1793105119
ეროვნული ბანკი: 2026 წლის სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა – 796 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 892 მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 78.14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.69 მილიარდი ლარით, ანუ 2.21%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.91% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 796.70 მლნ ლარით, ანუ 1.77%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 892.59 მლნ ლარით, ანუ 2.83%-ით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.32 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 22.35 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.60%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.77%-ით, ანუ 726.78 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 41.87 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.54% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.25 პროცენტული პუნქტით.












