zura shevardnadze

faceამბები 1773495629

„სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა... გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი​მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბავშვობას იხსენებს და გაზაფხულის დადგომაზე წერს:„ჩემი ბავშვობისდროინდელ გურიაში ყველას სჯეროდა, რომ მერცხლების მოფრენას გაზაფხულზე მოაქ ოჯახიზა სიკეთე და ყორიფელი კაი. სახლზე მერცხალი რომ ბუდეს არ გეიკეთებს გლახას უნდა ელოდეს პატრონი.ჩვენი შუშაბანდის სარაბახი და პარმაღის მესამე, მოღუნული ქილიში ქონდათ ამოჩემებული, აპრილის ბოლოსკენ გამოჩნდებოდენ, გულმოდგინედ მოზელდენ ტალახს და იწყებდენ ბუდის შენებას. ხან მეკირიები დაესხმებოდენ თავს, წაართმევდენ სიმწრით ნაშენებს, ბოლომდე ამოქოლავდენ და დაისაკუთრებდენ.იმ წლის გაზაფხულზე ხარება დღეს მოფრინდნენ, ძველი ბუდე შეაკეთეს და მალევე დაჩეკეს ექვსი ბარტყი, ყველა დაზარდეს და დააფრთიანეს.ნაფერისცვალებევს გასაფრენად რომ ემზადებოდენ რატომღაც დედა მერცხალი ბუდეში რჩებოდა დღისით, იქიდან იმზირებოდა მოწყენილი. ბაბუამ თქვა რაცხა უჭირს თვარა ასე არ გაჩერდებოდაო, დავაკვირდით..აკითხავდენ სხვა მერცხლები, ბუდეზე ჩამოუსხდებოდენ, იყო ერთი ჟივილი, ის კიდევ უფრო მოიწყენდა, ბოლოს ბუდეში მთლად ჩაიმალა, თავიც აღარ უჩანდა.დადგა გაფრენის დღე, შეგროვდენ, მეზობლის სახლებიდან სხვა მერცხლებიც მოვიდნენ, ყველამ მოაკითხა იჟივლეს, იჟივლეს, უფრინეს ირგვლივ ჩვენს სახლს და ეზოს, ვერაფერს გახდნენ ან რა უნდა ექნათ, გაფრინდნენ.ბაბუამ სკამი დაიდგა, ავიდა და ბუდიდან ფრთამოტეხილი, მარტო დარჩენილი დედა მერცხალი ჩამოიყვანა, მიმინოს ყავს გამონაქცევიო დაადგინა. მარტო ჩვენ ბავშვებმა კიარა დიდებმაც იდარდეს. ბებიამ უიღბლა დაარქვა და გვითხრა: "რა ოჯახი ვართ ნენა ამდენმა სულმა ერ ჩიტს თუ ვერ მივხედეთ და ვეპატრონეთ არხეინათ იყავით აფერს არ გუუჭივრეფო."იმ დღიდან ჩვენი, ბაღნების მთავარი საზრუნავი, სადარდებელი, სიხარული და მწუხარება მხოლოდ უიღბლა გახდა. ბებიამ კვერცხის ცილა და კუპრის საპონი ათქვიფა, ჩემს ძველ ფეხსაცმელს ენა ამოგლიჯა, თხელი ტყავი ფრთის ფორმაზე გამოჭრა და ნარეცხი მიტკალით არტაშანი დავადეთ მტკივან ფრთაზე უიღბლას. ბაბუამ მომცრო ყუთი შეჭედა, ფუჩეჩით, რბილი თივით გამოვტენეთ და შიგ ჩავსვით. რძეში მოზელილი ჭადისგულის ბურთულებს ვაჭმევდით ერთხანს, ხან კვერცხისგულს ვუჩიტავდით. ორ კვირაში მოიკეთა, ძალა მოიკრიბა ფრთაც მოურჩა და შუშაბანდში გადავასახლეთ, კარების თავზე მივუმაგრეთ ყუთი. ფრთხილად გამოდიოდა, ფანჯრის რაფებზე შუშებთან შეგროვილ ბუზებზს დარაჯობდა.დაზამთრდა, ჩამოთოვა საყორნია, ტოლების და ბახმაროს მთებიც ჩამოათეთრა. უიღბლა მთლად დასევდიანდა, უმეტეს დროს ყუთში ატარებდა მხოლოდ წყლის დასალევად თუ გამოვიდოდა, ერთი ორი სიცივისგან დარეტიანებული ბუზი ჰყოფნიდა მთელი დღე, რას არ ვთავაზობდით მაგრამ ჩვენი მოტანილი არაფერი უნდოდა, ძალიან შეგვეჩვია, აღარ გვიფრთხოდა.გამარტებისკენ დღეები რომ დაგრძელდა, დათბა, გარეთაც დაიწყო სახლის ირგვლივ და ეზოში ფრენა. ტყემლები და ფრანგულა მსხლები რომ აყვავდა შუშაბანდი და ყუთი დატოვა, თავის ბუდეში გადასახლდა, ხალისიანი გახდა, ბუმბულიც გამოიცვალა.ბევრი ემოციებიანი, სიხარულით, სიცილ-ყიჟინით მონატრებული ადამიანების შეხვედრა მინახავს ამ 45 წლის მანძილზე მაგრამ არც მანამდე და არც მერე იმის მსგავსი არაფერი როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე... როგორ ჟიოდნენ, ყველანი როგორ ჟიოდნენ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს შუბლებით სასწაული და სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა. გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც.ოთხი ბარტყი გამოჩეკა და გაზარდა იმ წელს უიღბლამ, დააფრთიანა, ნაფერსცვალებევს დიდი მადლიერებით სამი წრე დაარყეს ჩვენს ოდასახლს და სხვა მერცხლებთან ერთად გაფრინდა.გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში, თავიც არ წამოგვტკენია არცერთს, სულ ირიახო ურუახო ისმოდა ჩვენსას იმ წელიწადს“,- წერს ზურა შევარდნაძე. 

