ვანო ფიფია

საზოგადოება 1787855994

„ნიჭიერის“ გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულის, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მომღერლის დედის პოსტს ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს.„გააზიარეთ, გთხოვთ. ეს ბიჭი ხომ გახსოვთ, ნიჭიერის გამარჯვებული (თუ არ ვცდები 15 წლის წინ) ხო წარმატების შემდეგ რაღაცნაირად ვეღარ ვაკვირდებით ადამიანებს... ვანო ფიფიას ვჭირდებით. გიზიარებთ, დედის პოსტს  ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ერთადერთი შანსი ხელიდან გავუშვათ! დედის გულისნადები და თხოვნა სრულიად საქართველოს“, - წერს ნანკა ქოქიაშვილი.„გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო.როგორც დედას, უმძიმესად მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ შვილის მომავლისთვის ყოველგვარ უხერხულობასა და სიამაყეს გვერდზე ვდებ... დღეს ისეთ ზღვარზე ვართ, რომ მარტო ჩემი და ჩემი ოჯახის ძალებით ფონს ვეღარ გავდივართ და თითოეული თქვენგანის თანადგომა გვჭირდება.ჩემს შვილს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. წლებია ვუყურებ მის ყოველდღიურ ბრძოლას, ტკივილს და იმ უდიდეს სურვილს, რომ უბრალოდ დამოუკიდებლად იაროს. 2011 წელს მძიმე ოპერაცია გავაკეთეთ, რასაც კოლოსალური თანხები დასჭირდა, თუმცა იმ მკურნალობამ და მას შემდეგ ჩატარებულმა ათასგვარმა მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო...ამ ფიზიკური შეზღუდვის გამო სამუშაოდაც აღარსად იღებენ, რაც ორმაგად უმძიმებს მდგომარეობას, წინ კი ძვირად ღირებული მკურნალობა გველის. მაგრამ დღეს პირველად გაჩნდა ასეთი რეალური იმედი და შანსი!  საქართველოში მყოფმა თურქმა სპეციალისტმა, ექიმმა მუჰამეთ ოზთურქმა (Uzm. Dr. Mehmet ÖZTÜRK) დეტალურად გასინჯა. მან განგვიმარტა, რომ არასწორი დგომა და კოჭლობა, თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდა, ხერხემალს უფრო მეტად დაამრუდებს და სახსრებს საბოლოოდ დააზიანებს.ექიმმა მოგვცა 100%-იანი პირობა და იმედი, რომ სწორი, ინტენსიური რეაბილიტაციით 3 თვეში ჩემი შვილი სრულად შეძლებს ფეხზე დადგომას და დამოუკიდებლად გაივლოს!მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თურქეთის წამყვან კლინიკაში (İstanbul Medikal Termal - Tuzla). კლინიკამ უკვე გამოგვიგზავნა ოფიციალური ინვოისი და მკურნალობის გეგმა (26-დღიანი რობოტული რეაბილიტაცია, ჰიდროთერაპია, სამკურნალო მასაჟები და სპეციალური ვარჯიშები).მკურნალობისა და განთავსების სრული ღირებულება შეადგენს 8,500 აშშ დოლარს ($8,500 USD).წლების მანძილზე უშედეგო მკურნალობაში დახარჯული უზარმაზარი თანხების შემდეგ, ჩემს ოჯახს ამის რესურსი აღარ გააჩნია. მერწმუნეთ, არაფერია დედისთვის იმაზე მძიმე, როცა იცი, რომ შენი შვილის ფეხზე დადგომას მხოლოდ ეს თანხა აშორებს და შენ ამის საშუალება არ გაქვს...თქვენგან გაღებული თითოეული ლარი, ან უბრალოდ ამ პოსტის გაზიარება და კომენტარი, ჩემი შვილის მომავალს და მთელ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“. საბანკო რეკვიზიტები:საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): ⁠#GE23BG0000000499074805თიბისი ბანკი (TBC Bank):#GE24TB7056945064300061ლიბერთი ბანკი:#GE05LB0711180805591000მიმღები: აფრიაშვილი ქეთი (პაციენტის და)დანიშნულება: ვანო ფიფიას მკურნალობისთვის / ქველმოქმედებადედობრივი სიყვარულით და უდიდესი მადლიერებით თითოეულ თქვენგანს!

