FBI

სამართალი • 1791141649

ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ წლების განმავლობაში ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს - მისი ექსტრადირება თბილისის აეროპორტიდან სპეცრეისით შესრულდა

2026 წლის 23 სექტემბერი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საიდუმლოდ და უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით FBI-ის სპეცრეისი დაეშვა. Gulfstream G550-ის ბორტზე ფედერალური ბიუროს ათობით აგენტი იმყოფებოდა.ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე, 41 წლის დავუდ ანსარი გადასცეს. იმავე დღეს, FBI-ის თვითმფრინავი ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში ჩაფრინდა და ბრალდებული განსაკუთრებული დაცვის თანხლებით, სასჯელაღსრულების სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.ვინ არის დავუდ ანსარი, რომელსაც შეერთებული შტატები 10 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ეძებდა? ამ კითხვაზე პასუხს FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის განცხადება სცემს, რომელმაც ქართველ პარტნიორებს მადლობა პირადად გადაუხადა."კურიერი P.S."-მა მოიპოვა განსაკუთრებით საშიში დამნაშავის წინააღმდეგ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნა. დოკუმენტში წერია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენიანი ფიგურა, წლების განმავლობაში მართლმსაჯულებას სხვადასხვა ქვეყანაში ემალებოდა და მისი დაპატიმრება მხოლოდ საქართველოში გახდა შესაძლებელი. მასობრივად სიკვდილით დასჯა, თავის მოკვეთის სცენები, გატაცებები, წამება და ტერორისტული აქტები - ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც საქართველოში დაკავებული და შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული დავუდ ანსარი პირადად აფინანსებდა.საქმის მასალებში დევს მტკიცებულებებიც და ბრალდებულის დოსიეც. დგინდება, რომ წარმოშობით უზბეკი და ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე დავუდ ანსარი ნიუ-იორკში ფლობდა ე.წ. ჩაიხანას, რომლის საფარქვეშ თანამზრახველებთან ერთად აქტიურად ეწეოდა ტერორიზმის დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას. გამოძიების მასალებით ირკვევა ისიც, რომ ახალგაზრდების რეკრუტირება და მათთვის თანხების გადაცემა სწორედ ე.წ. ჩაის წვეულებებზე ხდებოდა. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად მხოლოდ 2013 წელს მან სამი ადამიანის გამგზავრება დააფინანსა, სამივე მათგანი სირიაში დაიღუპა.დავუდ ანსარი შეერთებული შტატებიდან 10 წლის წინ, მას შემდეგ გაიქცა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მისი სამი თანამზრახველი საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. მან თურქეთის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთი აიღო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 10 წლის შემდეგ ძებნილის კვალი საქართველოში გამოჩნდა. ის თბილისში ტაშკენტის რეისით ჩამოვიდა და მალევე ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. საექსტრადიციო პროცედურების დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის რადიკალიზებული ჯგუფის ლიდერი, შეერთებულ შტატებს გადასცეს.შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დავუდ ანსარის სამ თანამზრახველს. მათ შორის არის უზბეკეთის მოქალაქე ახრორ საიდახმეტოვიც, რომელიც ბრუკლინში მაშინ დააკავეს, როცა ის დავუდ ანსარის დაფინანსებით სირიაში გამგზავრებას და ჯიჰადში მონაწილეობას გეგმავდა. საიდახმეტოვი სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში აღფრთოვანებას გამოხატავდა "ისლამური სახელმწიფოსთვის" ფიცის დადებისა და უდანაშაულო ადამიანებისთვის თავის მოკვეთის ვიდეოებზე.დავუდ ანსარის კიდევ ერთმა თანამზრახველმა აბდურასულ ჯურაბოევმა კი დაკითხვის დროს აღიარა, რომ მზად იყო, ISIS-ის სახელით ამერიკის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ე.წ. მოწამეობრივი აქტი და ბრძანების მიღების შემთხვევაში მოეკლა შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.ამ ძალადობრივი ქსელის ლიდერი მალე ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ის უკვე მეშვიდეა იმ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. 

ელენა წერეთელი

საზოგადოება • 1791131165

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი, და მისი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს.3 ოქტომბერს, ჟულებსკის ბულვარზე მდებარე ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა ადგილზე სისხლის, იარაღისა და საბრძოლო მასალის კვალი იპოვეს.გამოძიებამ სამართალდამცველები ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი იყენებდა. იქ 19 წლის გოგონას ცხედარი და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.ადვოკატ ალექსეი პეტროპოლსკის განცხადებით, ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს ადგენს.