ზურა შევარდნაძე

faceამბები 1772460420

„ყველა დარდი და სევდა გაქრება, კარგად ვიქნებით“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

 „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ფლორისტი და მწერალი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოზიტიური პოსტით მიმართავს გამომწერებს:„გაზაფხული მოვიდა!!!ყველა ჩვენგანისთვის სიხრული მოეტანოს.ეს თოვლიც მალე წყლად იქცევა, ყველა დარდი და სევდა გაქრება. კარგად ვიქნებით!!!“,- წერს შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე

faceამბები 1772099105

„ნუ გვეჩხუბებით! არ გათავდა ჭკუის სწავლება და დარიგებები...“ -  ზურა შევარდნაძე მიმართვას ავრცელებს

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გაავრცელა და ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც „გარდენიას“ საკურიერო მომსახურება არ აქვს:„არ გათავდა ჭკუს სჭავლება და დარიგებები: "აიყვანეთ კურიერი, უფრო მეტს გაყიდით.." "რა გაგიხდათ გაგზავნის სერვისის გაკეთება?!.." "გამოგზავნის სერვისით უფრო მეტ მოგებას ნახავთ.." "ფოსტით არ აგზავნით?!.." და ამის მსგავსი ბევრი. ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს და გვავალებს..მართლა ვინმეს ჰგონია ნეტავ რომ ასე გამიჭირდებოდა კურიერის აყვანა ან გაგზავნის სერვისის დაორგანიზება?არსებობს მარტივი მიზეზი რატომ არ ვაგზავნით მცენრეებს, ნერგებს, მიწას და სასუქებს და მგონი მეათასედ ვამბობ და ვწერ :არაფერი გვრჩება გასაგზავნი!!!! იმას რასაც ვთესავთ ვრგავთ, ვამყნობთ, მოგვყავს ძვლივს ჰყოფნის ბაღში ან ბაღის ჭიშკართან დახლთან მოსულ სტუმრებს. რომ გავაგზავნოთ ბაღში ვინც მოდის იმას არაფერი დახვდება. ვერ ვააწარმოებთ მთელი საქათველოსთვის საკმარის ნერგს ჩითილს, თესლს ..... სხვამაც იშრომოს ყველაფერს გარდენია ვერ ეყოფა და არც უნდა ეყოს.ნუ გვწერთ შეურაცმყოფელ და დამრიგებლურ წერილიებს. " ააააა გინდათ 5 ლარი გადავიხადოთ ბაღში შესასვლელად და ამიტომ არ გვიგზავნით???" არავის ვაიძულებთ ბაღში გვესტუმროს, ბაღს საკმარისზე მერტი სტუმარი ჰყავს ისედაც. ნერგი, მიწა ჩითილი, თესლი სასუქი ბაღის გარეთ იყიდება, არ გჭირდებათ ბაღში შესასვლელი ბილეთი. ვერ გამოიცანით)))) ნუ გვეჩხუბებით ნუუუუ!!!! ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი, ძალიან მადლიერიც!!!!!1 მარტს გარდენია ოცდამეერთე საგაზაფხულო, სამებაღეო სეზონს გახსნის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ზურა შევარდნაძე

