ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1793525726

„2027 წელი ზოგისთვის ახალი დასაწყისის, ზოგისთვის კი ძველის დასრულების დრო გახდება...“ – თამარ იოსელიანის რჩევები

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.„2027 წელი ზოგისთვის ახალი დასაწყისის, ზოგისთვის კი ძველის დასრულების დრო გახდება. საინტერესოა, რა გელოდება შენ?ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე 2027 წელს შევაბიჯებთ, თუმცა  ნუმეროლოგიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს წლის საკუთარი, ინდივიდუალური ენერგია ექნება.2027 = 2 + 0 + 2 + 7 = 11 → 22027 წლის საერთო ენერგია — მთვარეა.ეს არის მგრძნობელობის, ინტუიციის, ურთიერთობების, თანამშრომლობისა და შინაგანი ჰარმონიის სიმბოლო.მაგრამ როგორ შეერწყმება ეს ენერგია კონკრეტულად შენს დაბადების თარიღს?გთავაზობთ მარტივ გამოთვლას!შეკრიბე შენი დაბადების დღის ყველა ციფრი, მიუმატე დაბადების თვის რიცხვი და შემდეგ დაამატე 2027 წლის ენერგიის რიცხვი — 2.მაგალითად, ადამიანი დაიბადა 29 აპრილს:2 + 9 + 4 + 2 = 17 → 1 + 7 = 8.მისი პირადი 2027 წლის რიცხვია 8 სატურნის ენერგია.ახლა კი გაეცანი შენი პირადი წლის ძირითად თემებს:1 — მზე. ახალი დასაწყისი, დამოუკიდებლობა, ინიციატივა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.2 — მთვარე. ურთიერთობები, თანამშრომლობა, ემოციური ჰარმონია და გრძნობები.3 — იუპიტერი. სწავლა, განვითარება, ცოდნის გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება.4 — რაჰუ. ცვლილებები, არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ჩვეული საზღვრებიდან გასვლა.5 — მერკური. კომუნიკაცია, მოძრაობა, ახალი ნაცნობობა და მოქნილობა.6 — ვენერა. ოჯახი, სიყვარული, სილამაზე და ურთიერთობებში ჰარმონიის დამყარება.7 — კეტუ. თვითშემეცნება, სულიერი ძიება და ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება.8 — სატურნი. პასუხისმგებლობა, დისციპლინა, შრომა და მყარი შედეგების მიღწევა.9 — მარსი. ცხოვრებისეული ეტაპების დასრულება, შეუპოვრობა და ახლისთვის სივრცის გათავისუფლება.თუმცა ეს მხოლოდ ყველაზე ზოგადი მიმართულებებია!პირადი წლის სრულფასოვანი გაანალიზებისთვის საჭიროა მისი განხილვა დაბადების თარიღის სხვა მაჩვენებლებსა და ცხოვრებისეულ ციკლებთან ერთობლიობაში. სწორედ ასე შეიძლება ნუმეროლოგიური სისტემის ფარგლებში უფრო ღრმად გამოიკვეთოს ადამიანის ინდივიდუალური ამოცანები და შესაძლებლობები.“ - წერს იოსელიანი.

ჰოროსკოპი

ტაბლოიდი • 1793477887

„ეს კვირა ენერგეტიკულ წმენდებს ეთმობა… დროა, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოთ“ – რას გვირჩევს თამარ იოსელიანი

