ლევან ალიმბარაშვილი

განათლება • 1790697274

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ახალი დირექტორი, ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც მედია სფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ინფორმაციას თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ავრცელებს. „დღეს შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა.მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მთავარ პრიორიტეტად რჩება სტუდენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“.

ევროკომისია

მსოფლიო • 1790679435

მედია: ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა, – ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით წერს.გავრცელებული ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უახლოეს დღეებში წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.მედია წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირის შიდა ფუნქციონირების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ უფრო მეტ საკითხზე დაინერგოს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, რაც ევროკავშირის 15 ქვეყნის თანხმობას გულისხმობს.პროექტის თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეეხოს მათ შორის სანქციებს, ადამიანის უფლებებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე გადასახადებისგან თავის არიდებას.ცნობისთვის, გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმის დანერგვას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. თუმცა, როგორც გამოცემა ვარაუდობს, გეგმას შესაძლოა, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები არ დაეთანხმონ.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577757

მაჭავარიანი: უცხოელი პატრონებისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში. მაჭავარიანი საუბრობს გარე ძალების მცდელობაზე, ოპოზიციური სპექტრის დივერსიფიცირება მოახდინოს, რა მიზნითაც ახალ პარტიებს, როგორებიცაა: „ახალი“, „ლელო“ და „გახარიას პარტია“, ხელოვნურად ქმნიან. მისივე განცხადებით, 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო, რის მთავარ მიზანსაც, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ აღნიშნული პარტიების მაქსიმალური გამიჯვნა წარმოადგენდა. „მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება,“ - წერს მაჭავარიანი. როგორც ის აღნიშნავს, 2025 წლის არჩევნებისთვის უკვე პროგრამა მინიმუმი „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, მაქსიმუმი კი - 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.მისივე თქმით, უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია.„2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო - „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა - „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლელოს გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!“ - წერს ლევან მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577157

ლევან მაჭავარიანი: 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციებიც.„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება.2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო – „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა – „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ლელოს“ გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – დაწერა ლევან მაჭავარიანმა.

ვლადიმირ პუტინი ალიშერ უსმანოვი

მსოფლიო • 1790090700

Euronews: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა საფრანგეთის მოთხოვნით სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვი ამოიღო

ევროკავშირი დათანხმდა, სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი - ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის საკითხს დაუკავშირა, რამაც ბრიუსელში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია, - წერს Euronews.რამდენიმე დიპლომატმა Euronews-ს განუცხადა, რომ სანქცირებულთა სიიდან მეორე რუსი ოლიგარქიც, მიხაილ ფრიდმანიც ამოიღეს მას შემდეგ, რაც სლოვაკეთმა მისი სიის შემადგენლობაში დატოვებას ვეტო დაადო.ლუქსემბურგი ამტკიცებდა, რომ თუ უსმანოვს სიიდან ამოიღებდნენ, ფრიდმანიც უნდა ამოეღოთ. ფრიდმანს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 16 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი აქვს შეტანილი თავისი გაყინული აქტივების გამო.ელჩებმა კომპრომისული შეთანხმება სამშაბათს ნაშუადღევს გააფორმეს. ამას წინ უსწრებდა ორკვირიანი გაჭიანურებული მოლაპარაკებები, რამაც ბლოკის სანქციების რეჟიმი ჩამოშლის პირას მიიყვანა.ორშაბათს ლატვიამ პროცესი შეაფერხა და გააფრთხილა პარტნიორები, რომ მოსკოვზე ზეწოლის შესუსტების შესაფერისი დრო არ იყო. თუმცა, სამშაბათს ნაშუადღევს ბალტიისპირეთის ამ ქვეყანამ პოზიცია დათმო და „კონსტრუქციულ თავშეკავებას“ მიმართა, რამაც გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ერთსულოვნება უზრუნველყო.ორი გავლენიანი ბიზნესმენის სანქციების სიიდან ამოღებით გამოწვეული ზიანის დასაბალანსებლად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებს უპრეცედენტო ვადით - 36 თვით გაახანგრძლივებს.მანამდე ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.სანქცირებულთა სია ამჟამად 2 600-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და სუბიექტს მოიცავს, რომელთაც უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მარკ კარნი

