giorgi

საზოგადოება 1771336500

„იმდენად მაღალი იყო ტანჯვა, რომ შეუძლებელი იყო გაუსაძლისი ყოფიერების ატანა“ - გიორგი კეკელიძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

გიორგი კეკელიძე პოდკასტში „გაბედე" ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს. „მე იმ დღეს თავის მოკვლა მინდოდა კიდეც და არ მინდოდა. ოღონდ მინდოდა იმდენად რამდენადაც ეს რეალურად რომ მომხდარიყო არ მეწყინებოდა. იმდენად მაღალი იყო ტანჯვა. იმდენად შეუძლებელი იყო გაუსაძლისი ყოფიერების ატანა. ბოლო წარმოსახვა იყო - შეუძლებლობა გაძლების.გეუბნებიან რომ თავი ხელში უნდა აიყვანო. ისეთი მძიმე ხარ, რომ საკუთარ თავს ვერასდროს ვერ ზიდავ",- ამბობს გიორგი კეკელიძე.             View this post on Instagram                       A post shared by გაბედე • gabede (@gabedepodcast)

თეგეტა

საზოგადოება 1771252455

ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა

პრეზენტაციები, ინტერაქციული ვორქშოპები, თამაშები, გუნდური შეჯიბრებები და დებატები გარემოსდაცვით საკითხებზე - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით „სიტყვის აკადემიის“ ზამთრის ბანაკმა ახალგაზრდებს კახეთში უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში 9-17 წლის მოზარდები სრულად ჩამოშორდნენ სოციალურ ქსელებს და ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობების, შემოქმედებითი აზროვნებისა და პასუხისმგებლობიანი, მდგრადი მომავლის ჩამოყალიბების მიზნით გაერთიანდნენ.შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო - თაობაში, რომელიც ქმნის მომავალს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბიზნესისთვის აუცილებელი სეგმენტია: ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებით, ოჯახებით, მეგობრებით. თუ ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე არ ეცოდინებათ ნარჩენების სწორი მართვა, მათ შეიძლება უნებლიეთ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, გარემოსა და სხვა ადამიანებს. მაგრამ როდესაც მათ თავიდანვე იციან, რომ ნარჩენი შეიძლება იქცეს ბიზნესშესაძლებლობად, ეს ქმნის ახალ, პასუხისმგებლობიან აზროვნებას. ეს კი რეალური ცვლილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.ბანაკის პროგრამა სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის, ლიტერატურას, ფილოსოფიას, მუსიკას, ისტორიას, კინემატოგრაფიას, ხელოვნებასა და ეკოლოგიას. ბანაკის მონაწილეებს თემის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად სტუმრობდნენ. სპიკერებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გია მურღულია, გიორგი კეკელიძე, მაია ბარათაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ასევე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დოლიძე.თამარ დოლიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი: „ბავშვების ცოდნა საკმაოდ მაღალი იყო - ისინი ლოგიკურად პასუხობდნენ კითხვებს გარემოს დაცვაზე, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვზე, მეორადი ზეთების გადაღვრასა და ნარჩენების სეპარირებაზე. ვფიქრობ, კერძო სექტორის წარმომადგენლები ცნობიერების ამაღლების მსგავს ღონისძიებებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რათა ხელი შევუწყოთ ერთგვარი გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალმა თაობამ პატარა ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“.„თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ბანაკის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების არსი, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები და საავტომობილო ნარჩენების - საბურავების, აკუმულატორების, ზეთების - სწორი მართვის ტექნოლოგიები. დებატებისა და მსჯელობის შედეგად ახალგაზრდები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ეკონომიკურ მოგებას, პირიქით - ერთმანეთს ავსებს და ერთობლივად ქმნის მდგრად, გრძელვადიან წარმატებას. ბანაკის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის შედეგად გაიაზრეს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არა მხოლოდ ამცირებს გარემოს დატვირთვას, არამედ ქმნის ახალ შემოსავლის წყაროებს, ამცირებს ხარჯებს ნედლეულის შეძენისას და ზრდის კომპანიის რეპუტაციას ბაზარზე.ანდრია კიკონიშვილი, „სიტყვის აკადემიის“ დირექტორი: „კომპანიების ამგვარი ჩართულობა საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი და პროდუქტიული გავხადოთ მომავალი თაობის პიროვნული ზრდის პერიოდი. „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერამ და პროცესში აქტიურმა მონაწილეობამ ბანაკი უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახადა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ინიციატივა გამოიჩინა, რომ მსგავსი პრეზენტაციები მათ სკოლებშიც გაიმართოს. ეს სურვილი ნათლად წარმოაჩენს, რომ ბიზნესის ჩართულობა და მსგავსი დიალოგები ცვლილებების სურვილს აღვიძებს და აჩენს ინტერესს, რომ ისინი თავადაც გახდნენ გარემოსდაცვითი აქტივობების მონაწილეები“.„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ავტორიზებული ორგანიზაცია, უკვე წლებია მუშაობს საავტომობილო ნარჩენების მდგრად მართვაზე, თანამედროვე გადამმუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე საქართველოში. ზამთრის ბანაკის მხარდაჭერითა და ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესის აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ სტრატეგიული ინვესტიციაა უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