„ეს კვირა ენერგეტიკულ წმენდებს ეთმობა. მზად ხართ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ძველის დასრულებასა და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება?“ – ამის შესახებ ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.ეს კვირა ენერგეტიკულ წმენდებს ეთმობა. მზად ხართ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ძველის დასრულებასა და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება?პლუტონი, კარმული თემები და გარდამტეხი გადაწყვეტილებები დროა, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოთ!ასტროლოგიურ ტრადიციაში პლუტონი ღრმა გარდაქმნებს, ძველი სცენარების დასრულებასა და შინაგან განახლებას უკავშირდება. ოქტომბრის ბოლო კვირა კი კარგი შეხსენებაა, რომ ზოგჯერ საჭიროა შევჩერდეთ, გადავხედოთ განვლილ გზას და გავიაზროთ, რა გვიშლის ხელს წინსვლაში.თუ ბოლო დროს ენერგიის გამოფიტვას, ემოციურ დაძაბულობას ან ჩიხში მოქცევის განცდას განიცდით, შესაძლოა, დროა საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება დაუთმოთ.ზოგისთვის ეს პერიოდი ახალი შესაძლებლობების ძიებას დაუკავშირდება, ზოგისთვის კი ძველი შეხედულებების გადაფასებას, ურთიერთობებში სიცხადის შეტანასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.როგორ შეხვდეთ ახალ ეტაპს?26 ოქტომბერს ვიწყებ „ენერგეტიკულ გაწმენდას“!ეს პრაქტიკა მათთვისაა, ვისაც სურს, საკუთარ თავს დრო დაუთმოს, სიმბოლურად გაუშვას დაგროვილი ნეგატიური განცდები, გათავისუფლდეს წარსულთან დაკავშირებული შინაგანი სიმძიმისგან და მეტი სიმშვიდით შეხვდეს მომავალს.ზოგჯერ ახალი ეტაპის დასაწყებად საჭიროა არა სამყაროს შეცვლა, არამედ საკუთარ თავში წესრიგის დამყარება. ✨თუ გრძნობთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ, ეს მოწვევა თქვენთვისაა!26 ოქტომბერს ვიწყებ ენერგეტიკულ გაწმენდას.

გოგა მანია

ასტროლოგია • 1793305669

რა უნდა მოვიშოროთ სახლიდან 2027 წლის დადგომამდე

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრი ადამიანი ცდილობს, ძველი წელი დადებითი განწყობით გააცილოს და ახალ წელს სიახლეებისა და წარმატების მოლოდინით შეხვდეს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახლის მოწესრიგებას, ძველი ნივთების მოშორებას და სადღესასწაულო სამზადისის სწორ დროს დაწყებას.ეზოთერიკოსი გოგა მანია, 2027 წლის შესახვედრად რამდენიმე რჩევას გვიზიარებს, რომლებიც სახლის მომზადებასა და საახალწლო ტრადიციებს უკავშირდება.საახალწლო სამზადისი პირველ დეკემბერს დაიწყეთ„საახალწლო სამზადისის ნელ-ნელა დაწყება პირველივე დეკემბრიდან არის სასურველი. ეს პერიოდი შეიძლება გამოვიყენოთ სახლის დასალაგებლად, ტანსაცმლის გადასარჩევად, ძველი და გამოუყენებელი ნივთების მოსაშორებლად ან მათ გასაჩუქებლად. სივრცის გათავისუფლება სიმბოლურად ახალი შესაძლებლობებისთვის ადგილის დათმობას უკავშირდება.როდის დავდგათ ნაძვის ხე?ნაძვის ხის დასადგმელად 17 დეკემბერი კარგი დროა. ეს თარიღი საახალწლო სამზადისისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.ნალი კართან - წარმატების სიმბოლოკიდევ ერთი რეკომენდაცია კარის მახლობლად ნალის ფორმის დეკორაციის გამოყენებას უკავშირდება.მწვანე ოსპი და ახალი წლის განწყობა„ოსპი მაღალვიბრაციული მცენარეა. მწვანე ოსპზე რომც არ გიჟდებოდეთ, მოხარშეთ და ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, ერთი კოვზი მაინც მიირთვით.მაგიდის ქვეშ ძრომიალი კარგი არ არის. თხას კი სწორი მიმართულება მოსწონს - მას უყვარს, როცა თავს კარგად გრძნობს!“- ამბობს ეზოთერიკოსი.2027 წლის შესახვედრად მთავარი გზავნილი კი ასეთია: მოაწესრიგეთ სახლი, გაათავისუფლეთ სივრცე უსარგებლო ნივთებისგან და ახალი წლისთვის სასურველი მიზნები წინასწარ განსაზღვრეთ. 