მსოფლიო • 1789659282

კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ

კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.კარნის კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა, რომელიც ევროკავშირს „სერიოზული ტარიფების“ დაწესებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ კანადა მისი ასოცირებული წევრი გახდებოდა.„ეს ალიანსი პოზიტიური მოვლენაა. ეს არის ჩემი პასუხი ამერიკის პრეზიდენტს“, - განუცხადა კარნიმ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.მან დასძინა, რომ „უფრო ძლიერი და მედეგი კანადა შეერთებული შტატებისთვისაც ბევრად ეფექტური პარტნიორი იქნება“.„კანადელები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ვერავინ მიგვითითებს, რა ენაზე ვილაპარაკოთ“, - განაგრძო კარნიმ და მიანიშნა ცნობებზე, რომ თეთრი სახლი კვებეკში ფრანგული ენის სტატუსში ჩარევას ცდილობდა.

ალექსანდრე თოფურია

სპორტი • 1789582392

ალექსანდრე თოფურია ბრუნდება - ცნობილია, როდის და ვისთან იჩხუბებს ქართველი მებრძოლი

ალექსანდრე თოფურია ბრუნდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ესპანურმა გამოცემამ, El Rocktagono-მაც დაადასტურა, „ელ კონკისტადორი“ 21 ნოემბერს, დოჰაში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს.ალექსანდრეს მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება - 22 წლის მექსიკელს კარიერაში ცხრა ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა.ლუნამ UFC-ში სამჯერ იჩხუბა: ქუანგ ლე და ანჯელ პაჩეკო დაამარცხა, ბოლო ორთაბრძოლაში კი ბრაის მიტჩელთან მახრჩობელა ილეთით წააგო.ლუნას 3 ჩხუბი ნოკაუტით აქვს მოგებული, 4 ორთაბრძოლაში მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით იმარჯვა, ხოლო ერთხელ - მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.რაც შეეხება ალექსანდრეს, თოფურია UFC-ში მესამედ იასპარეზებს.წინა ორ ბრძოლაში მან კოლბი თიქნესსა და ბეკზატ ალმახანს მოუგო.ცნობისთვის, „ელ კონკისტადორს“ კარიერაში 8 ორთაბრძოლა აქვს გამართული - მის ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა. ალექსანდრემ ბოლოს 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა.

გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

მსოფლიო • 1789022273

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.მისი თქმით, გეგმა მიუღებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ ბიუჯეტებში ხარჯების შემცირებას ახორციელებენ.როგორც სააგენტო იუწყება, გერმანიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ, ფინეთმა და შვედეთმა აგვისტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შემოთავაზებული, თითქმის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი „დაბალანსებული ფორმით“ უნდა შემცირდეს.„ევროპას როგორც რეალიზმი, ისე რეფორმა სჭირდება“,- განაცხადა მერცმა ბერლინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის წინადადება მომდევნო მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს შესახებ მიმდინარე შვიდწლიან ბიუჯეტთან შედარებით ხარჯების 60%-ით გაზრდას ითვალისწინებს.„იმ დროს, როდესაც ყველა წევრ ქვეყანაში ბიუჯეტის შემცირება მიმდინარეობს, ეს უბრალოდ მიუწვდომელია“, - განაცხადა მერცმა შემოთავაზებულ ბიუჯეტზე საუბრისას.ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) დასამტკიცებლად ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. კოშტამ და მერცმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა 2026 წლის ბოლომდე სურთ.„ჩვენ წევრ ქვეყნებს მეტს ვერ მოვთხოვთ. ეროვნული ბიუჯეტების დასაცავად ახალი საკუთარი რესურსები უნდა შევქმნათ. ყველა ეროვნული ბიუჯეტი დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა კოშტამ.

