გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1755105595

„ქრისტეს ასაკში ველოდებოდი... შინაგანად მქონდა ასეთი განცდა“ - გიორგი გილიგაშვილი მძიმე პერიოდს იხსენებს

33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ ჩემი განსაცდელის ისტორია. ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა“, – ამის შესახებ მსახიობმა, გიორგი გილიგაშვილმა ჟურნალ „თბილისელების“ 4 აგვისტოს ნომერში ისაუბრა.„მე ვფიქრობ, ზეცა ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს. რაღაც შემთხვევას რომ შეესწრები, მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევი, როგორც ღმერთის შვილს ეკუთვნის მოქცევა თუ გულგრილი იქნები და უბრალოდ, განერიდები. თუ დავრდომილ კაცს შეხვდი, ესე იგი, ის შენი წამოსაყენებელია. თუ მშიერ ადამიანს შეხვდი, ესე იგი, შენიდასაპურებელია. ასე რომ, ყოველი შეხვედრა, ადამიანთან თუ შემთხვევასთან, აუცილებლად ნიშანია და შენ უნდა მოიქცე, როგორც ღვთის შვილი. 33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუჩემი განსაცდელის ისტორია.ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა. მახსოვს, ასეთი ლექსიც ვთქვი: მათხოვრობაში გავატარე 33, გულით ვატარე უფრო ცოდვა, ვიდრე რო მადლი და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა – მეტი და რომ უფალმა მომიტევა ყოველი ადლი“. რატომღაც ახლა, ოთხი წლის შემდეგ, როცა ჩემი დაბადების დღე დგებოდა, 12 საათზე გავთიშე ტელეფონი, რადგან არ მსურდა ჩემი ფიქრების ახმაურება, მშვიდად მსურდა შევხვედრილიყავ. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე კი ასეთი სიტყვებიაღმომხდა: დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ, ამ წუთისოფლის სიდიდე ვინ თქვა,ჩემში ცოდვებს ჯერ არ მოეწყინათ, 37 ისე შთაინთქა. „ძალიან ვხარობ, რომ ამ სამი უდიდესი ქართველის დაბადების დღეს ინება უფალმა ჩემი დაბადება“ – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1755104045

ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა... - გიორგი გილიგაშვილი პირადზე

როგორ აღნიშნავს გიორგი გილიგაშვილი დაბადების დღეებს, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და რის გამო საყვედურობს საკუთარ თავს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა:გთავაზობთ მცირე ამონარიდს: 33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ ჩემი განსაცდელის ისტორია. ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი-მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა. მახსოვს, ასეთი ლექსიც ვთქვი:მათხოვრობაში გავატარე 33, გულით ვატარე უფრო ცოდვა, ვიდრე რო მადლი და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა – მეტი და რომ უფალმა მომიტევა ყოველი ადლი“.რატომღაც ახლა, ოთხი წლის შემდეგ, როცა ჩემი დაბადების დღე დგებოდა, 12 საათზე გავთიშე ტელეფონი, რადგან არ მსურდა ჩემი ფიქრების ახმაურება, მშვიდად მსურდა შევხვედრილიყავ. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე კი ასეთი სიტყვები აღმომხდა:დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ,ამ წუთისოფლის სიდიდე ვინ თქვა,ჩემში ცოდვებს ჯერ არ მოეწყინათ,37 ისე შთაინთქა.წლევანდელ დაბადების დღეს, ჩემმა ძმაკაცმა მაჩუქა მეთორმეტე საუკუნის დროინდელი ისარი, ეს ჩემთვის გამორჩეული საჩუქარია. ეს ისეთი ნაწრთობი ისარია, ჯაჭვის პერანგს რომ არღვევს, უნიკალური ექსპონატია. მას სახლში განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე.– ასაკის მატებას სევდანარევი განწყობაც ახლავს თუ ცალსახად სიხარულია?– სხვათა შორის, დღეს დილით ვფიქრობდი, თუ მე შევატყობ საკუთარ თავს მოწყენას, ესე იგი, მთლად ისე არ არის საქმე სულიერ მდგომარეობაში, როგორც უნდა იყოს. რადგან ადამიანი არ უნდა იწყენდეს, უფალი ამბობს, გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ შენთანა ვარ. თუ უფალი შენთან არის, აბა, რა მოწყენის დრო უნდა გამონახო. არა, ჩემმა მზემ, არა! ადამიანს ღმერთის ძიების პროცესი ისეთ დალოცვილად აგრძობინებს თავს, ისეთ ბედნიერებას ანიჭებს, რომ მერე უკვე აღარ გედარდება. იყოს ნება შენი, უფალო, რაც გინდა, მომეწიოს, ესე იგი, ასე იყო დაშვება შენი ჩემზე. თუ გავიმარჯვე ამ ყველაფერზე, ესე იგი, ასეთი იყო ნება შენი. უფრო პატარა ასაკში, თითქოს, სევდა მეპარებოდა, ამას ვგრძნობდი, მაგრამ დიდება უფალს, დღესაც და გუშინაც ვიაზრებდი, რომ არამცთუ სევდა არ დამუფლებია, პირიქით, ასეთი მტკიცე ჩემს ფიქრებსა და ნაბიჯებში არასდროს ვყოფილვარ. დიდება და მადლობა უფალს ამისთვის!ძალიან მადლიერი ვარ უფლის ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან უმადური ვარ საკუთარი ნაბიჯების, რაც აქამომდე გადამიდგამს. ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, ალბათ, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა. დანარჩენი, დიდება უფალს, მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობ მის წინაშე.