ფულის ხელში მიცემა

რჩევები • 1793047794

„როგორ ხდება ნეგატიური ენერგიის გადაცემა ხელიდან ხელში მიწოდებული საგნით“ - ეზოთერიკოსების განმარტება

ხალხურ გამოცემებში უამრავი მინიშნებაა ისეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქცევას რომ ეხება, არადა, საკმაოდ სერიოზული უსიამოვნება შეიძლება გამოიწვიოს.ეზოტერიკოსი განმარტავს, რა შეიძლება მოჰყვეს ფულის, სამკაულის, მჭრელი ხელსაწყოს, პურის, ხახვისა თუ თილისმა-ამულეტის ხელიდან ხელში გადაცემას და რაზე უნდა გაამახვილოთ ამ დროს ყურადღება, რომ მოსალოდნელი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ. ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ მჭრელი საგნების ხელიდან ხელში მიწოდება არ შეიძლება, რადგან სერიოზული უსიამოვნება მოჰყვება. ასეთ საგანთა ჩამონათვალში კი, არის მაკრატელიც, რა თქმა უნდა, დანა-ჩანგალი და ნამგალიც კი. მინიშნება გვეუბნება, რომ ნამგლის გადაცემით, ქალი თავის მეორე ნახევარ მოიკვეთს. სწორედ ამ ცრურწმენას უკავშირდება წესი, რომლის მიხედვითაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მკაცრად ეკრძალებათ იარაღის ხელში აღება. აღსანიშნავია, რომ ხალხური გადმოცემები კრძალავდა ნამგალზე გადაბიჯებას და ასევე, ცდილობდნენ, ერთი ნამგლით მეორეზე არ დაეკაკუნებინათ, რადგან ამას შეიძლება ჭორები გამოეწვია. ზემოხსენებულ სიაში შედის ასევე, პური და ხახვიც. უძველესი დროიდან თითქმის ყველგან პურს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ. არსებობს ვერსია, რომ ოქროსფერ თავთავში მომწიფებული თესლი თავად სიცოცხლეა. ამიტომაც სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, რომ პურის ცხობისას, ახალი პურის სურნელი გარდაცვლილთა სულებს იზიდავდა. შესაბამისად, სწამდათ, რომ სწორედ ამ უმთავრესი პროდუქტით შეიძლებოდა ადამიანისთვის ზიანის მიყენება ჯადოს სახით. კიდევ არის მინიშნებები, რომ არ შეიძლება პურის ზღურბლზე გადაწოდება და მზის ჩასვლის შემდეგ - მისი სახლში წაღებაც კი. რაც შეეხება ხახვს, უძველესი დროიდან არსებობდა მინიშნება, რომელიც ხახვის ხელიდან ხელში გადაცემას კრძალავდა, რადგან ის ხომ ცრემლდენას იწვევს. აქედან გამომდინარეა სწორედ, რომ ხალხური გადმოცემები ხახვის სხვისთვის მიწოდებას უბედურების გადაცემად მიიჩნევს, რომელსაც ცრემლი მოჰყვება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაურ გარემოში ახლობელი სადილის კეთებისას მიხმარებას გთხოვთ და გასარჩევად ხელში რამდენიმე ხახვის თავს შემოგაჩეჩებთ, არ გამოართვათ. უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, სთხოვეთ, ხახვი მაგიდაზე დადოს და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ ის ხელში გასარჩევად თუ დასაჭრელად... დაბოლოს, სხვისი თილისმა და ამულეტი - დამცავი საშუალებები, რომელთაც ხელი არ უნდა ახლოთ. მაგრამ, თუ მოულოდნელად, იძულებული გახდით, თილისმა-ამულეტი პატრონს გადასცეთ, უბრალოდ, ეს მაგიური ნივთი შარფში ან ხელსახოცში გადაახვიეთ და ისე მიაწოდეთ მას ხელში.- რაც შეეხება მაცივრისა და საკეტის დაზიანებას, რის მანიშნებელია ეს ოჯახისთვის?- მაცივრის გაფუჭებისას ყურადღება მიაქციეთ ოჯახში ხანდაზმული წევრების ჯანმრთელობას. სიცივე სიბერის სიმბოლოა. საყინულესა თუ ცივ სარდაფში ინახავდნენ მარაგს, რომელზეც ოჯახის გადარჩენა და უზრუნველყოფა იყო დამოკიდებული. მაცივრის გაფუჭება ნიშანია იმისა, რომ თქვენი ქონების უსაფრთხოებას რაღაც ემუქრება, დაცული აღარ ხართ. ამიტომ უკეთ აკონტროლეთ ემოციები - ძალიან სულსწრაფი ხართ და გაუაზრებელად მოქმედებთ. უსაფრთხოების პრობლემებზე მიგითითებთ საკეტის დაზიანებაც. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეამოწმოთ ყველა საკეტი, სიგნალიზაცია და ქსელში არსებული პაროლი. ვიღაც თქვენს ცხოვრებაში „შემოძრომასა” და ზიანის მოყენებას ცდილობს. მათ ასევე, შეუძლიათ თვალყური გადევნონ, ფარულად შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია და ცილი დაგწამონ. თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს. წყარო