ლინდსი კლენსი

მსოფლიო • 1788886040

სამი შვილის მკვლელის, ლინდსი კლენსის საქმეზე სასამართლომ ვერდიქტი ვერ გამოიტანა

ამერიკელი ლინდსი კლენსის სასამართლო პროცესი, რომელიც არ უარყოფს სამი შვილის მკვლელობას, ვერდიქტის გარეშე დასრულდა ნაფიც მსაჯულთა ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის გამო. ამერიკელმა პოლიტოლოგმა დიმიტრი დრობნიცკიმ ახსნა, თუ რატომ უშვებს ამერიკული სისტემა სასამართლო პროცესების ასე დასრულებას.მასაჩუსეტსის წესების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ერთსულოვანი უნდა იყოს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შვიდი დღის განმავლობაში მსჯელობდა და სასამართლოს არაერთხელ აცნობა, რომ ისინი ჩიხში შევიდნენ. კლენსის ადვოკატის, კევინ რედინგტონის თქმით, კოლეგიის 11 წევრი მზად იყო გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად, მაგრამ ერთი ნაფიცი მსაჯული არ დაეთანხმა.Tsargrad-ისთვის მიცემულ კომენტარში დრობნიცკიმ ასევე აღნიშნა საქმის გარშემო არსებული მედიის ყურადღება. Americanis-ის თანახმად, საზოგადოების ზეწოლამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულთა მუშაობა ასეთ მაღალი დონის სასამართლო პროცესებში.გაუქმების (სასამართლო პროცესის წარუმატებლობის) ოფიციალური მიზეზი ნაფიც მსაჯულთა ერთსულოვანი გადაწყვეტილების არარსებობა იყო. დაცვის მხარემ სცადა განსხვავებული აზრის მქონე ნაფიცი მსაჯულის გაყვანა იმ მოტივით, რომ ის არასათანადოდ იყენებდა მოსამართლის მითითებებს გონივრული ეჭვის შესახებ, მაგრამ მოსამართლე უილიამ სალივანმა უარი თქვა. მასაჩუსეტსის კანონმდებლობა არ იძლევა ნაფიცი მსაჯულის გარიცხვის უფლებას თათბირის დროს მხოლოდ საქმეზე მისი პოზიციის ან დანარჩენ კოლეგიასთან კონფლიქტის გამო.კლენსიმ არ უარყო, რომ მან 2023 წლის იანვარში მოკლა ხუთი წლის კორა, სამი წლის დოუსონი და რვა თვის კალანი. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მას მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ჰქონდა და არ შეიძლებოდა მისი ქმედებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პროკურორები კი პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ ქალმა იცოდა, რა ხდებოდა და განზრახ მოქმედებდა.ტრაგედიამდე ქალმა არაერთხელ მიმართა ფსიქიატრიულ დახმარებას და მიიღო სხვადასხვა მედიკამენტი. შვილების მკვლელობის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა, მიიღო ხერხემლის მძიმე დაზიანება და წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. კლენსი კვლავ სახელმწიფო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რჩება.გაუმართლებელი სასამართლო პროცესი არ ნიშნავს გამართლებას ან სისხლის სამართლის ბრალდებების მოხსნას. კლენსის წინააღმდეგ ბრალდებები კვლავ განიხილება და პროკურორებმა უნდა გადაწყვიტონ, მოითხოვონ თუ არა ახალი სასამართლო პროცესი. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. სასამართლო პროცესის დასრულებამდეც კი, კლენსის ისტორიამ მწვავე საზოგადოებრივი დებატები გამოიწვია შეერთებულ შტატებში. ასობით ამერიკელი ქალი ბრალდებულის მხარდასაჭერად გამოვიდა: ბევრმა ტრაგედია მშობიარობის შემდგომ ფსიქიკურ აშლილობებს დაუკავშირა და დედობის საკუთარ რთულ გამოცდილებაზე ისაუბრა. მკურნალობის დროს კლენსი ათზე მეტ სხვადასხვა მედიკამენტს იღებდა, ხოლო 2026 წლის იანვარში მისმა ქმარმა სარჩელი შეიტანა მის მკურნალობაში ჩართული სპეციალისტების წინააღმდეგ, მათ სამედიცინო დაუდევრობაში ადანაშაულებდა.