antonio gutereshi

მსოფლიო 1787850433

ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ აშშ ორგანიზაციის საწევრო გადასახადს, რომელიც ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, მალე გადაიხდის

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ აშშ ორგანიზაციის საწევრო გადასახადს, რომელიც ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, მალე გადაიხდის.შეკითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი ეს გადახდა, გუტერეშმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ, გაერო-ს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ეს ძალიან მალე მოხდება“.ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ გასულ კვირას გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს აცნობა გაერო-ს წინაშე არსებული 725 მილიონი დოლარის საწევროს გადახდის განზრახვის შესახებ. ამასთან, გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა იმ თანხის მხოლოდ 15%-ია, რომელიც, ორგანიზაციის მტკიცებით, შტატებმა უნდა გადაიხადოს. მათივე თქმით, აშშ-მა ორგანიზაციას სულ ხუთი მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს გაერო-ს საწევრო გადასახადი გადაიხადოს და თანხის გადახდის დადგენილ ვადებს გადააცილა. ამის შემდეგ ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას. მისივე თქმით, ამის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც დახმარება სჭირდება, კრიტიკულად დამძიმდა.

ანა კალანდაძე

საზოგადოება 1786111862

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. სოციალურ ქსელში, მისი კოლეგა და მეგობარი ციცი ომანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:„მეგობრებო, ჩემი საუკეთესო მეგობრის - ანა კალანდაძის მხარდასაჭერდ გაერთიანება უნდა გთხოვოთ.მე და ანამ 21 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ორივე ჟურნალის „რეიტინგი“ ჟურნალისტები ვიყავით, ორივე დამწყებები... მას შემდეგ ერთად მოვდივართ მუდმივი ჩხუბით, სამყაროზე სხვადასხვა მოსაზრებითა და შეხედულებებით, მაგრამ მუდმივი ერთგულებით და განსაკუთრებული ურთერთობით... აბა, შვილის ნათლიად სხვანაირ ადამიანს ხომ არ ავირჩევდი?!მე კი არა, ანა ვინც გაიცნო და ერთხელ ნახა, ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, დღემდე ისეთი რესპონდნეტები ურეკავენ და კითხულობენ, 10 წლის წინ ერთადერთხელ მხოლოდ ინტერვიუს გამო რომ შეხვდა.. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „სიტყვის ჯადოქარია“, ყველაზე რთული ამბავიც კი ისე შეუძლია დაწეროს, რომ თვალწინ გაგიცოცხლოს ყველა სურათი და მოქმედება... ამის დასტური მისი პირველი საჯარო პოსტია იმ ვერაგი დაავადების პოვნასა და აღმოჩენაზე, რომლის გამოც ახლა თქვენი შეწუხება მიწევს.არ მეგულება ქვეყნად ისეთი გაწონასწორებული, შინაგანი ძალისა და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანი, როგორიც ანაა... ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას დიდი შემართებით და მოთმინებით უმკლავდებოდა... ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, თავის ტვინში გასული მეტასტაზებით...არ არის ადვილი მოსასმენი ეს დიაგნოზი, თუმცა, თავად ანა ისეთი სიმშვიდისა და მოთმინების მაგალითია ჩვენთვის, რომ სხვაგვარად ფიქრის უფლებაც კი არ გვაქვს.ჰოდა, ამ ბრძოლაში, მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება... მოგეხსენებათ, რამხელა ფინანსური რესურსი სჭირდება ონკოპციენტის მკურნალობას და ამ დაავდების მართვას.მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, ამის პარალელურად უამრავი, სხვა ფინანსური ხარჯია (მედიკამენტები, არაგეგმიური ანალიზები, დამატებითი და „მოულოდენელი“ პრეპარატები)“...ჩვენ ერთხელ უკვე გავერთიანდით ანასთვის და წარმატებით დავძლიეთ პრობლემა, თუმცა, ამჯერადაც უნდა გთხოვოთ გვერდში დგომა - თქვენი და ანას კეთილი საქმეების იმედი მაქვს...GE91TB7223445064300036მიმღები: ანა კალანდაძეGE08BG0000000813745500 მიმღები: მაია კალანდაძედიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“