შოშიები

faceამბები 1770648660

„რა გახარებულები არიან“ - პატარა შოშიებთან სტუმრობის კადრებს გიორგი კეკელიძე აქვეყნებს

ყველასთვის საყვარელი „შოშიებს“ მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა. ტყუპებთან ერთად გადაღებული ფოტო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.„ესეც შოშიები. დღეს“, - წერს გიორგი კეკელიძე.ცნობისთვის, პატარა შოშიები მთელმა საქართველომ შეიყვარა. მათ ყოველდღიურობას ათიათასობით ადამიანი ადევნებს თვალს. შოშიების დედა, შორენა ონიანი პოსტსამშობიარო გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მან შვილების ნახვა ვერ მოასწრო.

გიორგი კეკელიძე

ტაბლოიდი 1769265586

VIDEO: „შვილი ჩემთვის აღმოჩნდა საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი…“ – გიორგი კეკელიძე

გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი ეპიზოდის სტუმარია მწერალი, გიორგი კეკელიძეკეკელიძემ გადაცემაში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავისი ცხოვრებიდან ურთულესი დღე გაიხსენა:„ის დღე გახდა უბრალოდ ცნობილი, მაგრამ ის დღე არ ყოფილა ყველაზე მძიმე ჩემთვის, იმიტომ რომ მაშინ, რადგან საჯაროდ დავწერე ეს, მინდოდა გადარჩენა… ყველას ვისაც ეს გადაწყვეტილი აქვს, უნდა მოვუწოდოთ პირიქით, არა იმიტომ, რომ გადაცემის ფორმატი გვავალდებულებს, არამედ ფაქტი, დღეს ცოცხალი ვარ, ვზივარ და ვლაპარაკობ და რაღაც სიხარულები ჩემს ცხოვრებაში არსებობს. ეს ხომ დადასტურებული ამბავია, მათ ცხოვრებაშიც ასე იქნება. მე მახსოვს დღე, როდესაც საკუთარი თავი ვიგრძენი ამ სამყაროს ნაწილად… რაღაცა წინასწარი სურვილები არ მაქვს, ახლა ცხადია მინდა, რომ რაღაცები გახანგრძლივდეს მათ შორის თუნდაც ჩემი შვილის, კეკეს გამო…“ – ამბობს კეკელიძე.გიორგი კეკელიძემ პირად ცხოვრებაზე, მეუღლესა და შვილზეც ისაუბრა.მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას თუ როგორი მამაა:„მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც შემდეგ შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის ბიოლოგიურად, მაგრამ ჩემთვის ემოციურად გაგრძელებს. შვილი ჩემთვის აღმოჩნდა არა იმდენად რაღაცა ტიპური ამბავი, არამედ საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი, გარდა იმისა, რომ ის ჩემს სიცოცხლეს აგრძელებს… შვილისთვის შენვე უნდა იყო მიზეზი იმისა, რომ ის უფრო უკეთ ცხოვრობდეს და გაცილებით ბედნიერად, ვიდრე შენ იცხოვრე, მშობლად ყოფნა მე ასე მგონია და არა ვთქვათ ინსტინქტის ნაწილი… ვერ გეტყვით როგორი მამა ვარ, ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მცდელობა მაქვს, რომ ვიყო კარგი მამა. არ მაქვს რაღაც განსაზღვრული წესები ამ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა ვქნა და კარგი მამა ვიქნები. ვაკვირდები და მის სიხარულს რაც გამოიწვევს იმის გაკეთება მირჩევნია…“ – ამბობს კეკელიძე. 

