ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1783023547

„ნიკას, როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარზე

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობას იხსენებს და წერს, რომ წლების შემდეგ მომხდარს განსხვავებული თვალით აფასებს. მისი თქმით, ბასილაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ის ყველაზე მეტად უყვარდა, ხოლო თავადაც სწორედ ის შეიყვარა მთელი გულით. „ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი. როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით შემიყვარდა,“ - წერს დოროყაშვილი.ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, რასაც მოგვიანებით სასამართლო დავა და საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხებოდა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულ ბრალდებებსა და სამართლებრივ პროცესებს, რომელიც ქართულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. საბოლოოდ, სასამართლო განხილვების შემდეგ მხარეებს შორის სამართლებრივი პროცესი დასრულდა და როგორც მოგვიანებით ნეკამ განაცხადა, ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1781601663

„ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი…“ – ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ახალ ალბომს აანონსებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოსესიას, რომელიც ამ ალბომის მხარდასაჭერად გადაიღო.ნეკა წერს, რომ მისგან გაქრობას ელოდებოდნენ, მაგრამ ის სიახლით ბრუნდება:„ალბომამდე და სცენამდე… იყო ქალი, რომელმაც ისწავლა, როგორ უნდა დარჩეს საკუთარ თავად. ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი. ამის მაგივრად კი მე ხელოვნებად ვიქეცი. ჩემი სახელია ნეკა. დანარჩენი ამბავია…“, – წერს მოდელი.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

neka doroyaSvili

საზოგადოება 1779912857

„დღეს გავიგე...“ - ნეკა დოროყაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნეკა დოროყაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მუსიკალური კლიპი გამოუშვა და დააანონსა, რომ კიდევ ერთ კლიპზე მუშაობს, რომელსაც ივნისში გამოუშვებს.ნეკა დოროყაშვილი ხშირად აკეთებს ხმაურიან განცხადებებსაც, საუბრობს ურთიერთობებსა და საკუთარ წარსულზე. ამჯერად კი მასზე გავრცელებული ხმების შესახებ წერს:„დღეს გავიგე, რომ თურმე უკვე ოჯახებს ვანგრევ და რუსი ოლიგარქია ჩემი საყვარელი. კალაძის ვიდეო გავაზიარე და ნაცებმა დამაბრალეს, რომ მათი დაქირავებული აგენტი ვარ“. 

ნეკა

ტაბლოიდი 1779690013

„დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ“ – რა კადრებს ავრცელებს ნეკა დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე მორიგი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში მხოლოდ გარეგნული სილამაზე კარგავს ღირებულებას და წინა პლანზე ინდივიდუალური ნიჭის რეალიზება იწევს.„მოკლედ დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ“„და დღეს შეგიძლია კარგად გაყიდო ტალანტი… დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა წალეკა მთელი მსოფლიო. ძალიან ცოტა დრო დარჩა ადამიანების გადაშენებამდე და დღეს მარტო სილამაზე უკვე ყველას კიდია, რადგან ბევრმა გაიკეთა ისეთი ოპერაციები რომ ყველა მეორე გოგონა მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტით საკუთარ შექმნილი აი ვერსიასავით აი თოჯინს დაემსგავსნენ…“

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1779572894

„დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო...“ - ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში წერს:მოკლედ დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ. და დღეს შეგიძლია კარგად გაყიდო ტალანტი. დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა წალეკა მთელი მსოფლიო. ძალიან ცოტა დრო დარჩა ადამიანების გადაშენებამდე და დღეს მარტო სილამაზე ყველას კიდია...“

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1776538612

„მე ბევრი ფული მაქვს და ვაპირებ, რაც მაქვს, ამაზე ასჯერ მეტი ვიშოვო ჩემი ნიჭით და ტალანტით...“ - ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ ბოლო დროს ხშირად უსვამენ კითხვას, თუ რატომ არ ჰყავს მილიარდერი შეყვარებული.„ძალიან ბევრი ნაცნობი მეუბნება ბოლო დროს, ვაიმე ნეკ, ვინმე ძალიან მდიდარ კაცთან რატომ არ ხარ, ვინმე მილიარდერთან, რომ ყველაფერი გაგიკეთოს და შენი საფიქრალი არაფერი იყოს, გაიმარტივე ცხოვრებაო. ჯერ ერთი, ვგავარ ქალს, რომელსაც რჩევა სჭირდება? გკითხათ თქვენ ვინმემ რჩევა? მეორე, მე საკმაოდ ბევრი ფული მაქვს, იმდენი, რომ ერთად რომ შეკრიბო ბევრი ქართველი კაცი არ ჰქონდეს და საკმაოდ ბევრი ქონება მაქვს. ვაპირებ, რაც მაქვს, ამაზე ასჯერ მეტი ვიშოვო ჩემი ნიჭით და ტალანტით და უნარებით და ა.შ.მეორე მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, არაფერს არ ვუჩივივით საერთოდ, ვართ ბედნიერად ლაღად და მშვიდად. არ გვაქვს არანაირი საჭიროება, რომ დაგვემატოს მესამე, ვინმე მდიდარი მოხუცებული. თუ თქვენ გინდათ, მონობა და ასე ცხოვრება შეგიძლიათ თქვენ ასე იცხოვროთ, თუმცა გულწრფელად მეცოდებით ასეთი ადამიანები“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1770563681

