Snbs

faceამბები • 1793098447

VIDEO: „გაბისო უკვე 4.700 კილოა“ – პატარა გაბრიელის დედა სასიხარულო სიახლეს აზიარებს

პატარა გაბრიელ ჩადუნელს საზოგადოება კარგად იცნობს. ბიჭუნას და მის ჯანმრთელობას დღეს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში სისტემატურად უზიარებს გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე. ცოტა ხნის წინ, მან შვილის ახალი კადრები გაავრცელა და დაწერა, რომ გაბრიელი უკვე 4.700 კილოა.„გაბისო უკვე 4.700 არის, მალე დიდი ბიჭი ვიქნებით“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

თაკო ჩადუნელი

საზოგადოება • 1791896808

„ყველაზე მეტად გაინტერესებდათ, რამდენი კილოა გაბი…“ - თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

პატარა გაბრიელ ჩადუნელის ისტორიამ მთელი საქართველო გააერთიანა. ბიჭუნას გამოჯანმრთელებას საზოგადოება და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. საზოგადოება სულ კარგი ამბავის მოლოდინში ელოდება დედის, თაკო ბარბაქაძის ინფორმაციებს, რომ სიახლე გაიგონ საყვარელი გაბის შესახებ.ზაფხულში, გაბრიელს მკურნალობა გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ჩაუტარდა. ოჯახმა ურთულესი პერიოდი გაიარა. ამჯერად, თაკო ბარბაქაძე ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.„ყველაზე მეტად გაინტერესებდათ, რამდენი კილოა გაბი… გაბი 2 კვირაა, არ იმატებს და არის 4.550კგ. ეგ ფაქტი ძალიან გვაწუხებდა, თუმცა გაბის ჰქონდა საშარდე გზების ინფექცია და სიცხეები. მიიღო ანტიბიოტიკები, ამიტომაც ჩვენ პატარა გაციებაც კი უკან გვწევს. კლინიკაში არ ვიყავით, სახლშივე ვიმკურნალეთ ექიმის გამოწერილი ანტიბიოტიკებით და ყველაფერმა მალევე გადაუარა... სულ 2 დღე ჰქონდა სიცხე...გუშინ ვიყავით გასტროენდოკრინოლოგთან. ეგ ექიმი არის მთავარი ექიმი, ვერც პედიატრი და ვერც გადაუდებელი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს გაბრიელზე... მხოლოდ გასტროენდოკრინოლოგი წყვეტს, მასთან კი ტერმინის გარეშე ვერ შევდივართ. ყოველთვის დაკავებულია... გუშინ გვქონდა ტერმინი, გაბი შეაფასა, შეამოწმა, მოუმატა ვენური კვება, რადგან ღვიძლის ფუნქციები ნორმაშია. აუღეს სისხლი, ცუდი პასუხის შემთხვევაში, გვწერენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მოუწერიათ... ასევე, გვითხრა, რომ ხორციანი ფაფების გარდა, შემეძლო მიმეცა მოხარშული ბოსტნეული: კარტოფილი, ბროკოლი და ასე გაესინჯა თავისი თითებით...ასევე, გაბრიელი ცდილობს დადგომას და დაჯდომას, მაგრამ ვერ ინარჩუნებს წონასწორობას. ფიზიოთერაპევტიც დაგვენიშნა… და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაუბრეთ ოპერაციაზე, მითხრა, რომ ვერ გაიგო ოპერაციები რის გამო გაკეთდა და რატომ. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან არ იციან, რა დიაგნოზი ჰქონდა გაბრიელს ან რისთვის გაკეთდა ოპერაციები... ფიქრობენ, რომ ნაწლავი ოპერაციების შემდეგ დამოკლდა და თანდაყოლილი არ იყო... არ ვიცი, ალბათ ახლა უკვე ძალიან გვიანია ამ ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ დამნაშავე ნამდვილად ვარ, რომ მივეცი უფლება ჩემი ბავშვი აეკუწათ...შემდეგი თვიდან გაბის ნაწლავს ისევ გამოიკვლვენ, დააწვენენ და გაუკეთებენ ემერტეს… და ჩაუბრუნებენ ნაწლავს უკან… თარიღები არ ვიცი, თუმცა შემდეგი თვიდან ვიწყებთ და იმედი მაქვს, რომ რამე ისეთს არ გავიგებ, რაც უარესად გამაგიჟებს, ისედაც საკუთარ თავზე გამწარებულ დედას“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

ნნ

საზოგადოება • 1789235782

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში შვილის კადრებს გვიზიარებს

 პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში შვილის ვადეოს გვიზიარებს.პატარა ბიჭუნა, რომელიც გერმანიაში მკურნალობს და საავადმყოფოდან ბინაში აგვისტოში დაბრუნდა, თავს კარგად გრძნობს:"დედას სულო და გული როგორი ბედნიერი ხარ დე გარეთ. როგორ უყურებს იხვებს რომ იცოდეთ რა ყურადღებით.. ახლა იცნობს სამყაროს რა ქნას მოსწონს ეს საოცარი ქმნილებები.. ჩემთვის კი საოცრება გაბის ყურება არის ამდენი წამების შემდეგ",- წერს გაბრიელის დედა.

gabi

საზოგადოება • 1788261060

„გაბი 9 თვის ბიჭი გახდა, ამ 9 თვეში იმდენი ტკივილი გამოიარა, 22 წლის ასაკში არსად რომ არ მინახავს და გამიგონია…“ - დედის ემოციური პოსტი

პატარა გაბი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, 9 თვის გახდა.გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას იმ პერიოდის შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომელიც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღემდე მან და მისმა ოჯახმა გამოიარა.„დღეს გაბი 9 თვის ბიჭი გახდა… ამ 9 თვეში იმდენი ტკივილი გამოიარა 22 წლის ასაკში არსად რომ არ მინახავს და გამიგონია.. ახლა უკეთ ვართ, თუმცა კარგად ყოფნისას შორს… აღარ გვაწუხებს 5-ჯერ გაჭრილი მუცელი და სტომისგან დასისხლიანებული კანი, რადგან ახლა უკვე აღარ გვტკივა, მაგრამ ახლაც ვტირით, როცა საჭმელი არ გვყოფნის… ბოლო ლუკმაზე ორივე ერთად ვტირით, რადგან გაბისთვის საკმარისი არ არის. დილით 7-ზე ვდგებით და ვამზადებთ გაბის ვენურ კვებას.ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი, არ მინდა წუწუნი, მაგრამ სულ დაღლილი ვარ… ისეთი რთულია, ღმერთო, ნეტავ მალე ჩაივლიდეს… ყოველდღე სტრესულად ველოდები მომატებულ გრამებს, მაგრამ რატომღაც წონა ისევ გაიყინა. ამ 9 თვემ მასწავლა, რას ნიშნავს მწარე და ტკბილი ცხოვრება ერთად… მასწავლა, რომ ადრე რაც მღლიდა ის საერთოდ არ იყო დამღლელი… ამ 9 თვემ მასწავლა სიყვარული და სიძლიერე… ბევრჯერ დაუწერიათ, ბავშვს შია ძალიან მაგრად წოვს...ვიცი, გაბის სულ შია, რადგან ცოტას ჭამს და მე განა არ მემეტება? უბრალოდ, არ შეიძლება მეტი, რომ მთელი სითხე არ დაკარგოს ორგანიზმიდან… გაბი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნათელი წერტილია, თუმცა მსგავსი ტკივილის გადატანას არავის ვუსურვებ… რთულია გაბის დედობა, მაგრამ არა შეუძლებელი.. კარგია, რომ მე ამირჩიე დედად, მიყვარხარ გაბი…“, – წერს გაბრიელ ჩადუნელის დედა სოციალურ ქსელში.

გაბრიელი

საზოგადოება • 1787502076

„ერთხელ ერთმა ადამიანმა როცა გაბი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო ფული შეგვიგროვა… ახლა კი მას სჭირდება გვერდით დგომა“ - თაკო ბარბაქაძის მიმართვა

პატარა გაბრიელ ჩადუნელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებს თვალს.გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდებს დაეხმარონ ადამიანს, რომელმაც გაბისთვის ფული შეაგროვა.„ერთხელ ერთმა ადამიანმა როცა გაბი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო ფული შეგვიგროვა. სხვა ფონდებისგან განსხვავებით მან ჩვენი ანგარიშის ნომრები მოუთითა.. და ეს იცით რაზე მიუთითებს? იმას რომ ფულის გამო არ აკეთებს სიკეთეს…სხვებისგან განსხვავებით…,ახლა კი მას ჭირდება გვერდით დგომა..კაცს რომელსაც არაერთი ბავშვი და დიდი გადაურჩენია. ახლა იმ ეტაპზე ვართ როცა დიდი აუდიტორია მყავს… საკმაოდ ფართე იმედი, მაქვს რამით დაგეხმარებით. ჩვენი პატივის ცემა თქვენ და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება გაწვდილი ხელისაქ: #GE06BG0000000609964541თბს:#GE77TB7688445064300124მიმღები: ლევან მაზმიშვილი“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