გოგა მანია

ასტროლოგია • 1793044404

როგორ შევხვდეთ 2027 წელს - როდის დავდგათ ნაძვის ხე და რა უნდა მოვიშოროთ სახლიდან - გოგა მანიას რჩევები

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრი ადამიანი ცდილობს, ძველი წელი დადებითი განწყობით გააცილოს და ახალ წელს სიახლეებისა და წარმატების მოლოდინით შეხვდეს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახლის მოწესრიგებას, ძველი ნივთების მოშორებას და სადღესასწაულო სამზადისის სწორ დროს დაწყებას.ეზოთერიკოსი გოგა მანია, 2027 წლის შესახვედრად რამდენიმე რჩევას გვიზიარებს, რომლებიც სახლის მომზადებასა და საახალწლო ტრადიციებს უკავშირდება.საახალწლო სამზადისი პირველ დეკემბერს დაიწყეთ„საახალწლო სამზადისის ნელ-ნელა დაწყება პირველივე დეკემბრიდან არის სასურველი. ეს პერიოდი შეიძლება გამოვიყენოთ სახლის დასალაგებლად, ტანსაცმლის გადასარჩევად, ძველი და გამოუყენებელი ნივთების მოსაშორებლად ან მათ გასაჩუქებლად. სივრცის გათავისუფლება სიმბოლურად ახალი შესაძლებლობებისთვის ადგილის დათმობას უკავშირდება.როდის დავდგათ ნაძვის ხე?ნაძვის ხის დასადგმელად 17 დეკემბერი კარგი დროა. ეს თარიღი საახალწლო სამზადისისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.ნალი კართან - წარმატების სიმბოლოკიდევ ერთი რეკომენდაცია კარის მახლობლად ნალის ფორმის დეკორაციის გამოყენებას უკავშირდება. მწვანე ოსპი და ახალი წლის განწყობა „ოსპი მაღალვიბრაციული მცენარეა. მწვანე ოსპზე რომც არ გიჟდებოდეთ, მოხარშეთ და ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, ერთი კოვზი მაინც მიირთვით.მაგიდის ქვეშ ძრომიალი კარგი არ არის. თხას კი სწორი მიმართულება მოსწონს - მას უყვარს, როცა თავს კარგად გრძნობს!“- ამბობს ეზოთერიკოსი. 2027 წლის შესახვედრად მთავარი გზავნილი კი ასეთია: მოაწესრიგეთ სახლი, გაათავისუფლეთ სივრცე უსარგებლო ნივთებისგან და ახალი წლისთვის სასურველი მიზნები წინასწარ განსაზღვრეთ.