გვარამია

პოლიტიკა • 1788854820

ნიკა გვარამია: ენმ-მაც და სააკაშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ამორალურად იქცევიან და ტყუილებს ავრცელებენ, ზუსტად ვიცი, არავისთვის პატიებას არ ვაპირებ

რაკიღა არ დასრულდა სამთავრობო „გირჩის“ და „ნაცმოძრაობის“ ერთობლივი (მე ვიტყოდი, ორკესტრირებული) კამპანია, ცოტა ვრცლად მეც მოვყვები. ძირითადად შევეხები იმ საკითხს, რომელიც ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს მიმართ აგორებულ მითიურ გილაურის 40 მილიონს ეხება, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო თავად სააკაშვილიც, რომელმაც შესანიშნავად იცის გილაურის ამბავიც და ისიც, რომ 40 მილიონის ისტორია შეთხზული ტყუილი და წარმოუდგენელი აბსურდია.„თავად თქვა „ქოცმა“ რაქვიაშვილმა და ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამ სამთავრობო ვითომ ოპოზიციას ივანიშვილთან შეხვედრები მაშინაც კი ქონდა, გარეთ ქვეყანა რომ ინგრეოდა, ხალხს წამლავდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, თავპირს ამტვრევდნენ, ციხეში უშვებდნენ. რაც არ უთქვამს, მაგრამ ვიცით, ფულიც აიღეს პროტესტის გაშავებაში და მთელ თანმდევ ანტიოპოზიციურ პროპაგანდაში. მათ შორის და პირველ რიგში, ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს გაშავებაში. ეს დაუკვეთა ივანიშვილმა, ამაში გადაუხადა ფული და ამას ასრულებენ პირნათლად.ეს მათგან არც ახალი და არც გასაკვირი არაა. ახალი, გასაკვირი და სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერში სრულიად არაშემთხვევით ჩართული აღმოჩნდა ნაცმოძრაობა და განსაკუთრებით მისი რამდენიმე სპიკერი. ენმ-საც თავისი იაგოხვიჩიები ყავს.გადახედეთ სამთავრობო პროპაგანდისტ ხვიჩიას ეთერებს და დათვალეთ მასთან მისული ოპოზიციონერებიდან, რომელი პარტია სჭარბობს. მე რაც მახსენდება, მხოლოდ ენმ უზის ოპოზიციის და პროტესტის მლანძღველ იაგოს და ხშირად უნისონში ლანძღავენ სხვა ოპოზიციონერებს, განსაკუთრებით და არაშემთხვევით, ჩვენს კოალიციას. ერთერთ ინიდიკატორად ესეც გამოგადგებათ.ის, რომ სამთავრობო „გირჩს“ და სააკაშვილს მიმოწერა ჰქონდათ, ესეც ცნობილია. ამას ქოცგირჩიც ამბობს და ნაცმოძრაობაც არ უარყოფს. სააკაშვილი თავად იყო ერთერთი მხარდამჭერი გილაურის ფიგურის პოლიტიკურ ველზე გამოსვლის: აგზავნიდა მეგობრებს, თავისას და გილაურისასაც, ჩემი ინფორმაციით, სწერდა წერილებს. სააკაშვილის მიერ მიგზავნილებში ჩემი მეგობრებიც არიან და ერთადაც ვყოფილვართ გილაურთან. ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ ამის უარყოფა. მეტიც, ციხიდან ახალ გამოსულს, ჩემით ნამდვილად არ გამხსენებია გილაური, რომლის პოლიტიკით ხელახლა დაინტერესების შესახებ არაფერი მსმენოდა. გილაურთან მისივე ინიციატივით და სააკაშვილის პარტიის წევრის და იმ დროისთვის მისთვის ყველაზე მეტად სანდო ფიგურის შუამავლობით აღმოვჩნდი.