ნათია დოლიძე

საზოგადოება 1784705220

Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

ნათია დოლიძეს, რომელიც Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორია, ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ, "არასოდეს თქვა არასოდეს"... მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა. დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს - ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად კი მიხვდებით.ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე შემიძლია დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია...აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:საქ. ბანკი: GE50BG0000000605653748თი-ბი-სი: GE51TB7139845063600037მიმღები მე - ნათია დოლიძეყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!სიყვარულით, ნათია.“„პრაიმ ტაიმის“ რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს ნათია დოლიძეს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

6 წლის ალექსანდრე

საზოგადოება 1784189501

„მდგომარეობა რთულია და თითოეული წუთი გადამწყვეტია“ - 6 წლის ალექსანდრეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ალექსანდრე კოშაძეს, რომელსაც ალექსანდრეს ტვინის ორივე მარცხენა და მარჯვენა უბნები დაზიანებული აქვს, საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება.მიმართვას სოციალურ ქსელში დედა აქვეყნებს:დრო არ გველოდება, მდგომარეობა რთულია და თითოეული წუთი გადამწყვეტია. როგორც დედა, გულით გთხოვთ - ნუ დაგვტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო. ყველა ლარი, ყველა გაზიარება, ყველა გულით გაკეთებული ნაბიჯი არის შანსი ჩემი შვილისთვის — შანსი იცოცხლოს, იბრძოლოს და გამოჯანმრთელდეს…„მე მჯერა… მჯერა იმის, რომ ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი მყავს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რითიც შევძლებთ სიკეთე დაგიბრუნოთ… უფალი დიდია ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველას…სამწუხაროდ ამ ეტაპზე, თანხა ძალიან მცირე რაოდენობით არის შეგროვილი, რაც არასაკმარისია ალექსანდრეს თურქეთში წასაყვანად…ვიცი, შეგაწუხეთ, მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ სიკეთე არავის გვაღარიბებს…უფალმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო… ჩვენ კი გაგვაძლიეროს ამ მძიმე გზაზე…სურვილის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:თიბისი- #GE56TB7061245064300046საქართველო- #GE27BG0000000142717200მიმღები დედა- მეგი ხასაიაჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!!!”,-წერს ალექსანდრეს დედა.ალექსანდრეს გადასარჩენად ჩარიცხვები ანგარიშზე გრძელდება.

კახეთი

რეგიონი 1783938960

თელავში, სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა - ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ

თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.თელავის ხევი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. კავკასიონის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, აბონენტების ნაწილს მიეწოდება, გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.„ახალგაზრდები ჩამოვედით იმისთვის, რომ მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ვიცით მისამართები სადაც დახმარება სჭირდებათ, ქართული ოცნების ახალგაზრდული გუნდი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ადამიანებს, ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენი ძალებით, რასაც შევძლებთ, ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქებთ სიტუაციას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ვენესუელა