„მამაკაცი ველური თვალებით“ და „რატომ მეძახი ასე“ - ნეკა დოროყაშვილი კიდევ ორი სიმღერის გამოშვებას გეგმავს

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი კიდევ ორი სიმღერის გამოშვებას გეგმავს.„ორ სიმღერას ვაკეთებ. ელექტრონულ ვერსიებსაც ვაკეთებ, იმისათვის, რომ კლუბშიც დავუკრა. ერთი არის, „მამაკაცი ველური თვალებით“ და მეორეა „რატომ მეძახი ასე“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი ერთ-ერთ „იუთუბ“ პოდკასტში. 

ნეკა დოროყაშვილი

საზოგადოება 1769712750

„მომღერლობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვიფიქრე, ყველა მღერის და მეც ავმღერდები-მეთქი…" - ნეკა დოროყაშვილი

„ახალი შაბათის შოუს“ გადაცემაში „მტრედები“ ნეკა დოროყაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ამღერება:„სხვათა შორის, უამრავი ადამიანი მღერის, ვისაც ჩემი აზრით, სმენა არ აქვს. მომღერლობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვიფიქრე, ყველა მღერის და მეც ავმღერდები-მეთქი“, - ამბობს ნეკა. 

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1769449320

VIDEO: „საზოგადოებამ თვითონ გამიკეთა პროვოკაციული იმიჯი…“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი სიმღერაზე

მოდელი ნეკა დოროყაშვილი პოდკასტის „მძიმე წერტილი“ სტუმარია, სადაც თავისი სიმღერის შესახებ საუბრობს. „ამ სიმღერით ვამბობ, რომ შენ კი გინდა ამლოკო, მაგრამ ვერ. რეალურად ეს ფილოსოფიურად არის ნათქვამი. ასევე არის ცოტა სარკაზმიც და პროვოკაცია. საზოგადოებამ თვითონ გამიკეთა პროვოკაციული იმიჯი.მე მკითხა ვინმემ, მინდოდა თუ არა ეს. ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია და შესაბამისად მოგაწოდეთ ისეთი სიმღერა, როგორი იმიჯიც შემიქმენით“, – საუბრობს ნეკა დოროყაშვილი. ცნობისათვის, ნეკა აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ სფეროში და ცოტა ხნის წინ მსმენელს სიმღერა, „Lick Me (Sanctified Neka)” შესთავაზა, რომელიც მისი პირველი მუსიკალური ნამუშევარია.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1769016783

„ცუდას რათ უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო...გიბრუნებთ ბუმერანგებს ვისაც რა გეკუთვნით“ - ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს:„ცუდას უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. კარგი ტიპი, რომ ხარ მტერიც მეტი გყავს. ცუდი, რომ ხარ არ გყავს მტერი რა თქმა უნდა. ასე, რომ ჩემო საყვარლებო, ძვირფასებო, განუმმეორებლებო, კეთილებო, საზიზღრებო მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს სამყაროს ასეთი წესი. ენერგია შენ შეგიძლია დააბრუნო. გიბრუნებთ ბუმერანგებს ვისაც რა გეკუთვნით“

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1768832241

„მირჩევნია, ჩემი ძველი პორშეთი ვიარო, ვიდრე ვიღაცამ მაჩუქოს 2026 წლის ბენტლი“ - ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი, „მადის აღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო და ისაუბრა, როგორ ცდილობენ მამაკაცები მის ყიდვას: „მე ვარ ქალი, რომელიც ღირებულებებს არ ღალატობს. როგორც არ უნდა დავთვრე, მე მახსოვს ჩემი ღირებულებები. ძალიან ბევრს აღიზიანებს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ფულით ყველაფერს იყიდი. მირჩევნია, ჩემი ძველი პორშეთი ვიარო, ვიდრე ვიღაცამ მაჩუქოს 2026 წლის ბენტლი“.