გაბრიელი

საზოგადოება • 1786962660

„ახალი ამბები გვაქვს, მალე სახლში გავეწერებით…“ – თაკო ბარბაქაძე პატარა გაბრიელის შესახებ წერს

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებს თვალს.გაბრიელის დედა თაკო ბარბაქაძე წერს, რომ დადგა საოცნებო მომენტი და მალე სახლში გაეწერებიან.„ახალი ამბები გვაქვს მალე სახლში გავეწერებით…ხვალ გავიგებთ ზუსტად ყველაფერს ვიპოვეთ სახლი. რომ იცოდეთ რამხელა სტრესი მეხსნება მხრებიდან დავიღალე ძალიან დავიღალე 4 კედელში ყოფნით..თითქმის მთელი დღე გარეთ ვართ მაგრამ მაინც ძალიან დამღლელია“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

გაბრიელი

საზოგადოება • 1786818155

„გაბი უკვე 4 კილოა…გაიზარდა, ვუყურებ და ვეღარ ვცნობ...“ – თაკო ბარბაქაძე საოცარ ამბავს გვიზიარებს

პატარა გაბრიელ ჩადუნელის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ჯანმრთელობის მდგომარეობას და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებდა თვალს.გაბრიელის დედა თაკო ბარბაქაძე წერს, რომ პატარა ბიჭუნა უკვე 4 კილოგრამს იწონის.„გაბი უკვე 4 კილოა… გაიზარდა, ვუყურებ და ვეღარ ვცნობ.. გუშინ 2 თვე გახდა, რაც გერმანიაში ვართ და სასწაულ შედეგს ვხედავთ. ვუყურებ გაბის ბარკლებს, ხელებს, სახეს და ვერ ვიჯერებ რომ ეს ის ბიჭია.. სულ რაღაც 1.500 არის მატება.. მაგრამ მე ათჯერ უფრო გაზრდილი მეჩვენება.. გაბის ვენური კვება კიდევ იმდენი ხანი ექნება, სანამ სტომა არ ჩაუბრუნდება.. თუმცა სანამ კიდევ ცოტას არ მოიმატებს ჩაბრუნებაზე არ ფიქრობენ.. ზუსტად ვიცი, რომ მალე არც კი დავითვლი მის გრამებს და აი მაშინ ვიქნები ყველაზე ბედნიერი დედა..როცა აღარ დამაინტერესებს 20 გრამი დაიკლო თუ მოიმატაა.. ყოველ დილით ვწონით და ვერ წარმოიდგენთ, როგორ გიჟივით ველოდები დილას..5-10 გრამიც კი ჩემთვის ზეიმია. გაბი არამარტო წონით გონებივრადაც გაიზარდა და დაჭკვიანდა თუ პირიქით, ეგ საკითხავია. გაცელქდა, სულ გარეთ უნდა.. კლინიკაში არასდროს არ ვართ, იქ აღარ იძინებს და აღარც ღამე მაძინებს.. თუმცა როცა მღლის და უკვე აღარაფრის თავი აღარ მრჩება მახსენდება რომ 2 თვის წინ მაგაზე ვოცნებობდი… და ჩემი დაღლილობაც ქრება.აქამდე უნდა გავეწერეთ, თუმცა ისევ კლინიკაში ვართ, რადგან შესაბამისი სახლი სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ. თუმცა ჩვენი ექიმები ყოვედღიურად ეძებენ და მჯერა რომ მალე ვიპოვით. რაც ჩემთვის ახლა მთავარია გაბის კარგი ანალიზები აქვს თუმცა სხვა დანარჩები უცვლელი რჩება… ვენურ კვებაზეა და ასევე პირით კვებაზეც“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

გაბი

საზოგადოება • 1786016879

„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება… ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის“ - თაკო ბარბაქაძე

გაბის დღეს კიდევ ერთი ოპერაცია და ანესთეზია ელოდება. როგორც ჩვილის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს, ბავშვს საოპერაციოში 15:00 საათზე შეიყვანენ.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა „მინი ოპერაციად“ მიიჩნევა, გაბის დასუსტებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული რისკები კვლავ არსებობს.„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება… კიდევ ერთი ოპერაცია... 3 საათზე ჩაიყვანენ საოპერაციოში და მჯერა, რომ უპრობლემოდ ამოიყვანენ… ეს არ არის რთული ოპერაცია, ეს არის მინი ოპერაცია, თუმცა გაბის ორგანიზმი დასუსტებულია, ვეღარ იტანს ამდენს...ასეთ პატარას 20 ანესთეზია აქვს გაკეთებული. წინა ჩადგმა არც თუ ისე კარგად დასრულდა. ალბათ, გახსოვთ, როგორც გასივდა… ასეთი არასდროს არაფერი მინახავს...  თუმცა, რისკები ახლაც არის და ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ რისკებად დარჩება. ახლა უბრალოდ ქვევით ჩაწევას აპირებენ, თუ რამე პრობლემა არ შეიქნა.. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

