1793044404
VIDEO: „გაბისო უკვე 4.700 კილოა“ – პატარა გაბრიელის დედა სასიხარულო სიახლეს აზიარებს
პატარა გაბრიელ ჩადუნელს საზოგადოება კარგად იცნობს. ბიჭუნას და მის ჯანმრთელობას დღეს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.
შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში სისტემატურად უზიარებს გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე. ცოტა ხნის წინ, მან შვილის ახალი კადრები გაავრცელა და დაწერა, რომ გაბრიელი უკვე 4.700 კილოა.
„გაბისო უკვე 4.700 არის, მალე დიდი ბიჭი ვიქნებით“, – წერს თაკო ბარბაქაძე.