ტაბლოიდი 1771252200

VIDEO: „აი წითელი ფხალი რაფერი მწვანეა...“ - ზურა შევარდნაძის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის

გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ ზურა შევარდნაძე თავისი საოცარი ისტორიებით დაბრუნდა.ნინო კვაჭანტირაძესთან ერთად მაყურებლისთვის სხვადასხვა კერძები მოამზადეს საინტერესო ამბების თანხლებით...ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის 

zura shevardnadze

faceამბები 1771188137

ლამპრობის ტრადიცია გურიაში - რა ამბავს იხსენებს ზურა შევარდნაძე

მებაღე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში გურიაში ლამპრობის ტრადიციაზე წერს.„15 თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით.ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ჩვეულებრივად ლამპრობას ვეძახით.ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს თავბოლოშექცევით , მჭიდროდ, რამდენიმე წყებად მიამაგრებდა სარზე.ძალიან ველოდით დაბნელებას, და თუ კი ფერდებზე შეფენილი ეზოებიდან, რომელიმე მეზობელი დაგვასწრებდა ანთებას, ბაბუას მოსვენებას არ ვაძლევდით. ბაბუა დინჯად გამოიტანდა ლამპარს აანთებდა, ეზოს გადაღმა გადმოგვიყვანდა და აგუზგუზებულ სარს თოვლში ჩაარჭობდა, საზღვარი არ ქონდა ჩვენს სიხარულს… ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი..ოჯახი არ დარჩებოდა გურიაში, ვინც ლამპარს არ აანთებდა. ბავშვიანი ოჯახები განსაკუთრებით მოინდომებდნენ, მოხუცები მოკრძალებულ და მგლოვიარე ოჯახი არ შეიმჩნევდა და არ გამოიტანდა ლამპარს.ბებიას ჯეროდა, რომ ჭინკები, ეშმაკები და უჟმურები, რომლებიც ღელეებში და ღარდებში ცხოვრობდნენ ამ ღამეს სოფელ, სოფელ დადიან და “თუ დეინახეს, რომე არ ანთია ცეხლი, მეივლიენ და დაბუდდებიენ შინ. ჩვენი მტრისას და დამაწყევარისას დაბუდდა უხილავი. თუ დეინახავს ცეცხლს გეიარს და წავა ნენა, დაბრუნდება მის ღარდაში…”ზოგჯერ ბაბუა ზაფხულიდან გადანახულ შამბალას ქერხებს გაურევდა ნაგულებში, ასეთი ლამპარი ნაპერწკლებს ისვრის და ოიიიი ამ ნაპერწკლების საშინლად ეშინიათ თურმე ჭინკებს.თუ ვინმე ძველ რეზინის ჩექმას ან კალოშს დაწვავდა ჭინკების დასაფრთხობად ბრაზობდა ბაბუა ” ააქოთეს, წაპილწეს აქოურობაო”…მინელდებოდა ლამპარი და ჩვენ გულდაწყვეტილი ვბრუნდებოდით შინ, რომ ეს ნანატრი ამბავი ასე უცბად მორჩა.ბებია გახურებულ ბუხარს დაგვახვედრებდა, კეცს არეკავდა, მზისფერ ჭადს შქერის ფოთოლს გააცლიდა, დერგიდან აგვისტოს ყველს ამოიღებდა, კუხე პამიდორის თხილიან მჟავეს დიდი ჯამით დადგამდა და გვავახშმებდა.მერე ფეხებს დაგვითბილავდნენ, სველი პირსახოცით ლამპრობის მურს გაგვაცლიდნენ სახიდან და გახამებულ ლოგინებში ჩაგვაწვენდნენ. შუბლზე გვაკოცებდნენ და დაგლოცავდნენ. ” ვეფერი დაგაკლოს ეშმაკმა და უხილავმა ნენა, შუუმჩეველი დარჩით წრომანდელ წელს უჟმურიზა და ჭინკიზა, გამიხაროს და გამიძლიეროს თქვენი თავი გამჩენელმა…ალური კუდიანებს”ვიწექით და გვჯეროდა, რომ ვეფერი ვერ მოგერევა წელს…არვიცი, მართლა არვიცი მაგრამ ვიცი ერთი, რომ ლამპრობა სანამ ვარ სულ ასე ტბილად მემახსოვრება.ნეტა წელს თუ დაანთეს ლამპარი გურიაში..“ - წერს ზურა შევარდნაძე.