გიორგი გილიგაშვილი

ტაბლოიდი 1744479473

VIDEO: „ცოლი კი არ უნდა მოიყვანო, ქალი მოიყვანო ცოლად...“- რას ამბობს გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი, პოეტი, გიორგი გილიგაშვილი სტუმრად გადაცემაში „ღამის შოუ“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა:გიორგი გილიგაშვილი: ვაგონებ საკუთარ თავს, ყველა ადამიანს და შენც ჩემო ძმაო გიორგი, რომ გულში მუდამ მზე გვქონდეს. მზით სავსე გულებით ცხოვრებაც ღიმილიანი იქნება და ჩვენი ღიმილი შეძლებს უკუნის განათებას, ძმათა შერიგებას და გაღმერთიანებას. როგორ გამოვიმზირები ამას მეკითხებით? განა ყველა ჩვენთაგანში არ არის ჩოხა-ახალუხი. გიორგი გაბუნია: როდის უნდა მოიყვანო ცოლი? გიორგი გილიგაშვილი: ჩემმა მოძღვარმა დამარიგა - შვილო ცოლი უკვე სხვისას ნიშნავსო. ასე რომ ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი ავდექით ვვახშმობდით მამებთან ერთად. უკბილოდ ვიხუმრეთ, სად მიდიხართო რომ გვკითხეს ვუპასუხეთ მამაო ცოლები უნდა მოვიყვანოთ-მეთქი. ვის ცოლს დაადგით თვალიო. ცოტა შეგვრცხვა. ცოლი უკვე სტატუსს, სხვისას ნიშნავს, ასე რომ ცოლი კი არ უნდა მოიყვანო ქალი მოიყვანო ცოლად. როცა ღმერთი ინებებს მაშინ. ზღვას მთავაზობენ სიყვარულისას და მე ოკეანე მსურს.

გიორგი გილიგაშვილი

ტაბლოიდი 1742667538

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს - არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1742211497

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

მომღერალმა, გიორგი გილიგაშვილმა, სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ ის გადაცემაში "ნოესთან" საუბრობს: „პატარა სნეულება მჭირდა, რომელიც ერთხელ ამოვიკვეთე, შემდეგ მეორედ მოხდა მეტასტაზების გასვლა. ავთვისებიანი კარცენომა ფარისებრის, შემდეგ შემთხვევაში ლოკალურად მოხდა ამოჭრა, თუმცა კვლავ გავიდა მეტასტაზი და მოხდა კვლავ მისი ამოკვეთა. უფალი მივლის და მიფრთხილდება, ესეიგი რაღაცისთვის ვარ საჭირო“,- ამბობს გიორგი. ნოეს კითხვას, შეიძლება ითქვას, რომ დაამარცხე სიმსივნე, გიორგი პასუხობს, რომ კი. „შეიძლება ითქვას, დიდება ქრისტეს“,- ამბობს გიორგი.  