საბოლოოდ, გამოიკვეთა, რომ არავინ აპირებდა სააკაშვილის პარტიის ირგვლივ გაერთიანებას და სოციოლოგიურმა კვლევებმაც აჩვენა, რომ გაერთიანება იქნებოდა საწინააღმდეგო ეფექტის მომტანი. ოპოზიციის სრული ერთობა იმთავითვე გამორიცხული იყო – არც ერთ ვითარებაში არც ლელოს და არც გახარიას პარტიას არა თუ თანხმობა, სერიოზულადაც კი არ განუხილავთ ეს შესაძლებლობა. ვფიქრობ, სრულიად ახსნადი და ლოგიკური მიზეზების გამო. ხოლო ნაცების და “ყოფილი ნაცების” გაერთიანება ჩვენი კოალიციის ოთხივე ლიდერმა თავიდანვე გამოვრიცხეთ და ჩვენი პარტიებიც ერთსულოვანნი იყვნენ ამაში. განსაკუთრებით, იმის გამო, რომ კოალიციაში უამრავი ახალი, წარმატებული და საინტერესო ადამიანი გამოჩნდა, ვინც “ყოფილი ნაცების” ნიშნის ქვეშ არც მაშინ და არც ოდესმე არ აპირებს იასპარეზოს პოლიტიკურ სარბიელზე. და ეს სავსებით გასაგებიცაა და ძალიან სწორიც.სოციოლოგიური კვლევები იმასაც აჩვენებდა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის უპრობლემოდ გადალახავდა ბარიერს და კარგი კამპანიის პირობებში ენმ-ზე უკეთეს შედეგსაც აჩვენებდა (რაც საბოლოოდ მოხდა კიდევაც). გაერთიანების გარეშე ეს ორი პარტია ჯამში უფრო მეტ შედეგს დებდა და არანაირი ნიშანი იმისა, რომ ხმები დაიკარგებოდა, არ არსებობდა (და არც დაკარგულა, არამედ ხელახლა დაიწერა ოცნების ცესკოს მიერ).შესაბამისად, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ერთ სუბიექტზე და გილაურმა აირჩია 4იანი. შეეძლო აერჩია სხვაც. აკი უხვეწებოდა კიდეც ენმ, მაგათ დაანებე თავი, ჩვენ დაგვაფინანსე და ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იყავიო. ამ ტექსტებით იქ მისულებსაც და სააკაშვილის მიგზავნილებსაც, ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ ამის უარყოფა.რომც აერჩია გილაურს ენმ, ჩვენ ნამდვილად არ წავიქცეოდით. მითია, რომ გილაურის გარეშე ჩვენ არჩევნებზე ვერ გავიდოდით და მხოლოდ მასზე ვიყავით დამოკიდებულნი. კი, უფრო გაგვიჭირდებოდა, კი, ნაკლები შესაძლებლობა გვექნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიქნებოდით ნულზე.და კი, გილაური კარგი პრემიერი იქნებოდა;და კი, ეს ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური თანამშრომლობა და შეთანხმება იყო;და კი, ეს კოალიციას არსდროს დაუმალავს და საჯაროდ ითქვა არაერთგზის და არაორაზროვნად;და კი, არჩევნებზე პარტიები ადგილების გაყიდვით ან ფარული დამფინანსებლებით კი არ უნდა ოპერირებდნენ, არამედ ღიად გაცხადებული პოლიტიკური თანამშრომლობით მოპოვებული სახსრებით;და კი, 40 მილიონი ნებისმიერ ვალუტაში, გინდაც 20 და გინდაც 10 აბსოლუტური სისულელე და ტყუილია. ჩვენ დავხარჯეთ 10 მილიონი ლარი, ეს არ დაგვიმალავს და დამფინანსებლებში გილაური იყო მხოლოდ ერთერთი და ნამდვილად არა ერთადერთი.