სიზმარი

საზოგადოება • 1793012781

მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - ეზოთერიკოსთა მოსაზრება

სიზმრები ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და მიუწვდომელ მოვლენად ითვლება. ისინი ტრიალებენ ქვეცნობიერის სამყაროში, აკავშირებენ რეალობასა და ფანტაზიას. სიზმრების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფენომენია მიცვალებულთა ხილვა და მათთან სიზმარში ურთიერთობის ფენომენი.თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია, ზუსტად უპასუხოს ამ კითხვას. საუკუნეების განმავლობაში, ადამიანები ცდილობდნენ, ეპოვათ ახსნა ამ ფენომენისთვის.ეზოთერიკოსთა მოსაძრებით, ერთი ჰიპოთეზა არის ის, რომ გარდაცვლილები შეიძლება გამოჩნდნენ ჩვენს სიზმარში, რათა გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილები, გაგვათავისუფლონ მწუხარების ტვირთისგან და დაგვეხმარონ, შევეგუოთ მათ სიკვდილს.თუ ცხოველები გყავთ, დააკვირდით მათ. მოგეხსენებათ, ცხოველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამქვეყნიური საგნების მიმართ და სული შეიძლება ცოტა ხნით შინაურ ცხოველში გადავიდეს, რომ გიყუროთ. თუ ცხოველის ქცევა მკვეთრად შეიცვალა და ის ფაქტობრივად გახდა „ადამიანური“, მაშინ იცოდეთ, რომ შესაძლოა ახლა საყვარელი ადამიანის სული გიყურებთ. თქვენ სრულიად შემთხვევით იწყებთ თქვენთვის საჭირო წვრილმან ნივთების პოვნას. ეს ასევე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ გარდაცვლილი ახლოს არის. ის გეხმარება და სურს შენზე ზრუნვა. მაგრამ, როგორც წესი, ადამიანები ასეთ წვრილმან მინიშნებებს ყურადღებას არ აქცევენ. ოდესმე ყოფილა, რომ ზიხარ საყვარელ ადგილას, კითხულობ წიგნს ან უყურებ ტელევიზორს და მოულოდნელად იგრძნობთ სიგარეტის, სუნამოს, ან სხვა მძაფრს სუნს, რომელიც სწრაფად ქრება. როგორც წესი, ეს სუნი ახასიათებს ადამიანს, რომლის სული იმ მომენტში ახლოს იყო.ძალიან ხშირად ადამიანები ხვდებიან სიზმარში გარდაცვლილ ადამიანებს. სწორედ ამ მომენტში ხარ ძალიან ახლოს ამ ადამიანის სულთან. სიმშვიდის მკვეთრი განცდა. უბრალოდ, რაღაც მომენტში მოულოდნელად თავს ძალიან კარგად და უსაფრთხოდ იგრძნობთ. ასეთ მომენტში საყვარელი ადამიანის სული ახლოს არის და გიყურებს. ხალხი ამას ყურადღებას აქცევს, მაგრამ არ უკავშირებს მას სულის არსებობას.მიუხედავად იმისა, რომ ეზოტერიკოსები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, რატომ შეიძლება გვესიზმრებოდეს მიცვალებული, ყველა მოსაზრებას აერთიანებს ის, რომ მიცვალებულების სულები ცოცხლების დახმარებას ცდილობენ.

