერეფნის მუშაობა ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ ამ სისტემების ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობებით, შედეგები ხშირად შეზღუდულია სუსტი სეგმენტებით და რეფორმების არათანაბარი პროგრესით”, - აღნიშნულია ანგარიშში.მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის.

კონგრესი

საზოგადოება • 1790593570

საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა საერთაშორისო-სამეცნიერო VII კონგრესი გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დარბაზში 22-24 სექტემბერს, გაიხსნა და მიმდინარეობდა  საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესი (ICELIS 2026), რომელიც მიეძღვნა აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს.კონგრესი შესავალი სიტყვით გახსნა კონგრესის თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა; როგორც მან  აღნიშნა, - „ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში მსოფლიო დონის მეცნიერთა და მკვლევართა მასპინძლობა, რაც ორგანულად ეძღვნება ჩვენი აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს, ICELIS 2026 ქმნის მძლავრ მრავალდარგობრივ პლატფორმას საინჟინრო ინოვაციებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი ძალისხმევისა და ინტეგრაციისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დასაძლევად”.კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი, კონგრესის გენერალური კოორდინატორი, დოქტორი ადემ სონმეზი, კონგრესის მედიატორი, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) წევრი, პროფესორი სეზაი ერჯიშლი, კონგრესის სპიკერი, პროფესორი ალი ბოზბეი (TOBB უნივერსიტეტი).კონგრესის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ პროფესორი ალი ბოზბეი (TOBB უნივერსიტეტი) - „კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგია“; იარა ბეეკმა რეისი (New European Reuse Alliance, ნიდერლანდები) - „ცირკულარული ეკონომიკა და ნულოვანი ნარჩენები“; და ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ჯეფ ლივერმორი (მანჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) – „არის თუ არა შესაძლებელი Net Zero-ს მიღწევა 2050 წლისთვის?“. ეს უკანასკნელი მგონი ჩაერთო ონლაინ რეჟიმში, რაც უნდა აღინიშნოს!სამ დღიანი ჰიბრიდული კონგრესი აერთიანებდა როგორც პირისპირ სესიებს აკადემიის ისტორიულ შენობაში, ისე პირდაპირ ონლაინ ტრანსლაციას პარალელურ ვირტუალურ დარბაზებში. სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვა და ღვარცოფული პროცესები, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობა და ევტროფიკაცია (რიონის პულსი), აგრობიოტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი წყლის რესურსების მართვაში და მდგრადი სატყეო მეურნეობა.VII საერთაშორისო კონგრესის პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები - ავთანდილ კოროხაშვილი და ლევან ჯაფარიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ ჩიხრაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისის წევრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები, ასევე გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის მეცნიერი თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.კონგრესის მუშაობის ფარგლებში ჩატარდა სპეციალური თემატური სესია, რომელიც მიეძღვნა Interreg NEXT  „შავი ზღვის აუზის პროგრამა 2021-2027“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - BSB00091: „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისათვის“ (AlgaeRevive) - ძირითადი სამეცნიერო შედეგებისა და მიღწევების შეფასებას. სესიაზე წარმოდგენილი იყო ტრანსსასაზღვრო კვლევების შედეგები, რომლებიც ასახავს მაკროწყალმცენარეების, როგორც ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტის (Nature-based solution), გამოყენებას საზღვაო ევტროფიკაციის შემცირების, სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან ბრძოლისა და შავი ზღვის აუზის მასშტაბით მდგრადი ბიოეკონომიკური ინოვაციების ხელშეწყობის პროცესში.კონგრესის დასასრულს აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა შეაჯამა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში  პირველად ტარდება და მოიცავს თითქმის ყველა იმ პრობლემატურ მიმართულებას, რომლებიც არსებობს ჩვენს პლანეტაზე. მათ შორისაა:  კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფები, მშენებლობები, გარემოს დამცავი ბუნების სტიქიური მოვლენების საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ეკონომიკური მდგომარეობა (მწვანე ეკონომიკა, ციფრული ეკონომიკა) და ა.შ. ამ კონგრესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ისეთ მოხსენებებს, როგორიცაა- ციფრული ეკონომიკა, ნულოვანი ემისია; ასევე, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სხვადასხვა დესტრუქციული პროცესები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.  განსაკუთრებით საინტერესოა სამხრეთ კავკასიის რეგიონში (მათ შორის, თურქეთშიც, შავი ზღვის მთლიან აუზში) მიმდინარე პრობლემები, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, მოსახლეობის ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა და ასევე ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. კონგრესი მოიცავს თითქმის ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც აქტუალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც“.კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 25 ქვეყნის 100-მდე მეცნიერმა.