გურული ღვეზელი

საზოგადოება 1767697980

„ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა“ - გიორგი კეკელიძე გურული ღვეზელისთვის ბებიის რეცეპტს აქვეყნებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბებიასგან გაგებულ გურული ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს.„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:ფქვილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ. რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.თქვენი მზარეულთა შორის მზარეული“,- წერს გიოგი კეკელიძე. 

მწერალი

საზოგადოება 1758993586

„ვერტმფრენი ჩამოვარდა... ყველა დაიღუპა... ისევ გოდება“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მწერალი გიორგი კეკელიძე წიგნიდან „დედა და ილია“ ამონარიდს აქვეყნებს:„გზის ამბავი #8ნინო ვარ ფანცულაია. ადრე დღიურებს ვაკეთებდი. გზაზეც გავაკეთე, ოღონდ ბევრს ვერ ვწერდი. 24-ში დავტოვეთ სოხუმი და ბებია არ წამოგვყვა. „მოხუცი ვარ და ხელს არავინ მახლებს, ბავშვს მიხედეთო“. მერხეულში შევაფარეთ თავი ნათესავებს. ჰაერში იგრძნობოდა სიკვდილის სუნი. 27 სექტემბერს ამბავი მოვიდა, უკან ვიხევთ, სოხუმი გაყიდულიაო. 13 დღე მოვდიოდით.დღე l - შორიდან დავინახე სვანეთის დაკლაკნილი აღმართი. გარშემო უამრავი შეშინებული თვალი, ბევრი ნაცნობი და გაურკვევლობა. მამა დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ცუდი ამბები დაგვაწიეს. სვანები გვმასპინძლობდნენ ნაცნობ-უცნობებს. აურაცხელი რაოდენობის საკვები კეთდებოდა უზარმაზარი თუჯის ქვაბებში. დღეს უცნობის სახლში გვეძინა.დღე ll - ჭიანჭველებივით გავუყევით გზას. გარშემო სიჩუმეა. ბავშვებიც ჩუმად ვართ. თვალებით ვეძებთ იმედს, მაგრამ ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა, რომელიც გვეტყოდა: „პირიმერია“ დაიწყო, წავედით სახლშიო. დღეს ვიღაცის ეზოში გვეძინა.დღე lll - სიოსავით გადაგვიქროლა ახალმა ამბავმა: „არძინბას უთქვამს, სვანეთის გზა უნდა დავბომბოო“. ცოტა ახმაურდნენ უფროსები. ხუმრობაც დაიწყეს. ეხლა ვხვდები, რომ ამას ჩვენთვის აკეთებდნენ. დღეს ტყეში მოგვიწია გათენება. აცივდა.დღე lV - სამხედრო მანქანამ გზა ჩახერგა. ვერაფრით ვერ ამოიყვანეს. სამანქანო გზა გაჩერდა. ჩვენ გზას ვაგრძელებთ. დღეს სვანმა გვიმასპინძლა. ეზოში უზარმაზარ ქვაბში წყალი, შაქარი და ჩაის ფოთლები დუღდა. საჭმელი მასაც შემოელია. ბევრი გაისტუმრა.დღე V - დღეს საღორეში გვეძინა ბავშვებს (გოგოებს). თუ დაგვეწევიან, ვერ მიხვდებიან, რომ აქ ხართო.დღე Vl - ფეხშიშველი ახალგაზრდა ქალი მახსოვს, საზაფხულო კაბით და დიდი ჩანთით, რომელსაც არავის არ აძლევდა. ჩანთით გარდაცვლილი ბავშვი მოჰყავდა. იქ ვერ დაასაფლავა. მარტოობისთვის ვერ გაიმეტა. შეშლილ დედას ვერავინ ეკარებოდა.დღე Vll - თოვს. ეს მონაკვეთი ძალიან სწრაფად უნდა გაიაროთო, ასე გვითხრეს. ქარი იცის საშინელი, შეიძლება თავს ვერ უშველოთო. მივდივართ და გზა გაყინული ადამიანების გვამებით არის მიმოფანტული.სიჩუმე გოდებამ შეცვალა.დღე Vlll - ვერტმფრენი ჩამოვარდა. ყველა დაიღუპა. ისევ გოდება.დღე lX - დღეს ვაშლი მაჩუქეს. დიდი, ყვითელი, მწიფე და ტკბილი ვაშლი. იმ ვაშლის გემო დღესაც მახსოვს.დღე X - დღეს მამა ცუდად გახდა. წაიქცა და გაითიშა. ჩემს კივილზე ვიღაც უცნობი მოვარდა და პირში შაქარი ჩაუყარა. გამიცოცხლა. არც სახელი ვიცი და არც გვარი იმ უცნობი ადამიანის.დღე Xl - დღეს პური ჩამოგვიყარეს ვერტმფრენიდან. სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვართ. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ ბებია, რომელიც დარჩა, თურმე დახვრიტეს.დღე Xll - ეს ბოლო ღამე იყო ტყეში გათენებული. წვიმდა. ხის ძირში ვიდექით და ისე გვეძინა.დღე Xlll - დღეს ბევრი ნაცნობი ვნახეთ. სატვირთო მანქანებით რიგრიგობით ჩავყავდით. როგორც იქნა, ერთად მოვხვდით დედა, მამა და მე. ჭალეში მეზობლის გოგო იყო გათხოვილი. სოხუმის მთელმა სამეზობლომ მასთან მოვიყარეთ თავი. ახლა აქ ვარ. გარეთ ცივა. აქ - არა“,- წერს გიორგი კეკელიძე. 