ნეკა და ნიკა

საზოგადოება 1768732808

„ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო... დღეს მე და ნიკას ცივილური, კარგი ურთიერთობა გვაქვს..." - ნეკა დოროყაშვილის გულახდილი ინტერვიუ

ინფლუენსერი და მოდელი, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "მადის აღმძვრელი პოდკასტის" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში ისაუბრა ხელახლა ნაპოვნ და გაძლიერებულ საკუთარ თავზე, ახალ ამპლუაზე - როგორც ცნობილია, მან მომღერლობა დაიწყო და ახლებურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც გაიარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების პერიოდში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა, ნეკამ კი აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ნიკასთან კი დღეს კარგი ურთიერთობა აქვს.- ძალიან მეცოდება ამ გადმოსახედიდან ჩემი თავიც, ის ბიჭიც და მისი დედაც. მეცოდება ეს ქალბატონი. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. როცა სულიერად მაღლდები, მერე აღარ გინდა, რომ ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო. ერთადერთი, ისევ შენი თავი გინდა გაიძლიერო, უფრო კაი ტიპი გახადო, როცა ნიღბები აღარ გაქვს, ხარ შენ უბრალოდ და კომფორტულად ხარ შენს თავთან... უბრალოდ მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა ზოგადად, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. ცოდო არ არის? შენს ოჯახს და შენს თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ? ამიტომ, ცოდოა და მე შევუნდე... მე ვინ ვარ, ღმერთი გვპატიობს რაღაცებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს არ ვაპატიოთ. ღმერთმა შეუნდოს, რაც დააშავა.ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და კარგად დამუშავებული ვყავდით ორივე. ორივე ვიყავით პატარები, ორივე აგვრია, ფსიქიკურად შეგვარყია, არც მე ვიყავი ისე დალაგებული და დამჯდარი გონების, როგორც ახლა ვარ. მენტალურად ორივე ვიყავით პატარები... ცხოვრებამ მასწავლა ბევრი რამე. ახლა ასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შევხედავდი, მაშინ არ მქონდა ამ ყველაფრის ძალა.მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ. მე ვიყავი ერთი პატარა გოგო (ის გოგო ჩემთვის პატარა გოგო იყო...), რომელიც არაფერ შუაში იყო, აღმოჩნდა ლაბირინთში და ყველამ გადაწყვიტა, რომ მოდი, ახლა ამას სახე ავახიოთ... ახლა აქედან მივმართავ, უკაცრავად, არ გაქვთ თქვენ მაგის უფლება, რომ ვინმეს სახე აახიოთ. ვის ეგოს ეხებით? არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვის ეგოს შეეხოს. არ იცი, ის რას იზამს, თავს მოიკლავს თუ შენ მოგკლავს... შეიძლება, შენზე დიდი ეგო ჰქონდეს ვიღაცას.... ვინ ხარ, ვიღაც ტილიანი შემოდიხარ, მლანძღავ, მშობლებს მილანძღავ, შვილს... მე გამლანძღეს კი არა, მიწასთან გამასწორეს, საფლავში ჩამდეს... თუმცა არ ეყოთ.ჩემი ბულინგი არ გრძელდება, იმიტომ, რომ მე აღარ ვიღებ. "მკიდია" ახლა. მე ვარ კაი ტიპი და ეს ჩემმა ოჯახმა იცის, ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან და თუ სხვამ არ იცის, ეგ აღარ მაინტერესებს. სხვებისთვის აღარ ვცხოვრობ. მაშინ სხვებისთვის ვცხოვრობდი... მე დიდი ხანი არაა, რაც ჩემი თავისთვის დავიწყე ცხოვრება. შეგიძლია იყო საჯარო პირი, მაგრამ ყველაფერი გააკეთო იქიდან გამომდინარე, შენ რა გინდა, შენ როგორ მოგწონს, შენ რა გაბედნიერებს. როცა შენს თავს უმტკიცებ და არა სხვებს, მაშინ ხარ რეალურად შენ.მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ისე, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ.რეალურად ნეკა არის ძალიან მარტივი, თავისუფალი და ბედნიერი. და ერთი რაღაც სჭირდება ნეკას - უნდა გააღიმოს მამაკაცმა. მეტი არაფერი. ახლა ვიღიმი, ძაან ბედნიერი ვარ, ანუ კარგად არის ყველაფერი... ბევრი ბრძოლა გავიარე, რომ მიმეღო საკუთარი თავის ის ვერსია, როგორიც ახლა ვარ".