საფრანგეთი

მსოფლიო • 1791101216

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში პოლიციამ უფროსკლასელთა საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციები პარიზის ღარიბ გარეუბნებში დაიწყო, რის შემდეგაც დედაქალაქსა და სხვა ქალაქები მოიცვა. სულ აქციებს 1200-ზე მეტი სკოლის მოსწავლე შეუერთდა.შეტაკებების დროს პოლიციამ ცალკეულ შემთხვევებში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომიტინგეთა ნაწილმა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის თვალის ტრავმები და ტვინის შერყევა მიიღო, ზოგს კბილები აქვს ჩამტვრეული.შინაგანი საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სიტუაციას „მიუღებელი ძალადობის ატმოსფერო“ უწოდა და დემონსტრანტებს წესრიგისკენ მოუწოდა.სკოლის მოსწავლეები კლასობრივ უთანასწორობაზე, რასიზმსა და გარეუბნების განათლებაში არასაკმარის ინვესტიციებზე საუბრობენ. ისინი იმავე უფლებებს ითხოვენ, რაც ქვეყნის სხვა რეგიონების მოსწავლეებს აქვთ და ქუჩებში ლოზუნგით: „ჩვენი მისამართი ჩვენს მომავალს არ უნდა საზღვრავდეს“ გადიან.2026 წლის 17 სექტემბერს რესურსების ნაკლებობისა და გადატვირთული კლასების გამო პარიზის გარეუბნებში, კერძოდ სენტ-ეგზიუპერის ლიცეუმში, სკოლების პირველი ბლოკირებები დაიწყო, ოქტომბრის დასაწყისში კი ლოკალური აქციები საყოველთაო გაფიცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციებმა მთელი საფრანგეთის მასშტაბით ათასზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა და მას პოლიციასთან სასტიკი შეტაკებები და ხანძრები მოჰყვა.

დაკავება

სამართალი • 1791096547

დაკავებულმა, თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, წაშლის სანაცვლოდ კი თანხა მოსთხოვა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

სამართალი • 1791095461

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა​ 5 პირი​ დააკავეს, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში, ე.წ. დადების მეთოდით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდა.პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა

სამართალი • 1791025939

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223-ე კვარტა პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შსს

სამართალი • 1791012058

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - შსს

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს - დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია."შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას", - განაცხადა დავით კიკნაძემ.

ნინო ჯღარკავა

საზოგადოება • 1790948436

ნინო ჯღარკავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე: არ გეჩვენებათ რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ-ზე გადადით

პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო, კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წარსული აქვს მის მამას ავთო დავითაძეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკის გამგებელი იყო- წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.ჯღარკავა აღნიშნავს, რომ დავითაძის საქმე, პოლიტიკური სპექტაკლია, მისი თქმით , პატიმრის მიერ ბადრაგის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში არ დასტურდება. ასევე ჯღარკავა ყურადღებას ამახვილებს გიორგი დავითაძის ოჯახის პოლიტიკურ წარსულზეც და თვლის რომ ეს ყოველივე პოლიტიკური სპექტაკლია.„პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო, კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წარსული აქვს მის მამას ავთო დავითაძეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკის გამგებელი იყო, მერე  ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ნაცებმა, მიშა საჯაროდ კიოდა მის გვარს, მერე ოცნების საკრებულოს წევრი იყო გუბაზას პარტიიდან, არ გეჩვენებათ რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? თან აკივლდნენ უკვე გადადგეს კობახიძეოო; ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ ზე გადადით;“-წერს ნინო ჯღარკავა.

პოლიცია

მსოფლიო • 1790947620

86 წლის პენსიონერი 30 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს

86 წლის ქალი ორიოლის ოლქში დააკავეს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის მისი ქმრის მკვლელობის ორგანიზატორია, რომელიც თითქმის 30 წლის წინ ჩაიდინა. ამის შესახებ KP.ru იტყობინება.გამომძიებლების ცნობით, დანაშაული ოტრადინსკოეს სოფელში მოხდა. მამაკაცის ცხედარი მოგვიანებით ხევში იპოვეს. მკვლელობაში ასევე მონაწილეობდა ქალის ვაჟი, რომელიც ნეშტის განადგურებაში დაეხმარა.ინციდენტის შემდეგ, ეჭვმიტანილი მიიმალა. გამომძიებლების თქმით, იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში ყალბი სახელით ცხოვრობდა და დის პასპორტს იყენებდა. გამოცემა საგამოძიებო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავების შემდეგ პენსიონერმა დანაშაული აღიარა და სინანული გამოთქვა. 

კლინიკა

სამართალი • 1790943821

ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს სცემეს - ბრალდებულები დააკავეს

ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კლინიკაში ხელის არეში არსებული მსუბუქი დაზიანებით მივიდა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. კლინიკიდან გასვლის შემდეგ, პაციენტი უკან დაბრუნდა და პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პოლიცია

სამართალი • 1790926508

პოლიციამ მცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 6 შეფუთვად დაფასოებული, ჯამში - 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის სირენა

სამართალი • 1790926196

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მოქალაქეს 15 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი კვადროციკლი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