კალადა

საზოგადოება 1768325267

გურული დალოცვა კალანდობის ღამეს - „გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე. გვაშორე დარდი“

ბიოლოგი, მებაღე ზურა შევარდნაძე საზოგადოებას ახალ წელს სოციალურ ქსელში ულოცავს და 40 წლის წინ ბებია-ბაბუასგან კალანდობას მოსმენილ და დამახსოვრებულ „გალოცვას” უზიარებს.„40 წლის წინ ბებიასგან და ბაბუასგან კალანდობას მოსმენილი და დამახსოვრებული “გალოცვაა”, უფრო მარტივი და უკეთესი არ ვიცი.„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივრებულს და უქონელს. გაგვიმსე სახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით.ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს კაის მსურველს გძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დაქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს, დაღმა წყალს.წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომვალ წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი.”ყველას გვჯეროდა, რომ ამფერი “გალოცვის”, ფერხვის და კაი ფეხადის გარეშე წახდებოდა საქმე და არ გათენდებოდა კალანდა”, – წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა VS პროდიუსერი

ტაბლოიდი 1764955253

„პრანჭვა-გრეხვა უნდა მარტო... ნატანებში წავიყვანოთ და მოვატყუოთ მაროკოში ვართ-თქო...“ - ზურა VS პროდიუსერი

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ ბიოლოგი, ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.ზურასა და პროდიუსერის „დაპირისპირება“ უკვე სოციალურ ქსელებს იპყრობს. მაყურებელი ხალისით ელოდება მორიგ პაექრობას, ნაწილი ზურას გულშემატკივრობს, ნაწილი პროდიუსერს ამხნევებს და ასე  ელოდებიან მორიგ ვიდეოს, რომელიც „შაბათ-კვირის დილის“ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ.   

ზურა

საზოგადოება 1763823086

,,ჩემთან ეს ხდება მეოთხედ... ჯვარი უნდა დაეწერათ და გოგომ უარი თქვა...“ - ზურა შევარდნაძე ვიდეოს აქვეყნებს

,,გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ პატარძალმა ჯვრისწერა ჩაშალა. მისი თქმით, მასთან ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ,,დღეს უნდა დაეწერათ ჯვარი და ჩემთან უნდა მოსულიყვნენ ხელის მოსაწერად. ეს უკვე მეოთხედ ხდება ჩემთან. გოგომ, თინიკომ თქვა უარი... დილის მერე ვაწყობ, ვარიგებ ამ ყვავილებს, არ გათავდა. ძალიან გული მწყდება, ისეთი საყვარლები იყვნენ, იმედი მაქვს, რომ შერიგდებიან. ახლა არ გამოვიდა, მაგრამ მერე გამოვა...“, - ამბობს ზურა შევარდნაძე ვიდეოში. 

ზურა შევარდნაძე

faceამბები 1763720453

,,აბდალია ყველა ის ვისაც ჰგონია, რომ ვჩხუბობთ…” - ზურა შევარდნაძე

,,გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ,,აბდალია ყველა ის ვისაც ჰგონია რომ ვჩხუბობთ. ან საჩხუბარი რა გვაქვს ან გასაყოფი. სულს ვუბერავთ ერთმანეთს, ვეფერებით და ვეფოფინებით. ვზრუნავთ და გული შეგვტკივა, ბევრი საფიქრალი და არის საერთო.  ერთგული მეგობრობის და მეგობრობის ფასი ვინც არ  იცის  იგიც აბდალია!!!“- წერს ზურა შევარდნაძე. 

zura shevardnadze

საზოგადოება 1763240356

„შეყვარებულები ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე, მეგონა ქვეყანა დაიქცა.. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდაა ასე და ეს უფრო სწორი მგონია...“ - ზურა შევარდნაძე