გოგა მანია

ასტროლოგია • 1792775894

„ზოდიაქოს ამ ნიშნებს ყველაზე მეტად გაუმართლებთ“ - გოგა მანიას პროგნოზი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებისთვისაც შემოდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდი იქნება. მისი თქმით, ზოგიერთ ნიშანს თვითგამოხატვის, პროფესიული წინსვლისა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა ელის.♌ ლომი - თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის აღიარების დროლომებისთვის ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თვითგამოხატვასა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობიერებას უკავშირდება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უფრო თამამად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და დაინახონ საკუთარი ღირებულება.♐ მშვილდოსანი - წინსვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებებიმშვილდოსნებისთვის შემოდგომა პროფესიული წინსვლისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდად სახელდება. შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების გამოჩენა, მოგზაურობა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, დაოჯახება ან ოჯახში დიდი ხნის ნანატრი სიხარულის მიღება.♋ კირჩხიბი - ოჯახი და მატერიალური საკითხებიკირჩხიბებისთვის ყურადღების ცენტრში ოჯახური ურთიერთობები და მატერიალური გეგმები მოექცევა. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახლობლებთან მნიშვნელოვან საუბრებს, სამომავლო გეგმების დასახვასა და ფინანსურ საკითხებზე დაფიქრებას.♍ ქალწული - მიზნების ასრულებისა და კარიერული წინსვლის პერიოდიქალწულებისთვის შემოდგომა სწორ გზაზე სვლისა და მიზნების განხორციელების შესაძლებლობას უკავშირდება. კარიერული განვითარება და სურვილების ასრულება განსაკუთრებით აქტუალური გახდება. გოგა მანიას პროგნოზით, ქალწულების ცხოვრებაში შესაძლოა ისეთი სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს, რომ მათი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დაემსგავსოს.♉ კურო - რთული პერიოდის დასრულება და ახალი შესაძლებლობებიკუროებისთვის ბოლო სამი წელი გაურკვევლობით და პრიორიტეტების ძიებით იყო დატვირთული. ახლა კი მათთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება, როდესაც მნიშვნელოვანია, გადახედონ საკუთარ მიზნებსა და სურვილებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მოგზაურობას, პირად განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.გოგა მანიას თქმით, კუროებს ეს პერიოდი განსაკუთრებით სწყალობს და მათ ახალი შესაძლებლობების გამოყენების შანსი ეძლევათ.

გოგა მანია

საზოგადოება • 1792697762

„მეტი სიფრთხილე გვმართებს მასთან“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია მიმართვას ავრცელებს და სიტყვის ძალაზე საუბრობს:„სიტყვას აქვს უდიდესი ძალა, მეტი სიფრთხილე გვმართებს მასთან“, - ამბობს გოგა. ნახეთ, ვიდეო:

საფულე

ასტროლოგია • 1792666860

რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად - 7 ჯადოსნური ნივთი

ბევრი ადამიანი ცდილობს გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ხშირად ყველას არ უმართლებს - ხანდახან ისე ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა ფინანსების მოსაზიდად, ფუჭია.რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად:- ძველი, იშვიათი ან საკოლექციო მონეტა, ასევე სხვა ქვეყნის მონეტა;- ბანკნოტი უნიკალური სერიული ნომრით ან ბანკნოტი პირველი ხელფასიდან;- ლობიოს მარცვალი - უძველესი რწმენის თანახმად, პარკოსნებს აქვთ ძლიერი ენერგია და იზიდავენ სიმდიდრეს;- საფუარი - საფუარის პატარა ტომარა მოთავსდება აქსესუარების განყოფილებაში და დაგეხმარებათ გამდიდრდეთ;- ჩინური მონეტები - გააკეთეთ თაიგული 3 ან 6 მონეტისგან, შემოახვიეთ შავი ძაფი და ჩაიტანეთ საფულეში;- დარიჩინის ჯოხი ან პიტნა - ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ამ მცენარეების არომატი ფინანსურ ნაკადებს იზიდავს;- წითელი ქსოვილის ნაჭერი - ცნობილია, რომ წითელი იზიდავს მატერიალურ ფასეულობებს, მათ შორის ფულს.განათავსეთ ერთ-ერთი ასეთი ნივთი თქვენს საფულეში იზოლირებულ ადგილას და ყოველთვის თან ატარეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი რწმენა მნიშვნელოვნად აძლიერებს საგნების ეფექტს და აჩქარებს სასურველ შედეგს.