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1742157841

„მე უკვე ჩემს თავს წარმოვუსახე, სასახლეში ჩოხაში შემოსილი და წვერ-ულვაშში როგორ ვიქნები...“ - გიორგი გილიგაშვილი

მე უკვე ჩემს თავს წარმოვუსახე, სასახლეში ჩოხაში შემოსილი და წვერ-ულვაშში როგორ ვიქნები. პირველი ჩემი ფიქრი ეს იყო - განვამზადო ჩემი თავი ბოლო ჟამისთვის... ყველა ადამიანისთვის ძღვენია განსაცდელი, თუ ის ამას განიცდის, მიიღებს და ფერიცვალებას შეიგრძნობს მისი ხორციც და სულიც... - ამის შესახებ მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.ვრცლად ↓

გიორგი და ნუცა გილიგაშვილები

საზოგადოება 1713789133

VIDEO: გიორგი და ნუცა გილიგაშვილების ემოციური მილოცვა და სიურპრიზი დედას - „ყოველი წამი მნიშვნელოვანია, რასაც ერთად ვატარებთ, დე“

მსახიობისა და მომღერელის გიორგი გილიგაშვილის დედა იუბილარია. და-ძმამ გიორგი და ნუცა გილიგაშვილებმა დედას „გვიანი დილას“ ეთერში სიურპრიზი მოუწყვეს და პირდაპირ ეთერში მიულოცეს დედას დაბადების დღე.„დღეს ჩემი ულამაზესი და უსაყვარლესი დედიკო 65 წლის გახდა. უბედნიერესი ვარ, რომ შენი შვილი მქვია. მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი იყო მამასთან და ჩვენთან ერთად უთვალავი წელი. ყოველი წამი მნიშვნელოვანია, რასაც ერთად ვატარებთ დე. ჩემი საჩუქარი ხარ“, – დაწერა ნუცა გილიგაშვილმა სოციალურ ქსელში. 