ჩვენ ქართველ ამომრჩეველს სრულიად გახსნილად და დეტალურად ვუთხარით, ჩვენი დაფინანსების სანაცვლოდ რაზე ვიყავით მზად და რაზე არა. ამომრჩეველმა ზუსტად იცოდა, ჩვენთვის ხმის მიცემით ვის და რას ირჩევდა და ასევე, რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდადა კი, ესაა სწორი ფორმულა (ვიდრე ივანიშვილი აზის ამ ქვეყანას) და პრობლემა ორმხრივად სასარგებლო და ღია თანამშრომლობაში კი არაა, არამედ ადგილების გაყიდვაში და სხვა ტიპის ფარულ ფინანსურ-პოლიტიკურ გარიგებებში, რის შესახებაც ამომრჩეველმა არაფერი იცის და, შესაბამისად, არაა ინფორმირებული ვის და რას აძლევს ხმას, რა პოლიტიკურ ფასს იხდისჩვენ წინააღმდეგ კამპანია ქოცგირჩსა და ენმ-ს შორის კოორდინირებული რომაა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება. და იშვიათად მეშლება ამგვარი ამბები, არც მედიის ანალიზი მიჭირს და არც პოლიტიკურო პროცესების.და საერთოდ არ მაღელვებს და მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ვინ ვინ წაახალისა, ვინ როგორ მივიდა ამ ამორალობამდე, ვინ ვის გადაუხადა, ვინ პირდაპირ ქოცის დავალებით მოქმედებს და ვინ ქოცის მოსყიდულს საკუთარი ბინძური ინტერესისთვის იყენებს, ვინ ქოცის პირდაპირი ფარული აგენტია და ვინ – სიტუაციური მოკავშირე.ფაქტი ისაა, რომ ენმ-მაც და სააკაშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ამორალურად იქცევიან და ტყუილებს ავრცელებენ. იციან და მაინც აკეთებენ ამას. მე არ მაინტერესებს, მომაკვდავი პარტიის გადასარჩენად, თუ რაიმე გარიგების ფასად, თუ სულაც შეიშალნენ და უმოტივაციოდ გადავარდნენ სიგიჟეში. არ ვაპირებ ამაზე მკითხაობას. მე ვხედავ, რასაც აკეთებენ და მე ვხედავ, ეს ვის წისქვილზე ასხამს წყალს – მხოლოდ ივანიშვილის.ამ საკითხებზე საუბარს არასდროს ვაპირებდი და არც დავიწყებდი, თან გასაოცარი მორალური დეგრადაციის და თან საეჭვო მიზნით მიმდინარე ანტიკამპანიის მომსწრე რომ არ ვიყო.ისიც არ ვიცი, სწორია თუ არა აქამდე რომ ვდუმდი. სწორია თუ არა, რომ ჩემი პირადი პრინციპები და ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ არ უნდა მოვიქცე, სხვამ რაც არ უნდა იკადროს, ვანაცვალე ჩემი თანაგუნდელების რეპუტაციისთვის დაუმსახურებლად ჩრდილის მიყენებას.ისიც არ ვიცი, ღირდა თუ არა ჩემი პრინციპული დუმილი ჩემი შვილების გაოგნებად, ნერვიულობად და რთულად, მაგრამ მაინც დასმულ შეკითხვებად, რა 40 მილიონზეა ლაპარაკი.ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა. და ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ. არავისთვის.p.s. იმედია, როცა იქნება (უფრო ადრე, ვიდრე გვიან), ნიკა გილაური თავად შეიტანას მეტ კონკრეტიკას ამ საკითხში“, – წერს ნიკა გვარამია.