თეოფილე მალაქია

საზოგადოება • 1790451811

ვინ არის თეოფილე მალაქიას მეუღლე, კაცის, რომლის სახელსაც საქართველოდან 28 ადამიანის გაუჩინარება უკავშირდება - რეზონანსული და მისტიკური ისტორიის დეტალები

„ფეისბუქგვერდი“, რომელიც თეოფილე მალაქიასა და მისი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად პოსტი ბატონი რეზო ბაქრაძის მეუღლეს, მარიკა ბაქრაძეს ეხება. „თავი რომ არ მოგაბეზროთ, ცოტა ხნით შეგასვენეთ და დღეს გადავწყვიტე, გაგაცნოთ ბატონი რეზო ბაქრაძის მეუღლე - ქალბატონი მარიკა.თუმცა, „გაცნობა“ შესაძლოა ხმამაღლა ნათქვამიც კი იყოს. ერთი მოკლე პოსტით მისი პიროვნების სრულად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები, რაც შემიძლია, იმ მცირედით მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა, თუ როგორი ადამიანია ქალბატონი მარიკა.მარიკა - მართლაც საოცარი ადამიანი, ქალი, მეუღლე, დედა, მეგობარი და, უბრალოდ, ერთგული პიროვნება.ადამიანი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანში განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დათესა.მსგავს ადამიანს მართლაც იშვიათად შეხვდებით. და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.ქალბატონმა მარიკამ 1994 წელს, ბატონ რეზოსთან, მათ 12 წლის ვაჟიშვილთან და ბატონი რეზოს დისშვილთან ერთად დატოვა საქართველო.მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ემიგრაცია არ იყო. მათთან ერთად საქართველო დავტოვეთ ჩვენც — 28 ახალგაზრდამ, რომელთა შორის იყვნენ დები, და-ძმები, რამდენიმე დაოჯახებული წყვილი და ასაკით განსხვავებული, თუმცა ყველა სრულწლოვანი ადამიანი, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი სასწავლებლები უკვე დამთავრებული გვქონდა.მე პირადად ბატონი რეზოს ოჯახთან ერთად 2001 წელს ჩამოვედი კანადაში. ეს ნიშნავს, რომ ქალბატონ მარიკასთან ერთად შვიდი წელი ვიცხოვრე.ამ შვიდი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვიმოგზაურე საქართველოდან თურქეთში, თურქეთიდან არგენტინაში, არგენტინიდან რუსეთში, რუსეთიდან კვლავ თურქეთში და საბოლოოდ - თურქეთიდან კანადაში.ამ წლების განმავლობაში ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც გამორჩეულმა მეუღლემ, რომლის სახეს ღიმილი მაშინაც კი არ მოშორებია, როდესაც ბატონმა რეზომ პირველ ნაკადთან ერთად კანადაში წამოსვლაზე უარი თქვა - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, დანარჩენები, მარტო არ მივეტოვებინეთ. მერწმუნეთ, ეს მართლაც გმირობის ტოლფასი იყო, როგორც ბატონი რეზოს მხრიდან, ასევე მისი მეუღლის.იმ დროს არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა გარანტია, რომ ოდესმე კანადაში მოვხვდებოდით. ბატონი რეზოს რწმენა, ეს იყო ერთადერთი იმედი, რომელიც გვამხნევებდა - რომ „ღმერთის მოიმედე ადამიანს ღმერთი არასოდეს მიატოვებს“.ქალბატონი მარიკას ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება იყო მეუღლისადმი პატივისცემის, სიყვარულის და მისი რწმენისადმი ნდობის ძალიან ბუნებრივი გამოხატულება.და ეს დამოკიდებულება მხოლოდ ერთ დიდ გადაწყვეტილებაში არ გამოჩენილა. ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებშიც კი იგრძნობოდა მისი სითბო და თანაგრძნობა.ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც მზრუნველმა მეგობარმა.თურქეთში ცხოვრების ხუთი წლის განმავლობაში იგი ყოველდღიურად ამზადებდა სადილს ჩვენთვის — ზოგჯერ 15 ადამიანისთვის, ზოგჯერ 20-ისთვის, ზოგჯერ კი 28 ადამიანისთვისაც კი, იმისდა მიხედვით, თუ ვინ რა გრაფიკით და სად მუშაობდა.მახსოვს მისი სიტყვები:„მოდი, ამ სადილსაც მოვამზადებ. რა უჭირს თუ დავიღლები - სამაგიეროდ, რომ მოვლენ, თბილი კერძი დახვდებათ და გაუხარდებათ.“ხოლო მათთვის, ვინც უფრო დატვირთულად მუშაობდა, ხშირად დამატებით საკვებსაც ინახავდა:„ენერგია სჭირდებათ ბიჭებს.“ეს უბრალო სადილის მომზადება არ ყოფილა. ეს იყო ზრუნვის ის ფორმა, რომელსაც სიტყვები ნაკლებად სჭირდება.მისი გემრიელი კერძები და ღიმილიანი მომსახურება, ამშვენებდა ჩვენს სადღესასწაულო სუფრებსაც და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას ალამაზებდა.ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც საოცრად მგრძნობიარე ადამიანმა, რომელსაც თითოეული ჩვენგანის ტკივილი გულთან მიჰქონდა. გვესაუბრებოდა, გვისმენდა, გვამხნევებდა და გვეფერებოდა.ის არის მეგობარი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.ადამიანი, რომელიც გვერდით ედგა არა მხოლოდ საკუთარ მეუღლეს, შვილს თუ ნათესავს, არამედ ჩვენ ყველას.იმ 28 ახალგაზრდიდან, რომელთა გვერდით ყოფნაც, უამრავ სირთულესთან და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, მან ყველას სიყვარული, პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ჩვენს შორის თუნდაც ერთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც ჩემს გულისნადებს არ გაიზიარებს - ადამიანი, რომელსაც ქალბატონი მარიკას პიროვნებამ გული არ გაუთბო და ნამდვილი მეგობრობის რწმენა არ შეუტანა.და ალბათ, სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობაც - ის უბრალოდ კარგი ადამიანი კი არ იყო ჩვენთვის; ის ჩვენთვის მეგობარი გახდა.დღესაც, კანადური ცხოვრების რიტმში, ქალბატონი მარიკა ბატონი რეზოს გვერდით დგას და ეხმარება მას ქართულენოვან სივრცეში განათლების განვითარების პროექტის განხორციელებაში“ასევე წაიკითხეთ: „გზა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა...“ - თეოფილე მალაქიას სტუდენტი წლების შემდეგ დუმილს არღვევს