მსოფლიო 1782649780

ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო

ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 5 მილიონი ევროს საგანგებო დახმარება გამოყო. როგორც კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბარი გამართა ვენესუელის პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან.„ვენესუელელ ხალხს ევროკავშირის სრული სოლიდარობა გადავეცი და ღრმა მწუხარება გამოვხატე იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – წერს კალასი.მისივე თქმით, ევროკავშირმა უკვე მოახდინა 5 მილიონი ევროს საგანგებო დახმარების მობილიზება დაზარალებული მოსახლეობისთვის.„ჩვენ გავააქტიურეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებში რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ სწრაფად გაგზავნა სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, მეხანძრეები და სამედიცინო პერსონალი. ევროპა ამ მძიმე საათებში ვენესუელასთან ერთად დგას“, – წერს კალასი.ამასთან, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ დაახლოებით 680 000 ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.მიწისძვრების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საავადმყოფოები კარაკასში, ასევე, ლა-გუაირას, კარაბობოს, არაგუასა და ფალკონის შტატებში.„საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, ათასობით ბავშვს არ აქვს სანდო წვდომა უსაფრთხო წყალზე, ხოლო ბევრი სკოლა დაზიანებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.UNICEF-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კარაკასში 432 სკოლაა დაზიანებული, რაც ბავშვების განათლების პროცესს აფერხებს. ამასთან, ხელისუფლება იმ სკოლებს, რომლებიც შედარებით უსაფრთხოა, იძულებით გადაადგილებული ოჯახების დროებით თავშესაფრებად იყენებს.

გაბრიელი

საზოგადოება 1781246580

„არ ვიცი, წინ რა გველოდება, თუმცა ის ვიცი, რომ ბავშვი უკეთესად იქნება“ - გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა გაბრიელი მალე გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში გაივლის სამკურნალო პროცესს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს:„წინასწარ თქმას ვერიდებოდით თუმცა რადგან უკვე 2 დღეა დარჩენილი თქვენც გაგიზიარებთ.. 13-ში გერმანიაში მივდივართ. ორ კლინიკასთან გავგზავნეთ და ორივეს პასუხი ის იყო რომ მიიღებდნენ თუმცა ბავშვი უნდა ენახათ და ასე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.. ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში.. არ ვიცი წინ რა გველოდება თუმცა ის ვიცი რომ ბავშვი უკეთესად იქნება.. ახლა გაბი სრულიად სტაბილურია არანაირი ინფექცია არ აქვს ასე რომ დრო ახლა არის რომ მომავალში არ ვინანო.. ბილეთები ნაყიდი გვაქვს..თქვენ ჩემს ბავშვს მეორე სიცოცხლე უკვე აჩუქეთ და არ ვიცი თქვენ რომ არა ზუსტად ვიცი რომ ახლა ჩემი ბავშვის ლამაზ მოციმციმე თვალებს ვეღარ შევხედავდი.. როგორც კუ ვიმკურნალებთ უკან დავბრუნდებით და როგორც აქამდე გიზიარებდით ისევ ისე გაგიზიარებთ ყოველდღიურობას მიყვარხართ!!! მაქამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ მერე იქ ნერვიულობა არ მომიწიოს ვიცი რომ ბავშვს მაინც დავიტოვებ და უმკურნალებენ მაგრამ მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს. კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის და ისეთ სასახელო ბიჭს გავზრდი მთელი საქართველო და გერმანიაც რომ იტყვის რომ ყველაფერი გამოვიდა და ჩვენ ეს შევძელითო.პირადი ნომერი: 25101051767მიმღები: დედა თამარ ბარბაქაძე“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

კლინიკა

საზოგადოება 1781166252

21 წლის გოგოს, რომელიც ქუთაისში მეექვსე სართულიდან გადავარდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილ 21 წლის სტუდენტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.„ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ჩააბაროთ სისხლი ნებისმიერი ქალაქის სისხლის ბანკში და მიუთითოთ, რომ დონაცია განკუთვნილია ნინო ხვარეშიასთვის, რომელიც მკურნალობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.შეგიძლიათ ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ჩაბარება;სისხლის ჩაბარება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან;ჩაბარებისას აუცილებლად დაასახელეთ: ნინო ხვარეშია;კლინიკა: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულიდან 21 წლის გოგონა 10 ივნისს გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა სარეცხის გაფენის დროს გადმოვარდა და ეზოში ავტომანქანას დაეცა.