ევროკომისია

მსოფლიო • 1788265620

euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკაზე „ობსტრუქციული“ ვეტოს გაუქმებას მოითხოვს

ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკაზე „ობსტრუქციული“ ვეტოს გაუქმებას მოითხოვს.ავსტრია, დანია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვნებიდან კვალიფიციურ უმრავლესობაზე გადასვლის იდეის შესწავლას ცდილობენ.ქვეყნების ჯგუფი ამტკიცებს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპი პრიორიტეტული უნდა იყოს.„კავშირის კონსენსუსის კულტურა მისი ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსენსუსისკენ სწრაფვას, სადაც ეს შესაძლებელია. თუმცა ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონსენსუსის ეს კულტურა ხელს უწყობდეს საერთო მოქმედებას და არა ხელს უშლიდეს მას – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ლეგიტიმურობა, მაგრამ არა – ძალა“, – ნათქვამია ქვეყნების წერილში, რომელიც ევროკავშირში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისადმი იყო გაგზავნილი.ევროკავშირის წესების თანახმად, საგარეო პოლიტიკა მკაცრად რეგულირდება ერთსულოვნებით, რაც ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელები შეუკრას დანარჩენ 26 წევრ სახელმწიფოს.

ევ

პოლიტიკა • 1788260998

Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს

ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.ქვეყნები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრებს შორის კეთილსინდისიერი თანამშრომლობის პრინციპმა უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ავსტრიამ, დანიამ, ბელგიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, ესპანეთმა და შვედეთმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.„ევროკავშირში კონსენსუსის კულტურა მისი ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, კვლავ ვეცდებით კონსენსუსის მიღწევას“, - ნათქვამია წერილში.თუმცა, 11 ქვეყანა მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ კონსენსუსის კულტურა საერთო მოქმედებას ხელს უწყობდეს და არა აფერხებდეს მას.„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ლეგიტიმაცია, მაგრამ ძალა - არა“, - აცხადებენ ქვეყნები.ერთობლივ წერილს ხელს აწერენ ავსტრია, დანია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი. ევროკავშირის უდიდესი წევრი ქვეყანა გერმანია ბლოკის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების წესების რეფორმირების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, წერს Euronews-ი.„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ფუნდამენტურად შეცვლილ გარემოში მოქმედებს, რომელსაც სტრატეგიული კონკურენცია, მზარდი არასტაბილურობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტების მცდელობები განსაზღვრავს“, - აღნიშნულია წერილში.ქვეყნების განცხადებით, ასეთ ვითარებაში ევროკავშირის უნარი დაიცვას საკუთარი ღირებულებები და ინტერესები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეძლებს ის საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური რესურსების გაერთიანებას.ევროკავშირის მოქმედი წესების თანახმად, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებები ერთსულოვნების პრინციპით მიიღება. ეს ნიშნავს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერ ერთს შეუძლია დანარჩენი 26 ქვეყნის გადაწყვეტილების დაბლოკვა.ეს პრობლემა არაერთხელ გამოვლინდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში. აპრილში ხელისუფლების დაკარგვამდე ორბანი არაერთხელ იწვევდა ევროკავშირის სხვა ლიდერების უკმაყოფილებას, როდესაც ვეტოს უფლებას დათმობების მისაღებად ან საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებდა, იუწყება გამოცემა.მიმდინარე წლის დასაწყისში მან უპრეცედენტო კრიზისიც კი გამოიწვია, როდესაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფა დაბლოკა. ეს სესხი ევროკავშირის ლიდერებს უკვე შეთანხმებული ჰქონდათ. ორბანის გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებულ სხვა საკითხს - „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებულ დავას - უკავშირდებოდა.   

✕