გაიცანით ბიჭი, რომლის ქორწილში შესრულებულმა კინტაურმა სოციალური ქსელი დაიპყრო
1791891475
პატარა გაბრიელ ჩადუნელის ისტორიამ მთელი საქართველო გააერთიანა. ბიჭუნას გამოჯანმრთელებას საზოგადოება და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. საზოგადოება სულ კარგი ამბავის მოლოდინში ელოდება დედის, თაკო ბარბაქაძის ინფორმაციებს, რომ სიახლე გაიგონ საყვარელი გაბის შესახებ.
ზაფხულში, გაბრიელს მკურნალობა გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ჩაუტარდა. ოჯახმა ურთულესი პერიოდი გაიარა. ამჯერად, თაკო ბარბაქაძე ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
„ყველაზე მეტად გაინტერესებდათ, რამდენი კილოა გაბი… გაბი 2 კვირაა, არ იმატებს და არის 4.550კგ. ეგ ფაქტი ძალიან გვაწუხებდა, თუმცა გაბის ჰქონდა საშარდე გზების ინფექცია და სიცხეები. მიიღო ანტიბიოტიკები, ამიტომაც ჩვენ პატარა გაციებაც კი უკან გვწევს. კლინიკაში არ ვიყავით, სახლშივე ვიმკურნალეთ ექიმის გამოწერილი ანტიბიოტიკებით და ყველაფერმა მალევე გადაუარა... სულ 2 დღე ჰქონდა სიცხე...
გუშინ ვიყავით გასტროენდოკრინოლოგთან. ეგ ექიმი არის მთავარი ექიმი, ვერც პედიატრი და ვერც გადაუდებელი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს გაბრიელზე... მხოლოდ გასტროენდოკრინოლოგი წყვეტს, მასთან კი ტერმინის გარეშე ვერ შევდივართ. ყოველთვის დაკავებულია... გუშინ გვქონდა ტერმინი, გაბი შეაფასა, შეამოწმა, მოუმატა ვენური კვება, რადგან ღვიძლის ფუნქციები ნორმაშია. აუღეს სისხლი, ცუდი პასუხის შემთხვევაში, გვწერენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მოუწერიათ... ასევე, გვითხრა, რომ ხორციანი ფაფების გარდა, შემეძლო მიმეცა მოხარშული ბოსტნეული: კარტოფილი, ბროკოლი და ასე გაესინჯა თავისი თითებით...
ასევე, გაბრიელი ცდილობს დადგომას და დაჯდომას, მაგრამ ვერ ინარჩუნებს წონასწორობას. ფიზიოთერაპევტიც დაგვენიშნა… და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაუბრეთ ოპერაციაზე, მითხრა, რომ ვერ გაიგო ოპერაციები რის გამო გაკეთდა და რატომ. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან არ იციან, რა დიაგნოზი ჰქონდა გაბრიელს ან რისთვის გაკეთდა ოპერაციები... ფიქრობენ, რომ ნაწლავი ოპერაციების შემდეგ დამოკლდა და თანდაყოლილი არ იყო... არ ვიცი, ალბათ ახლა უკვე ძალიან გვიანია ამ ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ დამნაშავე ნამდვილად ვარ, რომ მივეცი უფლება ჩემი ბავშვი აეკუწათ...
შემდეგი თვიდან გაბის ნაწლავს ისევ გამოიკვლვენ, დააწვენენ და გაუკეთებენ ემერტეს… და ჩაუბრუნებენ ნაწლავს უკან… თარიღები არ ვიცი, თუმცა შემდეგი თვიდან ვიწყებთ და იმედი მაქვს, რომ რამე ისეთს არ გავიგებ, რაც უარესად გამაგიჟებს, ისედაც საკუთარ თავზე გამწარებულ დედას“, - წერს თაკო ბარბაქაძე.