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1707137038

„ჩემი დედიკო არის ჩემი უპირველესი მფარველი” - გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი, პოეტი, ამ ყველაფრის მიღმა კი პოზიტიური, გულწრფელი, ბავშვური, ღმერთისადმი დიდი რწმენით გამორჩეული – ასეთია გიორგი გილიგაშვილი, “ჩემმა მზემ” – როგორადაც იცნობს მთელი საქართველო.33 წლის, როგორც თავად ამბობს. ქრისტეს ასაკში გიორგის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ ავადმყოფობას მედგრად შეხვდა. მისი ყველაზე ძლიერი საყრდენი კი ყოველთვის დედაა, ქალბატონი ნანა ჭელიძე. გიორგიმ ,,სარკესთან” დედაზე ისაუბრა.– გიორგი, გულშემატკივრების სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ყველაზე მოყვარული და უპირობო მხარდამჭერი ალბათ დედაა თქვენთვის.– დედა-შვილის კავშირი მარადიულია, უწყვეტი. დედა უფლის საჩუქარია. ღმერთმა შექმნა ეს გასაოცარი, უკიდეგანო სამყარო, მერე ყოვლის შემოქმედმა თავი მოიდრიკა დედის წიაღში, დედის კალთაში, ამიტომ დედაზე ძვირფასი, დედაზე სანუკვარი, დედაზე თბილი არავინ და არაფერია. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო.ჩემი დედიკო არის ჩემი უპირველესი მფარველი. როგორი ჯიუტი და ცუდი შვილიც უნდა ვიყო (არადა არ ვარ), ის არის ჩემ გვერდით, ის იბრძვის ჩემთვის გაჩენის დღიდან, აგერ უკვე 34 წელი. ის მომყვებოდა თურქეთში. ჩემმა დაიკოებმა უთხრეს, ჩვენ წავყვებით, დედიკო, შენ იქ სხვანაირად ინერვიულებო და არა, ჩემს გიორგის მე უნდა გავყვეო. დედიკო მიწყობს ხელს, რომ ჩემში ბავშვი შევინარჩუნო, არასდროს დამავიწყდეს, როგორ ვუყვარვარ და ეს სიყვარული ასმაგად დავუბრუნო.ვამაყობ ჩემი დედიკოთი, დაიკოებით, ჩემი ოჯახით. მივხვდი, რომ ადამიანები გარე-გარე არ უნდა ვეძებდეთ მოკეთეებს, საამაყო, მისაბაძ ადამიანებს. შენი ოჯახი უნდა შემოსაზღვრო ისეთი სიყვარულით, რაც გადაულახავი იქნება არაკეთილმოსურნეთათვის.რაც უნდა საყვარელნი იყვნენ გარშემომყოფნი, საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად ვერ შეიყვარებ და, თუ მაინც იტყვი, რომ ისინიც ისე გიყვარს, მაშინ არ ხარ გულწრფელი. როგორც საღვთო იერარქია, ასეთივე უნდა იყოს შენი ოჯახის იერარქია, დედ-მამა, და-ძმები. როცა შეიგრძნობ და გააცნობიერებ საკუთარი ოჯახის სიყვარულს, მიზიდულობას, პატივისცემას, შემდეგ შეგიძლია პატივი სცე და სიყვარული გამოხატო სხვა ოჯახების, შენი მეგობრების დედ-მამის, დედმამიშვილების მიმართ და ასე იზრდება წრე, რომელიც გაკრავს.ყველაფერი ერთი განგრძობადი ჯაჭვია, რომელსაც ფეხაკრეფით უნდა მიჰყვე. შენი ოჯახი და შენი წინაპრები არიან საწინდარი იმისა, როგორი მოქალაქე დადგები და როგორ გეყვარება შენი ქვეყანა. წყაროასევე ნახეთ:PHOTO: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილი 21 წლის ასაკში„ამდენი ადამიანი რომ არის ჩართული იმაში, რომ შენ გამოკეთდე და კარგად იყო, შენც აღარ უნდა ჩაიქნიო ხელი“ - გია ბურჯანაძე მძიმე სენზერატომ არ აქვეყნებენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს

ნინო ჩოგოვაძე

საზოგადოება 1705995008

სად და როგორ გაიცნეს ალექსანდრე კალანტაროვმა და ნინო ჩოგოვაძემ ერთმანეთი - „ნინოში ადამიანობამ მომხიბლა“

ცნობილი გინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. წყვილმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავუი მილოცვა მიიღო.როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორი ურთიერთობა აქვთ, ამაზე ალექსანდრე კალანტაროვი საუბრობს:„15 წლიანი მეგობრობა გვქონდა, ნინო პაციენტის ამპლუაშიც ყოფილა ჩვენთან... ერთმანეთი 2-3 წლის წინ აღმოვაჩინეთ. ნინოში, პირველ რიგში, ადამიანობამ მომხიბლა, მეგობრობამ... ამ შემთხვევაში, სულიერი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გარეგნული. დაკავებულები ვართ, სახლში დაღლილი მივდივარ ხოლმე, ხანდახან, მთელ დღესაც მიმდინარეობს ოპერაცია...  ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეჭვიანები არ ვართ და ჯერჯერობით, არც გვიკამათია...“ - ამბობს კალანტაროვი „დღის პოსტში“.ასევე ნახეთ:VIDEO: ნაიარევი, რაც ყელზე მაქვს, უფლის საჩუქარია... ეს მახსენებს, როგორ ვუყვარვარ უფალს - გიორგი გილიგაშვილიVIDEO: „შესანიშნავი შვიდეულის“ შთამბეჭდავი შესრულება და აღფრთოვანებული მაყურებელი„გაქვთ შანსი, ივნისში ფინანსურად განსაკუთრებულად დაწინაურდეთ“ - ნახეთ, ვის მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...“ - ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ილია მეორე