გაბი

საზოგადოება • 1785934552

„გაბრიელმა ლაპარაკი ისწავლა“ - თაკო ბარბაქაძე სახალისო კადრებს აქვეყნებს

გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატარა გაბრიელის დედა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. თაკო ბარბაქაძის თქმით, სამედიცინო აპარატურის გამოყენებას სწავლობდნენ, როდესაც გაბრიელმა ექიმთან კომუნიკაცია დაამყარა, რამაც ყველა გააოცა.„გვასწავლიდნენ აპარატურას და ყველაფერს, რაც დაგვჭირდება და გაბრიელმა ლაპარაკი ისწავლა. ესე იგი, იმდენი ელაპარაკა იმ მასწავლებელს, გაკვირვებული იყო მეც და ისიც,“ - წერს ჩვილის დედა.

გაბი

საზოგადოება • 1784569832

გაბრიელ ჩადუნელის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს.„ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

ჩვენი გმირი გაბი

საზოგადოება • 1783109635

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ - გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელიც მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის, საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეებს მისი დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.ამჯერად თაკო ბარბაქაძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანელი ექიმების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა.მისი თქმით, ექიმებმა დაადგინეს, რომ გაბრიელს ნაწლავის სიგრძე 100 სანტიმეტრზე მეტია და ჩატარებული კვლევებით ნაწლავში არანაირი შეფერხება არ გამოვლენილა.„გაბრიელის ნაწლავი 100 სმ არის, ან უფრო მეტიც... ნაწლავში არანაირი შეფერხება არ არის. რაც შეუშვეს, მთლიანად გაიარა. ეს ძალიან კარგი ამბავია“, – წერს თაკო ბარბაქაძე.დედის თქმით, უახლოეს დღეებში გაბრიელი ეტაპობრივად დაიწყებს ფაფების მიღებას, ხოლო თუ მკურნალობა არსებული გეგმის მიხედვით გაგრძელდება, დაახლოებით 2-3 თვეში შესაძლოა სრულად მოიხსნას გადასხმაზე დამოკიდებულებაც. 

გაბრიელი

საზოგადოება • 1782715528

„გაბრიელს ტკბილად სძინავს, ისე, რომ არ ეშინია, არ სტკივა...“ - ჩვილის დედა

პატარა გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩვილის მიერ გადატანილ უმძიმეს პერიოდს იხსენებს. დედა წერს, რომ ახლა გაბის მშვიდად სძინავს და ტკივილი აღარ აწუხებს.„გაბი ძლიერია, მაგრამ მე ბევრჯერ მოვკვდი, ბევრჯერაც დავნებდი... ბოლოს, უკვე ისიც ვთქვი, რომ ოპერაციას მაინც გავაკეთებდი... მახსოვს, როგორ გავბრაზდი, როცა თურქეთის ექიმი დაგეგმილ ოპერაციაზე არ მოვიდა... ასე, თავი დაადო და წავიდა… მახსოვს, რა დღეშიც ვიყავი. იმ დღესვე წამოვედით იმ კლინიკიდან, იმდენად გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ იმ ექიმს, თავისი თავის იმედი არ ჰქონია... ღმერთმა გაბრიელი კიდევ ერთხელ გადაარჩინა... გაბრიელი იმ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ შინაგანად ლპებოდა. ვხედავდი ნელ-ნელა როგორ კარგავდა მთლიან ენერგიას... არ ვიცი, მაგ ჯოჯოხეთურ დღეებს როგორ გადავურჩი, მაგრამ როცა საკუთარ თავზე ფიქრს ვიწყებ, ვხვდები, რომ მე არა, ეს ტკივილი გაბრიელს გადააქვს, რადგან გაბრიელი არ ნებდებოდა - არც მე უნდა დავნებებულიყავი... თუმცა ის მწარე დღეები მორჩა! გაბრიელს ტკბილად სძინავს, ისე  რომ არ ეშინია, ისე, რომ არ სტკივა… და ისე რომ ცხოვრება უხარია...“ - წერს თაკო ბარბაქაძე.

✕