გოგა მანია

საზოგადოება • 1792526824

„სანამ 2027 წელი დადგება, ეს აუცილებლად გააკეთეთ“ - გოგა მანია რიტუალს გვიზიარებს

როგორ გავაცილოთ ძველი წელი - ამ თემაზე ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.„როგორ უნდა გავაცილოთ 2026 წელი? პირველ რიგში, მადლობის მოხდით და მადლიერებით. მნიშვნელოვანია, წელი მადლიერებით გავუშვათ, რადგან ის გარკვეული დროით მაინც რჩება ჩვენში - მოგონებებში, ემოციებსა და იმ გამოცდილებაში, რომელიც ამ წლის განმავლობაში მივიღეთ.რა რიტუალი შეგვიძლია ჩავატაროთ წლის დასასრულს?აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის ტკივილები, ემოციები და გამოცდილებები, რომელთა გაშვებაც გსურთ. ეს შეიძლება იყოს სამი ყველაზე ძლიერი ტკივილი, რომელიც დღემდე გაწუხებთ და შინაგანად გთრგუნავთ: თქვენი შიშები, წარუმატებლობის განცდა, წყენა ან კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული მძიმე ემოციები. დაწერეთ ყველაფერი გულწრფელად, ისე, როგორც გრძნობთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, აღიაროთ ის, რაც გაწუხებთ და რისი ტარებაც აღარ გსურთ. სანამ ახალი წელი მოვა, ეს ფურცელი დაწვით და  ფერფლი გარეთ გაფანტეთ, ეს არის ყველაზე მარტივი და კარგი პრაქტიკა. გახსოვდეთ: წარსულის გაშვება არ ნიშნავს დავიწყებას. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას, აღარ ატაროთ ძველი ტკივილი იმავე სიმძიმით და ახალი წელი მეტი სიმშვიდით, იმედითა და სიყვარულით დაიწყოთ.

ხახვი

ასტროლოგია • 1792500840

სახლში სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ გაფცქვნილი სამი თავი ხახვი – ეზოთერიკოსის რჩევა