„ცაჰალის“ მტკიცებით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვეს

მსოფლიო 1781030603

ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა - „ბიბისი“

ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.სამაშველო სამუშაოები გრძელდება და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.ირანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ლიბანში თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი დარტყმები განახორციელოს.მიუხედავად ამისა, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს.ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კონფლიქტს ქვეყანაში უკვე 3 666 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გაერო-ს შეფასებით, თითქმის ერთი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად რჩება, 1.4 მილიონ ადამიანს კი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

ბავშვი

საზოგადოება 1780776259

კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა

კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა.„ორი დღის წინ კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ბავშვის, - 2017 წელს დაბადებული ბექა იგრიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური, რეანიმაციული მკურნალობის ქვეშ იმყოფება. 8 წლის ბიჭუნას მრავლობითი მოტეხილობები და ტრავმები, ქალა სარქვლის და ფუძის მოტეხილობები აღენიშნება. ეპიდელური სისხლჩაქცევები და თავის ტვინის დიფუზური ტრავმა დაუდგინდა. ამჟამად პაციენტს მწვავე ანემია აქვს.ოჯახი 8 წლის ბიჭუნას თურქეთის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას გეგმავს, რისთვისაც სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ“ ანგარიშის ნომრები:GE50BG0000000160902055 საქართველოს ბანკი.GE68TB7140245068100026 თიბისი ბანკი თანხის მიმღები, ბავშვის დედა, ხატია დუდაური 

ლადლ

საზოგადოება 1779485812

„გავერთიანდეთ მისი სიცოცხლისთვის“ - ლადო მასწავლებელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ლადო მასწავლებელს საზოგადოების დახმარება სჭირდება: „მეგობრებო, დღეს თქვენთან ძალიან დიდი თხოვნით მოვედი… არსებობენ ადამიანები, რომელთა მნიშვნელობას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.ლადო მასწავლებელი ჩემთვის სწორედ ასეთი ადამიანია — ძალიან ძვირფასი, კეთილი, ნათელი და განსაკუთრებული ადამიანი.ბევრმა იცით, რომ ვანო აღარ არის ჩემ გვერდით… ხორციელად აქ არ არის, მაგრამ მის გვერდში დგომას ყოველდღე ვგრძნობ. ვიცი, რომ მიყურებს, მხედავს და თავის უხილავ მფარველობას არასოდეს მაკლებს.და დღეს მთელი გულით მჯერა, რომ ვანოს სიყვარულით და თქვენი სიკეთით ლადოსაც გავაძლიერებთ.ლამარა დეიდამ უკვე გადაიტანა უდიდესი ტკივილი — მან ვანო დაკარგა…ამხელა დანაკარგის შემდეგ დღეს ისევ უმძიმეს ბრძოლაშია — იბრძვის ლადოს სიცოცხლისთვის. მთელი გულით გთხოვთ, გავერთიანდეთ, რომ ლადო მის გვერდით იყოს, რომ ლამარა დეიდას ისევ ჰქონდეს შვილის ჩახუტების ბედნიერება, იმედი და სიმშვიდე.ლადოს სასწრაფოდ სჭირდება სიცოცხლისთვის აუცილებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც80 000 ევროს შეადგენს.ეს ძალიან დიდი თანხაა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს, მაგრამ როცა ადამიანები ერთიანდებიან, შეუძლებელი შესაძლებელი ხდება.გეხვეწებით, ვისაც როგორ შეგიძლიათ — დახმარებით, გაზიარებით, თანადგომით — გვერდში დაგვიდექით.ძალიან მინდა ლადო აქ მყავდეს.მისი ღიმილი, მისი სიკეთე, მისი არსებობა ძალიან ბევრს ნიშნავს.არ დამტოვოთ ამ თხოვნაში მარტო…ზოგჯერ ერთი გაზიარება, ერთი ლარი, ერთი გულწრფელი მხარდაჭერაც კი სიცოცხლის ტოლფასია.გთხოვთ, გავერთიანდეთ ლადოსთვის.მჯერა, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. 🙏#GE36BG0000000612412184 - ₾, € ,$ საქართველოს ბანკი#GE32TB7925845064300122 - ₾, € ,$ თბს ბანკი#მიმღები: ვლადიმერ წიკლაური"