საზოგადოება 1705661684

რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ილია მეორემ - დეკანოზის განმარტება

დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს.„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.ასევე ნახეთ:შეიძლება თუ არა ნათლისღების წყლის გამრავლება სახლშიVIDEO: ნაიარევი, რაც ყელზე მაქვს, უფლის საჩუქარია... ეს მახსენებს, როგორ ვუყვარვარ უფალს - გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1705656900

VIDEO: ნაიარევი, რაც ყელზე მაქვს, უფლის საჩუქარია... ეს მახსენებს, როგორ ვუყვარვარ უფალს - გიორგი გილიგაშვილი

„სულ ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ზედმეტი მავნე ჩვვევისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერდი. უკვე ყველაფერი რაც ავთვისებიანი იყო ამოკვეთილია, თუ რამ დარჩა მალე დასხივების თერაპიას დავიწყებ და მალე დაგიბრუნდებით, თავს ლეგენდარულად ვგრძნობ და კიდევ უფრო ლეგენდარულად ვიქნები.მინდა ვთქვა, რომ სიყვარულზე წინ, არც ჯანმრთელობა და არც გარდაცვალება არ დგას. ასმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გარემო იმაზე მეტად შევიყვარო, ვიდრე დღეს მიყვარს. სიყვარულია მხოლოდ მარადიული..."  - ამბობს გიორგი გილიგაშვილი“,- ამბობდა გიორგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. დღეს მსახიობი „რადიო ფორტუნას“ რუბრიკის სტუმარი იყო. გიორგი პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და დამარცხებულ მძიმე სენზე ჰყვება. 

ბელგიის სამეფოში მოქმედი ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

კულტურა 1698131429

ბელგიის სამეფოში მოქმედი ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ 29 ოქტომბერს ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ოთარაანთ ქვრივი“ წარმოადგენს.ლიტერატურული თეატრის - „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებლის მანანა ხორბალაძის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა.„მნიშვნელოვანია ქართული თეატრის არსებობა უცხო მიწაზე, რადგან ემიგრანტის შვილებმა იცოდნენ ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია. მათ მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ქართულ იდენტობასთან. ვემზადებით პრემიერისთვის. სპექტაკლში ემიგრანტის შვილები და მათი მშობლები მონაწილეობენ. თავად „ოთარაანთ ქვრივს“ მე განვასახიერებ. გიორგის როლს სანდრო ახმეტელაშვილი; კესოს ნინო კაპანაძე ითამაშებს. არჩილის როლის შესასრულებლად თბილისიდან მსახიობი გიორგი გილიგაშვილი მოვიწვიეთ. ასევე, დიდგვაროვან ქალბატონს კომპანია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე ითამაშებს. სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც გამოთქვეს და ისინიც ჩამოვლენ რეპეტიციებზე ბელგიაში. დადგმის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა“, -განაცხადა მანანა ხორბალაძემ.მისივე ინფორმაციით, სპექტაკლს მუსიკალურად თათა კალანდია და ბაშა ბაშალეიშვილი გააფორმებენ. ქორეოგრაფიული ნომრების დასადგმელად თბილისიდან ბაქარ ხინთიბიძეა მოწვეული.როგორც მანანა ხორბალაძემ აღნიშნა, სპექტაკლს ბელგიის სამეფოში მცხოვრები ქართველების გარდა, ნიდერლანდების სამეფოში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.სპექტაკლზე დასწრების სურვილი იმ ბელგიელებმაც გამოთქვეს, რომლებსაც ქართული ხელოვნება და კულტურა უყვართ. სპექტაკლი ანტვერპენის საკონცერტო დარბაზში 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.