არსებობს მრავალი ხალხური ხერხი ბოროტი თვალის, ჯადოსა და ნეგატივისგან დასაცავად. უპირველესად, სახლს იცავს კარი, ამიტომ, შინ რომ ნეგატივმა ვერ შემოაღწიოს: დაკიდეთ კარზე პიტნის კონა ან დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით.სახლში შურიანი ადამიანები რომ ვერ შემოვიდნენ: კართან ხალიჩის ქვეშ ახალი ან ხმელი აბზინდის კონა დადეთ. თვეში ერთხელ კი კარი სველი ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგი სიტყვების თანხლებით: „წყალო, მაშორე ბოროტებას, განდევნე სიბნელე, სიკეთე და კეთილდღეობა შემოიტანე სახლში და სამუდამოდ აავსე ის ბედნიერებით!”ასევე, სახლში დაგროვილ ნეგატივს ეკლის საშუალებით განდევნით. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეკალი იმ ადგილებში იზრდება, სადაც ბოროტი სულები ბუდობენ, რათა სამყარო ბოროტებისგან დაიცვან. ეკალი ყველაზე ძლიერია ყვავილობისას, ამიტომ თუ სახლში ეკლიან ვაზას დადგამთ, სასიცოცხლო ენერგიას გააძლიერებს. ყოველთვის ენერგიული, ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყოთ, ეკალი სულ თან ატარეთ. ბაღში მზარდი ეკალი ქურდებს მოიგერიებს, ხოლო ქოთნით ზღურბლთან – სახლს ბოროტი ძალების შეღწევისგან დაიცავს.ავი თვალისა და ნეგატივისგან დაგიცავთ ასევე, ხახვიც. სახლში სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ გაფცქვნილი სამი თავი ხახვი – თითოეულ ბოლქვში ნემსით უნდა გაუყაროთ წითელი შალის ძაფი, რომელსაც მარყუჟად შეკრავთ და ცნობისმოყვარე თვალებისგან დაფარულ ადგილას დაკიდებთ. ერთი კვირის შემდეგ ხახვი ჩამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვათ. ხახვთან ერთად ყველა უბედურებაც დატოვებს სახლს.– ჯადოსა და გათვალვისგან დამცავი თილისმები და ამულეტებიც ხომ არსებობს?– ამისთვის დღეს ძალიან გავრცელებულია მარცხენა ხელის მაჯაზე (ყველა ბოროტი სული ადამიანში მარცხენა მხრიდან აღწევს) წითელი შალის ძაფის შებმა. ძველად მიაჩნდათ, რომ წითელი ძაფი არა მხოლოდ იცავს მფლობელს, არამედ ბრაზისა და შურისგანაც ათავისუფლებს. თუმცა წითელი ძაფი რომ თილისმად გამოდგეს, სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. ძაფი საუკეთესო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა შვიდი კვანძით უნდა შეკრას, თქვენ კი ამ დროს რაიმე პოზიტიურზე უნდა იფიქროთ… ნახეთ სრულად

მანია გოგა

საზოგადოება • 1792176704

გოგა მანია შემოდგომის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებისთვისაც შემოდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდი იქნება. მისი თქმით, ზოგიერთ ნიშანს თვითგამოხატვის, პროფესიული წინსვლისა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა ელის.♌ ლომი - თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის აღიარების დროლომებისთვის ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თვითგამოხატვასა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობიერებას უკავშირდება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უფრო თამამად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და დაინახონ საკუთარი ღირებულება.♐ მშვილდოსანი - წინსვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებებიმშვილდოსნებისთვის შემოდგომა პროფესიული წინსვლისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდად სახელდება. შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების გამოჩენა, მოგზაურობა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, დაოჯახება ან ოჯახში დიდი ხნის ნანატრი სიხარულის მიღება.♋ კირჩხიბი - ოჯახი და მატერიალური საკითხებიკირჩხიბებისთვის ყურადღების ცენტრში ოჯახური ურთიერთობები და მატერიალური გეგმები მოექცევა. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახლობლებთან მნიშვნელოვან საუბრებს, სამომავლო გეგმების დასახვასა და ფინანსურ საკითხებზე დაფიქრებას.♍ ქალწული - მიზნების ასრულებისა და კარიერული წინსვლის პერიოდიქალწულებისთვის შემოდგომა სწორ გზაზე სვლისა და მიზნების განხორციელების შესაძლებლობას უკავშირდება. კარიერული განვითარება და სურვილების ასრულება განსაკუთრებით აქტუალური გახდება. გოგა მანიას პროგნოზით, ქალწულების ცხოვრებაში შესაძლოა ისეთი სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს, რომ მათი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დაემსგავსოს.♉ კურო - რთული პერიოდის დასრულება და ახალი შესაძლებლობებიკუროებისთვის ბოლო სამი წელი გაურკვევლობით და პრიორიტეტების ძიებით იყო დატვირთული. ახლა კი მათთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება, როდესაც მნიშვნელოვანია, გადახედონ საკუთარ მიზნებსა და სურვილებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მოგზაურობას, პირად განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.გოგა მანიას თქმით, კუროებს ეს პერიოდი განსაკუთრებით სწყალობს და მათ ახალი შესაძლებლობების გამოყენების შანსი ეძლევათ.

✕