giorgio

ტაბლოიდი 1756062949

გიორგი კეკელიძე პატარა კეკეს კადრებს გვიზიარებს

გიორგი კეკელიძე თავისი უსაყვარლესი გოგონას, კეკეს ფოტოებს გვიზიარებს. საოცარი გოგონა ულამაზეს კაბაშია გამოწყობილი და თავზე ბანტი ამშვენებს.„ის, ვისთვისაც სიცოცხლე ღირდა, ღირს და ეღირება! თვითონ არის მზე… კეკე ხომ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე კი კეკეობდა – მოტივებზე… სიცოცხლის წყარო ხარ პატარავ… მზე და მთვარე არის თვითონ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

კეკე კეკელიძე

faceამბები 1752565560

კეკე კეკელიძე გაქრისტიანდა - ნათლობის ფოტოებს გიორგი კეკელიძე გვიზიარებს

ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძე მამა გადა. მას და მის მეუღლეს, მარიამ სოსელიას ქალიშვილი შეეძინათ. პატარას კეკე დაარქვეს. გიორგი ხშირად აზიარებს პატარა კეკეს ფოტოებს.სულ ახლახან პატარა კეკე გაქრისტიანდა, ნათლობის ფოტოები კი საკუთარ გვერდზე გიორგიმ გააზიარა. 

გიორგი კეკელიძე

ტაბლოიდი 1750511520

გიორგი კეკელიძე ქალიშვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

მწერალი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია გასულ თვეს მშობლები გახდნენ და უსაყვარლესი ქალიშვილი კეკე შეეძინათ.  მას შემდეგ, გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს კეკეს ფოტოებს და ვიდეოებს, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს.გიორგი Facebook-ზე კეკეს ახალ ფოტოს გვიზიარებს.„კეკე უყურებს მზეს“, – წერს გიორგი კეკელიძე. 

kekelidze

საზოგადოება 1748544100

„ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა... ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ“ - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქალიშვილზე

„მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა“- „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ პატარა ინტერვიუში ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლად გამომცხვარი მამა პაწია ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში სიამოვნებით აქვეყნებს და ბედნიერ წუთებს ასათაურებს - „ჩვენი წილი გაზაფხული“, „მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს...“კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.„არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას“ - ეს ფრაზები გიორგიმ მას შემდეგ დაწერა, რაც ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას დაესწრო. თან დარიგებაც მიაყოლა:„იცოდე, ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება“.***- ახალი შეგრძნებები...- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.- ფიქრები?- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.- რა შეიცვალა შენში?- ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე? - მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.-  ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება? - ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?  - ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.

გიორგი კეკელიძე

faceამბები 1747396860

„ასე დარაჯობს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე მამა გახდა.წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა.„...მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.ამჯერად, გიორგი სოციალურ ქსელში მისი ოთხფეხა მეგობრის და კეკეს ფოტოს აქვეყნებს:„ასე დარაჯობს ცუგი კეკეს, თუ ჩვენ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

კეკე კეკელიძე

ტაბლოიდი 1746891116

„დედა გავხდი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა...“ - გიორგი კეკელიძის მეუღლე ჩვილის ფოტოს გვიზიარებს

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა. გიორგი კეკელიძის ცოლმა სოციალურ ქსელში მამა-შვილის ფოტო გაავრცელა:„7 მაისს დედა გავხდი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა.მიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძის მეუღლე.            View this post on Instagram                       A post shared by Mariam Soselia (@maarsoselia)