თურქეთ

მსოფლიო • 1790343840

თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს.თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები 28 პროვინციაში ჩატარდა.დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ორგანიზაციას აფინანსებდნენ მათთან დაკავშირებული პირებისა და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით, ასევე სოციალური ქსელების ანგარიშების საშუალებით ავრცელებდნენ პროპაგანდას.

მიწისძვრა

მსოფლიო • 1790237544

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, შანლიურფას მახლობლად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 5,1 მაგნიტუდამდე დაკორექტირდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო.სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა, მისი შედარებით მცირე სიღრმიდან გამომდინარე, ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ შეიძლებოდა ეგრძნოთ. ასევე, არ არის გამორიცხული მცირე ან საშუალო სიმძლავრის მატერიალური ზიანი, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (AFAD) მონაცემები მიწისძვრების შესახებ ოპერატიულად ახლდება.

შეხვედრა

მსოფლიო • 1790233517

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

 გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საუბრისას თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულება.მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნორმალიზაციის პროცესის შემდგომი წინსვლის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა, ორმხრივ ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიენიჭოთ. მათ ასევე აღნიშნეს რიგ სფეროებში თანმიმდევრული მუშაობის აუცილებლობა, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების სტიმულირება, ბიზნეს საზოგადოებებს შორის კონტაქტების დამყარება და ისტორიული ანისის ხიდის ერთობლივი აღდგენა.ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას. ორმა ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. ამ კონტექსტში, ხაზგასმული იყო „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელებისა და რეგიონული საკომუნიკაციო გზების განბლოკვისაუცილებლობა.თურქული მედიის თანახმად,მოლაპარაკებების დროს ერდოღანმა აღნიშნა თურქეთის მხარდაჭერა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართ ორმხრივი ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში. მან ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთობებში დადებითი იმპულსის შენარჩუნების მნიშვნელობას. თურქეთის პრეზიდენტი ასევე მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ორმხრივ ნაბიჯებს. თურქეთის პრეზიდენტი ასევე მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში ორმხრივი ნაბიჯების გადადგმას.ერდოღანის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის განვითარება ხელს უწყობს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. მან ასევე ფაშინიანი მიიწვია მსოფლიო ლიდერების სამიტზე, რომელიც გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე სესიის ფარგლებში თურქეთში გაიმართება. 

თურქეთში სკოლა

მსოფლიო • 1790067060

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიჭრა

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა.მედიის ცნობით, შემთხვევა დასავლეთ თურქეთში, მანისას პროვინციაში მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.შემთხვევა ინჯი უზმეზის პროფესიული და ტექნიკური საშუალო სკოლის მიმდებარედ მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. როგორც ცნობილია, ის მალევე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.„შეიარაღებული სროლის შესახებ ინფორმაცია ინჯი უზმეზის პროფესიული და ტექნიკური უმაღლესი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გაიგზავნა პოლიცია და სამედიცინო ჯგუფები და ჩვენი ჯგუფები ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ. მოვლენების განვითარების შესახებ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება“, – ნათქვამია მანისას გუბერნატორის განცხადებაში.

✕