ფლორისტი და ტელეწამყვანი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ძველი შეხედულებებს და ტრადიციებს დღევანდელს ადარებს და წერს, რომ რაც ადრე გვაოცებდა და უჩვეოლოდ მიგვაჩნდა, დღეს ის ჩვეულებრივი ამბავია.„ოცი წლის წინ გერმანიიდან დაბრუნებული რომ ამბებს ვყვებოდი საარაკოდ, დღეს აგერ ჩვენ თვალწინ ხდება ზუსტად ისე, მგონი იმაზე მეტიც რაც მაშინ ასე გვაოცებდა, დღეს ჩვენთანაც ჩვეულებრივია.მახსოვს როგორ გაკვირვებული ვყვებოდი რომ დაურეკავად ვერსად ვერ მიხვალ სტუმრად და წინასწარ თუარ შეუთანხმდი ისე ვერავისთან წახვალ. როდის შეიარეთ ისე უბრალოდ ვინმესთან ბოლოს?ვყვებოდი რომ მამის გასვენებას არ ესწრებოდა შვილი, საზღვარგვარეთ იყო და ვერ ჩამოვიდა არ ეცალა. რამდენი ახლობელი გავაცილე ამ ბოლოს იმქვეყნად ისე რომ შვილები არ ყოფილან გასვენებაში ზოგი იტალიაშია და ზოგი ამერიკაში ზის ტრაილერზე.ვყებოდი რომ არსებობს მდიდრების და ღარიბების მაღაზიები, რომ ღარიბი მდიდრის მაღაზიაში ვერ იყიდის ძვირია. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ..ვყვებოდი მაშინ, სტუმრად რომ მიხვალ ჩაის ან ყავას შემოგთავაზებენ. ისეთი სადილი ჩემი ბებია რომ გვიშლიდა, მაშინ ჩვეულებრივად რომ ითვლებოდა დღეს ათასი ლარი ჯდება. მიდი და გაუშალე ყველა სტუმარს თუ ვაჟკაცი ხარ.ესეც მაშინდელია, გასვენებაში არც თავზე ეხურათ არც ტიროდა ვინმე... აგერ მიიხედ-მოიხედე, ვინ ტირის, გლოვობს ან იხოკავს კოყებს? მაშინ მიკვირდა, ახლა ასე მირჩევნია.შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე მეგონა ქვეყანა დაიქცა.. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდაა ასე და ეს უფრო სწორი მგონია..გაოცებას არ ვიყავი რომ გავიგონე თანამშრომელს ვერ ვშოულობ, რამდენი ხანია ვეძებო. ახლა აგერ დღეა არ გავა ვინმემ არ მომწეროს ამის და ამის გამკეთებელს ვეძებ ხომ არ იცი ვინმეო.დანარჩენი თქვენ დაამატეთ რაში ვიყოჩაღეთ, დავეწიეთ და გავასწარით ევროპას...“ - წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა VS პროდიუსერი

ტაბლოიდი 1761236258

VIDEO: „პროდიუსერი მასწავლის მე რას რა უხდება... ეტყობა არ იცის ვისთან აქვს საქმე“ - ზურა VS პროდიუსერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“  ბიოლოგი ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.როგორც ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ. გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ - ასე დაასათაურეს ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ზურა შევარდნაძე

faceამბები 1760629664

„...ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე“ - ემოციური ამბავი ზურა შევარდნაძის ბავშვობიდან

ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე ამბავს იხსენებს ბავშვობიდან:"ვიქნებოდი ასე ხუთი, შეიძლება ექვსი წლის. საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელ-პირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს.ძილის წინ გამოწერილივით იყო: "დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური..."რომ დარწმუნდა, დამეძინა, შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია, ყველამ იცის, რომ ლაპარაკი კი არა, ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში. ბებიამ ბაბუას შესჩივლა: "ბიჯო, ბიჭიყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა, მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი, ხომ იცი შენ?!"გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი. როგორ მინდოდა, ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი, მარა გავწბილდი."არ იდარდო, ქალო, რა უჭირს, ბიჭია, ჯანი მთელი აქ, გული კაი აქ, მხიარულია, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო, აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა..."იმ ღამეს არ მიძინია...ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე... ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება..."